საინტერესო ფაქტები ჩინეთზე

პირველი ასოციაციები, რაც ჩინეთის სახელმწიფოს ხსენებაზე კაცს შეიძლება თავში მოუვიდეს არის: მილიარდიანი მოსახლეობა, იეროგლიფები, ჩინეთის დიდი კედელი, ბუდა,  MADE IN CHINA, ხუანხე და იანძი, ცეცხლოვანი დრაკონის ცეკვები, ჩაის კულტურა, ბრინჯი,  უამრავი გამოგონება…

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ არაერთგვაროვანი კულტურის მქონე სახელმწიფოს შესახებ.

  1. პირველი ქაღალდის ფული გამოიგონეს ჩინეთში 1400 წლის წინ;
  2. ჩინეთში აკრძალულია რეინკარნაცია სახელმწიფოს ნებართვის გარეშე;
  3. მოგეხსენებათ, ჩინელები კოვზის და ჩანგალის ნაცვლად ხის ჩხირებს იყენებენ საკვებთან. ყოველწლიურად კი 45 მილიარდი ასეთი ჩხირია საჭირო მხოლოდ ჩინეთში;architecture-great-wall-of-china-desktop-wallpap-2560x1600
  4. ყოველწლიურად, ჩინეთში 4-ჯერ უფრო მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებულს;
  5. 100 მილიონ ადამიანზე მეტს ჩინეთში ყოველდღიურად 1 ამერიკულ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს;
  6. მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი ჩინეთში მდებარეობს, თუმცა მისი 99% ცარიელია;
  7. 2009 წლიდან მოყოლებული ჩინეთში აკრძალულია facebook, twitter და New York Times.
  8. დღეისათვის, 35 მილიონზე მეტი ჩინელი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობს;
  9. დაახლოებით 700 მილიონამდე ჩინელი სვამს დაბინძურებულ წყალს;
  10. სან-ფრანცისკოს ჰაერის დაბინძურების მესამედი მოდის ჩინეთის ტერიტორიიდან;
  11. 2010 წელს ჩინეთის ტერიტორიაზე დაინსტალირებული პროგრამების 78% იყო პირატული;
  12. ყოველ 30 წამში ჩინეთში დეფექტიანი ახალშობილები იბადებიან;
  13. იმის გამო, რომ ჩინეთში მკაცრად კონტროლდება დემოგრაფიული პოლიტიკა, ყოველწლიურად დაახლოებით, მილიონი გოგო იკეთებს აბორტს მდედრობითი სქესის ნაყოფზე და 10 ათასობით გოგონა ახალშობილს ტოვებენ მშობლები;
  14. მაგიდის ჩოგბურთი ჩინეთის ეროვნული სპორტის სახეობაა;Made
  15. PlayStation – ჩინეთში არალეგალურია;
  16. ჩინეთში სავალდებულოა კოსმეტიკური საშუალებები ჯერ გამოიცადოს ცხოველებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდოს. ევროპაში ეს აკრძალულია;
  17. ღიმილისმომგვრელია: სიტყვა “ცენზურა”-ს ჩინეთში ცენზურა ადევს 🙂 მისი გამოყენება აკრძალულია;
  18. ჩინეთში ოფიციალურად არსებობს სამკურნალო ბანაკები ინტერნეტდამოკიდებული პირებისათვის;
  19. ყოველ კვირას, უფრო მეტი ჩინელი დადის ეკლესიაში ვიდრე მთელი ევროპის მოსახლეობა;
  20. ყოველწლიურად ჩინეთში დაახლოებით 4 მილიონი კატა იჭმევა, როგორც დელიკატური კერზი;
  21. კომპანიის წარმომადგენლები შესაძლებელია დაისაჯონ სიკვდილით, თუ კი ისინი თაღლითობაში იქნებიან მხილებულნი;
  22. 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ჩინეთში უფრო მეტი ცემენტი გამოიყენეს, ვიდრე მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის მანძილზე;
  23. მსოფლიოში არსებული ღორების ნახევარი ყავთ ჩინეთში 🙂
  24. ჩინეთის ქალაქებში, მიწისქვეშა წყლების 90% დაბინძურებულია;
  25. მარიხუანას გამოყენების პირველი ფაქტი ჩინეთში 4700 წლის წინაა დაფიქსირებული;
  26. ყოველწლიურად, 20 მილიონი 20 წლის ხე იჭრება ჩინეთში ზემოთ ნახსენები ჩხირების დასამზადებლად;
  27. ჰაერის დაბინძურების ზრდა ჩინეთში იწვევს დიდთოვლობის ზრდას კალიფორნიაში;
  28. ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია რელიგიური, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მორწმუნე საზოგადოება ტაილანდშია – 94%;
  29. იმის მიუხედავად, რომ facebook ჩინეთში ოფიციალურადაა დაბლოკილი, 95 მილიონ ჩინელს მაინც აქვს შექმნილი ექაუნთი;
  30. ვატიკანი ოფიციალურად არ აღიარებს ჩინეთს როგორც ლეგიტიმურ სახელმწიფოს;
  31. ყოველწლიურად, დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება ჩინეთში ზედმეტი სამუშაოს შესრულების დროს.

როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?

