”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

ყურადღება! ყურადღება!

მეგობრებო!  აი, დადგა ის ნანატრი პერიოდი, როდესაც ყველას ლაღად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევდექით როგორც ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, განვითარებული და მზარდად წინ მსვლელი სახელმწიფო. ჩვენი საზოგადება უკვე განვითარების პიკს აღწევს და ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოგვარებული გვაქვს. ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ვართ დამთმობები და თანამგრძნობნი ერთმანეთის მიმართ, თითოეულს სრულად გვაქვს გააზრებული  საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. აბა როგორ?! ჩვენ წლების მანძილზე სმა-ჭამა-ძილის მოყვარული, ემოციურობით გამორჩეული ხალხი ჩამოვყალიბდით შრომისმოყვარე, რაციონალურად მოაზროვე, გენიალურ ერად. ჩვენ შევდექით პლურალიზმის მაღალი ხარისხის მქონე სამოქალაქო საზოგადოებად. სწორედ ისეთად როგორსაც ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო იმსახურებს. ჩვენ უკვე არა მარტო ”დემოკრატიის შუქურად” წოდებული სამაგალითო ქვეყანა ვართ, არამედ მსოფლიო შურის საბაბიც კი გავხდით საკუთარი წარმატებებიდან გამომდინარე.

კარგად მოგვეხსენება 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი რევოლლუციის შემდეგ საქართველო მოინათლა როგორც “დემოკრატიის შუქურა” აღმოსავლეთ ევროპაში. დღეისათვის კი ჩვენ უკვე გახლავართ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოს ეტალონი! დიახ, დიახ! სწორედაც რომ ეტალონი! ჩვენ ბადალი არ მოგვეპოვება დედამიწის ზურგზე. ამაყად დავიარებით არა მარტო საქართველოს არამედ მთელი ევროპის და სრულიად მსოფლიოს სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ჩვენთვის ყველა გზა ხსნილია. აღარ გვაწუხებს აღარც ეკონომიკური პრობლემები, აღარც სოციალური პრობლემები და მით უმეტეს რომ სრულად ვართ თავისუფლები პოლიტიზირებისგან. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ახლა კულტურა და ხელოვნებაა – მუსიკა, კინო, მხატვრობა, თეატრი, სიმღერა.

თუმცა!  :მინიგანგაში:

ბოლო დროს ბლოგებზე დაწერილი პოსტებიდან გამომდინარე (ყველა ბლოგს და პოსტს რასაკვირველია არ ვგულისხმობ როგორც წესი) ჩვენ ორად ორი პრობლემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი.  ჩვენ, ”ჯიგრები”, ქართველები,  იმდენად ვიყავით გართულები ქვეყნის აღმშენებლობის საქმიანობით, რომ ეს ორი ”კინკილა” პრობლემატური თემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი. სხვა, პრაქტიკულად,  აღარაფერი გვაქვს სადარდებელი. ნუ აღელდებით მეგობრებო, ამასაც მალე მოვამთავრებთ. ეს ორი პრობლემა საყოველთაო და მეტად მნიშვნელოვანია. ესენი გახლავთ: №1 – ქალიშვილობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული მიცემა-არ მიცემის საკითხი. ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლებოდა გამოგვპარვოდა თავისუფალი სექსის დამკვიდრება საზოგადოებაში! თუმცა, რა გასაკვირია? ჩვენ ხომ ზე-სპეტაკები ვართ! დღეიდან ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ საყვარელ ქართველ ერს სექსისკენ, ”ჯიგრული” სექსისკენ, აბა როგორ კაცო?! უსექსოდ რომელი საზოგადოება განვითარებულა? (ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფიას ბაზარია რა 🙂 ) სხვაგვარად, თურმე, ჩვენ ვერ ჩავითვლებით პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებად. ხოდა იმისათვის რომ ერთმანეთს დავუმტკიცოთ ყოველდღიურში ეს ჩვენი საღად მოაზროვნეობა, არამარტო ვისაუბროთ სექსზე არამედ პრაქტიკულად განვანათლოდ ხოლმე ერთმანეთი (ისე შემწვარ კატოფილს რომ ვჭამთ რატომ ამას არ ვყვებით ხოლმე იგივე ენთუზიაზმით? ჭამასაც გააჩნია თავისებური ”ორგაზმი”). ასე არ აჯობებს? კი, რასაკვირველია კი!

