Zaria Forman

ამერიკელი არტისტი, რომელიც ქმნის რეალურთან ძალიან მიმსგავსებულ ნამუშევრებს – ყინულის ლანდშაფტებს. თითქმის ფოტოკამერით გადაღებულის ეფექტით. აღსანიშნავია, რომ სამუშაოდ იყენებს არა ფუნჯს, არამედ თითს. როგორც თვითონ ზანია ფორმანი ამბობს, შთაგონების წყარო ბავშვობაში მოგზაურობებისგან მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციებია. დედა – სახვითი ხელოვნების ფოტოგრაფი ყავდა. სწორედ დედის დამსახურებაა ფორმანის ინტერესი და სიყვარული ხელოვნების მიმართ. ჩაფიქრებული ჰქონდათ ერთად ბოლო ექსპედიცია მოეწყოთ, თუმცა არ მოხერხდა დედის ავადმყოფობის და გარდაცვალების გამო. ზარია ფორმანმა მაინც იმოგზაურა გრენლანდიაში და დედის ფერფლი ყინულით დაფარულ კუნძულზე მოაბნია. მიაჩნია, რომ ამით დედა საკუთარ ნამუშევრების განუყოფელ ნაწილად აქცია და კმაყოფილია რომ იდეა ბოლომდე განახორციელა. 1982 წელს დაბადებული არტისტი ნიუ-იორკში ცხოვრობს. აქვს საკუთარი სამუშაო სტუდია.

ზარია ფორმანის ნამუშევრები გამოყენებულია ამერიკულ ტელესერიალში – House Of Cards. 2012 წლის ოქტომბერში ჟენევის თეატრში (შვეიცარია) “ჟიზელის” პრემიერაზე დეკორაციისთვის 10 ნახატი იქნა შერჩეული. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ზარია ფორმანი სამკაულების დიზაინერი და იოგას მასწავლებელია.
ვებ გვერდი: www.zariaforman.com

1

5

12

3

6

9

7

8

10

5

11

444

1 thoughts on “Zaria Forman

  1. გამოხმაურება: Zaria Forman - ქართული ბლოგები

დატოვე კომენტარი