Civil Societyსაზოგადოება თავისი სტრუქტურით რომ რთული ფენომენია ამის თქმით, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი. საინტერესოა ნებისმიერი სოციალური სტატუსისა თუ სოციალური როლის მქონე ადამიანების ცხოვრების წესი, გარემოს აღქმა და მსოფლმხედველობა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე როგორ მიდის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე? რა განაპირობებს ადამიანის მოთხოვნების ტიპებს?

ჰომოსაპიენსმა პროგრესის გზაზე სიარული, ალბათ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაუჩნდა კითხვები “რატომ?” და “როგორ?” და დაიწყო პასუხების ძიება.

როგორ გგონია, რამდენადა მჭიდროდაა ერთმანეთთან კავშირში ბედნიერების და კონფორმიზმის ცნებები? იმ შემთხვევაში, თუ კი ჩათვლი რომ ხარ ბედნიერი, გულისხმობს თუ არა ეს ავტომატურად იმას, რომ შენ უკვე დაყარე ფარ-ხმალი და კმაყოფილი ხარ მიღწეულით? (ზოგიერთისთვის მიღწევად შეიძლება რომელიმე მსხვილი კომპანიის სათავეში ჩადგომა ჩაითვალოს, ზოგისთვის კი საოცნებო მოგზაურობის განხორციელება ბრაზილიის ველურ ბუნებაში. ამას არ აქვს მნიშვნელობა)  ანუ წყვეტ “ბრძოლას”. ასეა?

მეცნიერული გამოკვლევების თანახმად გენეტიკური კოდის მეშვეობით ადამიანს გადაეცემა ცოდნა და გამოცდილება. ანუ, ყოველი ახალი თაობა აპრიორი უფრო ჭკვიანი და გამოცდილია წინაზე. საინტერესოა, როგორ აღიქმებოდა ანტიკური ფილოსოფოსების და იმდროინდელი სხვადასხვა მეცნიერების ნააზროვნები და ნაფიქრალი მაგალითად 1000 წლის წინ? შეიცვალა თუ არა აღქმა და როგორია ის დღეს? შეიცვლება თუ არა ის მომავალში და როგორი აღქმა იქნება 1000 წლის შემდეგ? რეალური გარემო – ის საზოგადოება რომელშიც ცხოვრობ, რომლის გარემოცვაშიც მოღვაწეობ და ფიქრობ კონკრეტულ დროსა და სივრცეში,საზოგადოება რომელიც ხასიათდება თავისი განვითარების დონით, ახალი და აწ უკვე დავიწყებული წესრიგებით – ახდენს თუ არა გავლენას დიდი ხნის წინ ნააზროვნების გააზრების საქმეში?

შეუძლია თუ არა ადამიანის გონებას ცნობიერად იარსებოს და იფუნქციონეროს ორ სხვადასხვა განზომილებაში ერთსა და იმავე დროს?

განათლების გარდა, საქართველოს დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რამდენად შესაძლებელია იყოს ქართველი ადამიანის ზედმეტად ამაყი და ამავდროულად მორჩილი ბუნების შედეგი? სიამაყე – იმ თვალსაზრისით, რომ ვცდილობთ თავის წარმოჩენას იმაზე მეტად, ვიდრე რეალურად წარმოვადგენთ. ვთაკილობთ გარკვეულ პროფესიებს და ხშირად არაფრის კეთებას ვამჯობინებთ. არასოდეს გვინდა საკუთარი შეცდომის აღიარება. პირიქით “ვაპრავებთ” ნამოქმედარს. ვკარგავთ სინაღდეს და ვეფლობით სიყალბეში. რაც აღვივებს უნდობლობას და დიდი ალბათობით შლის კეთილმეგობრულ განწყობებს. ასეთ შემთხვევებში კი რომელ სოლიდარულ განცდებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე შეიძლება საუბარი?! მორჩილ ბუნებას რაც შეეხება: აქ უსამართლობის წინაშე უმოქმედობა იგულისხმე. რაც დიდწილად სწორედ სოლიდარულობის განცდის არარსებობითაა ნაკვები. მაღაზიაში, ტრანსპორტში, სახლში ტელევიზორთან, თუ უნივერსიტეტში ლექციაზე – ყველგან მომხმარებლად გადაქცეული ცალკეული ადამიანი ვერაფერს სასიკეთოდ ვერ შეცვლის თუ კი ერთობლიობის განცდა არ იქნება. იქამდე, ვიდრე  ავტობუსის მძღოლი, მაღაზიის გამყიდველი, დიასახლისი და სტუდენტ-პროფესორები ერთმანეთის გვერდში დგომის აუცილებლობაში არ დარწმუნდებიან მანამდე განვითარებულ სახელმწიფოზე ფიქრი ფიქრადვე დარჩება.

ცალკე თავის ტკივილია ქართული მედია და პოლიტიკა. მასმედიის საშუალებები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიწოდების მუდმივი უშრეტი წყაროა.TV vs Book დიდი დოზით, მძაფრი შეგრძნებებით და პაუზის გარეშე. დღიდან დღემდე. პოლიტიკამ ჩაანაცვლა სპორტიც, კინოც, მუსიკაც, შემეცნებაც, გართობაც და დასვენებაც! საუბრისას ხშირად მომისმენია არგუმენტი: “რაზეც საზოგადოების მხრიდან არსებობს მაღალი მოთხოვნა შესაბამისად მიეწოდებათ ადეკვატურადაც”. კი მაგრამ! ალტერნატივა არსებობს? ქართველ მსმენელ-მაყურებელს აქვს იმის არჩევანი, რომ გადართოს სხვა ქართულ არხზე და მოუსმინოს გადაცემას, მაგალითად, იმაზე თუ როგორ იქმნებოდა კინო; როგორი მუსიკას უსმენდნენ ამერიკაში მე-20 საუკუნის 40-იან წლებში; როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად; როგორი ეგზოტიკურია ინდოეთი; როგორი ცხოვრების წესი აქვთ კუნძულ ისლანდიაზე და ასე შემდეგ… მსგავსი უბრალოდ არ არსებობს.
ამას გარდა ძალიან მომაბეზრებელი გახდა უკვე პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთში ტაკიმასხარაობა და ცირკაჩობები. მაგრამ ვაი, რომ სტიმულირება კაკრას რო ადამიანებისგან ხორციელდება, თავიანთი არაადეკვატური გამოხმაურებებით. ადამიანებამდე ეს მასხარაობა კი ისევ და ისევ ‘ძვირფასი’ მედის საშუალებით მიდის. აქცენტი კეთდება აბსოლუტურად არასწორად. ორად გაყოფილი საზოგადოება გაფაციცებითაა ჩამსხდარი სავარძლებში და სპორტული ჟინით ელოდება თავიანთი ფავორიტი პოლიტიკოსის მხრიდან მოპაექრის შეგინებას. ლანძღვა-გინება რომ განვითარების გზაზე გვაყენებდეს დღეს ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ნაღდად არ ვიქნებოდით. მაგრამ, ამის მიხვედრასაც გონების დიდი დაძაბვა ჭირდება, ალბათ.

როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?
-მივიღოთ განათლება, ინფორმაცია. გავაანალიზოთ და გადავცეთ.

შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

კარგად მახსოვს 4-5 წლის წინ, პირველად რობერტ სტურუასგან მოვისმინე ხალხში შიშმა დაისადგურა და მოსახლეობას ეშინია საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაო. იმ დროს კიდეც გამიკვირდა. რა შიშზე ლაპარაკობს თქო გავიფიქრე, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგად ვხვდები თუ რას გულისხმობდა დღევანდელი ხელისუფალისგან აკრძალული და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტ სტურუა.

2012 წლის აპრილის თვეში სამეგრელოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ზუგდიდში რამდენიმე ოჯახს გავესაუბრე ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. ერთ ქალბატონს ვკითხე სამხედროებზე, რომელზეც თავდაპირველად ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება. მეგრულად მიპასუხა. არ მესმის რას მეუბნებით არ ვარ მეგრელი თქო. ”მე რომ მეკითხები თითქოს შენ უკეთ არ იცოდე რაც ზუგდიდში ხდება”-ო მითხრა.  ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით დილაობით იარაღს წმენდდნენ ხოლმე ახალგაზრდებიო. რატომ არიან მეთქი სახლებში რას აკეთებენ? – არ ვიციო, საჭმელ-სასმელი აქვთ და გარეთაც იშიათად თუ ნახავ, ფორმაში ჩაცმულები არ მოძრაობენო. ერთ კაცს ვკითხე კმაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი ცხოვრებით და ხელისუფალით თქო და ღიმილით მიპასუხა რომ საპრეტენზიო არაფერი ქონდა, მერე მანქანა ეზოში შეაყენა, გარეთაც აღარ გამოსულა. მისმა მეზობელმა პედაგოგმა ქალმა მითხრა ტყუილი გითხრა, ეშინია და ღიად ვერაფერი თქვა თავისი მდგომარეობის შესახებ. მაღაზიები აქვს ზუგდიდში და სულ ამ მთავრობის გინებაშია, ძალიან ავიწროებენო.

რამდენიმე დღით შიდა ქართლში ვიყავი და შიში მძვინვარებს ისეთი არ გენახოთ უარესი. გამარჯობაზეც კი ეჭვის თვალით გიყურებენ ლამის. როგორ ხარ ბაბუ, რას იტყვი დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყანაში? – რა გითხრა აბა?! მე მოხუცი ვარ რისი თქმა შემიძლია?! არაფერი ვიცი და მე ვინ რას მეკითხება?!  კმაყოფილი თუ ხარ დღევანდელი ცხოვრებით? – რა გითხრა აბა? პოლიტიკა ჩემი საქმე არაა…. ერთი ქალი ამბობდა რომ ოჯახში 6-ნი არიან, მათ შორის 4 უმუშევარია, ორი კი – ბავშვი. მაგრამ ცხოვრებით მაინც კმაყოფილები არიან. ერთი ქალბატონი ნატრობდა ნეტა პენსიონერის ასაკის მაინც ვიყო რაღაც შემოსავალი ხომ მაინც მექნებოდა ოჯახშიო. თუმცა, ხელისუფლებაზე კრიტიკულს ვერაფერს ამბობდა – შვილი მუშაობს ჩემი და მეშინია სამსახურიდან არ გამოუშვანო. სხვა ქალბატონს პატიმარი შვილი ჰყავდა და ამიტო ფრთხილობდა საუბარში. ქმარს ცოლი უშლიდა მთავრობაზე ხმამაღლა ”ცუდის” თქმას, დედას – შვილი, მოხუცს – მეზობელი და ასე შემდეგ. ეშინიათ პენსიის გაუქმების, ოჯახის წევრის სამსახურიდან გამოშვების, 22 ლარიანი სოციალურად დაუცველის დახმარების მოხსნის, მაღაზიის დახურვის, დაპატიმრების. ერთი პენსიონერი ქალი მეუბნებოდა: რა ვიცი ეხლა მე, რომ შენ ჩამწერი არ გაქვს ჩართული და ჩემ ლაპარაკს არ იწერო? აქ მე მგონი კომენტარი ნაღდად არაა საჭირო!

