მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » რა არის პოლიტიკა?

რა არის პოლიტიკა?

ზოგადი განმარტების თანახმად პოლიტიკა არის პროცესი რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების ნორმებს. პოლიტიკა დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა კონფლიქტი და კონსენსუსი.  ერთის მხრივ, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული მოთხოვნილებები და ინტერესთა შეუსაბამობა  წარმოშობს უთანხმოებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებზე. მეორე მხრივ, ყველას გააზრებული აქვს რომ ამ წესების შესაცვლელად ან შესანარჩუნებლად აუცილებელია თანხმობა. ამოტომ ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკის არსი სწორედ კონფლიქტების გადაწყვეტაა. თუმცა, უმჯობესია პოლიტიკას შევხედოთ არა როგორც კონფლიქტების გადამწყვეტს, არამედ როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიება. პოლიტიკის მიმართ, ძალიან ზოგადად, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ პოლიტიკა გახლავთ ხელოვნების დონეზე აყვანილი სახელმწიფოს მართვა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა არაა სუფთა ხელების საკეთებელი საქმე. თუმცა, რაც არ უნდა ცუდი წარმოდგენა ჰქონდეთ ადამიანებს პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, ყველანი მაინც იმ აზრს ეთანხმებიან, რომ მათ გარეშე არსებობა შეუძლებელია. ვინაიდან თუ კი არ იარსებებს რესურსებისა და კეთილდღეობის განაწილების მექანიზმი მაშინ დაიწყება  სამოქალაქო “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”, როგორც ამას ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი აღნიშნავს. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. 

პოლიტიკა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ პოლიტიკის შესახებ ცოდნის შეძენა მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს იმ ადამიანების ინტერესებს რომელთაც სურს გაიგონ თავიანთი ადგილი და როლი საზოგადოებაში, უკეთ დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, გაიგონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. პოლიტიკის არცოდნას და პოლიტიკაში გაურკვევლობას მოაქვს ნეგატიური შედეგები, უკიდურეს შემთხვევაში ის საფრთხეს უქმნის თვითონ ადამიანის არსებობის საფუძვლებსაც.

მოკლედ ამდენი იმიტომ დავწერე, რომ, მინდა, ყველა ადამიანს, ცალკე აღებულს როგორც ინივიდს გაუჩნდეს კითხვა თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რას ნიშნავს პოლიტიკა, რა პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის ქვეყანა და როგორ ხდება მისი გატარება პრაქტიკულ ცხოვრებაში? ამასთან დაკავშირებით ერთ, კაი ხნის სახალისო ამბავს დავწერ.  თავის მხრივ პოსტიც შემეცნებითი და შედარებით ხალისიანი გამოვა.

ერთ მშვენიერ დღეს შვილი ეკითხება მამას: –მამი რა არის პოლიტიკა? მამამ გაიფიქრა ამ კითხვაზე პასუხი ადვილიაო და  პასუხობს: კარგად მისმინე შვილო, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიო.  მე მომაქვს სახლში ფული- ანუ მე კაპიტალიზმი ვარ. დედაშენი იყენებს ამ ფულს – ანუ ის მთავრობაა. პაპაშენი ცდილობს რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყოს – გამოდის ის პროფკავშირია.  ჩვენი ძიძა – გოგონა მუშათა კლასია.  ჩვენ ყველას გვინდა კეთილდღეობა – ანუ შენ ხარ ხალხი.  შენი პატარა ძმა რომელიც პამპერსებს ატარებს ჩვენი მომავალიაო. დაამთავრა თუ არა საუბარი მამა ეკითხება შვილს: არის თუ არა გასაგები რაც მოგიყევიო? ბავშვმა: -მოდი მამი, ეს ღამე მაცადე და ხვალ დილას გეტყვი პასუხსო.

ღამე ბავშვი იღვიძებს იმიტომ რომ მისმა ძმამ ჩაისვარა და საშინლად კივის,  თვითონ რადგან არ იცის რა ქნას მიდის მშობლებთან საძინებელში, იქ კი მხოლოდ დედამისი წევს,რომელსაც ისე სძინავს რომ არ ეღვიძება. მაშინ ბავშვი მიდის ძიძა გოგონას ოთახში და რას ხედავს: მამამისი ძიძას ჟიმავს და პაპა კი ამ ყველაფერს ფანჯრიდან ჩუმად უყურებს ……ყველა ისე არის თავის საქმით დაკავებული, რომ ბავშვს ვერ ამჩნევენ. ამიტომ ბიჭი უკან გაბრუნდა და დაიძინა. დილით მამა ეკითხება ვაჟს: – შეგიძლია თუ არა ამიხსნა რა არის პოლიტიკაო? შვილი პასუხობს: – კი, კაპიტალიზმი ხმარობს მუშათა კლასს. პროფკავშირი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებს. მთავრობას კი მაგრად ძინავსო. ხალხი სრულიად იგნორირებულია. მომავალი კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მძღნერშია… აი ეს არის პოლიტიკაო. 

10 thoughts on “რა არის პოლიტიკა?

  1. chventan uaresi mdgomareobaa.profkavshiri arasodes gvyolia.arada profkavshirze uamravi ramea damokidebuli.anu chvens ojaxs eg erti cevri ashkarad aklia magram ara motvaltvale aramed iseti dzizas rom ar gaajiminebs mamikos.

    • მართალი ხარ თამარ.თან რატო არ გვყავს ნორმალური პროფკავშირი ამას კიდევ ცალკე მიზეზები და ახსნა აქვს. თუმცა, მის არ არსებობას, რასაკვირველია, არ ამართლებს.
      ძლიერი პროფკავშირი რომ გვყავდეს ამისათვის საჭიროა სახელმწიფოში არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ჯერ-ჯერობით მსგავსებზე საუბარი ზედმეტია.

  2. ბათუმელმა მეგობარმა მითხრა, სამსახურში ვაფშე ხელშეკრულების გარეშე ვმუშაობო, არადა ნუ არაა ისეთი ფირმა, რო ეგრე მუშაობდეს, მე ავხტი-დავხტი, მეთქი რასჰქვია.. მოიცა რაო, შენ ერთი შემთხვევა გაგიკვირდა და ნახევარი ბათუმი ეგრეაო. თბილისში არ ვიცი რა ხდება, სადაც მიმუშავია, ყველგან ხელშეკრულებით. ჰოდა რაზე დავიწყე, მოკლედ ეს ჩემი მეგობარი შესვენების გარეშე მუშაობს და არანორმალური სამუშაო დღით და ა.შ. ხოდა მეთქი გაახურეთქო და მოითხოვე ნამატი, ხელშეკრულებაში ხო გიწერია რაღაცა დრო და ხო გადაჭარბებულია რეალურად_თქო იმას, და რა ხელშეკრულებაშიო?!

    ხოდა არ ვიცი, პროფკავშირების შექმნაზე მაშინ დავფიქრდი. მარა მე მაგდენი ტვინი არ მყოფნის. რა არი საჭირო, რო შეიქმნას? ერთი რასაც ვუფიქრდები – იურისტები უნდა კარგი და მეორე რაც საჭიროა (მგონი, ამ სიტუაციაში) – მთავრობის ნება-სურვილია. ხოდა ისევ უტოპიური ხდება ეგ ამბავი. სამწუხაროდ.

    • არა, nafan9, არავითარ უტოპიას ეს არ წარმოადგენს.
      ასევე მთავრობის ნება-სურვილიც არაფერ შუაშია.
      პროფესიულ კავშირებს ქმნიან სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები. მთავრობა საერთოდ არ ერევა ამ ამბავში.
      რატომაა ძლიერი პროფკავშირის არსებობა აუცილებელი იცი? შენი მეგობრის და მის მსგავსად მომუშავე ადამიანების უფლებები რომ იყოს დაცული. ხელშეკრულების გარეშე ნებისმიერ დროს რომ გაათავისუფლონ სამსახურიდან ხმას ვერ ამოიღებს. ერთად ერთი შეიძლება უკმაყოფილება გამოხატო. ხელშეკრულებით გაფორმებული სამუშაოს შემთხვევაში, ვადამდე ადრე გათავისუფლებისას კომპენსაციას – ანაზღაურებას მოითხოვ კონტრაქტის დარღვევის გამო.

      p.s თბილისშიც არის მსგავსი სამსახურები, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე. მაგალითად მშენებლობებზე, მაღაზიაში,კაფე-ბარებში…
      ამ მხრივ კანონმდებლობაც დასახვეწია.

  3. ვიცი რატომაცაა🙂 და ისიც ვიცი, რო ნორმალურ ქვეყანაში წესით მთავრობა არ უნდა “იხდიდეს” მაგ ამბავზე, ანუ პროფკავშირი იქმნება და მთავრობა საერთოდ არ უნდა ერეოდეს, მარა…

    კანონმდებლობა არამარტო დასახვეწია, არამედ შესასრულებელიცაა :)) თვითონ ვიცი რამდენიმე შემთხვევა, სადაც სანარდო ხელშეკრულებებს უფორმებენ მუდმივ თანამშრომლებს, როცა არ აქვთ უფლება მსგავსს პოზიციებზე მომუშავეებს გაუფორმონ 6 თვიანზე ნაკლები ხანგრძლივობის ხელშეკრულება, მარა ..🙂

  4. შრომის კოდექსი,აი პრობლემა ეს არის სისულელეებით უაზროდ გატენილი ფურცლები…დღევანდელი შრომის კოდექსი არის კაბალური სისულელე

    • killdany, არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
      ამბობენ ხოლმე შესაცვლელია შრომის კოდექსში ბევრი რამეო. არადა საერთოდ თავიდანაა შესაქმნელი ზემოხსენებული.

  5. Pingback: ყველა პოსტი « Niksologia

  6. არ მქონდა ეს პოსტი წაკითხული და ბოლოს სიმწრის ღიმილით დავასრულე კითხვა:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s