მთავარი » კინო » ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა – თავისუფლების იდეა. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი. შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება. აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ, უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა, შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული. რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისათვის მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა. დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას. ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა. ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი, ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე, სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის ბოლომდე მონური ყოფისთვის არ გაიმეტა… მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.

52 thoughts on “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

  1. ნამდვილად! გენიალური ცოტაა იმასთან შედარებუთ რაც არის! მედდა რეტჩედზე სრულიად გეთანხმები, მეც ეგრე ვფიქრობ!

  2. სათაურის წაკითხვაზეც კი მაჟრჟოლებს და პულსი მიჩქარდება… ეს ფილმი იმათ სიაშია, რომლებიც კვალს ტოვებენ შენს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე… ძალიან მაგარია.

  3. ეს ერთადერთი შემთხვევაა ჩემი აზრით, როცა წიგნი და ფილმი ერთიდაიგივე სიძლიერისაა. წიგნის შემდეგ არ ველოდი, რომ ფილმი რამით გამაოცებდა მაგრამ მართლა ძალიან კარგად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, ერთის ნაცვლად ათ ოსკარს მივცემდი მე…
    პოსტი კარგი გამოვიდა, კარგზე უკეთესიც. მე აგერ ორი წელია ვცდილობ დავწერო რამე, მაგრამ “ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”–ს ვერ გავცდი 😦
    ყოჩაღ ❤

  4. საოცარი წიგნია. გენიალური. ამას დამატებული ისიც, რომ ზაზა ჭილაძეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათარგმნი.
    მინი სახელმწიფოს მოდელი, რომ არის ფსიქიატრიული კი გიწერია, მაგრამ ჩემი აზრით პაციენტები რიგითი მოქალაქეების გარდა ცალკეულ ფენებსაც წარმოადგენენ, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სოციალურ და სხვა. მათ ქმედებებში, საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვისებები აისახება 🙂 (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა!)
    თავისუფლების იდეაზე როცა იქმენაბ წიგნი, იმას წინ ვერაფერს ვუყენებ ხოლმე ❤
    დიდებული ქმნილებაა.
    ჟრუანტელის მომგვრელი.
    და კიდევ… მაკმერფი ხომ ყველას უყვარს, მაგრამ აი პირადად მე ჩარლი ჩეზვიგზე დიდი პერსონაჟი მაგ წიგნში არავინ მიმაჩნია.
    თან ფილმში არც თუ კარგადაა გამოკვეთილი ჩეზვიგის პოზიცია. წიგნში სულ სხვა სიტუაციაა.

    ფაქტია, რომ წიგნიც და ფილმიც გენიოსურია. და ფორმანის გენიოსობაც იმაშია, რომ ასე მოარგო ტიპაჟები პერსონაჟებს, მართლაც დიდი ნიჭია რა.

    ჰოდა, რამდენს ვლაპარაკობ :დ
    ზეობაა და უბრალო მოკვდავთა განსჯა ზედმეტია ❤

    პს. ისე როგორც ვიცი, ამ რომანის დაწერის წინ, კიზი თავადვე, საკუთარი ნებით ცხოვრობდა ფსიქიატრიულში და იქაურ გარემოს სწავლობდა.

    პ.პ.ს. კარგი იქნება თუ პოსტის წინ მიუთითებ, რომ თუ ვინმემ არ იცის ეს ნაწარმოები, ნუ წაიკითხავს, რადგან სპოილერიანი მასალა არის ამ პოსტში და მთელი ამბავი რომ მოყოლილია რაღცნაირად დინამიურობას უკარგავს "გუგულის ბუდეს" "მისალოცისთვის" !
    არადა ისეთი პოსტია, წაკითხვა ნამდვილად მოუნდება.
    ნოსტალგია მომადგა ამ წიგნის ❤

    • ”პაციენტები რიგითი მოქალაქეების გარდა ცალკეულ ფენებსაც წარმოადგენენ, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სოციალურ და სხვა. მათ ქმედებებში, საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვისებები აისახება”
      – რასაკვირველია ასეა და აბსოლუტურად ვიზიარებ. მათზე აღარ გავშალე პოსტი, უფრო შორს წავიდოდი და სათქმელიც გაგრძელდებოდა.

