Arcade Fire

ინდი – როკ ბენდი Arcade Fire 2001 წელს მონრეალში (კანადა) ცოლ ქმრის – Win Butler-ისა და  Régine Chassagne-ის გარშემო ჩამოყალიბდა. ჯგუფი გამოირჩევა შემსრულებელთა სიმრავლით – Win Butler, Régine Chassagne, Richard Reed Parry, William Butler, Jeremy Gara, Sarah Neufeld, Tim Kingsbury, Marika Anthony-Shaw – რომლებიც თავის მხრივ  ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტზე  უკრავენ: გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ბას გიტარა, პიანინო, ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, ქსილოფონი, გლოკენშპილი, კლავიშები, ვალტორნა, აკორდეონი, არფა, მანდოლინა და ბორბლიან ვიოლინო.  მათი კონცერტები ცოცხალი შესრულებით ყოველთვის შთამბეჭდავია, ემოციურია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.

Arcade Fire-ის პირველი სტუდიური ჩანაწერი Funeral (დაკრძალვა) 2004 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა, 2005 წლის თებერვალში კი – დიდ ბრიტანეთში.  ალბომის სახელი განაპირობა სტუდიური მუშაობის დროს ჯგუფის წევრებიის რამდენიმე ნათესავის დაღუპვამ. ალბომმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და კრიტიკოსთა საკმაოდ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა. ერთ-ერთმა ასეთმა ინტერნეტ გამოცემა  Pitchfork-მა ნამუშევარი 9.7 მაჩვენებლით შეაფასა, რის შემდეგაც ჯგუფი მუსიკალური ბილბორდ-ჩარტების სათავეში მოექცა. უფრო კონკრეტულად კი: 2000-იანი წლების საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე Funeral-მა მეორე პოზიცია დაიკავა.

 აღნიშნული ალბომი და სინგლი – Cold Wind  გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო შესაბამის ნომინაციებზე: საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომი და საუკეთესო საუნდტრეკი.  2006 წლის 2 აპრილს კანადაში Arcade Fire დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სიმღერის შემქმნელის ნომინაციაში – სამი სიმღერისათვის Wake Up, Rebellion (Lies) და Neighborhood #3 (Power Out).
2007 წლის 27 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში Funeral დასახელდა წლის საუკეთესო 50 ალბომს შორის პირველ ადგილზე.

2007 წლის იანვარში ბენდმა დააანონსა, რომ ახალი ალბომი სახელწოდებით Neon Bible დიდ ბრიტანეთში გაზაფხულზე გამოვიდოდა. ალბომის გამოსვლამდე Arcade Fire-მა რამდენიმე სინგლი ჩაწერა. ჯერ Black Mirror, შემდეგ კი  –  Intervention, Keep The Car Running და No Cars Go.

2008 წლის დეკემბერში Arcade Fire-მა გადაიღო ფილმი-კონცერტი  Miroir Noir, სადაც შევიდა ცოცხალი კადრები 2006/07 წლის ტურნედან.

2010 წლის 2 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2010 წლის 3 აგვისტოს აშშ-ში გამოვიდა უკვე მესამე ალბომი The Suburbs. ორივე ქვეყანაში აღიარება მოიპოვა საკმაოდ მალევე და 2011 წლის 13 თებერვალს აიღო კიდეც გრემი წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში.

ბენდის ღირსება იმაში მდგომარეობს რომ ყოველთვის  მაღალხარისხოვან პროდუქტს ქმნის.  სამივე ალბომი თავის დროზე  წარდგენილი იყო  წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე. საერთო ჯამში Arcade Fire წარდგენილი იყო 31 ნომინაციაზე და აქედან 16 ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც ვთვლი რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ბოლოს ისე როგორ იქნება რომ ეს Live არ დავდო. ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება, თუ არა ერთად-ერთი

2 thoughts on “Arcade Fire

  1. Pingback: ყველა პოსტი « Niksologia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s