სექსი ვახსენეთ და ბარემ გადავიდეთ №2 არანაკლებ მნიშვნელოვან და ჩვენი საზოგადოების უკანასკნელ მოსაგვარებელ პრობლემაზე. მეგობრებო, ეს გახლავთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ სრულ ინტეგრაციას ჩვენ ზე-განვითარებულ საზოგადებაში. ხოდა! უკვე ისტორიულად დაუვიწყარი ფაქტის წინაშე ვდგებით. ჩვენ  ვაგვარებთ ყველა პრობლემას, რომელიც ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო. აღარ გვაწუხებს ისეთი სასაცილო(!) პრობლემები როგორიცაა: უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, მაღალი გადასახადები, ძვირი პროდუქტი, უსამართლობა, სოლიდარობის პრობლემა ადამიანებში, გარემოს დაცვა – ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, ერთმანეთისადმი პატივისცემა, განსხვავებული აზრის თავისუფლად მოსმენა, რელიგიური თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ამპარტავნება, მლიქვნელობა, სნობიზმი, კამათისას შეურაცხყოფა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ცხოვრების წესის კონტროლი მის სულში ხელის  ფათურით, პიროვნული ზრდა – განვითარების პრობლემა, განათლების პრობლემა და სხვა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პრობლემა. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ  ზემოთ ხსენებული სექსის არარსებობის და სექსუალური უმცირესობების პრობლემებიღა დაგვრჩა მოსაგვარებელი და ეგაა! ჩვენი საზოგადოების განვითარების ნიშნულიც 100%-იან ზღვარს მიუკაკუნებს და ევრიკა! ჩვენ ყველანი ერთად გავფრინდებით ან გავსკდებით, ან რამეს ვიზამთ! დიდი იმედი მაქვს ამ პრობლემებსაც მალე მოვაგვარებთ ვინაიდან სრულიად ბლოგო სფერო მოიცვა აღნიშნულმა პრობლემატიკამ. ბლოგერები ერთმანეთს უმტკიცებენ სექსუალური ცხოვრების სიამტკბილობას მაშინ როდესაც შესაძლოა საერთოდაც არ აქვთ მათ სექსის გამოცდილება (ნუ აქაც მცირე გამონაკლისის გარდა) და ასევე დიდი ზარ-ზეიმით გაიძახიან, რომ ჰომოსექსუალთა (ჰო, კონკრეტულად, სწორედ მათზე კეთდება ხოლმე აქცენტი) უფლებები იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ ზოგიერთი მათგანი ჰეტეროსექსუალებთან შედარებით ბევრად უფრო საყვარელია და ჭკვიანი. ასე ფიქრობენ და როგორ?!  რას ამბობ?!რა სისულელეა კაცო?! რომელ ადგილის დაკვიდრებაზეა საუბარი გარკვეულ ”ელიტ” წრეებში, გამორიცხე სხვის დასანახად დაფიქსირებული პოზიციები! საიდან მოიტან ხოლმე?! ვენაცვალე ყველა ჰომო, ლესბო, ბის და ჰეტეროს და საერთოდაც აწ და მარადის დიდი სიყვარულით თქვენი ერთგული მოყვასი მე!

ხოდა რახან ჰომოსექსუალები უფრო საყვარლები და ჭკვიანები არიან ვიდრე ჰეტეროსექსუალები ძალიანაც კარგი, რახან საბაბი გვაქვს ასეც იყოს, უნდა დავიცვათ კიდეც მათი უფლებები და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. მოდით და ყველამ ერთმანეთში ვისექსაოთ განურჩევლად ჩვენი საქსუალური მიმდინარეობის და რელიგიური მრწამსისა და საზოგადოებაც ბოლომდე ვაზიაროთ რაციონალიზმის ბრწყინვალებას.

გიხაროდენ, მეგობრებო, გიხაროდენ!

ვაშა, ამხანაგებო, ვაშა!

არეულობა ქალიშვილობის ინსტიტუტში

არსებობს უამრავი თემა, რომელთა შესახებაც საუბარი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ზოგ შემთხვევაში ცხარე კამათამდეც კი მიდის ხოლმე საქმე. ერთ-ერთი ასეთი საჩოთირო საკითხია ქალიშვილობის ისტიტუტი. ბჭობენ იმის შესახებ უნდა იყოს თუ არა გათხოვებისას გოგონა ქალიშვილი? აქვს თუ არა მას უფლება გათხოვებამდე ჰქონდეს სექსი საყვარელ ადამიანთან, შეყვარებულთან, თუნდაც საქმროსთან? ვის რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, როგორ უნდა იყოს რეალურად.

