ნამასხარავები

ქართველი ადამიანის  ხასიათში გემრიელადაა ჩალურსმლული  პირფერობა, მლიქვნელობა, სხვის გაქილიკება, სხვის სულში ხელების ფათური, სხვისი ქმედების არ მოწონება და გაკრიტიკება, სხვისი ‘სიმახინჯეების’ სააშკარაოზე გამოვლინება, მატრაკვეცობა, სიყალბე, ფარისევლობა და მისთანანი. ყველგა საზოგადოებას ახასიათებს მსგავსი? ნუ არც მაინც და მაინც ასე არ უნდა იყოს საქმე. სხვაგან ვინ რას შვრება სულ ცალ ფეხსაცმელზე მაქვს ჩამოკონწიალებული. ჩვენ ვიკითხოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემების და დაულაგებელი სახელმწიფოს პირობებში რო გვიწევს ცხოვრება. მრავალჭირვარამგადანახადი (ეს სიტყვა სკოლაში გაიჩითა პირველად ქართული ენის განსაზღვრებად) სახელმწიფოს არარაციონალური საზოგადოეა ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ. შემდეგ გვიკვირს თუ  როგორი დაკომპლექსებულია ის ვიღაც სხვა, ნებისმიერი.

ჩვენ ყალბები ვართ და გვიყვარს ჩვენივე სიყალბე.

ჩვენ მატყუარები ვართ და ყოველთვის სხვის მატყუარობაზე მივუთითებთ.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სხვის სულში ვაფათუროთ ხელები, თუმცა ამის უფლება არავის აქვს და ამასვე ვაღიარებთ თვითონვე.

ჩვენ ვაქებთ, კომპლიმენტს ვეუბნებით, მაგრამ ზურგს უკან დავცინით.

ჩვენ გვიყვარს სიტყვით, მაგრამ არ ვიცით საქმით სიყვარული.

ჩვენ ვაკეთებთ სხვის ჯიბრზე და არა საკუთარი სურვილის შესაბამისად.

ჩვენ ვფიქრობთ თითო-თითოდ მე-ზე და არ ვფიქრობთ ჩვენ-ზე.

ჩვენ ვგმობთ კონკრეტულ ქმედებას, მაგრამ ჩუმად უყოყმანოდ გავაკეთებდით იგივეს.

ჩვენ ვმოქმედებთ სხვის დასანახად და არა საკუთარი შეხედულებებიდან და სურვილიდან გამომდინარე.

ჩვენ ფარისეველი მორწმუნენი ვართ და არასოდეს ვაღიარებთ ამას. მარხვაში ხორცს არ შევჭამთ, მაგრამ სიგარეტს გავაბოლებთ, ბევრს არა მხოლოდ 3 ღერს დღეში.

ჩვენ ვართ “სამართლიანები” და არა სიმართლიანები. (ვართ კი სამართლიანები?)

ჩვენ კარგი მრჩევლები და ცუდი შემსრულებლები ვართ.

ჩვენ არასოდეს მოგვწონს სხვისი გაკეთებული, თუმცა თვითონაც მაინც და მაინც არ ვიკლავთ თავს კეთებით.

ჩვენ გვიყვარს ოცნება და არ ვიცით ფიქრი.

ჩვენ გვაქვს ენა, თვალი, ყური, მაგრამ არ გვაქვს სალაპარაკო, არ ვხედავთ და ვუყრუებთ კიდეც.

ჩვენ თქვენობით ვლაპარაკობთ, მაგრამ უზრდელები ვართ.

ჩვენ ამპარტავნები ვართ, თუმცა სხვის უკანალებსაც სიამოვნებით ვლოკავთ საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენ გვიყვარს მხატვრობა, იმიტომ რომ უნდა გვიყვარდეს – “საოცარი სიღრმე დევს “ემზარას” მთელ შემოქმედებაში, ისეთი ნატიფი შესრულებაა, ფერთა პალიტრა საოცრადაა წარმოჩენილი”.

ჩვენ ვიცვამთ “სახელს” და არა სამოსს. ნუ ტრენდია, ბრენდია, მოდაშია და კაი პონტია .

ჩვენ პატარა კაცმაცუნები ვართ და თავი დევგმირები გვგონია.

ჩვენ უბრალოდ მონები ვართ (საკუთარი ნებით სხვათაშორის) და არავის ამაზე პრეტენზია არ გვიჩნდება….

კიდევ კარგი ყველა ადამიანის ჩრდილის ზომას თვითონ ამ ადამიანის ნება-სურვილი არ განსაზღვრავს, თორემ ქართველების ჩრდილები დააბნელებდნენ გალაქტიკებს.

იცოდით თუ არა, რომ…

მსოფლიოში უამრავი საინტერესო ამბავი ხდება. შემდეგ სხდებიან და აანალიზებენ მომხდარს. მსჯელობენ მის შესახებ, ცდილობენ აზრი გამოთქვან, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მოძებნონ, დეტალებს გარემოებებთან დაკავშირონ და სხვა უამრავი მსგავსი. მე არ ვაპირებ რომელიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ ანალიტიკის გაკეთებას, უბრლოდ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ იფრმაციას.

იცოდით თუ არა, რომ:

1. მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია  “ზღვების მკვლევარი”. მისი სიგრძე აღემატება 1000 ფუნტს, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე მეტია. “ზღვების მკვლევარი” სამი წლის მანძილზე იგებოდა და 600 მილიონი $ დაჯდა. ის 5000 ტონას იწონის. გემზე 1557 კაიუტაა, რომლებიც 5040 მგზავრს იტევს ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. “ზღვების მკვლევარზე” 5 რესტორანი, 14 კაფე, 15 ლიფტი, 4 აუზი, 6 ჯაკუზია. ასევე –  საკალათბურთო და საციგურაო დარბაზები და თეატრი, რომელშიც 1350 კაცი ეტევა.

2. დედამიწაზე წელიწადი გრძელდება 365 დღე-რამეს დამატებული 0.2421198 დღე. რაც უფრო მარტივად შემდეგნაირად გამოისახება:           365 დღე-რამეს + 5 საათი 48 წუთი 46 წამი.

3. 1828 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა საახალწლო სიმღერა Jingle Bells.

4. ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადება ხუთ ენაზე ხდება: შვედურად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. სწორედ ამ ენებზე საუბრობდა თავისუფლად ალფრედ ნობელი. აქვე: ნობელის პრემიის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა.

5. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ალუტროფობიით იყო დაავადებული, მას კატების ეშინოდა.

6. 1928 ლწის 19 სექტემბერს ეკრანებზე პირველად გამოჩნდა მიკი მაუსი.

7. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო ჯეიმს მედისონი – 1 მეტრი და 62 სანტიმეტრი. ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი – 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი.

8. პანინის მიერ შექმნილი სანსკრიტის გრამატიკა დაიწერა ქრისტეს შობამდე 350-250 წლებს შორის და მიჩნეულია ადამიანის გონების ერთ-ერთ საამაყო მონაპოვრად.

9. შოთა რუსთაველის პოემაში “ვეფხისტყაოსანი” 696-ჯერაა გამოყენებული “და” კავშირი.

10.მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ მორტინსონი. ნორმა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. იმ დროის გადმოსახედიდან საკმაოდ თავისუფლად და თამამად პოზირებდა კამერების წინ. 1962 წლის აგვისტოში დიდი დოზით ნარკოტიკების მიღების გამო 36 წლის ასაკში მერლინ მონრო გარდაიცვალა. იგი XX საუკუნის სექს-სიმბოლოდაა აღიარებული.

11. დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა და ყოველ წუთს 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა.

12. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME”-მა 1943 წლის 4 იანვარს წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.

13. მსოფლიოში პირველი ზოოპარკი 1793 წლის 10 ივნისს პარიზში გაიხსნა.

14. იტალიური კლასიკური და საოპერო მუსიკის გენიალური წარმომადგენელი ლუჩიანო პავაროტი დაიბადა 1935 წელს. იგი საკმაოდ პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო. ლუჩიანო პავაროტის დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: ის 160-ჯერ  გამოიძახეს        “BIS”-ზე. პავაროტი 2007 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა დილის 7 საათზე. მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა.

15. 1925 წლის 1 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქს სახელი გადაერქვა: ქრისტიანია გახდა ოსლო.

მორალი

ადამიანები ერთმანეთთან ურთერთობენ გარკვეული დაუწერელი წესებისა და ნორმების დაცვის თანახმად. სხვადასხვა კულტურას, კულტურაში სახელმწიფოს, სახელმწიფოში მხარეს, მხარეში სოფელს, ქალაქსა თუ ტომს გააჩნია თავისი ნორმატიული მახასიათებლები, ქცევის ნორმები. მოკლედ: მორალი. რას წარმოადგენს მორალი? რა შინაარსობრივი აზრის მატარებელია ის და  რა ფუნქცია-დანიშნულება გააჩნია მას?

მორალი ისტორიული წარმონაქმნია. იგი წარმოიშვა საზოგადოების ფორმირების ადრეულ ეტაპზე, ვითარდება იდეოლოგიური, ეკონომიკური და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა ცვლილების შედეგად; გარდა ზოგადი, უნივერსალური ელემენტებისა, მორალს ისტორიულად წარმავალი ნორმები, პრინციპები, იდეალები აქვს. ზოგადი შეხედულებით, ბევრ ასპექტებში ყველა მორალური სისტემა მსგავსია, მაგრამ ცალკეულ სისტემაში ყოველი ნორმისა თუ შეფასების გამოვლინება ივსება კონკრეტული შინაარსით, რომელიც გამოხატავს მის ორიენტაციას სწორად მოცემული კონკრეტული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანთა ერთობები ქმნიან თავიანთ მორალურ სისტემებს, ჩვეულებრივ, ეს პროცესი იწყება ადრინდელი მორალური სისტემების მკვეთრი უარყოფით, მაგრამ ახალი ჩნდება მხოლოდ  წარსულის ბაზაზე, ხდება მისი შინაარსის სახეცვლილება, რომელსაც თან სდევს უკვე არსებული მორალური ფორმების გამოყენება.

მორალი – ეს არის  ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში, მთლიანად საზოგადოებაში. მორალის ფუნქციაა ადამიანთა ქცევის ნორმალიზება, ქცევის რეგულირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველგვარ სფეროში. მასობრივი მოღვაწეობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით: სამართალი, ადმინისტრაციული განაწესი, სახელმწიფო დეკრეტები, ხალხური ტრადიციები, მორალს დასაბუთებისა და თავისი მოთხოვნების განხორციელების სხვაგვარი წესი აქვს. მასში აუცილებლობა, სოციალური ერთობის ინტერესები და მოთხოვნილებები გამოიხატება საყოველთაოდ აღიარებული შეფასებებისა და დანაწესების სახით, რაც განმტკიცებულია ნიმუშის, ჩვევის, ადათის, საზოგადოებრივი აზრის ძალით. ამის გამო მორალურ მოთხოვნებს უპირობო აუცილებლობის ფორმა აქვს და ერთნაირად ეხება ყველას, თუმცა კი ბრძანება მორალურობაზე არავისგან მოდის, ამასთან, ეს მოთხოვნები შედარებით მყარი ხასიათისაა. მორალი იდეურადაა დაფუძნებული წარმოდგენაზე ანუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მორალი სამართლისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველი ადამიანის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების შესრულება კონტროლდება ყველას მიერ, ამასთან, ამა თუ იმ ადამიანის ავტორიტეტი არ უკავშირდება ოფიციალურ უფლებამოსილებას; მორალის მოთხონათა შესრულება კონტროლდება და მოწმდება მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით: საზოგადოებრივი შეფასება, ანუ მოწონება ან გაკიცხვა. ამის გამო, სოციალური კონტროლის სხვა ფორმებთან შედარებით, იგი ცნობიერებისათვის უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მორალს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ნორმა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, სინდისი. ცნობიერება ამას ასახავს შესაბამისი წარმოდგენებით: პრინციპები, საზოგადოებრივი და მორალური იდეალები, კეთილი-ბოროტი, სამართლიანობა-უსამართლობა…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მორალის რაობასა და მის მნიშვნელობაზე საუბარი, გთავაზობთ მინი მასტერკლასს მორალზე:

ხეზე იჯდა ჩიტი. გაიყინა და ძირს ჩამოვარდა. მივიდა ძროხა და ზედ დააფუნა. ჩიტი გალღვა, ფუნიდან თავი ამოყო და ჭიკჭიკი დაიწყო. ჩიტის ჭიკჭიკი ახლოს მყოფმა მელამ გაიგონა. მივიდა, ჩიტი ფუნიდან ამოიყვანა და შესანსლა.

აქედან გამომდინარეობს მორალი:

1. ყველა ვინც თავზე დაგაჯვავს შენი მტერი არაა.

2. ყველა ვინც მძღნერიდან ამოგიყვანს შენი მოყვარე არაა.

3. ყელამდე მძღნერში რომ ხარ არ უნდა იჭიკჭიკო.