გიჟური კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება

დროთა განმავლობაში ტექნოლოგიური განვითარება რომ პროგრესს განიცდის და სულ უფრო წინ მიდის ეს სიახლეს არ წარმოადგენ. ის რაც ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ გახლავთ ახალგაზრდა ფრანგი გამომგონებლის ფნერკი ზაპატას დასრულებული პროექტი Flyboard Zapata. ეს გახლავთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც წყალში სწრაფად ცურვა, ასევე წლის ზედაპირზე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ფრენა.

მექანიზმი არც ისე რთულად  მოწყობილი  გახლავთ. დანადგარი მილის მეშვეობით მიერთებულია წყლის მოტოციკლის ძრავზე. ძრავიდან წყლის ნაკადი გაივლის მილს და გამოედინება დანადგარზე არსებული სპეციალური 2 დაბოლოებით. სწორედ გამოტყორცნილი წყლის ენერგიითაა შესაძლებელი  წყალქვეშ ცურვა და 5-6 მეტრის სიმაღლეზე ფრენა.

გარდა ამისა, Flyboard-ს გააჩნია 2 მილი, რომლებიც ხელებზე მაგრდება და ადამიანს ეხმარება წონასწორობის შენარჩუნებასა და კოორდინაციაში. მაშ ასე, ესეც თქვენ ახალგაზრდა ფრანგის გამოგონება:

 

და ბოლოს: გადაიხადეთ 4 900 ევრო და Flyboard თქვენი საკუთრება გახდება! 🙂

Advertisements

თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად დიდია რომ რას არ მოგაფიქრებინებს, გაგაკეთებინებს, გნებავთ დაგაწერინებს, გნებავთ გალაპარაკებს ადამიანს.

ერთი სულელურ ვიდეოს იღებს, მეორე კილიმანჯაროდან დაჰყურებს ხალხს და თავი ღმერთკაცი, გენიოსი ჰგონია. მესამე ხელოვნების სიღრმეზე და სულიერ საზრდოზე საუბრობს ოღონდ რემბრანტის, ხო რემბრანტის მსუქანი ქალები მაინც და მაინც არ მოსწონს.   

ადრე ერთ-ერთ პოსტში მეწერა თვითირონიას უნდა მოუმატონ ადამიანებმა და ამპატრანობის დონე დაბლა დაწიონთქო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არც პირში თქმა შველის ადამიანს და არც პირს უკან. (ასეა ჩემო, ილია, და ვერაფერს ვიზამ მე)
თვითირონია კი არა იმ სიმაღლიდან გადმოსცქერიან სამყაროს გაგიკვირდება როგორ მოასწრეს იქ ასვლა?!

მესმის რომ შესაძლებელია განსხვავებულობისადმი რაიმე ველური მიდრეკილება გვქონდეს. გაცხოველებული ჟინი იმის, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, იცვამ, საუბრობ, სხვანაირს უსმენ, სხვანაირად გიყვარს და კიდევ უამრავ განსხვავებული. რახან ასე თვლი ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ასეა? ნუ ეს ცალკე ამბავია. ვერავინ მოგედავება….

ხშირად აღნიშნავ რომ ძალიან თავისუფალი ხარ, ღირეულებებსაც ისეთს აჟღერებ ძალიან რომ ჰგავს დღევანდელ პოპულარულს. ყველას აზრს მოისმენ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის.  მაგრამ ეგოისტური, მაინც თავს წამოყოფს ხოლმე – მე შენზე მეტი ვარ!
დასაწყისშივე დაურთავ ხოლმე, რომ რასაც ეხლა იტყვი არავითარი მნიშვნელობა აქვს და არავის გაღიზიანება არ გინდა, მაგრამ შენ თანატოლებს შორის პირველმა დაიწყე კლასიკური როკის მოსმენა, იმიტომ რომ მამაშენი უსმენდა თურმე და მისი გავლენით მოხდა. აბა რა! რასაკვირველია! მამების თაობა განებივრებული იყო მსგავსი მუსიკის ხელმისაწვდომობით, რამდენიმე წკაპი ტორენტზე და ნებისმიერი ჰიტი უკვე გრამაფონში იყო.

