”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შაბათს 12 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც ჟურნალისტებმა გვანახვეს თუ როგორი გაუნათლებელი და არაფრის მცოდნეა დღევანდელი ახალგაზრდობა. არ ვამბობ, რომ გადაცემა ტყუილზე იყო აგებული და სიმართლის მარცვალიც არ ეგდო თქო მასში, მაგრამ ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ 100% იმბეცილობის ჩვენება ნამეტანი არაობიექტური იყო.  საკითხი მხოლოდ ერთი კუთხით იქნა გაშუქებული და გამოკითხულთა შორის ერთი რესპოდენტიც კი არ მოახვედრეს ისეთი, ვინც სწორად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ეს კი პირდაპირ მიუთითებს დაბალ პროფესიონალიზმზე და პირდაპირ ”ურტყამს” ჟურნალისტურ პრინციპს დაბალანსებულად გაუშვას ინფორმაცია  –  ჟურნალისთა ეთიკის კოდექსი.  ამას თავი დავანებოთ…

მე სულ სხვა რამ მინდა ვთქვა. მაშინ როდესაც ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულად მოსამზადებელ სიუჟეტს ამზადებ კეთილი ინებე და ოდნავ მაინც მოუხმე კრეატივს (თუ კი ასეთი გაგაჩნია) და შეკითხვები თვითონ  მოიფიქრე.

საქმე ის გახლავთ, რომ სიუჟეტი რაც ”იმედის” არხზე გავიდა არ იყო ”ქართული ჟურნალისტების პირმშო”. საერთოდ როგორც ქართული ტელე სივრცისათვისაა დამახასიათებელი აღნიშნული გამოკითხვაც ”დასავლეთიდან” არის გადმოტანილი. ზუსტად ანალოგიური გამოკითხვაა ჩატარებული ამერიკის შეერთებ შტატებში და შეკითხვებიც სწორედ იმ გადაცემიდან უცვლელადაა დატოვებული. (რასაკვირველია შოთა რუსთაველზე ამერიკაში არ დასვამდნენ შეკითხვას)

გთავაზობთ ზემოხსენებული გამოკითხვის ამსახველ ვიდეოებს:

Advertisements

”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

ყურადღება! ყურადღება!

მეგობრებო!  აი, დადგა ის ნანატრი პერიოდი, როდესაც ყველას ლაღად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევდექით როგორც ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, განვითარებული და მზარდად წინ მსვლელი სახელმწიფო. ჩვენი საზოგადება უკვე განვითარების პიკს აღწევს და ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოგვარებული გვაქვს. ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ვართ დამთმობები და თანამგრძნობნი ერთმანეთის მიმართ, თითოეულს სრულად გვაქვს გააზრებული  საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. აბა როგორ?! ჩვენ წლების მანძილზე სმა-ჭამა-ძილის მოყვარული, ემოციურობით გამორჩეული ხალხი ჩამოვყალიბდით შრომისმოყვარე, რაციონალურად მოაზროვე, გენიალურ ერად. ჩვენ შევდექით პლურალიზმის მაღალი ხარისხის მქონე სამოქალაქო საზოგადოებად. სწორედ ისეთად როგორსაც ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო იმსახურებს. ჩვენ უკვე არა მარტო ”დემოკრატიის შუქურად” წოდებული სამაგალითო ქვეყანა ვართ, არამედ მსოფლიო შურის საბაბიც კი გავხდით საკუთარი წარმატებებიდან გამომდინარე.

კარგად მოგვეხსენება 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი რევოლლუციის შემდეგ საქართველო მოინათლა როგორც “დემოკრატიის შუქურა” აღმოსავლეთ ევროპაში. დღეისათვის კი ჩვენ უკვე გახლავართ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოს ეტალონი! დიახ, დიახ! სწორედაც რომ ეტალონი! ჩვენ ბადალი არ მოგვეპოვება დედამიწის ზურგზე. ამაყად დავიარებით არა მარტო საქართველოს არამედ მთელი ევროპის და სრულიად მსოფლიოს სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ჩვენთვის ყველა გზა ხსნილია. აღარ გვაწუხებს აღარც ეკონომიკური პრობლემები, აღარც სოციალური პრობლემები და მით უმეტეს რომ სრულად ვართ თავისუფლები პოლიტიზირებისგან. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ახლა კულტურა და ხელოვნებაა – მუსიკა, კინო, მხატვრობა, თეატრი, სიმღერა.

თუმცა!  :მინიგანგაში:

