მთავარი » საზოგადოება » როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?

როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?

Civil Societyსაზოგადოება თავისი სტრუქტურით რომ რთული ფენომენია ამის თქმით, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი. საინტერესოა ნებისმიერი სოციალური სტატუსისა თუ სოციალური როლის მქონე ადამიანების ცხოვრების წესი, გარემოს აღქმა და მსოფლმხედველობა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე როგორ მიდის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე? რა განაპირობებს ადამიანის მოთხოვნების ტიპებს?

ჰომოსაპიენსმა პროგრესის გზაზე სიარული, ალბათ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაუჩნდა კითხვები “რატომ?” და “როგორ?” და დაიწყო პასუხების ძიება.

როგორ გგონია, რამდენადა მჭიდროდაა ერთმანეთთან კავშირში ბედნიერების და კონფორმიზმის ცნებები? იმ შემთხვევაში, თუ კი ჩათვლი რომ ხარ ბედნიერი, გულისხმობს თუ არა ეს ავტომატურად იმას, რომ შენ უკვე დაყარე ფარ-ხმალი და კმაყოფილი ხარ მიღწეულით? (ზოგიერთისთვის მიღწევად შეიძლება რომელიმე მსხვილი კომპანიის სათავეში ჩადგომა ჩაითვალოს, ზოგისთვის კი საოცნებო მოგზაურობის განხორციელება ბრაზილიის ველურ ბუნებაში. ამას არ აქვს მნიშვნელობა)  ანუ წყვეტ “ბრძოლას”. ასეა?

მეცნიერული გამოკვლევების თანახმად გენეტიკური კოდის მეშვეობით ადამიანს გადაეცემა ცოდნა და გამოცდილება. ანუ, ყოველი ახალი თაობა აპრიორი უფრო ჭკვიანი და გამოცდილია წინაზე. საინტერესოა, როგორ აღიქმებოდა ანტიკური ფილოსოფოსების და იმდროინდელი სხვადასხვა მეცნიერების ნააზროვნები და ნაფიქრალი მაგალითად 1000 წლის წინ? შეიცვალა თუ არა აღქმა და როგორია ის დღეს? შეიცვლება თუ არა ის მომავალში და როგორი აღქმა იქნება 1000 წლის შემდეგ? რეალური გარემო – ის საზოგადოება რომელშიც ცხოვრობ, რომლის გარემოცვაშიც მოღვაწეობ და ფიქრობ კონკრეტულ დროსა და სივრცეში,საზოგადოება რომელიც ხასიათდება თავისი განვითარების დონით, ახალი და აწ უკვე დავიწყებული წესრიგებით – ახდენს თუ არა გავლენას დიდი ხნის წინ ნააზროვნების გააზრების საქმეში?

შეუძლია თუ არა ადამიანის გონებას ცნობიერად იარსებოს და იფუნქციონეროს ორ სხვადასხვა განზომილებაში ერთსა და იმავე დროს?

განათლების გარდა, საქართველოს დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რამდენად შესაძლებელია იყოს ქართველი ადამიანის ზედმეტად ამაყი და ამავდროულად მორჩილი ბუნების შედეგი? სიამაყე – იმ თვალსაზრისით, რომ ვცდილობთ თავის წარმოჩენას იმაზე მეტად, ვიდრე რეალურად წარმოვადგენთ. ვთაკილობთ გარკვეულ პროფესიებს და ხშირად არაფრის კეთებას ვამჯობინებთ. არასოდეს გვინდა საკუთარი შეცდომის აღიარება. პირიქით “ვაპრავებთ” ნამოქმედარს. ვკარგავთ სინაღდეს და ვეფლობით სიყალბეში. რაც აღვივებს უნდობლობას და დიდი ალბათობით შლის კეთილმეგობრულ განწყობებს. ასეთ შემთხვევებში კი რომელ სოლიდარულ განცდებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე შეიძლება საუბარი?! მორჩილ ბუნებას რაც შეეხება: აქ უსამართლობის წინაშე უმოქმედობა იგულისხმე. რაც დიდწილად სწორედ სოლიდარულობის განცდის არარსებობითაა ნაკვები. მაღაზიაში, ტრანსპორტში, სახლში ტელევიზორთან, თუ უნივერსიტეტში ლექციაზე – ყველგან მომხმარებლად გადაქცეული ცალკეული ადამიანი ვერაფერს სასიკეთოდ ვერ შეცვლის თუ კი ერთობლიობის განცდა არ იქნება. იქამდე, ვიდრე  ავტობუსის მძღოლი, მაღაზიის გამყიდველი, დიასახლისი და სტუდენტ-პროფესორები ერთმანეთის გვერდში დგომის აუცილებლობაში არ დარწმუნდებიან მანამდე განვითარებულ სახელმწიფოზე ფიქრი ფიქრადვე დარჩება.