კარგი, მუსიკა გასაგებია. ეხლა სხვა მეტად მნიშვნელოვანი რამეები გაქვს საჯაროდ გამოსატანი. ტესტირებას რელიგიაზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასა და გნებავთ ათეიზმზე გადიხარ. აქაც უკვე გაქვს წინასწარ მომზადებული ტექსტი. მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი ხარ, ან სულ ახლახანს გაცდი ამ პერიოდს, შენ ბავშვობიდან იმდენი გამოცდილება მიიღე, რომ შენ გარშემო ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანები ირევიან და შენ ისეთი დიდი ხარ რომ ყველასთან შეგიძლია საერთო გამონახო. შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! ჰომოსექსუალებზე დაცინვით საუბრობ თუმცა მათი უფლებების დამცავი ორგანიზაციის წევრი ხარ. 

მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან. იყავი ნაღდი და სადაც გინდა რაც გინდა ის გიკეთებია. სიყალბეს არასოდეს გაპატიებ.  საკმაო რაოდენობის სიყვარულით მე.

უჩვეულო სასტუმროები

თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის სასტუმროა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ინტერნეტ საიტმა http://www.cnngo.com/ გამოაქვეყნა ღამის გასათევი არატიპური, ორიგინალური ადგილები, რომელთაგანაც თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.

1. Jules’ Undersea Lodge.
ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.  სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს და აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით – მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით. სასტუმროს აქვს საშხაპეები. მომსახურებაში შედის წყალქვეშა დაივინგი. არ მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კიდეც დაივინგს. ერთი ღამის გატარება ჟულის წყალქვეშა სასტუმროში 400 $ ღირს.

2. სასტუმრო Kakslauttanen მდებარეობს ფინეთში კეკონენის ეროვნული პარკის სიახლოვეს,  აივალოს აეროპორტიდან 35 წუთის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს მინის კაბინებს. კაბინები გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები და თითოეულს საკუთარი კერძო ბაღი გააჩნია. ზამთარში სასტუმროს მოსახურებაში შედის თევზსაჭერი ვიზიტები, თხილამურებით სრიალი. სათხილამურო ბილიკი 10 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა, სასტუმროს საკუთარი ავტობუსი ემსახურება. დამსვენებლის სამოქმედო არეალი 180 კვ. კილომეტრს ითვლის. ზაფხულში შესაძლებელია ნავით სეირნობა, ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს 2 ეგზოტიკური კერძების რესტორანი, საუნა და ტრადიციული ფინური რესტორანი. ერთი დღის საფასური აღნიშნულ მინის კაბინებში 300 ევრო.

 3. არც ლუქსი, არც ჯაკუზი, არც ვარსკვლავებიანი სასტუმროები, ეს გახლავთ მომთაბარე დასვენება იორდანიაში ბედუინების ბანაკში. საღამოობით, ცეცხლის გარშემო, ცოცხალი მუსიკით, პროზით და რა თქმა უნდა ძლიერი არაბული ყავით. ღამით კარავში მოსვენება მარგალიტებივით მოკაშკაშე უზარმაზარი ვარსკვლავების ქვეშ უდაბნოში გამეფებული დუმილის ფონზე. ერთი დღის გატარება მსგავს გარემოში 80 $ დაგიჯდებათ.

4.  ეს სასტუმრო – La Balade Des Gnomes, Belgium – ქმნის შთაბეჭდილებას რომ თქვენ ხართ მთვარეზე. ცხენის ფორმის შენობაში განთავსებულია ერთ და ორ ადგილიანი ნომრები, რომელთა კედლები და ჭერი მოციმციმე ვარსკვლავებითა და პლანეტებითაა დაფარული. ოთახები სხვადასხვა თემატიკისაა: ღვინის ოთახი, წყალქვეშა გემი, ტროას ცხენი… ერთი ნომრის საფასური 115 ევროდან იწყება.

 5. წყალქვეშა სასტუმრო Utter Inn შექმნილია შვედი მხატვრის მიკაელ გემბერგის მიერ.  2000 წლის ზაფხულის ყველაზე წვიმიან დღეს გაიხსნა და მალევე უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.  სასტუმრო ყველანაირ რომანტიკულ წინაპირობას აკმაყოფილებს. წყლის ზედაპირზე  პატარა წითელი შენობას აქვს აბაზანა, ხოლო საძინებელი წყალქვეშ, სადაც ლუქის მეშვეობით ჩადიხართ. წყალქვეშა ოთახი გარკვეულწილად ქმნის აკვარიუმის ეფექტს, ოთხივე კედელი მინისაა. ერთი ღამით ეს წყალქვეშა სასტუმრო 333 $ ღირს.