ბოლო დროს ბლოგებზე დაწერილი პოსტებიდან გამომდინარე (ყველა ბლოგს და პოსტს რასაკვირველია არ ვგულისხმობ როგორც წესი) ჩვენ ორად ორი პრობლემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი.  ჩვენ, ”ჯიგრები”, ქართველები,  იმდენად ვიყავით გართულები ქვეყნის აღმშენებლობის საქმიანობით, რომ ეს ორი ”კინკილა” პრობლემატური თემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი. სხვა, პრაქტიკულად,  აღარაფერი გვაქვს სადარდებელი. ნუ აღელდებით მეგობრებო, ამასაც მალე მოვამთავრებთ. ეს ორი პრობლემა საყოველთაო და მეტად მნიშვნელოვანია. ესენი გახლავთ: №1 – ქალიშვილობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული მიცემა-არ მიცემის საკითხი. ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლებოდა გამოგვპარვოდა თავისუფალი სექსის დამკვიდრება საზოგადოებაში! თუმცა, რა გასაკვირია? ჩვენ ხომ ზე-სპეტაკები ვართ! დღეიდან ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ საყვარელ ქართველ ერს სექსისკენ, ”ჯიგრული” სექსისკენ, აბა როგორ კაცო?! უსექსოდ რომელი საზოგადოება განვითარებულა? (ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფიას ბაზარია რა 🙂 ) სხვაგვარად, თურმე, ჩვენ ვერ ჩავითვლებით პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებად. ხოდა იმისათვის რომ ერთმანეთს დავუმტკიცოთ ყოველდღიურში ეს ჩვენი საღად მოაზროვნეობა, არამარტო ვისაუბროთ სექსზე არამედ პრაქტიკულად განვანათლოდ ხოლმე ერთმანეთი (ისე შემწვარ კატოფილს რომ ვჭამთ რატომ ამას არ ვყვებით ხოლმე იგივე ენთუზიაზმით? ჭამასაც გააჩნია თავისებური ”ორგაზმი”). ასე არ აჯობებს? კი, რასაკვირველია კი!

სექსი ვახსენეთ და ბარემ გადავიდეთ №2 არანაკლებ მნიშვნელოვან და ჩვენი საზოგადოების უკანასკნელ მოსაგვარებელ პრობლემაზე. მეგობრებო, ეს გახლავთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ სრულ ინტეგრაციას ჩვენ ზე-განვითარებულ საზოგადებაში. ხოდა! უკვე ისტორიულად დაუვიწყარი ფაქტის წინაშე ვდგებით. ჩვენ  ვაგვარებთ ყველა პრობლემას, რომელიც ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო. აღარ გვაწუხებს ისეთი სასაცილო(!) პრობლემები როგორიცაა: უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, მაღალი გადასახადები, ძვირი პროდუქტი, უსამართლობა, სოლიდარობის პრობლემა ადამიანებში, გარემოს დაცვა – ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, ერთმანეთისადმი პატივისცემა, განსხვავებული აზრის თავისუფლად მოსმენა, რელიგიური თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ამპარტავნება, მლიქვნელობა, სნობიზმი, კამათისას შეურაცხყოფა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ცხოვრების წესის კონტროლი მის სულში ხელის  ფათურით, პიროვნული ზრდა – განვითარების პრობლემა, განათლების პრობლემა და სხვა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პრობლემა. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ  ზემოთ ხსენებული სექსის არარსებობის და სექსუალური უმცირესობების პრობლემებიღა დაგვრჩა მოსაგვარებელი და ეგაა! ჩვენი საზოგადოების განვითარების ნიშნულიც 100%-იან ზღვარს მიუკაკუნებს და ევრიკა! ჩვენ ყველანი ერთად გავფრინდებით ან გავსკდებით, ან რამეს ვიზამთ! დიდი იმედი მაქვს ამ პრობლემებსაც მალე მოვაგვარებთ ვინაიდან სრულიად ბლოგო სფერო მოიცვა აღნიშნულმა პრობლემატიკამ. ბლოგერები ერთმანეთს უმტკიცებენ სექსუალური ცხოვრების სიამტკბილობას მაშინ როდესაც შესაძლოა საერთოდაც არ აქვთ მათ სექსის გამოცდილება (ნუ აქაც მცირე გამონაკლისის გარდა) და ასევე დიდი ზარ-ზეიმით გაიძახიან, რომ ჰომოსექსუალთა (ჰო, კონკრეტულად, სწორედ მათზე კეთდება ხოლმე აქცენტი) უფლებები იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ ზოგიერთი მათგანი ჰეტეროსექსუალებთან შედარებით ბევრად უფრო საყვარელია და ჭკვიანი. ასე ფიქრობენ და როგორ?!  რას ამბობ?!რა სისულელეა კაცო?! რომელ ადგილის დაკვიდრებაზეა საუბარი გარკვეულ ”ელიტ” წრეებში, გამორიცხე სხვის დასანახად დაფიქსირებული პოზიციები! საიდან მოიტან ხოლმე?! ვენაცვალე ყველა ჰომო, ლესბო, ბის და ჰეტეროს და საერთოდაც აწ და მარადის დიდი სიყვარულით თქვენი ერთგული მოყვასი მე!

ხოდა რახან ჰომოსექსუალები უფრო საყვარლები და ჭკვიანები არიან ვიდრე ჰეტეროსექსუალები ძალიანაც კარგი, რახან საბაბი გვაქვს ასეც იყოს, უნდა დავიცვათ კიდეც მათი უფლებები და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. მოდით და ყველამ ერთმანეთში ვისექსაოთ განურჩევლად ჩვენი საქსუალური მიმდინარეობის და რელიგიური მრწამსისა და საზოგადოებაც ბოლომდე ვაზიაროთ რაციონალიზმის ბრწყინვალებას.

გიხაროდენ, მეგობრებო, გიხაროდენ!

ვაშა, ამხანაგებო, ვაშა!