კლასიკად ქცეული ფოტოები

ალბერტ აინშტაინი 1950 წელი
einshtaini 1950 weli

 

ბობ დილანი, 1963 წელი, მისისიპი, აშშ.bob dilaniკლინტ ისტვუდი 1970 წელი
klint istvudi 1970 weliელვის პრესლი მამასთან ერთად 1958 წელი
elvis presli da mamamisiდალაი ლამა 2 წლის ასაკშიdalai lama 2 wlis asakshiალ კაპონე საკუთარ იახტაზე თევზაობისას. 1931 წელი
al kapone tavis iaxtaze tevzaobisas 1931 weliჯერალდ ფორდი და პელე. 1975 წელი
jerald fordi da pele 1975ბონისა და კლაიდის დაცხრილული ავტომობილი 1934 წელი. ცოცხალი ვერც ერთი გადარჩა.
boni da klaidis manqana mati daocvis shemdeg 1934 weliკოკო შანელი და სალვადორ დალი
koko shaneli da salvador daliძიუდოისტი ოსამა ბინ ლადენი (მარჯვნივ)
osama bin ladeni marjvniv dziudoistiსელტიკი – პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც ევროპის თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის თასი) მოიპოცა. 1967 წლის 25 მაისი
seltiki pirveli britanuli klubi romelmac moigo evropis tasi dgevandeli chempionta liga 1967 wlis 25 maisi
მართა და პოლ მაკარტნი, 1960 წელი
marta da makartni 1960 weliჩარლი ჩაპლინი, 1925 წელი.
charli chaplini 1925მაიკლ ჯექსონი და სტივი უანდერი, 1974 წელი.
maikl jeqsoni da stivi uanderi 1974 weliჯიმი ჰენდრიქსი, კალიფორნია, აშშ, 1958 წელი
jimi hendriqsi 1958 weli kaliforniaპოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი, 1967 წელი
pol makartni da mik jageri 1967 weliვუდსტოკის გახსნის ცერემონიალი 1969 წელი
vudstokis gaxsnis ceremoniali 1969 weliMetro-Goldwyn-Mayer-ის ლომის ხმის ჩაწერა, 1929 წელი
MGM lomis chawera 1929 weliდრეზდენი (გერმანია) 1945 წელი
drezdeni 1945 welsლედ ზეპელინის საკონცერტო პოსტერი, ჰავაი, 1969 წელი
led zepelinis koncertis posteri 1969 weli havai

 

მსოფლიო ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფინალი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი სანახაობაა. აღნიშნულ ფინალებშიც გამოირჩევა ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული თამაშები. გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 5 საუკეთესო ფინალს ბრიტანული ინტერნეტ გვერდ www.mirror.co.uk -ის მიხედვით.

1.ურუგვაი 4-2 არგენტინა. 1930 წელი (მასპინძელი ქვეყანა: ურუგვაი).
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრა იყო რემატჩი 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალის. ჩემპიონატის მასპინძელი ურუგვაი გახლდათ. პირველი ტაიმი არგენტინელების უპირატესობით წარიმართა, მეორე კი – ურუგვაელების. იგებდნენ კიდეც თამაშს არგენტინელები ანგარიშით 1-2, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ურუგვაელებმა მოიპოვეს. მათ 4-2 დაამარცხეს მეტოქე.

2. ბრაზილია 5-2 შვედეთი. 1958 წელი (მასპინძელი ქვეყანა: შვედეთი)
1958 წელს ბრაზილიელებმა პირველი მსოფლიო აღიარება მოიპოვეს გახდნენ რა მსოფლიო ჩემპიონები. სწორედ აქედან დაიწყო კიდეც მათი ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც დიდწილად განპირობებული იყო ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს თამაშით. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პელე სულ რაღაც 17 წლის იყო და ფინალში დუბლი შეასრულა. ორივე გატანილი გოლი აღნიშვნის ღირსია. საერთო ჯამში კი აღნიშნულ ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბრაზილიელმა 6 გოლი გაიტანა.

3. ბრაზილია 4-1 იტალია. 1970 წელი (მასპინძელი ქვეყანა: მექსიკა)
ნახევარფინალში, გერმანიასთან დამატებით დროში, ანგარიშით 4-3 მოგებული შეხვედრის შემდეგ, იტალიელები ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ ფინალში. საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა. 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბრაზილიამ მესამედ მოიპოვა. აღსანიშნავია ბრაზილიელთა კომბინაციური თამაში მეოთხე გოლის გატანისას, რომელშიც 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გოლი კი ძლიერი და ზუსტი დარტყმით კარლოს ალბერტომ შეაგდო.

4. ჰოლანდია 1-2 გერმანია. 1974 წელი (მასპინძელი ქვეყანა: გერმანია)
ჰალნდიელებმა მეორე წუთზე, მაშინ როდესაც გერმანელებს ბურთისთვის ფეხი არ ქონდათ შეხებული, ანგარიში გახსნეს 11 მეტრიანი დარტყმით. თუმცა, ეს არ ააღმოჩნდა საკმარისი უპირატესობის მოსაპოვებლად და შეხვედრის გამარჯვებამდე მისაყვანად. გერმანელებმა 23-ე წუთზე საპასუხი გოლი პენალტით გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი 46-ე წუთზე დაფიქსირდა: ჰოლანდია 1-2 გერმანია. 

5. საფრანგეთი 1-1 იტალია (პენ.3:5) 2006 წელი (მასპინძელი ქვეყანა: გერმანია)
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნამდვილად დრამატული გამოდგა. ეს მატჩი იყო ყველაფერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ფრანგი ზინედინ ზიდანისა და იტალიელ მცველ მარკო მატერაცისათვის. ჯერ იყო და მატერაციმ საკუთარ საჯარიმოში მოწინააღმდეგის წაქცევისთვის პენალტი აიკიდა, რომელიც ზიდანმა ბრწყინვალედ შეასრულა. შემდეგ კუთხურიდან პირლოს ჩამოწოდებული თავად მატერაციმ შეაგდო. ძირითადი დრო 1-1 დამთავრდა. დამატებით დროში იტალიელთა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონიმ წარმოუდგენელი სირთულის თავური დარტყმა აუღო ზიდანს.  1o წუთი იყო დარჩენილი დამატებითი დროის დასრულებამდე, როდესაც მატერაცისა და ზიდანს შორის შელაპარაკება მოხდა.  ფრანგმა მეტოქეს თავი ჩაარტყა მკერდში ძლიერად. რის გამოც მიიღო კიდეც წითელი ბარათი და გაძევდა მოედნიდან. პენალტების სერიაში იტალიელებმა იმარჯვეს ანგარიშით 5-3 და მეოთხედ მოიპოვეს მსოფლიოში უძლიერესი გუნდის ტიტული.