ცალკე თავის ტკივილია ქართული მედია და პოლიტიკა. მასმედიის საშუალებები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიწოდების მუდმივი უშრეტი წყაროა.TV vs Book დიდი დოზით, მძაფრი შეგრძნებებით და პაუზის გარეშე. დღიდან დღემდე. პოლიტიკამ ჩაანაცვლა სპორტიც, კინოც, მუსიკაც, შემეცნებაც, გართობაც და დასვენებაც! საუბრისას ხშირად მომისმენია არგუმენტი: “რაზეც საზოგადოების მხრიდან არსებობს მაღალი მოთხოვნა შესაბამისად მიეწოდებათ ადეკვატურადაც”. კი მაგრამ! ალტერნატივა არსებობს? ქართველ მსმენელ-მაყურებელს აქვს იმის არჩევანი, რომ გადართოს სხვა ქართულ არხზე და მოუსმინოს გადაცემას, მაგალითად, იმაზე თუ როგორ იქმნებოდა კინო; როგორი მუსიკას უსმენდნენ ამერიკაში მე-20 საუკუნის 40-იან წლებში; როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად; როგორი ეგზოტიკურია ინდოეთი; როგორი ცხოვრების წესი აქვთ კუნძულ ისლანდიაზე და ასე შემდეგ… მსგავსი უბრალოდ არ არსებობს.
ამას გარდა ძალიან მომაბეზრებელი გახდა უკვე პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთში ტაკიმასხარაობა და ცირკაჩობები. მაგრამ ვაი, რომ სტიმულირება კაკრას რო ადამიანებისგან ხორციელდება, თავიანთი არაადეკვატური გამოხმაურებებით. ადამიანებამდე ეს მასხარაობა კი ისევ და ისევ ‘ძვირფასი’ მედის საშუალებით მიდის. აქცენტი კეთდება აბსოლუტურად არასწორად. ორად გაყოფილი საზოგადოება გაფაციცებითაა ჩამსხდარი სავარძლებში და სპორტული ჟინით ელოდება თავიანთი ფავორიტი პოლიტიკოსის მხრიდან მოპაექრის შეგინებას. ლანძღვა-გინება რომ განვითარების გზაზე გვაყენებდეს დღეს ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ნაღდად არ ვიქნებოდით. მაგრამ, ამის მიხვედრასაც გონების დიდი დაძაბვა ჭირდება, ალბათ.

როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?
-მივიღოთ განათლება, ინფორმაცია. გავაანალიზოთ და გადავცეთ.

3 thoughts on “როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?

  1. რა საყვარელი შეკითხვებია პირველ ნაწილში ;)) და როგორ ზუსტად გაცემული პასუხი მთავარ კითხვაზე!
    გეთანხმები მკურნალობის მეთოდში, მაგრამ სამწუხაროდ იმედი არ მაქვს.. მეეჭვება უცებ ადგეს საზოგადოება და ძვირფასი დამაზომბებელი პულტები შრიალა ფურცლებზე გაცვალოს…

  2. აი ზუსტადაც, მაგრამ ვის ესმის?! მუდამ ვიძახდი და ვამბობს: რელობის არდანახვა ღუპავდა და ღუპავს დღევანდელ ქართველობას. რელობის დანახვა კი არამარტო გარშემო არსებული ნივთების შემჩნევაა, არამედ მათი ურთიერთკავშირი და ჩვენი თუ ირგვლივ მომხდარი ქმედებების ანალიზი. ამას კი სურვილისა და განათლების გარეშე ნამდვილად ვერ მიაღწევს ადმიანი. უნიკალური კითხვაა, რატომ? ერთი ამ შეკითხვის გაჩენა და ფიქრის დაწყება ერთია. ფიქრი კი განვითარების პირველი ნაბიჯია.

  3. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s