Grégory Lemarchal

საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის – სავუის – ქალაქ შამბერის ერთ ჩვეულებრივ ოჯახში 1983 წლის 13 მაისს დაიბადა გრეგორი ლემარშალი  – მომავალში საკმაოდ ნიჭიერი მომღერალი. აღსანიშნავია, რომ დაბადებიდან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები დაჰყვა. მიუხედავად ამისა, გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა და ბავშვობიდანვე აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. 1995 წელს საფრანგეთში გამართულ როკ ენ როლის ცეკვის შეჯიბრში გაიმარჯვა. მოგვიანებით, 2004 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ სატელევიზიო შოუში ”Star Academy 4″-ში (ვარსკვლავების აკადემია 4), რომლის გამარჯვებულიც გახდა. ეს გახლდათ მისი პირველი სერიოზული აღიარება ფართო საზოგადოების წინაშე. ერთი წლის შემდეგ (2005 წლის 18 აპრილი) გამოდის მისი ალბომი ”Je Deviens Moi”, რომელიც მალევე ხვდება მუსიკალური ჩარტების ზედა საფეხურებზე. 2006 წელს  NRJ მულტუმედია ჯგუფმა  NRJ Music Awards – ზე გრეგორი ლემარშალს მიანიჭა წლის არტისტის წოდება.

გარდა უნიკალური ხმის და სიმღერის ნიჭისა, გრეგორი ლემარშალი, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესოა თავისი სიმღერების ტექსტებიდან გამომდინარე. ის საკუთარი თავის ძიებაშია და ბევრ ფილოსოფიურ კითხვას სვამს. მაგალითისათვის რამდენიმე სიმღერის ლირიკას გთავაზობთ:
”რატომ ვცხოვრობ, რატომ ვკვდები? რატომ ვიცინი, რატომ ვტირი? მე არასოდეს დამიდგამს ფეხი დედამიწაზე, მერჩივნა ვყოფილიყავი ფრინველი, თავს ცუდად ვგრძნობ ჩემ სხეულში…” –  ”SOS d’un terrien en detresse” – ”დედამიწელის მწუხარება”.

”ეხლა კი რა გავაკეთო, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე? მას შემდეგ რაც შენ წახვედი ხალხი გულგრილად მიყურებს. უშენოდ სამყაროც დაპატარავდა. სარკეში გზის დასასრულს, დამშვიდობების დროს ვხედავ. მე მეტი აღარაფერი მაქვს გასაკეთებელი, მეტი აღარაფერი…” – ”Et Maintenant” – ”და ეხლა”.

“შენ ყველაფერი შეგიძლია მკითხო ჩემზე, თავს რამე არ მინდა მოგახვიო, რამდენ ხანსაც ისურვებ იმდენ ხანს იყავი ჩემ გვერდით, იმოგზაურე ჩემთან ერთად, ოღონდ იყავი ისეთი თავისუფალი როგორიც მე, იცხოვრე წინააღმდეგობით, იყავი ყველას წინააღმდეგი, ჩემი წინააღმდეგიც კი, ოღონდ იყავი თავისუფალი, როგორც მე…” – ”Aussi Libre Que Moi” – ”ისეთივე თავისუფალი, როგორც მე”.

სამწუხაროდ, დღეს გრეგორი ლემარშალი ცოცხალი აღარაა.  ის დაბადებიდან თანმდევმა დაავადებამ შეიწირა. მთელი საფრანგეთი გლოვობდა მის გარდაცვალებას. 2007 წელს 30 აპრილს 23 წლის ასაკში დაიღუპა და პარიზში დაკრძალეს.

 ”ჩვენთვის გრეგორი ყოველთვის დარჩება უნიკალური ტალანტის მქონე არტისტად, პოპულარულ მუსიკოსად დაუვიწყარი ხმით. ის იყო მარტივი და გენიალური ბიჭი” – პასკალ ნეგრი, le président d’Universal Music France

და ბოლოს: გრეგორისა და ანდრეა ბოჩელის დუეტი ”ვარსკვლავთა აკადემია 4”-ის კონკურსზე იხილეთ აქ

 

უცნაური კანონები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა უცნაური კანონი მოქმედებს. ზოგი მათგანის შექმნა კონკრეტულმა ფაქტმა, მოვლენამ თუ შემთხვევამ განაპირობა. არ გავაგრძელებ ბევრ საუბარს და გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. ილინოისის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ავტომობილს, რომელსაც ადამიანი მართავს აუცილებლად უნდა  ქონდეს საჭე.

2.  მაიამიში იკრძალება ცხოველის იმიტაცია.

3. ალასკის კანონის თანახმად,  თვითმფრინავიდან  ამერიკული ცხენ-ირენის ყურება  იკრძალება.

