2 + 2 = 5

RADIOHEAD – არის ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ.  ჯგუფი, რომელიც ნამდვილად ახერხებს გარკვეული დროით მაინც მოგწყვიტოს გაუფერულებულ, გაურკვეველ, ჩახლართულ რეალობას. ამ ბრიტანულ მუსიკას აქვს ეს თვისება. აღნიშნულ პოსტში მუსიკის უფრო პოლიტიკურ მხარეზე უნდა ვთქვა. ინსტრუმენტზე, როგორც შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაზე. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ცნობილ, ძალიან ბევრისმთქმელ ტრეკს, სახელწოდებით 2+2=5. სწორედ ამ მელოდიის ანიმაციურ ვიდეოს შესაბამისადაა ნათქვამი –  მარტივი და გენიალური. ინსპირაცია, რასაკვირველია ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებია – “1984” და “ცხოველების ფერმა”.

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” პირველად დაიბეჭდა 1945 წელს როგორც პოლიტიკური სატირა. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში. ნაწარმოებში ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

რა ხდება ვიდეო კლიპში?

ვიდეო კლიპში ნათლად ჩანს ცხოველთა ჰარმონიული თანაარსებობა, მანამ, სანამ ღორმა არ ჩაიგდო ხელში მმართვის სადავეები. სწორედ იმ მომენტიდან ”აირია მონასტერი”, თანაც მაგრად.  გამოჩნდა  მომხვეჭელობას დაწაფებული, გაზულუქებული, კაპიტალისტი, არაჰუმანური “ღორი”! რომელსაც ფერმაში მოაქვს ტელევიზორი – გაბითურების და გონებრივი გათიშულობის – ერთ საუკეთესო საშუალება.  საინტერესო  და ყურადსაღები ფაქტია ის, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზორი ცხოველებზე. რას ანახვებენ  ეკრანზე?! ესაა ეროტიკა! ტელევიზიის მეშვეობით ღორმა დაანგრია ცხოველთა შეხმატკბილებული თანაარსებობა. მოაკლდათ მათ სამუშაო საათები (TV-სთან სხედან უმეტესწილად და ამიტო).

ნაპოლეონი (ღორი) ცხოველთა ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ.

დრო გადის…

ფერმაში დარჩენილმა ცხოველებმა გადაწყვიტეს მმართველობის ისეთი სისტემა შეექმნათ, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ადამიანის მიერ შექმნილისა. აკრძალული იყო: ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება, ალკოჰოლის მიღება…  დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, “ეცემოდა ადამიანის დონემდე”. საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად “ნაპოლეონი”, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან. თავისუფლება შეზღუდეს (ჩიტი დაიჭირეს, რომელიც ნამდვილად  იყო თავისუფლების და სილაღის სიმბოლო). ვინ ვინ და ისევ ღორმუცელას ხელი ერია ამ საქმეში. ცხოველები აჯანყდნენ ღორის წინააღმდეგ, რადგან ფერმაში ისევ ადამიანური წესრიგის დამყარებისკენ მიდიოდა ყველაფერი. თუმცა, ამაოდ. ღორს ძაღლები იცავენ.  ოდესღაც ჯანზე და ფერზე მოსული რქოსნები გახდნენ სკილეტები, აი ის დამპალი ძალაუფლება ხელში ჩაგდებული ჩლიქოსნები კი გასიებულები,იღრინებიან სახელმწიფოს სადავეებით ხელში. RADIOHEAD – ის ვიდეო იმით მთავრდება, რომ თავის დროზე ცხოველების მიერ შექმნილი პირობები მთლიანად ირღვება. მაგალითად: კლიპის ბოლოს სვავი აზის პირუტყვის ლეშს და ჭამს. არადა თავის დროზე ”ანიმალიზმის” შვიდი ცნება ქონდათ მიღებული:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.
საფინალო კადრებით კი აბსოლუტურად ყველაფერი უგულებელყოფილია.

ვისაც ”ცხოველების ფერმა” წაკითხული გაქვთ, ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები – ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები – მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ”ცხოველების ფერმა” ძალიან კარგი გაკვეთილია, ცხოვრებისეული. წიგნში ყველაფერი საყურადღებოა და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის წინ მიუძღვება ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.

42 thoughts on “2 + 2 = 5

  1. მომწონს მეგობარო. თან ორივე მიყვარს, ორუელიც და რეიდიოჰედიც. პ.ს. ნელ-ნელა შენი ბლოგიც სულ უფრო მომწონს😉

  2. პოსტის კითხვა დავიწყე Creep-ით და ვამთავრებ 2+2=5-ით🙂 ძალიან კარგი პოსტია🙂

  3. ძალიან საინტერესო პოსტია,ზუსტად შასწვდი კლიპსაც და რომანსაც.🙂

  4. ინწერესნა.. გუშინ ვპოსტავდით მაგათ პლაკატებს ორუელზე.. და გმირთა მოედანზე იმ “შეიკების” ძროხის რძეზე გაზრდილი ძაღლების ამოცნობაც არ იყო რთული ამბავი..

    ჩემი მოკლემეტრაჟიანი რჩევა იქნება “მექანიკური ფორთოხალი”-ც წაიკითხოტ ვისაც წაკითხვა გეზარებათ სტენლი კუბრიკს ამ რომანის მიხედვით ამავე სახელობის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი აქვს გადაღებული.. : )

    გემო შენ რაც შეგეხება მოეშვი შარლატანობას და დროშებს მოკიდე ხელი.. :: ))❤

  5. განათლება და ინტელექტი ნებისმიერი მთავრობის და ხელისუფლების წინააღდეგ მიმართული ნაღმია, ამიტომაც განათლდით ხალხო, წინ ანარქიისკენ (კარგი გაგებით)🙂
    ისე კი, ცხოველთა ფერმა კარგია, მაგრამ მაინც მგონია რომ 1984 თავისთავში “ფერმასაც” და ბევრ სხვა რამესაც მოიცავს, ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანია.

  6. LoL!it’s amazing !!!
    I like it!
    we all love big broter!!!
    “Freedom is Slavery” by Orwell

    ………….
    genialuria chemi Thomi❤

  7. როკი და ლიტერატურა – ორი ჩემთვის უსაყვარლესი თემა🙂

    და ძალიან კარგი პოსტია🙂

    ყოჩაღ🙂

  8. ჯგუფიც მაგარია, კლიპიც, ორველიც, ცხოველების ფერმაც,1984ც და შენ და შენი პოსტიც🙂

  9. ძალიან საინტერესო პოსტია. სამწუხაროდ “ცხოველების ფერმა” წაკითხული არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ.🙂

    • ”ცხოველების ფერმას” რომ წაიკითხავ, მერე ისევ გადახედე ამ პოსტს და დაწერე რა შთაბეჭდილებაც გექნება😉

      • აუცილებლად შემოგირბენ ხელახლა ახალი შთაბეჭდილებებით🙂

  10. პირველ რიგში ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს. თემატიკამ მომხიბლა და ბევრი პოსტი წავიკითხე. რაც შეეხება ცხოველების ფერმას და ჯორჯ ორუელს, ნამდვილად შესანიშნავია. მე თვითონ რომ წავიკითხე ეს წიგნი კაი ხანი სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მერე კი პოსტიც დავწერე. შეგიძლია აქ ნახოვთუ დაგაინტერესებს http://notesofsummer.wordpress.com/2011/02/25/ჯორჯ-ორუელი-–-ცხოველების/

    • მადლობა ♥ მარიტა ♥.
      კი ვნახე შენი პოსტიც, წავიკითხე. ”ცხოველების ფერმა” პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც ჩვენ – მე და შენ და კიდე სხვა დანარჩენებსაც გვაკავშირებს…

  11. კარგი პოსტია. ტოტალიტარიზმი ებრძვის მოაზროვნე, ნაკითხ საზოგადოებას, ესეც აქსიომაა და ყველა ეპოქაშია.კითხვის პოცესში ვარ. ეგე მეც დავწერო მერე ამაზეც პოსტი და დაგილინკავ. მომეწონა შენი ბლოგი. გემეგობრები🙂

  12. ასაკის მიუხედავად მივხვდი პოსტის არსს, შინაარსი ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მაგარი და აზრიანი პოსტია. სხვებსაც გადავავლებ თვალს, შენი წერის მანერა მომეწონა და თუ შეიძლება მეც გემეგობრები კაი???

  13. Pingback: ყველა პოსტი « Niksologia

  14. ცხოველების ფერმა საუკუნეა გადმოწერილი მაქვს კომპიუტერში და ვერ ვკითხულობ :შ ვერაფერს ვკითხულობ კომპიუტერში:/

    • ჩაუჯექი და ერთ წაკითხვაზე წაიკითხე.
      ძალიან ბევრ რამეს ცხადად ”დაინახავ”.
      პარალელები ევლება დღევანდელობასთან ძალიან ნათლად თან.
      მოკლედ ”რეკომენდუიუ” ნათია

  15. ეხლა ვუყურებდი ჩემს კომენტარს და დაახლოებით ერთი წლის წინ დამიტოვებია. მაშინ “ცხოველების ფერმა” წაკითხული არ მქონდა და დაპირებას ვასრულებ, ხელახლა შემოვურბინე ამ პოსტს, იმისთვის რომ ჩემი განწყობა დამეწერა წიგნზე, რომელმაც დამანახა არამარტო წარსული, აწმყოს დეტალებიც ამოვიცანი და გამეღიმა, საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე. რასაც ვხედავ, გადის დრო, იცვლება ჩაცმის და განვითარების დონე, მაგრამ ადამიანები იგივე რჩებიან, რაც იყვნენ ადრე, ისინი არიან ახლაც, უბრალოდ უფრო კარგად “შეფუთულები”. “ცხოველები ფანჯარასთან გაყუჩებულები ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი – ადამიანი”. საოცარი სიტყვებით სრულდება.

    • ninnaka, პირველ რიგში ჯიგარი ხარ რო დანაპირები პირათლად შეასრულე😉

      ”ცხოველების ფერმაში” ძალიან ბევრი ეპიზოდია, რომელიც ერთი-ერთზე ეხმიანება დღეს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მარტო წარწერების შეცვლა რად ღირს. ასევე ცვლიან ჩვენთან კანონებს.

      გაიხარე

  16. radiohead-ი ძალიან მიყვარს და ამ პოსტის შემდეგ “ცხოველების ფერმის” წაკითხვა მომინდა!

    • ხოდა წაიკითხე, თხელტანიანი წიგნია.
      ცოტათი პოლიტიკურ რამე-რუმეებში უნდა ერკვეოდე marishkalia და ძალიან ისიამოვნებ მაგ წიგნით

      • ახლა ზუსტად თემას ვამზადებ ცივ ომზე და კომუნიზმზე და ალბათ ეგეც ოდნავ გამომადგება!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s