ეს საინტერესოა …

ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით რომ ეს გახლავთ შემეცნებით-გასართობი პოსტი სადაც თქვენთვის საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ამოიკითხავთ.

1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.

 4. ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი  სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.

5. ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ (ესეც საშუალოდ რასაკვირველია).

6. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.

7. ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.

8.  მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.

9. ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს

10. ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.

11. მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.

12. პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი.  ვრიგლი დაბელმენტ ჯუსი ფრუთი – ხომ გახსოვთ?!

13. 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება.

14. ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს.  კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში.

15. მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია.

16. წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით  შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება?

17. ერთ ღამეში თხუნელას შეუძლია 300 ფუტის სიგრძის გვირაბი გათხაროს                 (1 ფუტი=30.5 სანტიმეტრს).

18. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა შტატი ფრანკლინი. დღესდღეობით ამ შტატის სახელწოდებაა ტენესი.

19. საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს.

20. თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია  13092.

21. სპილო ერთ-ერთი იმ ძუძუმწოვართაგანია, რომელსაც არ შეუძლია ხტომა.

22. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გამოიყენება 85 მილიონი ტონა ქაღალდი და იგზავნება 166 ტრილიონ 875 მილიონი E-mail.

23.  ბუ – ფრინველთა შორის ერთად ერთია, რომელსაც შეუძლია ლურჯი ფერის გარჩევა. 

უჩვეულო სასტუმროები

თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის სასტუმროა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ინტერნეტ საიტმა http://www.cnngo.com/ გამოაქვეყნა ღამის გასათევი არატიპური, ორიგინალური ადგილები, რომელთაგანაც თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.

1. Jules’ Undersea Lodge.
ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.  სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს და აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით – მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით. სასტუმროს აქვს საშხაპეები. მომსახურებაში შედის წყალქვეშა დაივინგი. არ მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კიდეც დაივინგს. ერთი ღამის გატარება ჟულის წყალქვეშა სასტუმროში 400 $ ღირს.

2. სასტუმრო Kakslauttanen მდებარეობს ფინეთში კეკონენის ეროვნული პარკის სიახლოვეს,  აივალოს აეროპორტიდან 35 წუთის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს მინის კაბინებს. კაბინები გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები და თითოეულს საკუთარი კერძო ბაღი გააჩნია. ზამთარში სასტუმროს მოსახურებაში შედის თევზსაჭერი ვიზიტები, თხილამურებით სრიალი. სათხილამურო ბილიკი 10 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა, სასტუმროს საკუთარი ავტობუსი ემსახურება. დამსვენებლის სამოქმედო არეალი 180 კვ. კილომეტრს ითვლის. ზაფხულში შესაძლებელია ნავით სეირნობა, ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს 2 ეგზოტიკური კერძების რესტორანი, საუნა და ტრადიციული ფინური რესტორანი. ერთი დღის საფასური აღნიშნულ მინის კაბინებში 300 ევრო.

 3. არც ლუქსი, არც ჯაკუზი, არც ვარსკვლავებიანი სასტუმროები, ეს გახლავთ მომთაბარე დასვენება იორდანიაში ბედუინების ბანაკში. საღამოობით, ცეცხლის გარშემო, ცოცხალი მუსიკით, პროზით და რა თქმა უნდა ძლიერი არაბული ყავით. ღამით კარავში მოსვენება მარგალიტებივით მოკაშკაშე უზარმაზარი ვარსკვლავების ქვეშ უდაბნოში გამეფებული დუმილის ფონზე. ერთი დღის გატარება მსგავს გარემოში 80 $ დაგიჯდებათ.

4.  ეს სასტუმრო – La Balade Des Gnomes, Belgium – ქმნის შთაბეჭდილებას რომ თქვენ ხართ მთვარეზე. ცხენის ფორმის შენობაში განთავსებულია ერთ და ორ ადგილიანი ნომრები, რომელთა კედლები და ჭერი მოციმციმე ვარსკვლავებითა და პლანეტებითაა დაფარული. ოთახები სხვადასხვა თემატიკისაა: ღვინის ოთახი, წყალქვეშა გემი, ტროას ცხენი… ერთი ნომრის საფასური 115 ევროდან იწყება.

 5. წყალქვეშა სასტუმრო Utter Inn შექმნილია შვედი მხატვრის მიკაელ გემბერგის მიერ.  2000 წლის ზაფხულის ყველაზე წვიმიან დღეს გაიხსნა და მალევე უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.  სასტუმრო ყველანაირ რომანტიკულ წინაპირობას აკმაყოფილებს. წყლის ზედაპირზე  პატარა წითელი შენობას აქვს აბაზანა, ხოლო საძინებელი წყალქვეშ, სადაც ლუქის მეშვეობით ჩადიხართ. წყალქვეშა ოთახი გარკვეულწილად ქმნის აკვარიუმის ეფექტს, ოთხივე კედელი მინისაა. ერთი ღამით ეს წყალქვეშა სასტუმრო 333 $ ღირს.

უცნაური კანონები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა უცნაური კანონი მოქმედებს. ზოგი მათგანის შექმნა კონკრეტულმა ფაქტმა, მოვლენამ თუ შემთხვევამ განაპირობა. არ გავაგრძელებ ბევრ საუბარს და გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. ილინოისის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ავტომობილს, რომელსაც ადამიანი მართავს აუცილებლად უნდა  ქონდეს საჭე.

2.  მაიამიში იკრძალება ცხოველის იმიტაცია.

3. ალასკის კანონის თანახმად,  თვითმფრინავიდან  ამერიკული ცხენ-ირენის ყურება  იკრძალება.

4. ტექსასის (გნებავთ ტეხასის -Texas) შტატში არალეგალურია სახლში ალიგატორის გაზრდა.

5. კალიფორნიის კანონი ქალს უკრძალავს საშინაო სამოსით ავტომობილის მართვას.

6. ძალიან მაგარი: არკანზასის შტატის კანონმდებლობიბით დასჯადია ამ შტატის სახელწოდების არასწორად გამოთქმა არკანზასის ტერიტორიაზე.

7. დასავლეთ ვირჟინიაში მხოლოდ ბავშვებს აქვთ  უფლება ატარონ საბავშვო ეტლი. (ჩვენ რომ ჭოჭინას ვუწოდებთ)

8. ოკლაჰომას შტატში ბეიზბოლის არც ერთ გუნდს აქვს უფლება ბურთი  გადააგდონ (გადააცილონ ) ბეიზბოლის მოედანს იქით.

9. ჯორჯიის შტატში დალაქს ფასების რეკლამირების უფლება არ აქვს. მაგალითად: ვერ გაუწევს პროპაგანდას რომ მასთან თმის შეჭრა ღირს 10 $.

10. კენტუკის შტატში მოქმედი კანონის თანახმად ადამიანი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც მიიღოს შხაპი. საინტერესოა როგორ ადგენენ ბოლოს როდის იყო ადამიანი აბაზანაში.

11. როდ აილენდში აკრძალულია ხიდიდან გადახტომა.

12. ძალიან მნიშვნელოვანი: ნიუ ჯერსიში კანონით ისჯება კვირას კომბოსტოს გაყიდვა.

13. ჩრდილოეთ კაროლინაში არალეგალურია კატებისა და ძაღლების ჩხუბი. ჩხუბის შემთხვევაში ალბათ ორივე გამტყუნდება. აქ არ ჭრის არგუმენტი – იმან დაიწყო 🙂

14. სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის ღეჭვა.

15. მასაჩუსეტში კანონსაწინააღმდეგოა პომიდვრის მოთავსება მოლუსკებთან ერთად.

16. ძალიან უცნაური: კალიფორმიაში  1925 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ცეკვის დროს რწევა დანაშაულია.

17. მისურის შტატში მამაკაცს აუცილებლად უნდა ქონდეს წვერის გაპარსვის ნებართვა.

18. ჯორჯიაში კანონით ისჯება ცრუ ჭორების გავრცელება.

19. ამერიკის შეერთებული შტატების კანონი კრძალავს ერთდროულად 3000-ზე მეტი ცხვრის გავლას ჰოლივუდის ბულვარში.

20. მიჩიგანში, დაქორწინებულ წყვილს კანონი ავალდებულებს ერთად ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებენ ორივეს.