საქართველოში, როდესაც ქალიშვილობაზე და მის დაკარგვაზეა საუბარი სასურველია ადამიანები დავყოთ გარკვეულ სეგმენტებათ, ანუ საჭიროა მათი კლასიფიკაცია. დაყოფა ემსახურება იმას, რომ შეძლებისდაგვარად წარმოაჩინოს თითოეული ამ სექმენტის წარმომადგენლის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე. პირადი გადაწყვეტილებით, ერთპიროვნულად მათ ვყოფ შემდეგნაირად:

1.მდედრები, რომლებიც აღარ არიან ქალიშვილები და ჰყავთ საკუთარი ოჯახები; 2.მამაკაცები; 3.გოგონები, რომლებიც არიან ქალიშვილები, მაგრამ…; 4.გოგონები, რომლებიც საერთოდ არ თვლიან საჭიროდ ამ თემაზე საუბარს; 5.გოგონები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მამაკაცების მიმართ და ყველაზე მეტს საუბრობენ ქალიშვილობის შესახებ; 6.ამოკერილები; 7. ”საყვარელი” ბავშვები (გოგონები 15-18 წლის)

დავიწყებ იქიდან, რომ სიმართლე ვთქვა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს საკითხი არც ისე მწვავედ აღსაქმელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მგონია, რომ მას დიდი დოზით სიმწვავეს თვითონ ადამიანები უმატებენ. ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდა შევინარჩუნოთ. ოხ, ეს დამპალი ევროპეიზაცია! გლობალიზაცია! წავილეკებით! გავირყვნებით და გადავჯიშდებით! კი მაგრამ აქ მე მიჩნდება კითხვა: აბა ქალიშვილობის ინსტიტუტი და ქალიშვილები? სადაა ეგ? რომელია? ვერ გამიგია თვალს ვხუჭავთ, თავს ვიმშვიდებთ თუ თავს ვიშტერებთ? ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში ვისაც მოუნდება ყველა ისე კავდება და იმ დროს სექსით, როცა მოუნდება და როგორც მოუნდება (”როგორც”-ში იგულისხმება სექსის სახესხვაობები).

ეხლა ზემოთ ჩამოთვლილ 7 კატეგორიას რაც შეეხება:

პირველში იგულისხმებიან ის ადამიანები, დაოჯახებული მდედრები, რომლებიც გათხოვებამდე ქალიშვილობის შენარჩუნების მომხრეები არიან. ანუ რა გამოდის? ისინი ამბობენ რომ: ”ჩემი მეზობლის გოგონა გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს”. კი მაგრამ თუ კი მას არ სურს იყოს ქალიშვილი მაშინ? რა ხდება ამ შემთხვევაში? შენ რატომ უწყვიტავ იმას იყოს თუ არა ქალიშვილი? ეს ჩემთვის გაუგებარია…

მამაკაცები – ეს ცოტა კურიოზული შემთხვევაა. მამრები პროტესტს გამოთქვამენ ხოლმე იმ ქალიშვილი გოგონების მიმართ, რომლებიც გათხოვებამდე სექსზე უარს ამბობენ. იმიტომ რომ ასეთი, საკმაოდ მიმზიდველი გოგონა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გთანხმდება სექსზე თუ კი შემდგომ მას ცოლად მოიყვან, ან პირიქით, ჯერ ცოლად უნდა მოიყვანო და შემდეგ სექსი. არადა საქმე საქმეზე რომ მიდგეს მამაკაცთა ეს კატეგორია უარს ამბობს არაქალიშვილის ცოლად მოყვანაზე, თან წუხს ქალიშვილობის შენარჩუნების გამო. მოკლედ, აქაც ვერაა მთლად დალაგებულად საქმე.

მე-3 კატეგორია – ეს გახლავთ ადამიანებად წოდებული არარაობები. მე მათ პატივს არ ვცემ და სიბრალულის ნსცვლად ზიზღს ვგრძნობ მათ მიმართ. ასეთებს შეურაცხყოფა უნდა მიაყენო და მოიშორო. ესენი გახლავან საქალწულე აპკის მქონე – მოდით პირდაპირ ვიტყვი – ბოზები. მათთვის მთავარია იყვნენ ქალიშვილები პირდაპირი მნიშვნელობით, ისე კი არანაირად უარს არ ამბობენ არც ანალურ და არც ორალურ სექსზე.  იყო შემთხვევა: ერთი ასეთი ”ცელქი ქალიშვილი” გათხოვდა. შემდეგ დაფეხმძიმდა. ცხრა თვის შემდეგ, მის მშობიარობას მეუღლეც ესწრებოდა. მშობიარობისს გოგომ თავი ვერ შეიკავა და ჭინთვისას ჩაისვარა. ქმარმა იქვე მიატოვა ის ”საცოდავი”. განსჯა თქვენთვის მომინდვია.

რიგით მეოთხე კატეგორიის ადამიანებში ვგულისხმობ ქალიშვილებსაც და არაქალიშვილებსაც. არაქალიშვილები – ადამიანები, რომლებსაც სულ არ აღელვებთ ვინ რას იტყვის მათზე და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. მათთვის ეს საკითხი არაა განსახილველი თემა. აი რაც შეეხებათ ქალიშვილებს: მათთვის ტაბუდადებულია ამაზე საუბარი. გათხოვდებიან და მაშინ იგემებენ აკრძალულსაც. ამაში ისინი პრობლემას ვერ ხედავენ. მათი აზროვნება ამგვარადაა მოწყობილი და მორჩა. ასე არიან აღზრდილები. ორივე კომფორტულად გრძნობს თავს. გადასარევი ამბავია ვერაფერს იტყვი.

5.გოგონები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მამაკაცების მიმართ და ყველაზე მეტს საუბრობენ ქალიშვილობის შესახებ. რომ ჰკითხო, მათი ქალიშვილობა მამაკაცების ბრალია. არა, იმას კი არ გულისხმობენ რომ საჭირო კაცი ვერ მონახეს. საუბარი აქვთ იმაზე, რომ თუ სექსი გათხოვებამდე ექნებათ, შემდეგ მათი გათხოვება ცოტა არ იყოს და ძნელი საქმე იქნება. მამრებს მათ მიმართ წმინდა გრძნობები აღარ ექნებათ. ამიტომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. არადა მე რას მეწუწუნები, მიდი და საკუთარში დაძლიე ეგ კომპლექსი თუ გაწუხებს, აკეთე ის რაც მოგესურვება და წინასწარ ჩემგან თანხმობის მიღებას ნუ ცდილობ ”არაქალიშვილსაც ხო მომიყვანე ცოლად, მე მანამდე ცოტას წავუცუღლუტებო”.

6. ამიოკერილები. ყველა კარგად მიხვდება თუ ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს ამ კატეგორიაში. ესენიც კარგად ჩაჩოჩებული ”სასტავია”. რას ცდილობენ ან რის დამალვას ფიქრობენ არ ვიცი. სექსის დროს ყველა ყველაფერს ხვდება მაინც. არის შემთხვევები როდესაც ერთი და იგივე გოგო რამდენჯერმე ყოფილა ამოსაკერავად. მეცინება ასეთებზე – ცდუნებას რომ ვერ უძლებენ. ”მოდი ბოლოჯერ და მორჩა”. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ ცნობილ ექიმთან მივიდა სასიამოვნო გარეგნობის გოგო, რომელსაც უკანალში კიტრი ჰქონდა შერჩენილი. არა, არ იფიქროთ კულინარიაში ახალი სიტყვის თქმას ცდილობდა და ექსპერიმენტმა არ გაუმართლა. უბრალოდ ერთობოდა გოგო და ეტყობა ნამეტანი შეიჭრა როლში. რა ქნას?! ქალიშვილობა მსხვერპლს მოითხოვს.

7. ”საყვარელი” ბავშვები (გოგონები 15-18 წლის). ეს გახლავთ ის პერიოდი (15-დან 18 წლამდე), როდესაც ასპარეზზე გამოდიხარ. ხვდები რომ ბიჭები გათვალიერებენ. ცოტა სხვა თვალით გიყურებენ და გაფასებენ. შენ, რა თქმა უნდა, კარგი გოგო ხარ იმ გაგებით, რომ ოჯახის წევრებს უჯერებ და მათ დაუკითხავად არსად მიდიხარ და არაფერს აკეთებ (შეიძლება აკეთებ კიდეც, მაგრამ ”საყვარელ” გოგონებზეა აქ ლაპარაკი). ხშირად, როდესაც დაქალთან გინდა დარჩენა ნებართვას მშობლებიდან იღებ. დასტურის მიღება ნამეტანი სასიხარულოა. ვის არ გაუხარდება მთელი ღამით ”საკუთარ შოკოლადში სხვისი ორცხობილის ამოვლება და ხრაშუნი”. დილით დაქანცული, თუმცა ნასიამოვნები მიხვალ ჯერ დაქალთან, მერე სახლში. ყველა კმაყოფილია: ”საყვარელი” გოგოც, მისი მშობლებიც და ამ გოგოს ”დაქალიც”.

მოკლედ, რატომ ვწერე ამდენი: იმიტომ რომ ყოველგვარი აჟიოტაჟის ატეხვა ქალიშვილობის თემასთან დაკავშირებით არანორმალურად მიმაჩნია. სიყალბეა რამის მტკიცება და ამიტომ. მე მიმიფურთხებია ყოველგვარი სიყალბისათვის. რაც არ უნდა იყოს,  არიან და იქნებიან მდედრები, რომლებიც არ ცნობენ ქალიშვილობას, არიან და იქნებიან ქალიშვილები, ასევე ბოზებიც და ისეთებიც, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ გადადგან თუ არა ”საბედისწერო” ნაბიჯი, დგანან დილემის წინაშე – სექსი თუ ქალიშვილობა. იმდენი რამ ესმის ჩემ სასმენელს სექსუალური ფანტაზიების შესახებ, უკვე მეცინება ხოლმე თუ ვინმე სრული სერიოზულობით  საუბრობს ქალიშვილობის გადაგვარების საფრთხეებზე.

ყველას თქვენ – თქვენ გზაზე გაგიმარჯოთ!