ლონდონის არსენალი – მე

ჩრდილოეთ ლონდონის მეფე; ესთეტიური ფეხბურთის დესპანი; მსოფლიო დონის საფეხბურთო ვარსკვლავების ინკუბატორი;support-arsenal ლამაზი, სხარტი, კომბინაციური შეტევის ერთგული;  უდავოდ დიდი და წარმატებული ისტორიის მქონე გუნდი – ლონდონის არსენალი 1886 წელს დაფუძნდა.

ზემოაღნიშნული, ღრმად საპატივცემული ჩემი ფავორიტი გუნდი 2012 წელს მსოფლიოში მე-4 ადგილზე იმყოფებოდა ფინანსური შესაძლებლობის მხიედვით – შეფასდა რა მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად.

რატომ გავუსვი ფინანსურ შესაძლებლობებს ხაზი?
ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ შემდეგი: ძალიან იშვიათად, რომ ლონდონის არსენალმა 30-35 მილიონი გადაიხადოს ფეხბურთელში. პრაქტიკულად გამორიცხულია მსგავსი თამასააწეული, ხმაურიანი ტრანსფერი არსენალში გადმომსვლელ ფეხბურთელს შეეხებოდეს. “ჩვენ არ ვყიდულობთ ვარსკვლავებს, ჩვენ ვქმნით მათ” – კლუბის თავკაცის, მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის სიტყვებია. ერთ წინადადებაში ჩატეული საფეხბურთო კლუბის მთლიანი პოლიტიკა. მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბების შემდეგ გაყიდული მოთამაშეების გვარები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება: ცესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ეშლი კოული (ჩელსი), სამირ ნასრი, გაელ კლიში და კოლო ტურე (მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), პატრიკ ვიეირა (არსენალიდან იუვენტუსში გაიყიდა თავის დროზე) ემანუელ ადებაიორი (გაიყიდა სიტიში, თუმცა, ტოტენჰემის ღირსებას იცავს დღესდღეობით)…

ლონდონის არსენალმა ბოლო წარმატებას 2005 წელს მიაღწია – მოიგო რა FA Cup (The Football Association Challenge Cup). ცნობისთვის, აღნიშნული გათამაშება უძველესია მსოფლიოში. მანამდე იყო დაუვიწყარი 2003/04 წლების სეზონში დაუმარცხებლად მოგებული პრემიერ ლიგის ჩემპიონატი. სხვათაშორის ლონდონის არსენალს ეკუთვნის პრემიერ ლიგაში დამყარებული რეკორდი – 49 მატჩიანი წაუგებელი სერია.

2005 წლის შემდეგ მერვე წელია გუნდს თასი არ მოუპოვებია. არადა ამ რვა წლის განმავლობაში:

1. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყანას პირველად სათავეში ჩაუდგა აფრო ამერიკელი;

2. ავღანეთში პირველად გაიმართა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი (2012 წელი),

3. ლონდონის ჩელსიმ პირველად მოიპოვა ევროპაში უძლიერესი გუნდის ტიტული – დაამარცხა რა ფინალში მიუნხენის ბაიერნი 1-1 (პენ.4-3) გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;

4. მოკლეს მსოფლიოში №1 ტერორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი (2011 წლის 2 მაისი)

5. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება ფეხბურთში – დაამარცხა რა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2010 წელს, ანგარიშით 1-0.

6. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე წააგო სამივე შეხვედრა:
ჰოლანდია 0-1 დანია;
ჰოლანდია 1-2 გერმანია;
პორტუგალია 2-1 ჰოლანდია.

7. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მთავრობა/ხელისუფალი შეიცვალა არჩევნების გზით.

8. საფრანგეთში 329 ხმით 229-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონი ჰომოსექსუალთათვის ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლების შესახებ (2013 წელი);

9. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 7 მილიარდს;

10. დაიღუპნენ: კურტ ვონეგუტი (2007 წელი); მაიკლ ჯექსონი(2009); ბენაზირ ბჰუტო(2007); დენის ჰუპერი(2010); მარსელ მარსო(2007); ლუჩიანო პავაროტი(2007); ელიზაბეთ ტეილორი(2011); კარლო პონტი(2007); სტივ ჯობსი (2011); ბორის ელცინი(2007); ლესლი ნილსენი(2010); ემი ვაინჰაუსი (2011); გარი სპიდი (2011); ვაცლავ ჰაველი (2011)…

11. 2005 წლის მერე, ლონდონის არსენალმა წააგო 4 ფინალი.
ა) ბარსელონა 2-1 არსენალი (ჩემპიონთა ლიგა 2005-06)
ბ) ჩელსი 2-1 არსენალი (English Community Shield 2005-06)
გ) ჩელსი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2006-07)
დ) ბირმინგემი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2010-11)

დრო გადის…
სამყაროში რაღაცები იცვლება…
არსენალის მონაგარს კი ბოლო 8 წელიწადია არაფერი შემატებია… Arsenal-Arsene+Wenger+cropped
წელს სავარაუდოდ ტოპ ოთხეულში კვლავ იქნებიან მეთობეები. პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე ფიქრი არარეალურია, ზემოაღნიშნული FA Cup-ის წლევანდელი გათამაშებაც, სამწუხაროდ, უკვე დასრულდა არსენალისთვის. დარჩენილია “ჩემიონთა ლიგა”-ის საკმაოდ რთული და საინტერესო ეტაპები…

ფეხბურთის მოყვარულები ერთად ვიხილავთ შედეგებს. რასაკვირველია “Gunners” ვუსურვებ წარმატებას. მომავალი სეზონიდან კი გაძლიერებული არსენალის მოგებულ ტიტულებზე არ ვიტყოდი უარს.

გრემის 2013 წლის მუსიკალური დაჯილდოება

grammy-awards-dlროგორ გაჩნდა “გრემის” დაჯილდოების იდეა?
თავდაპირველად, ჰოლივუდის დიდების ხეივანში დაიბადა აზრი, რომ ადამიანები რომლებიც არანაკლები ვარსკვლავები არიან თავიანთ მუსიკალურ საქმიანობაში, ვიდრე ჰოლივუდის მსახიობები კინოში, არ უნდა დარჩენილიყვნენ დიდებისა და დაფასების გარეშე. გადაწყვიტეს შეექმნათ “ემის” ან “ოსკარის” დაჯილდოებების მსგავსი მუსიკალური დაჯილდოება. მოიფიქრეს პირველადი სამუშაო სახელი – ედი – ფონოგრაფის გამომგონებლის თომას ედისონის საპატივცემულოდ. თუმცა, საბოლოოდ შეჯერდნენ ემილ ბერლინერის გამოგონებაზე – გრამოფონზე.

ამის შემდეგ, 1959 წლის 4 მაისს “გრემის” მუსიკალური დაჯილდოების პირველი ცერემონიალიც გაიმართა.  შეაფასეს  1958 წელს შექმნილი მუსიკალური ნამუშევრები და გამოავლინეს გამარჯვებულები.

2013 წლის 10 თებერვალს ლოს ანჯელესში (კალიფორნია) “გრემის” ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების 55-ე ცერემონიალი გაიმართა. წარმოგიდგენთ ნომინანტებსა და გამარჯვებულებს:

წლის სიმღერა:

1. The A Team – Ed Sheeran;
2. Adorn – Miguel Pimentel;
3. Call Me Maybe – Tavish Crowe, Carly Rae Jepsen & Josh Ramsay;
4. Stronger (What Doesn’t Kill You) – Jörgen Elofsson, David Gamson, Greg Kurstin & Ali Tamposi;
5. We Are Young – Jack Antonoff, Jeff Bhasker, Andrew Dost & Nate
Ruess (გამარჯვებული)

წლის ალბომი:

1. El Camino – The Black Keys
2. Some Nights – Fun
3. Babel – Mumford & Sons (გამარჯვებული)
4. Channel Orange – Frank Ocean
5. Blunderbuss – Jack White

წლის სტუდიური ჩანაწერი:

1. Lonely Boy – The Black Keys
2. Stronger (What Doesn’t Kill You) – Kelly Clarkson
3. We Are Young – Fun. featuring Janelle Monáe
4. Somebody That I Used to Know – Gotye Featuring Kimbra(გამარჯვებული)
5. Thinkin Bout You – Frank Ocean
6. We Are Never Ever Getting Back Together – Taylor Swift

საუკეთესო ახალი შემსრულებელი:

1. Alabama Shakes
2. Fun (გამარჯვებული)
3. Hunter Hayes
4. The Lumineers
5. Frank Ocean

საუკეთესო POP სოლო შესრულება:

1.  Set Fire To The Rain [live] – Adele (გამარჯვებული)
2. Stronger (What Doesn’t Kill You) – Kelly Clarkson
3. Call Me Maybe – Carly Rae Jepsen
4. Wide Awake – Katy Perry
5. Where Have You Been – Rihanna

საუკეთესო POP დუეტი/ჯგუფი შესრულება:

1. Shake It Out – Florence & the Machine
2. We Are Young – Fun. featuring Janelle Monáe
3. Somebody That I Used To Know – Gotye Featuring Kimbra (გამარჯვებული)
4. Sexy And I Know It – Lmfao
5. Payphone – Maroon 5 & Wiz Khalifa

საუკეთესო POP ინსტრუმენტალ ალბომი:

1. Gerald Albright & Norman Brown – 24/7
2. Chris Botti – Impressions (გამარჯვებული)
3. Larry Carlton – Four Hands & A Heart Volume One
4. Dave Koz – Live At The Blue Note Tokyo
5. Arun Sheroy – Rumbadoodle

საუკეთესო POP ვოკალური ალბომი:

1. Stronger – Kelly Clarkson (გამარჯვებული)
2. Ceremonials – Florence & the Machine
3. Some Nights – Fun.
4. Overexposed – Maroon 5
5. The Truth About Love – Pink

საუკეთესო Dance ჩანაწერი:

1. Levels – Avicii
2. Let’s Go – Calvin Harris Featuring Ne-yo
3. Bangarang – Skrillex Featuring Sirah (გამარჯვებული)
4. Don’t You Worry Child – Swedish House Mafia Featuring John Martin
5. I Can’t Live Without You – Al Walser

საუკეთესო  Dance/Electronica ალბომი:

1. Wonderland – Steve Aoki
2. Don’t Think – The Chemical Brothers
3. Album Title Goes Here – Deadmau5
4. Fire & Ice – Kaskade
5. Bangarang – Skrillex (გამარჯვებული)

საუკეთესო ტრადიციული POP სოლო ალბომი:

1. Christmas – Michael Bublé
2. A Holiday Carole – Carole King
3. Kisses On The Bottom – Paul Mccartney (გამარჯვებული)

საუკეთესო როკ შემსრულებელი:

Black Keys

The Black Keys

1. Hold On – Alabama Shakes
2. Lonely Boy – The Black Keys (გამარჯვებული)
3. Charlie Brown – Coldplay
4. I Will Wait – Mumford & Sons
5. We Take Care Of Our Own – Bruce Springsteen

საუკეთესო ჰარდ როკ/მეტალ შემსრულებელი:

1. I’m Alive – Anthrax
2. Love Bites (So Do I) – Halestorm (გამარჯვებული)
3. Blood Brothers – Iron Maiden
4. Ghost Walking – Lamb Of God
5. No Reflection – Marilyn Manson
6. Whose Life (Is It Anyways?) – Megadeth

საუკეთესო როკ სიმღერა:

1. Freedom At 21 – Jack White, songwriter (Jack White)
2. I Will Wait – Ted Dwane, Ben Lovett, Winston Marshall & Marcus Mumford
3. Lonely Boy – Dan Auerbach, Brian Burton & Patrick Carney (გამარჯვებული)
4. Madness – Matthew Bellamy
5. We Take Care Of Our Own – Bruce Springsteen

საუკეთესო როკ ალბომი:

1. El Camino – The Black Keys (გამარჯვებული)
2. Mylo Xyloto – Coldplay
3. The 2nd Law – Muse
4. Wrecking Ball – Bruce Springsteen
5. Blunderbuss – Jack White

საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომი:

1. The Idler Wheel Is Wiser Than The Driver Of The Screw And Whipping Cords Will Serve You More Than Ropes Will Ever Do – Fiona Apple
2. Biophilia – Björk
3. Making Mirrors – Gotye (გამარჯვებული)
4. Hurry Up, We’re Dreaming. – M83
5. Bad As Me – Tom Waits

საუკეთესო R & B შემსრულებელი:

1. Thank You – Estelle
2. Gonna Be Alright (f.t.b.) – Robert Glasper Experiment featuring Ledisi
3. I Want You – Luke James
4. Adorn – Miguel
5. Climax – Usher (გამარჯვებული)

საუკეთესო ტრადიციული R & B შემსრულებელი:

1. Lately – Anita Baker
2. Love On Top – Beyoncé (გამარჯვებული)beyonce
3. Wrong Side Of A Love Song – Melanie Fiona
4. Real Good Hands – Gregory Porter
5. If Only You Knew – Swv

საუკეთესო R & B სიმღერა:

1.  Adorn – Miguel Pimentel (გამარჯვებული)
2. Beautiful Surprise – Tamia Hill, Claude Kelly & Salaam Remi
3. Heart Attack – Benjamin Levin, Rico Love & Tremaine Neverson
4. Pray For Me – Antonio Dixon, Kenny Edmonds, Anthony Hamilton & Patrick “jque” Smith
5. Refill – Darhyl “dj” Camper, Elle Varner & Andrew “pop” Wansel

საუკეთესო თანამედროვე ალბომი:

1. Fortune – Chris Brown
2. Kaleidoscope Dream – Miguel
3. Channel Orange – Frank Ocean (გამარჯვებული)

საუკეთესო R & B ალბომი:

1. Black Radio – Robert Glasper Experiment (გამარჯვებული)
2. Back To Love – Anthony Hamilton
3. Write Me Back – R. Kelly
4. Beautiful Surprise – Tamia
5. Open Invitation – Tyrese

საუკეთესო რეპ შესრულება:

1. Hyfr (Hell Ya … Right) – Drake Featuring Lil’ Wayne
2. … In Paris – Jay-z & Kanye West (გამარჯვებული)
3. Daughters – Nas
4. Mercy – Kanye West featuring Big Sean, Pusha T & 2 Chainz
5. I Do – Young Jeezy featuring Jay-z & André 3000

საუკეთესო Rap/Sung თანამშრომლობა:

1. Wild Ones – Flo Rida Featuring Sia
2. No Church In The Wild – Jay-z & Kanye West featuring Frank Ocean & The-dream (გამარჯვებული)
3. Tonight (Best You Ever Had) – John Legend Featuring Ludacris
4. Cherry Wine – Nas Featuring Amy Winehouse
5. Talk That Talk – Rihanna Featuring Jay-Z

საუკეთესო რეპ სიმღერა:

1. Daughters – Nasir Jones & Ernest Wilson
2. Lotus Flower Bomb – Olubowale Akintimehin, S. Joseph Dew, Jerrin Howard, Walker Johnson & Miguel Jontel Pimentel
3. Mercy – Sean Anderson, Tauheed Epps, Stephan Taft, James Thomas, Terrence Thornton & Kanye West
4. The Motto – Dwayne Carter, Aubrey Graham & Tyler Williams
5. … In Paris – Jay-Z & Kanye West (გამარჯვებული)
6. Young, Wild & Free – Calvin Broadus, Chris Brody Brown, Philip Lawrence, Ari Levine, Peter Hernandez & Cameron Thomaz

საუკეთესო რეპ ალბომი:

1.Take Care – Drake (გამარჯვებული)
2. Food & Liquor II: The Great American Rap Album, Pt. 1 – Lupe Fiasco
3. Life Is Good – Nas
4. Undun – The Roots
5. God Forgives, I Don’t – Rick Ross
6. Based On A T.r.u. Story – 2 Chainz

ქანთრის საუკეთესო სოლო შესრულება:

1. Home – Dierks Bentley
2. Springsteen – Eric Church
3. Cost Of Livin’ – Ronnie Dunn
4. Wanted – Hunter Hayes
5. Over – Blake Shelton
6. Blown Away – Carrie Underwood (გამარჯვებული)

ქანთრის საუკეთესო დუეტი/ჯგუფი შესრულება:

1. Even If It Breaks Your Heart – Eli Young Band
2. Pontoon – Little Big Town (გამარჯვებული)
3. Safe & Sound – Taylor Swift & The Civil Wars
4. On The Outskirts Of Town – The Time Jumpers
5. I Just Come Here For The Music – Don Williams Featuring Alison Krauss

საუკეთესო ქანთრ სიმღერა:

1. Blown Away – Josh Kear & Chris Tompkins (გამარჯვებული)
2. Cost Of Livin’ – Phillip Coleman & Ronnie Dunn
3. Even If It Breaks Your Heart – Will Hoge & Eric Paslay
4. So You Don’t Have To Love Me Anymore – Jay Knowles & Adam Wright
5. Springsteen – Eric Church, Jeff Hyde & Ryan Tyndell

საუკეთესო ქანთრ ალბომი:

1. Uncaged – Zac Brown Band (გამარჯვებული)
2. Hunter Hayes – Hunter Hayes
3. Living For A Song: A Tribute To Hank Cochran – Jamey Johnson
4. Four The Record – Miranda Lambert
5. The Time Jumpers – The Time Jumpers

საუკეთესო New Age ალბომი:

1. Echoes Of Love – Omar Akram (გამარჯვებული)
2. Live Ananda – Krishna Das
3. Bindu – Michael Brant Demaria
4. Deep Alpha – Steven Halpern
5. Light Body – Peter Kater
6. Troubadours On The Rhine – Loreena McKennitt

საუკეთესო იმპროვიზებული ჯაზ ალბომი:

1. Cross Roads – Ravi Coltrane
2. Hot House – Gary Burton & Chick Corea (გამარჯვებული)
3. Alice In Wonderland – Chick Corea, soloist
4. J. Mac – Kenny Garrett, soloist
5. Ode – Brad Mehldau, soloist

საუკეთესო ჯაზ ვოკალ ალბომი:

1. Soul Shadows – Denise Donatelli
2. 1619 Broadway: The Brill Building Project – Kurt Elling
3. Live – Al Jarreau (and The Metropole Orkest)
4. The Book Of Chet – Luciana Souza
5. Radio Music Society – Esperanza Spalding (გამარჯვებული)

საუკეთესო ჯაზ ინსტრუმენტალ ალბომი:

1. Further Explorations – Chick Corea, Eddie Gomez & Paul Motian
2. Hot House – Chick Corea & Gary Burton
3. Seeds From The Underground – Kenny Garrett
4. Blue Moon – Ahmad Jamal
5. Unity Band – Pat Metheny Unity Band (გამარჯვებული)

საუკეთესო ჯაზ ანსამბლ ალბომი:

1. Centennial: Newly Discovered Works Of Gil Evans – Gil Evans Project
2. For The Moment – Bob Mintzer Big Band
3. Dear Diz (Every Day I Think Of You) – Arturo Sandoval (გამარჯვებული)

საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი:

1. Flamenco Sketches – Chano Domínguez
2. ¡Ritmo! – The Clare Fischer Latin Jazz Big Band (გამარჯვებული)
3. Multiverse – Bobby Sanabria Big Band
4. Duos Iii – Luciana Souza
5. New Cuban Express – Manuel Valera New Cuban Express

საუკეთესო თანამედროვე ქტისტიანული მუსიკალური შესრულება:

1. Jesus, Friend Of Sinners – Casting Crowns
2. Take Me To The King – Tamela Mann
3. Go Get It – Mary Mary
4. 10,000 Reasons (Bless The Lord) – Matt Redman (გამარჯვებული)
5. My Testimony – Marvin Sapp

Best Gospel Song:

1. Go Get It – Erica Campbell, Tina Campbell & Warryn Campbell (გამარჯვებული)
2. Hold On – Cheryl Fortune, James Fortune & Terence Vaughn
3. I Feel Good – Phillip Feaster, Fred Hammond, Jonathan Miller & Calvin Rodgers
4. My Testimony – Aaron Lindsey & Marvin Sapp
5. Released – Donald Lawrence

საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკალური ალბომი:

1. Come To The Well – Casting Crowns
2. Where I Find You – Kari Jobe
3. Gold – Britt Nicole
4. Eye On It – Tobymac (გამარჯვებული)
5. Into The Light – Matthew West

საუკეთესო ლათინო POP ალბომი:

1. Independiente – Ricardo Arjona
2. Ilusión – Fonseca
3. Kany Garcia – Kany Garcia
4. ¿con Quién Se Queda El Perro? – Jesse Y Joy
5. MTV Unplugged Deluxe Edition – Juanes (გამარჯვებული)

საუკეთესო ლათინო როკ/ალტერნატიული ალბომი:

1. Campo – Campo
2. Déjenme Llorar – Carla Morrison
3. Imaginaries – Quetzal (გამარჯვებული)
4. Electro-jarocho – Sistema Bomb
5. La Bala – Ana Tijoux

საუკეთესო რეგიონალური მექსიკური ალბომი:

1. Pecados Y Milagros – Lila Downs (გამარჯვებული)
2. Sembrando Flores – Los Cojolites
3. 365 Días – Los Tucanes De Tijuana
4. Oye – Mariachi Divas De Cindy Shea
5. El Primer Ministro – Gerardo Ortiz

საუკეთესო ამერიკული ალბომი:

1. The Carpenter – The Avett Brothers
2. From The Ground Up – John Fullbright
3. The Lumineers – The Lumineers
4. Babel – Mumford & Sons
5. Slipstream – Bonnie Raitt (გამარჯვებული)

საუკეთესო ბლუზ ალბომი:

1. 33 1/3 – Shemekia Copeland
2. Locked Down – Dr. John (გამარჯვებული)
3. Let It Burn – Ruthie Foster
4. And Still I Rise – Heritage Blues Orchestra
5. Bring It On Home – Joan Osborne

საუკეთესო ფოლკლორული ალბომი:

1. Leaving Eden – Carolina Chocolate Drops
2. Election Special – Ry Cooder
3. Hambone’s Meditations – Luther Dickinson
4. The Goat Rodeo Sessions – Yo-yo Ma, Stuart Duncan, Edgar Meyer & Chris Thile (გამარჯვებული)
5. This One’s For Him: A Tribute To Guy Clark – (Various Artists) Shawn Camp & Tamara Saviano

და ბოლოს მცირე ინფორმაცია “გრემის” ყველა დროის  გამარჯვებულებისა და სხვადასხვა რეკორდების შესახებ:

1.  “გრემის” ჯილდო ყველაზე მეტჯერ მოპოვებული აქვს სერ ჯორჯ სოლტს. საერთო ჯამში მას 31-ჯერ გადაეცა გრემი.

2. Beyonce-ს და Jay-Z-ს ორივეს შეხმატკბილებულად 17-17 გრემი აქვთ მიღებული;

3. U2 – ერთად ერთი ჯგუფია რომელსაც 22 გრემი აქვს მიღებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია რასაკვირველია.  u2

4. Snoop Dogg 15-ჯერ, Björk კი 13-ჯერ იყვნენ “გრემის” სხვადასხვა ნომინაციებზე წარდგენილნი, თუმცა, არც ერთს არ აქვს დღემდე მიღებული გრემი.

5. ერთ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი გრემი მიღებული აქვთ მაიკლ ჯექსონსა (1984 წელს) და სანტანას(2000 წელს) – 8-8 ცალი.

6. მაიკლ ჯექსონი 12 წლის იყო პირველად რომ წარადგინეს “გრემის” დაჯილდოებაზე. ავრილ ლევინი – 17 წლის, ბრიტნი სპირსი – 18-ის.

უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი

მახსოვს ადრე ჩემი გულისტკივილის შესახებ რო დავწერე, რატოა ასეთი იშვიათობა საინტერესო, შემეცნებითი, ინფორმაციული ბლოგები თქო, მეგობარმა ბლოგერმა მითხრა:love and hate ვისაც რა მიაჩნია საინტერესოდ იმაზე წერს, ვისაც რა ეხალისება იმას ლაპარაკეობსო თავის პოსტში. “საინტერესოს” უნიკალური განმსაზღვრელი არაფერია გარდა თვითონ ადამიანის სუბიექტური შეფასებისა. აქედან გამომდინარე ჩემი მეგობარი აბსოლუტურად მართალი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,  2012 წლის 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ისტორიაში პირველად მთავრობა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით შეიცვალა. ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობით შევიდა. ავად თუ კარეგად დაკომპლექტდა მინისტრთა კაბინეტი. კანონმდებლები საპარლამენტო კომიტეტებშიც გადანაწილდნენ და შეუდგნენ საქმეს.

საზოგადოება უკეთესის მოლოდინშია. ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი. ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს პლურალიზმისა და განვითარებისთვის. წინა წლებთან შედარებით სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლებაც ნამდვილად შეიმჩნევა. ამის ცოცხალი მაგალითია თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც “ენჯეოების” თავდაუზოგავი შრომაა.

საზოგადოება – საკმაოდ საინტერესო, რთული, უცნაური, რაციონალური, ხშირ შემთხვევებში საკმაოდ არარაციონალური სტრუქტურული წარმონაქმნი, რომლის გარეშეც სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს. საზოგადოების თითოეულ საღად მოაზროვნე წევრს რომ ჰკითხო აუცილებლად სურს კეთილდღეობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობა, განვითარება, განათლება, ადამიანის უფლებების დაცვა, მოკლედ წინსვლა.

მინდა ერთ უცნაურ საზოგადოებრივ ფენომენზე დავწერო, რაც დაახლოებით ასე შეიძლება ჟღერდეს: “ჩემი სიძულვილი სიძულვილი არაა, შენი სიძულვილი სიძულვილია”.

ბოლო პერიოდში სოციალურi-hate-you ქსელებში ძალიან ხშირად შემხვდა მსგავსი “მეზიზღები იმიტომ რომ შენ სხვა გეზიზღება” გამონათქვამები. იდეაში, ზიზღის დამგმობი მოძულე აკრიტიკებს სხვას იმის გამო, რომ ამ სხვამ მესამე პირის მიმართ გამოხატა ზიზღი. არადა აბსოლუტურად იმავე დოზით, თუ უფრო მეტით არა, თვითონ აფრქვევს ზიზღს მისი მისამართით. შეხვდები უამრავ მარგალიტ გამონათქვამს, სახელდობრ:

ა)”ღმერთო გაწყვიტე ასეთი ქართველები”
ბ)”ამათ გემზე შევყრიდი და შუა ზღვაში ჩავძირავდი”
გ)”ზიზღი გამიჩნდა მათ მიმართ, აბსოლუტურად არაამქვეყნიურები”
დ)”ამათ შემყურე ვხვდები რატომ შეიძლება გაგიჩნდეს გენოციდის სურვილი”

და სხვა მისთანანი…

ნიშანდობლივია, რომ ზიზღის დამგმობი მოძულე პირი არც ერთ შემთხვევაში არ ფიქრობს იმას, რომ როგორმე გათანაბრებული შეიძლება იყოს იმასთან, ვისაც ლანძღვისთვის ლანძღავს.  თითქოს მისი შეგინება შეგინება არაა.

ისე, რო დავუფიქრდი: ერთია რომ აგრესიას და ზიზღს აგრსიითა და ზიზღით ვერ შეცვლი, ვერ გამოასწორებ. მაგრამ მეორეა კიდევ: ალბათ ძალიან დიდი გონიერება და მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში ემოციამ არ გძლიოს და ლანძღვას ლანძღვით არ უპასუხო.

როგორ უნდა მოიქცე? კანონის ფარგლებში ესაუბრე. ეთიკის ფარგლებში ეცადე გააგებინო. აუხსენი რაში ცდება და რატომ არაა მართალი. ჩვენ ხომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით?! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუღარ გაგიკვირდება თუ კი ვიღაც მესამის დაცვისას შენც  დაგადანაშაულებენ სხვანაირის სიძულვილში.