შიდა ქართლში გულწრფელი რამდენიმე ადამიანი იყო. ფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად აქაც ფსიქიკურად არამდგრადმა ადამიანმა მითხრა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სიმართლე! ის, რომ ძალიან მაგრადაც უჭირდა მას და მის გარშემო მყოფებს, უმუშევრობის და მაღალი გადასახადების გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც არიან ჩავარდნილები და რეალურადაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ისე, ბოლოს ამანაც მითხრა ეს ლაპარაკი ჩვენ შორის დარჩესო.

ამ ყველაფრის მერე კი გამოდიან ხელიფლების წარმომადგენლები და აკეთებენ დემოკრატიის განვითარებაზე განცხადებებს. ქვეყანას დაშინების მეთოდით მართავენ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ეს შიში როცა იქნება  ყელში ამოუვა ხალხს და ერთბაშად იფეთქებს. მე მგონი ეს აფეთქებაც მალე იქნება! სულ მალე!

ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.

სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

წინასაარჩევნო პერიოდში რომ პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს ხოლმე – ეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მთავარია ყველაფერმა კანონის შეაბამისად ჩაიაროს. კანონის წინაშე კი ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბრადაა პასუხისმგებელი. სხვა საკითხია რამდენად დემოკრატიულია კანონი. პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა პოიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებს პარლამენტი სხვადასხვა კანონპროექტებს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები, ძირითადად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული. ამის ცოცხალი მაგალითია მოვლენა – ნათია მოგელაძე. ამ ქალბატონის კანტორა თვალყურს ადევნებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში თანხების ბრუნვას და არა მარტო. თუმცა, აქაც მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ სპექტრზე კეთდება აქცენტი: აპატიმრებენ ადამიანებს, იბარებენ დაკითხვებზე, აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ემუქრებიან… ამის პარალელურად ძალიან უმისამართოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მოკლედ რა ხდება:

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით, ირჩევენ კონკრეტული რაოდენობის (და ალბათ პოლიტიკური შეხედულებებისაც) სტუდენტებს და მიყავთ 3-4 დღის ანაკლიაში. იდეაში ტრენინგებსა და პრესკომფერენციებზე. სრულიად უფასოდ. შემდეგ მათთან ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი და წინასაარჩევნოთ მათი ხმების სათავისდ გადაქაჩვას ცდილობს.

ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი

კონკრეტული მაგალითი: 2012 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრალურისა და ილიაუნის სტუდენტები ანალოგიური მიზნით წაიყვანეს ანაკლიაში. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევდა. გადანაწილებულები იყვნენ სამ სასტუმროში – “სასტუმრო ანაკლია”, სასტუმრო ”ოქროს საწმისი” და სასტუმრო ”Palm Beach”. კვება, აუზი, ღამით გართობა, მუსიკა – უფასო. რაც შეეხება ტრენინგს: მიწვეული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტი, რომელმაც 10-15 წუთიანი სემინარი ჩაატარა. ძირითადი დრო თამაშებს დაეთმო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამაში ძალიან ცოტა სტუდენტი მონაწილეობდა. მიწვეული იყო ასევე ჩინელი სტიდენტი, ისიც სემინარის ჩასატარებლად.

სტუდენტებმა ადგილზე შეიტყვეს რომ მათთა მისვლა მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. ერთ-ერთმა იკითხა თუ როგორი სახის შეხვედრა იყო დაგეგმილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შეკითვების დასმა და ა.შ.  გაირკვა რომ შეკითხვები იქნებოდა, რასაკვირველია, წინასწარი შეთანხმებით და კითხვების ფორმულირებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.  კრიტიკული აზრის გამოთქმას პერსპექტივა არ აღმოაჩნდა. ნუ ყველას კარგად წარმოუდგენია როგორი შეხვედრა შედგებოდა, პრეზიდნტმა სიამაყით გააჟღერა მორიგი მიღწევა, რომ ბათუმი ჯობს კალიფორნიას, რომ ჰილარი კლინტონი საოცრად კმაყოფილი იყო ნანახით, მოსმენილით და მოკლედ შეგვნატროდა. სტუდენტებმა ხოტბა-დიდება შეასხეს პრეზიდენტს. გაიჟღერა შეკითხვამ თუ როდის ჩამოიყვანენ საქართველოში Red Hot Chili Peppers? როგორც ჩანს სხვა არაფერი აღელვებს კითხვის ავტორს.

საღამოს გაიმართა წვეულება. სუფრაზე ტრადიციულად ითქვა სადღეგრძელოები, თუმცა არც მაინც და მაინც ტრადიციული. მაგალითად: მადლობა მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ლადო ვარძელაშვილლს! გაუმარჯოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასე შემდეგ.

სტუდენტები თბილისში 7 ივნისს დაბრუნდნენ. ეს ყველაფერი არ მთავრდება. ეხლა სხვა სტუდენტების გულის მოგების ჯერია. საინტერესოა რა თანხა ხმარდება აღნიშნულ რამდენიმედღიან ”დასვენებას” ანაკლიაში და ითვლება თუ არა მსგავსი შეხვედრები ამომრჩევლის მოსყიდვად?

 p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჟურნალისტებისთვის დაფარულად.

Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

რატომ იბადება ადამიანი?  რატომ ცოცხლობს?  რომ მერე ოდესმე ან მალე მოკვდეს?  რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში? ან რატომ უნდა აკეთოს?

იდიოტი ერი

ვისთვის (რისთვის) უნდა აკეთოს? რა ფუნქცია, რა დანიშნულება გააჩნია მას სამყაროში? ან გააჩნია კი რამე დანიშნულება? როგორ უნდა განვითარდეს? ან უნდა განვითარდეს კი? ცალსახად პასუხის გაცემა ამ კითხვებზე ძალიან რთულია.

თუ მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჰომო საპიენსი (Homo Sapiens – გონიერი ადამიანი) – როგორც სახეობა დაახლოებით 300 ათასი წლისაა, ცივილიზებული საზოგადოება კი – 20 ათასი წლის. გამოდის რომ ადამიანი მთელი მისი ისტორიის 90% ფორმირდებოდა და იმყოფებოდა პირველყოფილი ჯგუფური არსებობის პერიოდში. მნიშვნელოვანი როლი ადამიანის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში ითამაშა ცეცხლის მოპოვებამ და დამორჩილებამ. ის უკვე აღარ იყო დამოკიდებული მეხის გავარდნასა თუ ლავის ამოფრქვევაზე. კაჟის ქვის ერთმანეთზე დაკვრით შეეძლო მიეღო ცეცხლი. ამ მონაპოვარმა ადამიანი გამოიყვანა ბუნებაში შედარებით თბილი გარემოდან, დააძლევინა ცეცხლის შიში და დაიწყო დასახლება მთელ დედამიწაზე. განვითარდა და მრავალი ქარტეხილისა თუ ომების შემდეგ მოვედით დღევანდელ დღემდე.

დედამიწაზე სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფო შეიქმნა. ზოგი მეტად განვითარებუილი, ზოგიერთიც შედარებით ნაკლებად. მიუხედავად მასშტაბების და ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, საქართველოც ცდილობს ფეხი აუბას თანამედროვეობას, ჩაებას მსოფლიო პოლიტიკურ ფერხულში და სრულფასოვანი ადგილი დაიმკივდოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.

 თუ საკითხს დავაყენებთ შემდეგნაირად: არის თუ არა დღევანდელი ადამიანი ანტიკური ხანის ადამიანზე განითარებული?  გარკვეული ნაწილი დაუფიქრებლად იტყვის, რომ რასაკვირველია არის! არგუმენტირებისას კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანენ რადიოს და ტელევიზიის გამოგონება-განვითარებას, ინტერნეტ ქსელის შექმნას და თან დააყოლებენ რომ აღნიშნულის გამოგონებებით ადამიანს ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა პლანეტის ერთი წერტილიდან მეორეში ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ძნელია არ დაეთანხმო.

რა ხდება ამ მხრივ საქართელოში? როგორ წაგვწია (ან არც) წინ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ? განვიცდით თუ არა პროგრესს?

2003 წლის ე.წ.  ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” სრულყოფაში ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია მედიამ. პოსტრევოლუციურ პერიოდში იმავე მედია საშუალებებით დიდი ინტენსივოთ დაიწყო აპელირება ე.წ. საბჭოთა გადმონაშთებზე, საბჭოთა ადამიანებზე. რომ მათი დრო უკვე წავიდა. ახალი საქართელოს  დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად  საჭიროებდა ახალი ტიპის ადამიანს. აქ მედიას დაეკისრა მთავარი როლის შესრულება.

 როგორ გავლენას ახდენს მედიაპოლიტიკა ახალი ადამიანის ”გამოყვანაზე?”. თუ გადავხედავთ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიების გადაცემების ბადეს (რუსთავი2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ვნახავთ, რომ მდარე ხარისხის შოებსა და ტელესერიალებს საკმაოდ დიდი ნაწილი უკავიათ. მოსახლეობაც მასობრივად მიშტერებია ტელევიზორს და თავით ეშვება ამ სანაგვეში. პრაქტიკულად არ არსებობს შემეცნებითი გადაცემა. შოუები იმბეცილობის პოპულარობას ეწევიან. გამოჩნდა ახალი სატელევიზიო შოუ ”ქალური ლოგიკა”, რომელიც, ჩემი აზრით, სიდებილის პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე. ეს გადაცემა გახლავთ უინტელექტობის რეკლამა. მერე რა თუ არ იცი როგორია ფანქრის სათლელი, ფეხბურთში რამდენმეტრიანია საჯარიმო დარტყმა –  პენალტი, მერე რა თუ ბრაზილიის დედაქალაქი შეიძლება ყველა ნებისმიერი ქალაქი იყოს და არა ბრაზილია. შოუში სულელურ (არაზუსტ) პასუხებს მოყვება შეძახილი ”კარგი გოგო ხარ”, რაც თითქოს ახალისებს კიდეც ამ უცოდინრობას. ტვინის გამორეცხვის ტიპური, ცოცხალი მაგალითი. მსგავსი გადაცემებით სურს ხელისუფალს ახალი ადამიანის ”გამოყვანა?” ეს არის დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნა? მსგავს გადაცემებზე გადის პროგრესისკენ მიმავალი გზა? მე არ ვფიქრობ ასე. თუმცა, საითკენაა მიმართული ეს ყველაფერი, ამის ახსნა, რთული ნამდვილად არ უნდა იყოს: გაუნათლებელი საზოგადობა, გნებავთ ინდივიდი ბევრად უფრო ადვილი სამართავია.

თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებას ინფორმაციის სწრაფად გავრცელების პარალელურად მოაქვს ისიც,

არ მისცე უფლება სხვებს გავლენა იქონიონ შენ ფიქრებზე

რომ ადამიანთა უმრავლესობა წყვეტს ფიქრს, აზროვნებას. უყურებენ რა ”ქალური ლოგიკის” მსგავს გადაცემებს, ისინი წყვეტენ ზრდას და განვითარებას. ამიტო, თუ კი არ გვინდა ჰომო საპიენსივით ისტორიის (ჩვენ შემთხვევაში ცხოვრების) 90% ერთი საფეხურით წინ წაწევას მოვანდომოთ გამოვრთოთ ტელევიზორები და თავად მოვძებნოთ ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით. მე მიმაჩნია რომ ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს. ცხოვრების საზრისი არ მგონია ლუარსაბ თათქარიძეობა იყოს. მუდმივად ახლის ძიება და განვითარებაზე ზრუნვა – აი ამას გისურვებთ ყველას ვისაც არ სურს იყოს  ფარაში მყოფი რიგითი ცხვარი.

ყველა პოსტი

1.  2+2=5

2. არქიფო სეთური VS მიშა

3. მე მოვითხოვ

4. დიალოგი საკუთარ თავთან

5. ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

6. არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

7. მბრძანებელიც და შემსრულებელიც

8. სიცოცხლის მდგმური

9. ვარლამის ქუჩა ანუ არსად მიმავალი გზა

10. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი  

11. Cesc Fàbregas

12. გათითოკაცებული ერი

13. ნამასხარავები

14. გიომები და სნობები

15. იცოდით თუ არა რომ…

16. ისეო ქრისტეს შობის თარიღი

17. ლაგოდეხის ნაკრძალი

18. თუშეთის ნაკრძალი

19. საინტერესო ფაქტები სამყაროდან 

20. წაღმართის მენტალიტეტი და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

21. რის საფუძველზეც დაიჭირეს სანდრო ბარათელი

22. მე მოვითხოვ!

23. შენ არასდროს მოკვდები

24. 4 სახარება, 4 მახარობელი და მათი სიმბოლოები

25. ციფრული რელიგია

26. პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

27. რა არის პოლიტიკა?

28. მორალი

29. ”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

30. ”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

31. არეულობა ქალიშვილობის ინსტიტუტში

32. შოკისმომგვრელი მოგონებები

33. გოგონა დრაკონის ტატუთი 

34. საინტერესო ვიდეოები 

35. საინტერესო ვიდეოები 2

36. საქართველოს პრეზიდენტს

37. Arcade Fire

38. უცნაური კანონები

39. Grégory Lemarchal

40. უჩვეულო სასტუმროები

41. თანასწორთა  შორის, მაგრამ მაინც პირველი

42. გიჟური კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება

43. ეს საინტერესოა…

44. ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

45. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა 

46. Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე 

47. კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

48. . ევროპის-2012-წლის-ჩემპიონატი

 49. ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

50. ევრო 2012 – ჰოლანდია  

51. საქართველო – ქვეყანა, სადაც … 

52. მსოფლიო ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფინალი 

53. სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს 

54. 12 მაიმუნი 

55. ხელისუფალის ბინძური თამაშები

56. შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

57. Radiohead – The King of Limbs Newspaper album (იყიდება!)

58. მსოფლიო რეკორდები ფეხბურთში

59. სასწრაფოდ!!!

60. საშინელებათა ჟანრის 10 საუკეთესო ფილმი

61. უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი

დიალოგი საკუთარ თავთან

თავისი ღმერთი ყავს ყველას…

ეხლა ვკითხულობდი Jean-Marie Gustave Le Clézio-ს Désert-ს (უდაბნო). 1802 წელს კაცი ლოცულობს უდაბნოში და მასზე მართალი არც ერთი სხვა სარწმუნოების მრევლი არაა… მთავარია შეცნობა, ანუ რწმენა. იგივეა შენ ირწმუნო, რომ შეგიძლია ესაუბრო ჩიტებს. შენ შესაძლოა მართლა ესაუბრო ჩიტებს… არ აქვს მნიშვნელობა რისი გწამს, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებ მაშინ გააკეთებ… პირველ რიგში უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის არსებობის  და მერე სხვა დანარჩენი…

მე მაინც მგონია რომ რელიგია არაა გამოგონებული სპეციალურად. ის არის იმ ადამიანთა რწმენა, რომლებსაც სჭირდებათ რაღაცის იმედი.როცა აღარაფრის იმედი არ გაქვს ბოლოს ხავსია საჭირო, რომ მოეჭიდო… დღეს საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. რაც შემდეგ იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას ეკლესიაზე,  მთავრობაზე. პრეზიდენტი, რომელიც ხდება ბელადი. ხალხი გადააქცევს მას ბელადად, იმიტომ რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. უფრო ადვილი არაა პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისრო?!  “ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს” – აი ესაა პრობლემა. ქართველ ხალხს დავით აღმაშენებელი წინ ჰგონიათ და ესწრაფვიან ისეთ მმართველს, რომელიც XII საუკუნეში იყო. ესაა რეალური უბედურება. ყველა პოლიტიკური პარტია აპელირებს რელიგიით იმიტომ რომ მომგებიანია…

ხომ გახსოვს რა ამბავი ატყდა ლომაიას (მაშინდელი განათლების მინისტრი) სიტყვებზე, როდესაც მან თქვა, რომ ის არ დაასახელებდა საჯაროდ თავის რელიგიას…

არადა რა შუაშია პოლიტიკა და რელიგია? პროფესიონალურად კი ბატონო გააკრიტიკე, მაგრამ ნუ გადაცემ ანათემას თუ ის მართლმადიდებელი აღმსარებლობის არაა. (არ ვამბობ რომ ლომაია მართლმადიდებელი არაა). ასევე,   ნუ მიაწერ ყველაფერს – სუბიექტური შეხედულებით უარყოფითს (საკუთარი გადმოსახედიდან შეფასებულს) – მაინც და მაინც  სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს. მაგალითად:  “კარგი ბიჭია, მართლმადიდებელია  და ამას არ იზამდა”. ან ასეთი: “უჯიშო მუსულმანები, ურწმუნო იაღოვლები […] მაგათი ბრალია ქართველ ერის გადაგვარება”. რბილად რომ ვთქვა მსგავსი პოზიცია ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური და შოვინისტური შეხედულეებითაა ნაკვები და ძალიან შორს დგას საღი აზრისგან.

ის ხო გახსოვს: ერთ-ერთ ტელეარხზე, ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს მარხვის დროს როგორ შეიძლება პრეზიდენტმა თევზი შეჭამოსო! წარმოგიდგენია? აი ასეთ დონეზე ვართ. რა შუაშია მარხვა პრეზიდენტთან?

მე ვნახე 1990-იანი წლების პატრიარქის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: “ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა”. ამ სიტყვებით საქართველო და ქრისტე გაიგივებულია. ხალხს სწამს რომ ქრისტე და საქართველო განუყრელი ცნებებია… ზოგს დღესაც სჯერა იმის, რომ განკითხვის დღე ქართულად მოხდება და ა.შ. არადა რელიგია ინტერნაციონალურია…

საქართველოს ჭირდება კულტურული რევოლუცია, რომელიც დასავლეთში დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ვერ მოხდება მემარცხენედ განწყობილი კულტურის მოღვაწეების გარეშე. ჩვენ კი ასეთები არ გვყავს. არ გვაქვს საკუთარი ძალების რწმენა და შინაგანად გვეშინია უცხოელების, გლობალიზაციის…  გვყავს მართლა ფსევდო ინტელიგენცია, რომელიც ნებისმიერ მმართველს უკანალს ულოკავს. როდესაც ხელისუფალი ამთავრებს მმართველობას მხოლოდ მაშინღა ხდება ინტელიგენცია კრიტიკული. არადა თუ ხელოვანი ხარ ან რამე ამდაგვარი ყოველ წუთს განავლით სავსე უნიტაზი უნდა ესროლო შენს ხელისუფალს შენი საქმიანობით…

ხალხში გარდატეხა უნდა მოხდეს. უნდა დაიწყოს ღირებულებების შეცვლა. მთავარი ღირებულება უნდა გახდეს ადამიანი და არა რამე საერთო ცნება, მაგალითად ნაციონალიზმი (სიტყვაზე).

რას ვამბობ კიდევ იცი?  ეკლესია საერო პირების წმინდანად შერაცხვით ხალხს “ართმევს” ამ ადამიანების კრიტიკულად განსჯის შესაძლებლობას. რჩება ერთად ერთი ვარიანტი: შენ ვერ ისაუბრებ აღმაშენებლის ნეგატიურ მხარეებზე. ამის უფლებას ეკლესია გართმევს. შენ შეგიძლია მხოლოდ ილოცო მის ხატზე. იგივე შეიძლება ითქვას ილია ჭავჭავაძის შემთხვევაშიც. ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო საერო პიროვნება და უდავოდ დღემდე ყველაზე დადებითი მოვლენა ქართული კაცობრიობის ისტორიაში, გადაიქცა ილია მართლად. არადა, რატომღაც მგონია, რომ თვითონ საერთოდ სხვა აზრის იქნებოდა.

რამდენს ვლაპარაკობ. ნეტავ, შენ ინტერნეტი მოგცა და მე ნორმალური ყავა.

რა არის პოლიტიკა?

ზოგადი განმარტების თანახმად პოლიტიკა არის პროცესი რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების ნორმებს. პოლიტიკა დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა კონფლიქტი და კონსენსუსი.  ერთის მხრივ, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული მოთხოვნილებები და ინტერესთა შეუსაბამობა  წარმოშობს უთანხმოებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებზე. მეორე მხრივ, ყველას გააზრებული აქვს რომ ამ წესების შესაცვლელად ან შესანარჩუნებლად აუცილებელია თანხმობა. ამოტომ ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკის არსი სწორედ კონფლიქტების გადაწყვეტაა. თუმცა, უმჯობესია პოლიტიკას შევხედოთ არა როგორც კონფლიქტების გადამწყვეტს, არამედ როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიება. პოლიტიკის მიმართ, ძალიან ზოგადად, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ პოლიტიკა გახლავთ ხელოვნების დონეზე აყვანილი სახელმწიფოს მართვა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა არაა სუფთა ხელების საკეთებელი საქმე. თუმცა, რაც არ უნდა ცუდი წარმოდგენა ჰქონდეთ ადამიანებს პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, ყველანი მაინც იმ აზრს ეთანხმებიან, რომ მათ გარეშე არსებობა შეუძლებელია. ვინაიდან თუ კი არ იარსებებს რესურსებისა და კეთილდღეობის განაწილების მექანიზმი მაშინ დაიწყება  სამოქალაქო “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”, როგორც ამას ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი აღნიშნავს. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. 

პოლიტიკა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ პოლიტიკის შესახებ ცოდნის შეძენა მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს იმ ადამიანების ინტერესებს რომელთაც სურს გაიგონ თავიანთი ადგილი და როლი საზოგადოებაში, უკეთ დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, გაიგონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. პოლიტიკის არცოდნას და პოლიტიკაში გაურკვევლობას მოაქვს ნეგატიური შედეგები, უკიდურეს შემთხვევაში ის საფრთხეს უქმნის თვითონ ადამიანის არსებობის საფუძვლებსაც.

მოკლედ ამდენი იმიტომ დავწერე, რომ, მინდა, ყველა ადამიანს, ცალკე აღებულს როგორც ინივიდს გაუჩნდეს კითხვა თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რას ნიშნავს პოლიტიკა, რა პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის ქვეყანა და როგორ ხდება მისი გატარება პრაქტიკულ ცხოვრებაში? ამასთან დაკავშირებით ერთ, კაი ხნის სახალისო ამბავს დავწერ.  თავის მხრივ პოსტიც შემეცნებითი და შედარებით ხალისიანი გამოვა.

ერთ მშვენიერ დღეს შვილი ეკითხება მამას: –მამი რა არის პოლიტიკა? მამამ გაიფიქრა ამ კითხვაზე პასუხი ადვილიაო და  პასუხობს: კარგად მისმინე შვილო, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიო.  მე მომაქვს სახლში ფული- ანუ მე კაპიტალიზმი ვარ. დედაშენი იყენებს ამ ფულს – ანუ ის მთავრობაა. პაპაშენი ცდილობს რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყოს – გამოდის ის პროფკავშირია.  ჩვენი ძიძა – გოგონა მუშათა კლასია.  ჩვენ ყველას გვინდა კეთილდღეობა – ანუ შენ ხარ ხალხი.  შენი პატარა ძმა რომელიც პამპერსებს ატარებს ჩვენი მომავალიაო. დაამთავრა თუ არა საუბარი მამა ეკითხება შვილს: არის თუ არა გასაგები რაც მოგიყევიო? ბავშვმა: -მოდი მამი, ეს ღამე მაცადე და ხვალ დილას გეტყვი პასუხსო.

ღამე ბავშვი იღვიძებს იმიტომ რომ მისმა ძმამ ჩაისვარა და საშინლად კივის,  თვითონ რადგან არ იცის რა ქნას მიდის მშობლებთან საძინებელში, იქ კი მხოლოდ დედამისი წევს,რომელსაც ისე სძინავს რომ არ ეღვიძება. მაშინ ბავშვი მიდის ძიძა გოგონას ოთახში და რას ხედავს: მამამისი ძიძას ჟიმავს და პაპა კი ამ ყველაფერს ფანჯრიდან ჩუმად უყურებს ……ყველა ისე არის თავის საქმით დაკავებული, რომ ბავშვს ვერ ამჩნევენ. ამიტომ ბიჭი უკან გაბრუნდა და დაიძინა. დილით მამა ეკითხება ვაჟს: – შეგიძლია თუ არა ამიხსნა რა არის პოლიტიკაო? შვილი პასუხობს: – კი, კაპიტალიზმი ხმარობს მუშათა კლასს. პროფკავშირი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებს. მთავრობას კი მაგრად ძინავსო. ხალხი სრულიად იგნორირებულია. მომავალი კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მძღნერშია… აი ეს არის პოლიტიკაო.