4. ტექსასის (გნებავთ ტეხასის -Texas) შტატში არალეგალურია სახლში ალიგატორის გაზრდა.

5. კალიფორნიის კანონი ქალს უკრძალავს საშინაო სამოსით ავტომობილის მართვას.

6. ძალიან მაგარი: არკანზასის შტატის კანონმდებლობიბით დასჯადია ამ შტატის სახელწოდების არასწორად გამოთქმა არკანზასის ტერიტორიაზე.

7. დასავლეთ ვირჟინიაში მხოლოდ ბავშვებს აქვთ  უფლება ატარონ საბავშვო ეტლი. (ჩვენ რომ ჭოჭინას ვუწოდებთ)

8. ოკლაჰომას შტატში ბეიზბოლის არც ერთ გუნდს აქვს უფლება ბურთი  გადააგდონ (გადააცილონ ) ბეიზბოლის მოედანს იქით.

9. ჯორჯიის შტატში დალაქს ფასების რეკლამირების უფლება არ აქვს. მაგალითად: ვერ გაუწევს პროპაგანდას რომ მასთან თმის შეჭრა ღირს 10 $.

10. კენტუკის შტატში მოქმედი კანონის თანახმად ადამიანი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც მიიღოს შხაპი. საინტერესოა როგორ ადგენენ ბოლოს როდის იყო ადამიანი აბაზანაში.

11. როდ აილენდში აკრძალულია ხიდიდან გადახტომა.

12. ძალიან მნიშვნელოვანი: ნიუ ჯერსიში კანონით ისჯება კვირას კომბოსტოს გაყიდვა.

13. ჩრდილოეთ კაროლინაში არალეგალურია კატებისა და ძაღლების ჩხუბი. ჩხუბის შემთხვევაში ალბათ ორივე გამტყუნდება. აქ არ ჭრის არგუმენტი – იმან დაიწყო 🙂

14. სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის ღეჭვა.

15. მასაჩუსეტში კანონსაწინააღმდეგოა პომიდვრის მოთავსება მოლუსკებთან ერთად.

16. ძალიან უცნაური: კალიფორმიაში  1925 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ცეკვის დროს რწევა დანაშაულია.

17. მისურის შტატში მამაკაცს აუცილებლად უნდა ქონდეს წვერის გაპარსვის ნებართვა.

18. ჯორჯიაში კანონით ისჯება ცრუ ჭორების გავრცელება.

19. ამერიკის შეერთებული შტატების კანონი კრძალავს ერთდროულად 3000-ზე მეტი ცხვრის გავლას ჰოლივუდის ბულვარში.

20. მიჩიგანში, დაქორწინებულ წყვილს კანონი ავალდებულებს ერთად ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებენ ორივეს.

 

Arcade Fire

ინდი – როკ ბენდი Arcade Fire 2001 წელს მონრეალში (კანადა) ცოლ ქმრის – Win Butler-ისა და  Régine Chassagne-ის გარშემო ჩამოყალიბდა. ჯგუფი გამოირჩევა შემსრულებელთა სიმრავლით – Win Butler, Régine Chassagne, Richard Reed Parry, William Butler, Jeremy Gara, Sarah Neufeld, Tim Kingsbury, Marika Anthony-Shaw – რომლებიც თავის მხრივ  ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტზე  უკრავენ: გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ბას გიტარა, პიანინო, ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, ქსილოფონი, გლოკენშპილი, კლავიშები, ვალტორნა, აკორდეონი, არფა, მანდოლინა და ბორბლიან ვიოლინო.  მათი კონცერტები ცოცხალი შესრულებით ყოველთვის შთამბეჭდავია, ემოციურია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.

Arcade Fire-ის პირველი სტუდიური ჩანაწერი Funeral (დაკრძალვა) 2004 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა, 2005 წლის თებერვალში კი – დიდ ბრიტანეთში.  ალბომის სახელი განაპირობა სტუდიური მუშაობის დროს ჯგუფის წევრებიის რამდენიმე ნათესავის დაღუპვამ. ალბომმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და კრიტიკოსთა საკმაოდ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა. ერთ-ერთმა ასეთმა ინტერნეტ გამოცემა  Pitchfork-მა ნამუშევარი 9.7 მაჩვენებლით შეაფასა, რის შემდეგაც ჯგუფი მუსიკალური ბილბორდ-ჩარტების სათავეში მოექცა. უფრო კონკრეტულად კი: 2000-იანი წლების საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე Funeral-მა მეორე პოზიცია დაიკავა.

