მთავარი » მუსიკა » Grégory Lemarchal

Grégory Lemarchal

საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის – სავუის – ქალაქ შამბერის ერთ ჩვეულებრივ ოჯახში 1983 წლის 13 მაისს დაიბადა გრეგორი ლემარშალი  – მომავალში საკმაოდ ნიჭიერი მომღერალი. აღსანიშნავია, რომ დაბადებიდან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები დაჰყვა. მიუხედავად ამისა, გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა და ბავშვობიდანვე აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. 1995 წელს საფრანგეთში გამართულ როკ ენ როლის ცეკვის შეჯიბრში გაიმარჯვა. მოგვიანებით, 2004 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ სატელევიზიო შოუში ”Star Academy 4″-ში (ვარსკვლავების აკადემია 4), რომლის გამარჯვებულიც გახდა. ეს გახლდათ მისი პირველი სერიოზული აღიარება ფართო საზოგადოების წინაშე. ერთი წლის შემდეგ (2005 წლის 18 აპრილი) გამოდის მისი ალბომი ”Je Deviens Moi”, რომელიც მალევე ხვდება მუსიკალური ჩარტების ზედა საფეხურებზე. 2006 წელს  NRJ მულტუმედია ჯგუფმა  NRJ Music Awards – ზე გრეგორი ლემარშალს მიანიჭა წლის არტისტის წოდება.

გარდა უნიკალური ხმის და სიმღერის ნიჭისა, გრეგორი ლემარშალი, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესოა თავისი სიმღერების ტექსტებიდან გამომდინარე. ის საკუთარი თავის ძიებაშია და ბევრ ფილოსოფიურ კითხვას სვამს. მაგალითისათვის რამდენიმე სიმღერის ლირიკას გთავაზობთ:
”რატომ ვცხოვრობ, რატომ ვკვდები? რატომ ვიცინი, რატომ ვტირი? მე არასოდეს დამიდგამს ფეხი დედამიწაზე, მერჩივნა ვყოფილიყავი ფრინველი, თავს ცუდად ვგრძნობ ჩემ სხეულში…” –  ”SOS d’un terrien en detresse” – ”დედამიწელის მწუხარება”.

”ეხლა კი რა გავაკეთო, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე? მას შემდეგ რაც შენ წახვედი ხალხი გულგრილად მიყურებს. უშენოდ სამყაროც დაპატარავდა. სარკეში გზის დასასრულს, დამშვიდობების დროს ვხედავ. მე მეტი აღარაფერი მაქვს გასაკეთებელი, მეტი აღარაფერი…” – ”Et Maintenant” – ”და ეხლა”.

“შენ ყველაფერი შეგიძლია მკითხო ჩემზე, თავს რამე არ მინდა მოგახვიო, რამდენ ხანსაც ისურვებ იმდენ ხანს იყავი ჩემ გვერდით, იმოგზაურე ჩემთან ერთად, ოღონდ იყავი ისეთი თავისუფალი როგორიც მე, იცხოვრე წინააღმდეგობით, იყავი ყველას წინააღმდეგი, ჩემი წინააღმდეგიც კი, ოღონდ იყავი თავისუფალი, როგორც მე…” – ”Aussi Libre Que Moi” – ”ისეთივე თავისუფალი, როგორც მე”.

სამწუხაროდ, დღეს გრეგორი ლემარშალი ცოცხალი აღარაა.  ის დაბადებიდან თანმდევმა დაავადებამ შეიწირა. მთელი საფრანგეთი გლოვობდა მის გარდაცვალებას. 2007 წელს 30 აპრილს 23 წლის ასაკში დაიღუპა და პარიზში დაკრძალეს.

 ”ჩვენთვის გრეგორი ყოველთვის დარჩება უნიკალური ტალანტის მქონე არტისტად, პოპულარულ მუსიკოსად დაუვიწყარი ხმით. ის იყო მარტივი და გენიალური ბიჭი” – პასკალ ნეგრი, le président d’Universal Music France

და ბოლოს: გრეგორისა და ანდრეა ბოჩელის დუეტი ”ვარსკვლავთა აკადემია 4”-ის კონკურსზე იხილეთ აქ

 

One thought on “Grégory Lemarchal

  1. Pingback: ყველა პოსტი « Niksologia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s