      თუ კი ფილმი არ აქვს ნანახი და წიგნის წაკითხვაც წინ აქვს ადამიანს და ეს პოსტი შეეჩეხება პირველი, მე მგონი მაინც და მაინც თვალწინ არ უდევს ყველაფერი. ზოგადი წარმოდგენა შეიძლება შეექმნას, მაგრამ შენ რომ აზრზე ხარ უკვე ზუსტად იცი რომელი სიტყვა რას გულისხმობს : )
      მადლობა ვრცელი და საინტერესო კომენტარისთვის

    • ილო, სამწუხაროდ, ქართულად არსად არ დევს.
      თუ ბედმა გაგიღიმა და რომელიმე ქართულმა ტელეარხმა იკადრა ქართული გახმოვანებით გაშვება ხომ კარგი (სუბტიტრებით უშვებენ დაჟე არც კი ახმოვანებენ)

      შეგიძლია ქართულად წაიკითხო, თუმცა წიგნში ცოტა სხვანაირადაა.

      • ჰო,მართალი ხარ.გუშინ მთელი 34 გვერდი დავათვალიერე გუგლში და არსად იყო.ერთ ადგილას იყო და ისიც ოთხ წუთამდე გახმოვანებული,მერე ვიდეოს აღარ აგრძელებდა

      • რუსულად ვუყურე მარა ის ვერ გავიგე ბოლოს ინდიელი რატო კლავს

      • მაკმერფის ბოლოს ოპერაცია ხო გაუკეთეს რითაც დაადებილეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დააჩლუნგეს.
        მაკმერფი იყო ადამიანი ვინც ადგილობრივ წესებს, არადამიანურ და დადებილებისკენ მიდრეკილ წესებს არ ემორჩილებოდა და თავისუფლება უნდოდა, გასვლა ფსიქიატრიულიდან. ხოდა ამ ოპერაციის შემდეგ ის გახდა უბრალოდ მოსიარულე ხორცი, რომელიც ყოველდღე მიიღებდა აბებს, მოუსმენდა (ან არც) მუსიკას და მორჩა. პრაქტიკულად მოკლეს მაკმერფი. მის სიცოცხლეს, ინიელის აზრით, აღარ ქონდა აზრი. მით უმეტეს მაშინ როდესაც ის სულ სხვა არსებად გადააკეთეს. მაკმერფი იმ ექიმებმა მოკლეს ვინც მას ოპერაცია გაუკეთა ილო. მე ასე ვუყურებ მაგ ამბავს.

      • vaaaaax.axla yvelaferi gasagebia.თურმე რაღატომ აღარ ნდომებია.უკვე აზრიც აღარ ქონდა წასვლას.რომ წავიდოდა სად უნდა წასულიყო ? მთავარი! ფსიქიკა შეურყიეს და გაანადგურეს.
        ახლა მახსენდება ფილმის სიუჟეტი და ვიგრუზები :ხ
        მეც გეთანხმები ნიკოლოზ,იგივე აზრს ვხედავ ახლა

  5. კი, კი ილო. ეგაა ზუსტად!
    რომც გასულიყო ნაღდად ვერაფერს ვეღარ იზამდა. რაღა აზრი ექნებოდა? ხო არანაირი? ხოდა ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა

    • ახლა ვხვდები ფილმის შინაარს და ვწუხვარ ეს რა შედევრი გადაუღიათ

      • მაკმერფის სიკვდილი გაგიტყდა შენ ალბათ ილო, ხო? : )
        მაგრამ ფილმი ნაღდად კარგია

      • მისი გამოშტერება უფრო გამიტყდა ვიდრე სიკვდილი.მასეთ მდგომარეობას ისევ სიკვდილი ჯობდა და კარგიც ქნა ინდიელმა.
        ის მაინც არის კარგი რომ გალიებს გაცილდნენ.

      • კი ეგრეა ილო…
        სიკვდილშიც იმ ოპერაციას ვგულისხმობ…
        იდეას ვერაფერი დააკლეს, როგორც პოსტში მაქვს ნათქვამი

  6. რა დავწერო მე ახლა ამ ფილმზე? კარგია-მეთქი? გაცვეთილი იქნება ძალიან, ჩემი შაფასება…. ისე კი, ნიკა, თითქმის ერთი წელია დავბორიალებ აქ და მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე, რომ შენ ხარ ნიკა კობახიძე. მხოლოდ დღეს. 🙂 🙂 🙂 ეს რომ მანამდე მცოდნოდა, gfp-ზე ბლოგზე აუცილებლად გკითხავდი რამეს… სიმართლე გითხრა ვერაფრით გავაიგივე ამ ბლოგის ავტორი იმ ნიკასთან, მე რომ ცოტა ხნის წინ გავიცანი. ამ ბლოგის ავტორს ვიცნობდი, მაგრამ ცივი, ირონიული მეგონა. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. 🙂 🙂

    • “სასიამოვნოდ გაოცებული ვარ”.
      – თამო, მხოლოდ და მხოლოდ მიხარია ეს.
      ეხლაც მკითხე, მიდი გამოუშვი კითხვები 🙂

      • 🙂 🙂 🙂 როგორ დაიწყოლო ყველაფერი. :))))) ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მომწონს შენი ბლოგი, კარგია. 🙂

      • ცოტახნიანი პაუზა გამომივიდა თამო, ისევ დავიწყებ წერას, ცოტა დრო მინდა, სულ ცოტა

  7. ამ ფილმს ვეძებდი და შემთხვევით შემოვედი აქ, ახლა როცა ფილმი ვიცი მინდა ვთქვა რომ მეც შენსავით აღვიქვი… შენ უფრო ჩაკვირვებულად გიწერია და მომწონს კარგი ბლოგი გაქვს 🙂

  8. უძლიერესი ფილმია, ჯეკ ნიკოლლონიც ძალია მაგრია, წიგის შუაში ვარ და ესეც უმაგრესია. პოსტიც კაია, მაგრამ უფრო მეტად შინაარსია ვიდრე მსჯელობა, შეიძლება ასეც აპირებდი მაგრამ ამ ისტორიაზე იმდენია სალაპარაკო თუ საფიქრალი, რომ მხოლოდ შინაარსის წერა არ არის საკმარისი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. როგორც ფილმის მიმოხილვა ძალია კარგი იყო.

    • “მაგრამ უფრო მეტად შინაარსია ვიდრე მსჯელობა”
      – შინაარსია?! აშკარად არაა შინაარსი თიანათინო.

      “ამ ისტორიაზე იმდენია სალაპარაკო”
      – ხოდა რამდენიმე წინადადება მითხარი მანდედან თინა, საინტერესოა შენ რას ფიქრობ.

      • მაგალითად სათაურით დავიწყოთ 🙂
        “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” – საინტერესო არაა რატომ ჰქვია ასე? ყველა ვიცით რომ გუგულს ბუდე არ აქვს. გუგულის ბუდე მის რეჩედის სამფლობელოა? რომელიც მას არ ეკუთვის მაგრამ იქ ყველაფრის მმართველი და გამგებელი ისაა, ექიმებსაც კი თვითო ირჩევს უბრალო მედდა. თქვენი აზრით ამ წიგნს და ფილმს ამის გამო ჰქვია ასე, თუ რამე სხვა აზრი გაქვთ?

      • არა, ამის გამო არა.
        ამიტო გითხარი თინა შინაარსი არაა თქო ეს პოსტი.

        რატო იყოს დასათაურებული მასე?
        “გუგულის ბუდეზე გადაფრენა” შეიძლება შეადარო “სიკვდილით თავისუფლების მოპოვებას”.

        მთავარი ისაა რომ ფინალში იდეა იმარჯვებს!
        თავისუფლების იდეა იმარჯვებს სისტემაზე! აკრძალვების და შეზღუდვების მქონე ჩაკეტილ სისტემაზე …

  9. ვეr vitan erti da igive nawarmoebis bevrjer wakitxvas magram, vatyob am wignis meored gadakitxva momiwevs. idealuri nawarmoebia, chemi sayvareli wigni… ar vici sityvebi ar myofnis ra unda vtqva, es aris wigni romelic unda waikitxo, manam sanam cocxali xar, es posti rom wavikitxe dzalian gamikvirda avtoris gamotanili azrebi , tu man ubralod fiilms uyura da amdeni ram daichira, wigni rom waikitxos xom saertod, erti sityvit ragac idiotobebi vwere da waikitxet es wigni yvelam dzalian gtxovt :*

  10. ეს არის წიგნი,რომლის გავლენის დღეს დღემდე ვარ და ალბათ ეს გავლენა გამყვება დიდხანს. მაკმერფი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია ჩემთვის, რომელიც ნიკოლსონმა კიდევ უფრო შემაყვარა.

  11. საკმაოდ კარგად გაქვს გაანალიზებული ზოგადად ფილმის აზრი მაგრამ ერთს დავამატებდი იმ დროინდელი ,,გენიალური;; ამერიკის ცხოვრება არ იყო იმდენად გენიალური და ამას ფილმშიც ვხედავთ,ფორმანს აქვს ძალიან კარგად გადმოცემული ყველა ის ასპექტი თუ რას წარმოადგენს ამერიკა და რა მიზნები აქვს მას საერთოდ თავის საზოგადოებაზე,ნიკოლსონის გმირი არ ეგუება არანაირ დაჩლუნგების მეთოდს და ის ყველანაირად იბრძვის იმისთვის რომ აზრზე მოიყვანოს გიჟები რაც მისთვის ფატალური შედეგით მთავრდება რაც მოსალოდნელი იყო ,,ხმამაღალი ლაპარაკი სიკვდილს უდრის” ფილმის აზრი სწორედ ამ თემას ეხება და მე ეს დავინახე საბჭოთა კავშირში ფილმის პრემიერა 1985 წელს იყო როდესაც ფილმი 1975 წელს გადაიღეს და მიზეზი თუ რატომ დააგვიანეს ფილმის შეტენა საბჭოთა კავშირში ზემოთ დავწერე

  12. ნუ რაღაც ზუსტად ვერ გაგიაზრებიათ 🙂
    ნიშანდობლივია ის ფაქტი რო ეს ფილმი ცივი ომის პერიოდშია შექმნილი და მასში არა თავისუფლების და რაღაც–რაღაც უფლებების იდეა იმალება (ნუ ცოტა კი) არამედ საბჭოთა კავშირის სრული ჰეგემონია ხალხზე, თუ როგორ მარიონეტებივით იყვნენ ხალხი სოციალისტური რეჟიმის დროს, ამ დროს კი ამ პოლიტიკურ სისტემაში შედის რათქმაუნდა ამერიკელი რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს ამერიკანიზაციის მისიას )) ნუ რაღაც ნიუანსებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას უფრო ჩავსწვდებით; მაგალითად: როცა მაკმერფი მივა აი იმ ქალთან და ეტყვის მუსიკას ჩაუწიეო, ქალი ეტყვის რაღაც ამგვარად, რომ აქ სხვებიც არიან, სხვებიც გაითვალისწინეთო (სოციალისტური რეჟიმის მტავარი იდეა უკლასო საზოგადოება )
    და კიდევ ინდიელი “გამოლენჩებული” იყო? 😀 აბსოლიტურად არაადეკვატურად გაქვს გაანალიზებული ინდიელის ტიპი 🙂 ეს პერსონა წარმოადგენს იმ ადამიანთა კატეგორიას რომელიც იძულებულია იყოს განყენებული ყველასგან და ყველაფრისგან, და ამ მიზნით ის ცდილობს არ გაერიოს “ბინძურ საქმეებში”…
    ნუ იმაზე თუ გაამახვილეთ ყურადღება მაკმერფი გაქცევას რო აპირებს უკვე და რო “ჩაიძინებს” რატო აკეთებს ასე? 🙂

  13. გიგა, ჩვენ საწყისშივე ვერ ვთანხმდებით, ამიტო დავიტოვოთ ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებები ამ ფილმთან დაკავშირებით.

    პ.ს. “და კიდევ ინდიელი “გამოლენჩებული” იყო?”
    – მსგავსი არაფერი დამიწერია. მეტი ყურადღებით, მეგობარო

  14. არა უბრალოდ ფილმი გარკვეულ ასპექტში არაადეკვატურადაა გაანალიზებული 🙂
    ხო ინდიელზე პოსტში წინადადება არასწორად წავიკითე მომიტევეთ 🙂

  15. ჯიუტად არც კი უშვებ, იმას რო შეიძლება შენ ცდები გაანალიზებისას.

    ამ პოსტის დაწერიდან 1 წლის (თუ მეტის არა) შემდეგაა ეს გადაცემა ჩაწერილი, ყურადღებით მოუსმინე ამასაც

    https://soundcloud.com/radio-shokoladi-985fm/tsignebi-ken-kizi-gugulis-budeze-sxva-gadafrinda?in=radio-shokoladi-985fm/sets/tsignebi

დატოვე კომენტარი