მთავარი » საზოგადოება » ირიბად შესხმული ხოტბა საკუთარ თავს!

ირიბად შესხმული ხოტბა საკუთარ თავს!

eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeყველა სიკეთესთან ერთად, სოციალური ქსელები ადამიანების ქცევაზე დაკვირვების ძალიან კარგი საშუალებაა . ეს იმდენად, რამდენადაც ამ ქცევების წარმოჩენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. ცოტას შენც გაანძრევ ტვინს და ხელის გულზე უამრავი საინტერესო ნედლი მასალაა გადაშლილი.  როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ადამიანის შესახებ გარკვეული წარმოდგენა იმის მიხედვითაც კი შეიძლება შეიქმნა თუ როგორ ერთობა, რითი ღადაობს ან რაზე ღადაობს. ყველაფერს ნაღდად ვერ გაწვდება კაცი, მარა ერთ ძალიან კონკრეტულ ჩვევაზე თუ ქცევაზე უნდა დავკონკრეტდე. მაგრად არ მომწონს და ამიტო. ვგულისხმობ რას: ნებისმიერი ერთი ჩვეულებრივი უჩინო ტიპი დაწერს თავის არაფრით გამორჩეულ, უწყინარ, არავის შეურაცმყოფელ, შეიძლება არარაციონალურ შეხედულებას 1000 სისულელეზე. იქვე მომენტალურად ჩნდებიან მეორეები, რომლებიც მთელი თავდაუზოგავი მონდომებითა და ენერგიით ავრცელებენ ამ აზრს და სათაურად თავიანთ წინასიტყვაობას ურთავენ: “რა ბნელია ამის დებილი დედაც მოვტყან”, “საით მიექანები საქართველო”, “ვაი ამის პატრონს”, “როგორ ფოტოებს დებს”, “რას გავს, ეგ უტვინო მახინჯი…”, “ცოდოა” და ა.შ. მთელი მუღამი ამ დროს იმაშია, რომ ეს მეორე ტიპი საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს. აჩვენებს იმ ბანძის (ასე მიაჩნია) ფონზე რა მაგარი ტიპია. იასნა ტო, ესეთ ქაჯობას თვითონ არ ფიქრობს. საერთო ჯამში როგორი სურათი იხატება ნახე. ეს მეორეები ბლომად არიან. სოციალური ქსელიც მომენტალურად გადაჭრელდება. აი ტალღასავით, ცუნამივით გადაივლის ხოლმე ამათი შფოთვა იმაზე, თუ როგორი სირია ზოგი. გულის მოოხებას გავს, ბოლის გამოშვებას. თან ამ ყველაფერს ერთგვარი გადამდები ეფექტიც აქვს. აი რაღაცები რო აპრიორი არ უნდა მოგწონდეს. რაღაც უკმაყოფილება რო უნდა გამოხატო, შენ ხო პროტესტი გაქვს. გესმის? პროტესტი. რა მაგარია!❤
შემდეგ მცირეხნიანი პაუზა, მომდევნო “მსხვერპლამდე”. არადა უყურებ და საერთოდ არაფერი ახალი. არაფრის მომცემი გმინვა. უსარგებლოდ დახარჯული ენერგიაც, სიტყვებიც, დროც… ჯანდაბას, პროტესტიც…

უკეთეს შემთხვევაში საერთოდ ნუ გაავრცელებ მსგავს რაღაცებს, საინტერესო ამბები მოძებნე. ან თუ მაინც და მაინც, მაგრად შეწუხდი და გვერდს ვერ უვლი, ერთი-ორი ტკბილი სიტყვით აუხსენი, რო შესაძლოა არ ფიქრობდეს მთლად რაციონალურად. სულ ეგაა.

მარკიზ დე სადი: ერთგვარი ამპარტავნული სიამოვნებაც არის იმაში, როცა სხვებს იმ ნაკლის გამო დავცინით, რაც თვითონ არა გვაქვს და ეს სიამოვნება ისეთი ტკბილია კაცისათვის, განსაკუთრებით სულელებისთვის, რომ იშვიათად თუ ვინმე იტყვის უარს… სხვათაშორის, აქედან ჩნდება ავსიტყვაობა, ღვარძლიანი ნაკვესები, ბანალური კალამბურები და საზოგადოებისთვის, ანუ ერთად თავმოყრილ იმ არსებათათვის, მოწყენილობა რომ ჰკლავთ და სისულელე ჰკვებავთ, ისეთი სასიამოვნოა, ორი-სამი საათი რომ ლაპარაკობენ და არც არაფერს ამბობენ, ისეთი ძვირფასია, როცა სხვების ხარჯზე ბრწყინავენ, ულმობლად ჰკიცხავენ და ნათელს ჰფენენ ამა თუ იმ ნაკლს, რისგანაც თავად ასე შორს არიან… ეს ხომ თავისებური ხოტბაა, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მალულად აღუვლენენ, რადგან მხოლოდ ამის საფასურად თუ გამონახავენ საერთო ენას და შეთქმულების მონაწილეებივით დაახლოვდებიან, რათა ბოლომდე გასრისონ ადამიანი, რომლის ყველაზე დიდი შეცდომაც ის არის, რომ მოკვდავთა უმრავლესობასავით არ ფიქრობს – როგორც შეუძლიათ, ტვინს იჭყლეტენ, ამ ქმედებით კი ისინი საბოლოოდ ამტკიცებენ, რომ მეწვრილმანეები და სულელები არიან.

3 thoughts on “ირიბად შესხმული ხოტბა საკუთარ თავს!

  1. უკეთესად ვერც დაასათაურებდი. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუკეთებია მსგავსი რამ, თუმცა, როცა სისიტემატიური სახე აქვს დასაცინი უკვე ეს ადამიანი ხდება. და საერთოდ, ჩემი აზრით, არ ღირს ყველა თემაზე “ღადაობა”.

  2. ამ, მამენტ გეთანხმები. მაგრამ მეორეს მხრივ რატომაც არა. სოციალური ქსელია, ადგილი სადაც ჩვენ ცვენს აზრებს, გრძნობებს, ემოციებს გამოვხატავთ.
    რა მნიშვნელობა აქვს 5 კაცთან ერთად სადაქალოში გავჭორავ ვინმე X-ს და ვიტყვი რომ ფუ გოიმი და ტრალი ვალი თუ მის ფოტოს/სატუსს დავაშეარებ.

    ანუ, გაღიზიანების მესმის, პროტესტის რომ რატომ აკეთებენ ამას – არა.

    • რაღაცაზე ხო თანხმდებიან ადამიანები?
      იგივე ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე. ამას კულტურა გვასწავლის, ასე არაა?
      საჯარო სივრცეა მაინც, და არა პრივატ კედელი და მსგავსი უსუსური გაპრავებები.

      მაგრამ ეგ საერთოდ სხვა საკითხია რასაც ამბობ.
      ჭეშმარიტება არ არსებობს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ცოტა ცივილურად თუ მოვიქცევით უფრო კაი ტიპები ვიქნებით. ესაა სულ.
      თორე სულ დედა უგინებია ყველას ერთმანეთისთვის ვისაც ეს უსწორდება. აფრქვიონ და ანთხიონ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s