სტადიონები ყველაზე სანახაობრივ ადგილებში

მსოფლიოში ძალიან ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოედანია აგებული, სადაც ასევე ცნობილი საფეხბურთო კლუბები თუ ქვეყნების ნაკრებები თამაშობენ. თუმცა, არსებობენ ისეთი სტადიონებიც, რომლებიც მომხიბლავია არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით ან დამსწრეთა რაოდენობით, არამედ – მდებარეობით.

10. Hernando Siles-ის სახელობის სტადიონი. მდებარეობს ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია და იტევს 38 000 ადამიანს. ემსახურება 3 საფეხბურთო გუნდს. ერთ-ერთია იმ სტადიონთა შორის, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს – 3 637 მეტრი.
10

9. Victoria სტადიონი გიბრალტარში. იტევს 5 000 ადამიანს. გიბრალტარის ეროვნული ნაკრები სწორედ ამ მოედანზე ატარებს საშინაო შეხვედრებს. მოედნის თავზე დიდი კლდეა აღმართული, რაც მოედნის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
9

8. Hasteinsvollur – მოედანი ისლანდიაში. იტევს 2 834 ადამიანს. ქვეყნის ეროვნული ნაკრები და უმაღლესი დივიზიონის კლუბი IVB სწორედ ამ ადგილზე თამაშობენ. მოედნის გვერდით დიდი ვულკანია. სტადიონიდან არნახული ხედი იშლება.
8

7. Kantrida Stadium – ხორვატია. მოედნის ტევადობა 12 000 ადამიანია. ვარჯიშობს ადგილობრივი კლუბი HNK Rijeka. სტადიონი ადრიატიკის ზღვასა და კლდეს შორის მდებარეობს, რაც უსვამს კიდეც ხაზს მის უნიკალურობას.
7

6.  Estadi Comunal d’Andorra la Vella – ანდორა. მდებარეობს დედაქალაქ ანდორაში. საშინაო არენაა ეროვნული ნაკრების და იტევს დაახლოებით 1 000 ადამიანს. მოედანი პირენეის მთებითაა გარშემორტყმული.
6

5. Stadion Gospin Dolac – სტადიონი ხორვატიაში. 1989 წელს აიგო და მესამე დივიზიონის კლუბის NK Imotski საშინაო არენაა. მაქსიმუმ 4 000 ადამიანს იტევს
5

4. Rheinpark Stadion – ლიხტენშტეინი. სტადიონი დედაქალაქ ვადუცში მდებარეობს. ტევადობა – 6 000 ადამიანი. ვარჯიშობს ადგილობრივი გუნდი FC Vaduz. სტადიონიდან რამდენიმე მეტრში შვეიცარიის საზღვარია და კარგად ჩანს შვეიცარული ალპებიც.
4

3. Marina Bay (The Float Stadium) – სინგაპური. სტადიონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტივტივებს წყალზე! დაახლოებით 9 000 ადამიანს იტევს. იმართება არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩები, არამედ სხვადასხვა სპორტული და არასპორტული ღონისძიებები.
1

2. Eidi Stadium – ფარერები. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ კი ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სტადიონია მსოფლიოში, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ნაპირზე მდებარეობს. პროფესიონალური დონის დაპირისპირებები პრაქტიკულად არ იმართება, ვინაიდან გულშემატკივრების დასწრება შეუძლებელია ტრიბუნების არარსებობის გამო.
2

1. Ottmar Hitzfeld Stadium – შვეიცარია. სტადიონი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა მდებარეობს – ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოედანი მთებშია ჩასმული, ადგილამდე მისასვლელი ერთად-ერთი საშუალებაა საბაგირო.
3

ლონდონის არსენალი – მე

ჩრდილოეთ ლონდონის მეფე; ესთეტიური ფეხბურთის დესპანი; მსოფლიო დონის საფეხბურთო ვარსკვლავების ინკუბატორი;support-arsenal ლამაზი, სხარტი, კომბინაციური შეტევის ერთგული;  უდავოდ დიდი და წარმატებული ისტორიის მქონე გუნდი – ლონდონის არსენალი 1886 წელს დაფუძნდა.