 აღნიშნული ალბომი და სინგლი – Cold Wind  გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო შესაბამის ნომინაციებზე: საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომი და საუკეთესო საუნდტრეკი.  2006 წლის 2 აპრილს კანადაში Arcade Fire დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სიმღერის შემქმნელის ნომინაციაში – სამი სიმღერისათვის Wake Up, Rebellion (Lies) და Neighborhood #3 (Power Out).
2007 წლის 27 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში Funeral დასახელდა წლის საუკეთესო 50 ალბომს შორის პირველ ადგილზე.

2007 წლის იანვარში ბენდმა დააანონსა, რომ ახალი ალბომი სახელწოდებით Neon Bible დიდ ბრიტანეთში გაზაფხულზე გამოვიდოდა. ალბომის გამოსვლამდე Arcade Fire-მა რამდენიმე სინგლი ჩაწერა. ჯერ Black Mirror, შემდეგ კი  –  Intervention, Keep The Car Running და No Cars Go.

2008 წლის დეკემბერში Arcade Fire-მა გადაიღო ფილმი-კონცერტი  Miroir Noir, სადაც შევიდა ცოცხალი კადრები 2006/07 წლის ტურნედან.

2010 წლის 2 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2010 წლის 3 აგვისტოს აშშ-ში გამოვიდა უკვე მესამე ალბომი The Suburbs. ორივე ქვეყანაში აღიარება მოიპოვა საკმაოდ მალევე და 2011 წლის 13 თებერვალს აიღო კიდეც გრემი წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში.

ბენდის ღირსება იმაში მდგომარეობს რომ ყოველთვის  მაღალხარისხოვან პროდუქტს ქმნის.  სამივე ალბომი თავის დროზე  წარდგენილი იყო  წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე. საერთო ჯამში Arcade Fire წარდგენილი იყო 31 ნომინაციაზე და აქედან 16 ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც ვთვლი რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ბოლოს ისე როგორ იქნება რომ ეს Live არ დავდო. ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება, თუ არა ერთად-ერთი

ყველა პოსტი

1.  2+2=5

2. არქიფო სეთური VS მიშა

3. მე მოვითხოვ

4. დიალოგი საკუთარ თავთან

5. ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

6. არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

7. მბრძანებელიც და შემსრულებელიც

8. სიცოცხლის მდგმური

9. ვარლამის ქუჩა ანუ არსად მიმავალი გზა

10. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი  

11. Cesc Fàbregas

12. გათითოკაცებული ერი

13. ნამასხარავები

14. გიომები და სნობები

15. იცოდით თუ არა რომ…

16. ისეო ქრისტეს შობის თარიღი

17. ლაგოდეხის ნაკრძალი

18. თუშეთის ნაკრძალი

19. საინტერესო ფაქტები სამყაროდან 

20. წაღმართის მენტალიტეტი და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

21. რის საფუძველზეც დაიჭირეს სანდრო ბარათელი

22. მე მოვითხოვ!

23. შენ არასდროს მოკვდები

24. 4 სახარება, 4 მახარობელი და მათი სიმბოლოები

25. ციფრული რელიგია

26. პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

27. რა არის პოლიტიკა?

28. მორალი

29. ”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

30. ”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

31. არეულობა ქალიშვილობის ინსტიტუტში

32. შოკისმომგვრელი მოგონებები

33. გოგონა დრაკონის ტატუთი 

34. საინტერესო ვიდეოები 

35. საინტერესო ვიდეოები 2

36. საქართველოს პრეზიდენტს

37. Arcade Fire

38. უცნაური კანონები

39. Grégory Lemarchal

40. უჩვეულო სასტუმროები

41. თანასწორთა  შორის, მაგრამ მაინც პირველი

42. გიჟური კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება

43. ეს საინტერესოა…

44. ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

45. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა 

46. Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე 

47. კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

48. . ევროპის-2012-წლის-ჩემპიონატი

 49. ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

50. ევრო 2012 – ჰოლანდია  

51. საქართველო – ქვეყანა, სადაც … 

52. მსოფლიო ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფინალი 

53. სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს 

54. 12 მაიმუნი 

55. ხელისუფალის ბინძური თამაშები

56. შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

57. Radiohead – The King of Limbs Newspaper album (იყიდება!)

58. მსოფლიო რეკორდები ფეხბურთში

59. სასწრაფოდ!!!

60. საშინელებათა ჟანრის 10 საუკეთესო ფილმი

61. უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი