საინტერესო ფაქტები ფეხბურთელებზე

საფეხბურთო გვერდი – 8 Fact Football ტვიტერზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ხოლმე ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე. ასე მაგალითად:

ლუის სუარესის ქალიშვილს დელფინა ჰქვია. ეს სახელი ენფილდის (ლივერპულის სტადიონი) ანაგრამაა
cxrili

მანჩესტერ სიტისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ კუნ აგუეროს მარჯვენა ხელზე ტატუ აქვს გაკეთებული წარწერით “კუნ აგუერო” – ელფების ენაზე.

aguero

პორტუგალიისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელი პეპე თმას არ იჭრის, იმის გამო რომ მის ქალიშვილს უყვარს ფეხბურთელის თმით თამაში.

pepeee
კაკა პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე 30 გოლის გატანა მოახერხა
kakaaa

FA Cup – მსოფლიოში უძველესი შეჯიბრი/გათამაშებაა, რომელიც სათავეს იღებს 1871 წლიდან.

tasi
1995 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის გათამაშებაში ლონდონის არსენალს არასოდეს აქვს დასრულებული სეზონი ტოტენჰემზე უფრო ქვედა საფეხურზე
aaaaaaaaaaaaa
ფრანგულ მონაკოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე უფრო მეტი კოლუმბიელი გულშემატკივარი ყავს, ვიდრე ფრანგი. (18.2% – კოლუმბიელი, 13.6% – ფრანგი)
mooooooo
არაბულ ენაზე “ბენტეკე” ნიშნავს – “შენი ქალიშვილი”

benteke
პრემიერ ლიგის უკანასკნელი 127 შეხვედრიდან, როდესაც  ლონდონის ჩელსი 3 ბურთიან უპირატესობას ფლობდა ხოლმე,  მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ეს იყო 2012 წელს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. 3-0-დან იუნაიტედის ფეხბურთელებმა შეძლეს ქულის მოპოვება და თამაშის ფრედ 3-3 დასრულება.
maniuuuu
პრემიერ ლიგის მიმდინარე 2013/2014 წლის გათამაშებისას ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლივერპულის სასარგებლოდ დაიდო – 10-ჯერ.
liiiiiiiiiiiiii
2003/2004 წლების ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოყოლებული ლონდონის არსენალი და მადრიდის რეალი ყოველ წელს მონაწილეობენ ლიგის გათამაშების პლეი-ოფში.
aeeeeeeeee
თავდაპირველად, ბარსელონამ მესისთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც მან ფორთოხლით 113 აკენწლა, ხოლო ჩოგბურთის ბურთით – 120.
mesiiiii
მადრიდის რეალის ფეხბურთელებიდან მხოლოდ  ალფრედო დი სტეფანოს და კრიშტიანო რონალდოს აქვთ მადრიდის ატლეტიკოსთვის ჰეთრიკი გატანილი.
krrrrrrr
მას შემდეგ, რაც ლონდონის არსენალმა უკანასკნელად მოიპოვა თასი (8 წელია გასული ტიტულის გარეშე) არსენ ვენგერმა ფელფასის სახით  63.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.
weeeeeee
2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდება ყატარში. ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკვე 900-ზე მეტი მუშის სიცოცხლე შეეწირა.
900
2003 წელს, არსენალთან მარცხის შემდეგ, გასახდელში, ფერგიუსონის მოქნეული ბუცი ბექემს სახეში მოხვდა და წარბი გაუხეთქა.
beeee
პეპ გუარდიოლას მიუნხენის ბაიერნმა რეკორდულ დროს, ბუნდესლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოახერხა გამარჯვებულის ტუტილის მოპოვება.
peeeee

 

Advertisements

2013 წლის ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერები

ედისონ კავანი

ედისონ კავანი

2012/2013 წლის სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ ხმაურიანი სიახლეების გარეშე ჩაიარა, რაც ვფიქრობ ბევრისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. საფეხბურთო წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ევროპის წამყვან  ჩემპიონატებში პრაქტიკულად გადაწყვეტილია გამარჯვეულის ბედი, ვინაობა.  ევროპის ჩემპიონთა ლიგაც გადამწყვეტ ფაზაში შედის და დაპირისპირებებიც სულ უფრო საინტერესო და დრამატული ხდება. რისი ცოცხალი დადასტურებაა მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის ორმატჩიანი დუელი. გარჩევას ნაღდად არ დავიწყებ, შორს წაგვიყვანს.

დავუბრუნდები მთავარ სათქმელს – მოსალოდნელ ტრანსფერებს. სეზონის დასრულებისას კარგად გამოჩნდება ხოლმე რომელ გუნდს რომელ რგოლში (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა) ესაჭიროება ცვლილება. ზოგჯერ ფეხბურთელია ტრავმირებული, ზოგიც საერთოდ ასრულებს კარიერას. შესაბამისად გუნდებიც ცდილობენ დანაკლისი აინაზღაურონ და გამოთავისუფლებული პოზიცია ღირსეული, ადეკვატური ფეხბურთელით შეავსონ. უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად წერენ მოსალოდნელ ცვლილებებზე. პირველ ასეთი ტრანსფერი შეეხება ლონდონური კლუბის ტოტენჰემის ფეხბურთელს გარეთ ბეილს. უელსელი ნამდვილად შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში იტანს გოლს ან აკეთებს შედეგიან გადაცემას.  არაერთი გადამწყვეტი გოლი აქვს შეგდებული. არსებობს  ინფორმაცია, რომ 23 წლის გარემარბის შესაძენად მადროდის რეალს 50 მილიონი ევრო აქვს გადადებული. რომან აბრამოვიჩსაც სურს მისი საკუთარ გუნდში ხილვა. დაინტერესებულები არიან ასევე მიუნხენის ბაიერნი და კატალონიური ბარსელონაც.

სებასტიან როდე

სებასტიან როდე

გავრცელდა აზრი, რომ მოურინიოს გარეთ ბეილი პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუს შემცვლელად ჭირდება. რონალდუ 2009 წელს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედიდან სამეფო კლუბში. The Daily Star-ის ცნობით ფერგიუსონს მისი უკან დაბრუნება სურს და მზადაა 55 მილიონიც გადაიხადოს.

http://www.givemefootball.com-ის ცნობით, მომავალი წლიდან ბრაზილიელმა ფენომენმა ნეიმარმა შესაძლოა ევროპაში ითამაშოს. მისი შეძენით ჩელსი და მანჩესტერ სიტია დაინტერესებული. თვითონ ფეხბურთელისთვის კი ყველაზე სასურველი გუნდი კატალონიური ბარსელონაა.

მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნს პეპ გუარდიოლა გაწვრთნის. უკვე ცნობილია, რომ მისი №1 სამიზნე – დორტმუნდის ბორუსიას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკია.  როგორც http://www.rantsports.com წერს 24 წლის  პოლონელ თავდამსხმელს კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. გახანგრძლივებას არ აპირებს და ოცნებობს ინგლისში თამაშზე. 2010 წლიდან თამაშობს დორტმუნდის ბორუსიაში და 82 შეხვედრაში 44 გოლი აქვს გატანილი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თავად ლევანდოვსკიზე კი საკმაოდ დიდი მოთხოვნაა – მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, პე-სე-ჟე.

http://www.givemefootball.com ავრცელებს ინფორმაციას,

ესიენ კაპუ

ესიენ კაპუ

თითქოსდა განიხილება შემდეგი გარიგება: მადრიდის ატლეტიკოს კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო შესაძლებელია გადავიდეს ჩელსიში. სანაცვლოდ კი ტორესი დაბრუნდება თავის ყოფილ გუნდში.

ცნობილი ბრიტანული ინტერნეტ გამოცემა http://www.goal.com-ის თანახმად, მანჩესტერ სიტი ცდილობს თავის რიგებში გადაიბიროს ურუგვაელი თავდამსხმელი ედისონ კავანი. იტალიური ნაპოლი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

რამდენიმე საფეხბურთო გამოცემა წერდა უეინ რუნის შესაძლო წასვლის შესახებ, მაგრამ დღეს http://www.eurosport.com-მა გაავრცელა სტატია. სტატია დასათაურებულია ფერგიუსონის სიტყვებით: “რუნი შემდეგ წელიწადს აქ იქნება”.

http://www.mirror.co.uk-ის თანახმად მანჩესტერ სიტი სამირ ნასრის შემცვლელად ალკმაარის ფეხბურთელის ადამ მეჰერის გადაბირებას ცდილობს. 19 წლის გამთამაშებელმა  უკვე მიიქცია ჩელსის და არსენალის ყურადღებაც.

რაც შეეხება ლონდონის არსენალს, არსენ ვენგერს და მოსალოდნელ ტრანსფერებს. პე-სე-ჟე-ს სურს მწვრთნელად არსენ ვენგერი. მაგრამ, თვითონ ვენგერის თვალში კი ბევრი ფეხბურთელია მოხვედრილი. სავარაუდო გადმომსვლელების სია ასე გამოიყურება:

1. Jovetic (£25m)
2. Gotze (£25m)
3. Étienne Capoue (£12m)
4. Sebastien Corchia ( Right back as replacement of SAGNA)
5. David Villa (£14m)
6. Victor Valdes (£10m)
7. Victor Wanyama (£12m)
8. Pepe Reina (£10m)
9. Stephan El-Shaarawy (£25m)
10. Nicolas N’Koulou (Centre back, £10m)
11. Sebastian Rode (Central midfielder, £7m )
12. Christian Benteke (£11m)

როგორც არსენალის გულშემატკივარი, ვერ ვხედავ საჭიროებას პეპ რეინას ან ვიქტორ ვალდესის ყიდვის. სებასტიან როდე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად სასარგებლო იქნება. მიკელ არტეტა არაა ცუდი საყრდენი, მაგრამ ვთვლი, რომ ჩაიარა მისმა საუკეთესო წლებმა და თუ კი გუნდი მომავალზე, წარმატებულ მომავალზეა ორიენტირებული მაშინ სიახლეა საჭირო. ესიენ კაპუ კარგი არჩევანი იქნებოდა. Mario_Gotze
სებასტიან ბენკეტეზე, გიოტცეზე, ელ შაარავიზე და იოვეტიჩზე არაფერს ვამბობ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ნაკლებად ვვარაუდობ კლუბში მათ მოსვლას. ისე, ბრიტანულ პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ ლონდონის არსენალს არაბები ყიდულობენ მილიარდ ნახევარ ფუნტად. თუ კი მართლა ასეც მოხდა, იდეაში ფეხბურთელებშიც მეტი ფული  უნდა დაიხარჯოს. არაფერია გამორიცხული და საინტერესოა როგორ ჩაივლის საზაფხულო სატრანსფერო პერიოდი.

პ.ს. არადა როგორ არ მიყვარს ამ არაბების ჩარევა ფეხბურთში.