ზემოაღნიშნული, ღრმად საპატივცემული ჩემი ფავორიტი გუნდი 2012 წელს მსოფლიოში მე-4 ადგილზე იმყოფებოდა ფინანსური შესაძლებლობის მხიედვით – შეფასდა რა მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად.

რატომ გავუსვი ფინანსურ შესაძლებლობებს ხაზი?
ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ შემდეგი: ძალიან იშვიათად, რომ ლონდონის არსენალმა 30-35 მილიონი გადაიხადოს ფეხბურთელში. პრაქტიკულად გამორიცხულია მსგავსი თამასააწეული, ხმაურიანი ტრანსფერი არსენალში გადმომსვლელ ფეხბურთელს შეეხებოდეს. “ჩვენ არ ვყიდულობთ ვარსკვლავებს, ჩვენ ვქმნით მათ” – კლუბის თავკაცის, მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის სიტყვებია. ერთ წინადადებაში ჩატეული საფეხბურთო კლუბის მთლიანი პოლიტიკა. მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბების შემდეგ გაყიდული მოთამაშეების გვარები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება: ცესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ეშლი კოული (ჩელსი), სამირ ნასრი, გაელ კლიში და კოლო ტურე (მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), პატრიკ ვიეირა (არსენალიდან იუვენტუსში გაიყიდა თავის დროზე) ემანუელ ადებაიორი (გაიყიდა სიტიში, თუმცა, ტოტენჰემის ღირსებას იცავს დღესდღეობით)…

ლონდონის არსენალმა ბოლო წარმატებას 2005 წელს მიაღწია – მოიგო რა FA Cup (The Football Association Challenge Cup). ცნობისთვის, აღნიშნული გათამაშება უძველესია მსოფლიოში. მანამდე იყო დაუვიწყარი 2003/04 წლების სეზონში დაუმარცხებლად მოგებული პრემიერ ლიგის ჩემპიონატი. სხვათაშორის ლონდონის არსენალს ეკუთვნის პრემიერ ლიგაში დამყარებული რეკორდი – 49 მატჩიანი წაუგებელი სერია.

2005 წლის შემდეგ მერვე წელია გუნდს თასი არ მოუპოვებია. არადა ამ რვა წლის განმავლობაში:

1. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყანას პირველად სათავეში ჩაუდგა აფრო ამერიკელი;

2. ავღანეთში პირველად გაიმართა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი (2012 წელი),

3. ლონდონის ჩელსიმ პირველად მოიპოვა ევროპაში უძლიერესი გუნდის ტიტული – დაამარცხა რა ფინალში მიუნხენის ბაიერნი 1-1 (პენ.4-3) გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;

4. მოკლეს მსოფლიოში №1 ტერორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი (2011 წლის 2 მაისი)

5. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება ფეხბურთში – დაამარცხა რა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2010 წელს, ანგარიშით 1-0.

6. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე წააგო სამივე შეხვედრა:
ჰოლანდია 0-1 დანია;
ჰოლანდია 1-2 გერმანია;
პორტუგალია 2-1 ჰოლანდია.

7. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მთავრობა/ხელისუფალი შეიცვალა არჩევნების გზით.

8. საფრანგეთში 329 ხმით 229-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონი ჰომოსექსუალთათვის ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლების შესახებ (2013 წელი);

9. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 7 მილიარდს;

10. დაიღუპნენ: კურტ ვონეგუტი (2007 წელი); მაიკლ ჯექსონი(2009); ბენაზირ ბჰუტო(2007); დენის ჰუპერი(2010); მარსელ მარსო(2007); ლუჩიანო პავაროტი(2007); ელიზაბეთ ტეილორი(2011); კარლო პონტი(2007); სტივ ჯობსი (2011); ბორის ელცინი(2007); ლესლი ნილსენი(2010); ემი ვაინჰაუსი (2011); გარი სპიდი (2011); ვაცლავ ჰაველი (2011)…

11. 2005 წლის მერე, ლონდონის არსენალმა წააგო 4 ფინალი.
ა) ბარსელონა 2-1 არსენალი (ჩემპიონთა ლიგა 2005-06)
ბ) ჩელსი 2-1 არსენალი (English Community Shield 2005-06)
გ) ჩელსი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2006-07)
დ) ბირმინგემი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2010-11)

დრო გადის…
სამყაროში რაღაცები იცვლება…
არსენალის მონაგარს კი ბოლო 8 წელიწადია არაფერი შემატებია… Arsenal-Arsene+Wenger+cropped
წელს სავარაუდოდ ტოპ ოთხეულში კვლავ იქნებიან მეთობეები. პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე ფიქრი არარეალურია, ზემოაღნიშნული FA Cup-ის წლევანდელი გათამაშებაც, სამწუხაროდ, უკვე დასრულდა არსენალისთვის. დარჩენილია “ჩემიონთა ლიგა”-ის საკმაოდ რთული და საინტერესო ეტაპები…

ფეხბურთის მოყვარულები ერთად ვიხილავთ შედეგებს. რასაკვირველია “Gunners” ვუსურვებ წარმატებას. მომავალი სეზონიდან კი გაძლიერებული არსენალის მოგებულ ტიტულებზე არ ვიტყოდი უარს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას. 2012 წლის 8 ივნისს უეფას რიგით მე-14 ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირი 1960 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.  საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის მხოლოდ 16 საუკეთესო ახერხებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გერმანია გახლავთ. მან სხვადასხვა დროს სამჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული (1972, 1980, 1996). ამავე დროს, გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთად ერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე მიღებული – 1972 წელს ოქროს, 1976 წელს ვერცხლის, 1980 წელს კი ისევ ოქროს მედალი.

ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად მიშელ პლატინი ითვლება. მან 1984 წელს 9 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის 2 ჰეთთიკი შეასრულა (სამი გოლი ერთ შეხვედრაში).

ყველაზე მეტი 16-16 მატჩი, 4-4 ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ ედვინ ვან დერ სარსა (ჰოლანდია) და ლილიან ტურამს (საფრანგეთი).

ევრო 2012-ს პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობენ.

მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად უკვე დიდი ხანია განთავსდნენ 4 ქვეჯგუფში.
A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი.
B ჯგუფი: ჰოლანდია, დანია, გერმანია, პორტუგალია (ე.წ. სიკვდილის ჯგუფი).
C ჯგუფი:
ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ხორვატია.
D ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ინგლისი, უკრაინა.

მე

მე

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პოტენციალსა და შესაძლებლობაზე საუბარი არც ისე ადვილია. მოულოდნელი შედეგები მეტ-ნაკლებად ყველა ჩემპიონატზე ფიქსირდება. თუმცა, გამოკვეთილი ლიდერები ამ ჩემპიონატსაც ყავს. ესპანეთის ნაკრები – ბრმა უნდა იყო ბოლო წლებში ესპანური ფეხბურთის აღმასვლა რომ შეუმჩნეველი დაგრჩეს, გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე. სწორედ ესპანელებმა მოიგეს ბოლო მსოფლიოს (2010 წ. სამხრეთ აფრიკა) და ევროპის (2008 წ. ავსტრია-შვეიცარია) ჩემპიონატები. მე მგონი მხოლოდ ეს ორი ფაქტი ბევრს ამბობს მათ შესაძლებლობებზე. პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ. იგივე თავდასხმის ხაზში – დევიდ ვილა (ბოლო ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი, ოქროს ბუცის მფლობელი) ტრავმირებულია. ტორესი რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს არც ესაა შეუმჩნეველი. სოლდადო? ხუან მატა? ლორენტე? გუიზა? არ ვიცი, ვერ ერთ მათგანზე ვიტყვი რომ ევროპისთვის მზად არიან. მაგრამ ვნახოთ რომელს მიეცემა შანსი და რას ითამაშებს.  ჰოლანდიის ნაკრები – საკმაოდ მობილური და დაბალანსებული შემადგენლობით. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დასანანი (ჩემთვის) მარცხი ესპანელებთან. ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნებიან წლევანდელ ევროპაზე წარდგენილები. კარგ ფორმაშია რობინ ვან პერსი რომელიც ინგლისის ჩემპიონატს ბომბარდირობს 28 გატანილი გოლით.  კლას იან ჰუნტელაარი – შალკეს ფორვარდიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ისიც საუკეთესოა გატანილი გოლების რაოდენობით და ბუნდესლიგის ბომბარდირების სათავეშია 27 გატანილი გოლით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სნეიდერი, აფელაი. სუსტ წერტილად შესაძლოა დაცვის ზონა ჩაითვალოს, მაგრამ იმედია აქაც საგანგაშოდ არ იქნება საქმე. გერმანიის ნაკრები – როგორც უკვე ვახსენე, გერმანელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ ევროპის ჩემპიონატი მოგებული. სანაკრებო დონეზე, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ მათ. შემადგენლობას არც ამ ჩემპიონატზე უჩივიან – მარიო გომესი, ფილიპ ლამი, შვაინშტაიგერი, ნოიერის მადრიდის რეალთან მოგერიებული პენლები ერთ რამედ ღირს. საფრანგეთის ნაკრები – ერთი შეხედვით საკმაოდ ძლიერი ინდივიდუალური შემსრულებლებითაა გუნდი დაკომპლექტებული, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია მათ თამაშებს. რაც არ უნდა იყოს მაინც ფავორიტებად ითვლებიან. გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა: ბენზემა, რიბერი, მალუდა, ნასრი, ევრა, კლიში – ძნელია ჩამოწერო. ინგლისის ნაკრები – არ ვიცი ამ გუნდზე რა ვთქვა?! ყოველთვის საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ყავთ, ინდივიდუალურად ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ სანაკრებო დონეზე მიღწევების კი რა მოგახსენოთ?! ერთად ერთხელ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ისიც ინგლისში (1966წ.), არც ერთხელ ევროპის ჩემპიონატი. უფრო მეტიც – 1966 წლის შემდეგ არც ერთხელ მსოფლიოს ფინალში არ უთამაშიათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც არ გასულან არასოდეს. მიზეზებზე რთულია საუბარი. პორტუგალიის ნაკრები – ვერ ვიტყვი იმ კალიბრის გუნდია გვერდით დაუდგება გერმანიას, ჰოლანდიას და ესპანეთს თქო, მაგრამ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ გუნდს ყავს კრიშტიანუ რონალდუ. არ ვიცი როგორ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე გნებავთ თვითონ, გნებავთ მთლიანად ნაკრები, მაგრამ აუდსაიდერებში ნამდვილად ვერ ჩავწერ. იტალიის ნაკრები – ერთ-ერთი ლიდერი გუნდი მსოფლიო და ევროპის  საფეხბურთო ისტორიაში. ბოლოს 2006 წელს გერმანიაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, 2000 წელს კი საფრანგეთთან დრამატულად წააგეს ევროპის ჩემპიონატის ფინალი. 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი. 3  შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულეს, ერთი კი დათმეს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 3-2. სხვათაშორის, იტალიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაზე ხშირად ექმნება პრობლემა. მაგრამ თუ კი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, შემდეგ ფინალამდეც კი მიდის. ასე რომ ჯგუფური ეტაპია მათთვის მთავარი ბარიერი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი იტალია ყველასათვის არასასურველ მეტოქეა.

დანარჩენების გულშემატკივრებმა მომიტევონ. ნამდვილად არ ჩამომიწერია არც ერთი მადგანი და არც მათ შესაძლებლობებს ვაკნინებ. პირიქით, ველოდები სასიამოვნო (ვისთვის როგორ) მოულოდნელობებს. სხვათაშორის, გამორჩეულად მაინც შვედეთის გუნდი მესიმპატიურებოდა ყოველთვის, ალბათ, ჰენრიკ ლარსონის დამსახურებაა.

კიევის ოლიმპიური სტადიონი

კიევის ოლიმპიური სტადიონი

პოლონეთის და უკრაინის საფეხბურთო მოედნები სრულ მზადყოფნაშია. 31 შეხვედრა 8 საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. პირველ შეხვედრას ვარშავის ნაციონალურ სტადიონი უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადინზე გაიმართება.

p.s. დაწერეთ ვინ რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ.