მთავარი » საზოგადოება » Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

რატომ იბადება ადამიანი?  რატომ ცოცხლობს?  რომ მერე ოდესმე ან მალე მოკვდეს?  რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში? ან რატომ უნდა აკეთოს?

იდიოტი ერი

ვისთვის (რისთვის) უნდა აკეთოს? რა ფუნქცია, რა დანიშნულება გააჩნია მას სამყაროში? ან გააჩნია კი რამე დანიშნულება? როგორ უნდა განვითარდეს? ან უნდა განვითარდეს კი? ცალსახად პასუხის გაცემა ამ კითხვებზე ძალიან რთულია.

თუ მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჰომო საპიენსი (Homo Sapiens – გონიერი ადამიანი) – როგორც სახეობა დაახლოებით 300 ათასი წლისაა, ცივილიზებული საზოგადოება კი – 20 ათასი წლის. გამოდის რომ ადამიანი მთელი მისი ისტორიის 90% ფორმირდებოდა და იმყოფებოდა პირველყოფილი ჯგუფური არსებობის პერიოდში. მნიშვნელოვანი როლი ადამიანის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში ითამაშა ცეცხლის მოპოვებამ და დამორჩილებამ. ის უკვე აღარ იყო დამოკიდებული მეხის გავარდნასა თუ ლავის ამოფრქვევაზე. კაჟის ქვის ერთმანეთზე დაკვრით შეეძლო მიეღო ცეცხლი. ამ მონაპოვარმა ადამიანი გამოიყვანა ბუნებაში შედარებით თბილი გარემოდან, დააძლევინა ცეცხლის შიში და დაიწყო დასახლება მთელ დედამიწაზე. განვითარდა და მრავალი ქარტეხილისა თუ ომების შემდეგ მოვედით დღევანდელ დღემდე.

დედამიწაზე სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფო შეიქმნა. ზოგი მეტად განვითარებუილი, ზოგიერთიც შედარებით ნაკლებად. მიუხედავად მასშტაბების და ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, საქართველოც ცდილობს ფეხი აუბას თანამედროვეობას, ჩაებას მსოფლიო პოლიტიკურ ფერხულში და სრულფასოვანი ადგილი დაიმკივდოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.

 თუ საკითხს დავაყენებთ შემდეგნაირად: არის თუ არა დღევანდელი ადამიანი ანტიკური ხანის ადამიანზე განითარებული?  გარკვეული ნაწილი დაუფიქრებლად იტყვის, რომ რასაკვირველია არის! არგუმენტირებისას კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანენ რადიოს და ტელევიზიის გამოგონება-განვითარებას, ინტერნეტ ქსელის შექმნას და თან დააყოლებენ რომ აღნიშნულის გამოგონებებით ადამიანს ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა პლანეტის ერთი წერტილიდან მეორეში ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ძნელია არ დაეთანხმო.

რა ხდება ამ მხრივ საქართელოში? როგორ წაგვწია (ან არც) წინ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ? განვიცდით თუ არა პროგრესს?

2003 წლის ე.წ.  ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” სრულყოფაში ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია მედიამ. პოსტრევოლუციურ პერიოდში იმავე მედია საშუალებებით დიდი ინტენსივოთ დაიწყო აპელირება ე.წ. საბჭოთა გადმონაშთებზე, საბჭოთა ადამიანებზე. რომ მათი დრო უკვე წავიდა. ახალი საქართელოს  დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად  საჭიროებდა ახალი ტიპის ადამიანს. აქ მედიას დაეკისრა მთავარი როლის შესრულება.

 როგორ გავლენას ახდენს მედიაპოლიტიკა ახალი ადამიანის ”გამოყვანაზე?”. თუ გადავხედავთ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიების გადაცემების ბადეს (რუსთავი2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ვნახავთ, რომ მდარე ხარისხის შოებსა და ტელესერიალებს საკმაოდ დიდი ნაწილი უკავიათ. მოსახლეობაც მასობრივად მიშტერებია ტელევიზორს და თავით ეშვება ამ სანაგვეში. პრაქტიკულად არ არსებობს შემეცნებითი გადაცემა. შოუები იმბეცილობის პოპულარობას ეწევიან. გამოჩნდა ახალი სატელევიზიო შოუ ”ქალური ლოგიკა”, რომელიც, ჩემი აზრით, სიდებილის პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე. ეს გადაცემა გახლავთ უინტელექტობის რეკლამა. მერე რა თუ არ იცი როგორია ფანქრის სათლელი, ფეხბურთში რამდენმეტრიანია საჯარიმო დარტყმა –  პენალტი, მერე რა თუ ბრაზილიის დედაქალაქი შეიძლება ყველა ნებისმიერი ქალაქი იყოს და არა ბრაზილია. შოუში სულელურ (არაზუსტ) პასუხებს მოყვება შეძახილი ”კარგი გოგო ხარ”, რაც თითქოს ახალისებს კიდეც ამ უცოდინრობას. ტვინის გამორეცხვის ტიპური, ცოცხალი მაგალითი. მსგავსი გადაცემებით სურს ხელისუფალს ახალი ადამიანის ”გამოყვანა?” ეს არის დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნა? მსგავს გადაცემებზე გადის პროგრესისკენ მიმავალი გზა? მე არ ვფიქრობ ასე. თუმცა, საითკენაა მიმართული ეს ყველაფერი, ამის ახსნა, რთული ნამდვილად არ უნდა იყოს: გაუნათლებელი საზოგადობა, გნებავთ ინდივიდი ბევრად უფრო ადვილი სამართავია.

თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებას ინფორმაციის სწრაფად გავრცელების პარალელურად მოაქვს ისიც,

არ მისცე უფლება სხვებს გავლენა იქონიონ შენ ფიქრებზე

რომ ადამიანთა უმრავლესობა წყვეტს ფიქრს, აზროვნებას. უყურებენ რა ”ქალური ლოგიკის” მსგავს გადაცემებს, ისინი წყვეტენ ზრდას და განვითარებას. ამიტო, თუ კი არ გვინდა ჰომო საპიენსივით ისტორიის (ჩვენ შემთხვევაში ცხოვრების) 90% ერთი საფეხურით წინ წაწევას მოვანდომოთ გამოვრთოთ ტელევიზორები და თავად მოვძებნოთ ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით. მე მიმაჩნია რომ ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს. ცხოვრების საზრისი არ მგონია ლუარსაბ თათქარიძეობა იყოს. მუდმივად ახლის ძიება და განვითარებაზე ზრუნვა – აი ამას გისურვებთ ყველას ვისაც არ სურს იყოს  ფარაში მყოფი რიგითი ცხვარი.

15 thoughts on “Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

  1. დძალია ზუსტი პოსტია. ზუსტად ამაშია პრობლემა რომ “მისჩერებენია” ყველაფერს და მართლა ცხვრებივით საითად გამწყემსავენ იქით მიდიან. აბსურდია ეს გადაცემა და სირცხვილი.

  2. თან უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი გადაცემები, რომლებიც მართლაც სიდებილის პროპაგანდას ახდენენ, ამიტომაცაა რომ ძალიან ბევრი ჩემს გარშემო და მათ შორის მეც თითქმის აღარ უყურებს ტელევიზორს

  3. გეთანხმები, მაგრამ აი მე იცი რას ვერ ვხვდები, ზოგიერთს ეს ყველაფერი რატომ მოწონს?! დავიჯერო, ასე გამრავლდა ახალი ტიპს ადამიანები?! რატომ უნდა გახალისებდეს და მხარს უბამდე იმ საქციელს, რომელიც სირცხვილი და სასაცილოა. დავიჯერო ასე რთულია ამის მიხვედრა?! სახელმწიფო ისევე, როგოც ტელევიზია არათუ ხელს უწყობს, რომ ეს მიდგომები და აზროვნება შეიცვალოს, მეტიც რაც შეიძლება ახალისებს და ტაშს უკრავს. უხარია, მართლაც რომ მარტივია მათი მართვა! ეჰ! იმედია ოდესმე გვეშველება, რა!
    აი სულ ვიძახდი და ახლაც ვამბობ: რეალობის არ დანახვა ღუპავდა და ღუპავს ქართველებს!😦

  4. საღამოთი დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან და როცა ვრჩები ყველაფერს მინდა რომ მოვკალათდე სავარძელში და წყნარად ვუყურო ტელევიზორს, რამეს. მაგრამ…….. გადავრთავ ერთზე პოლიტიკა და სააკაშვილის ქება. მეორე-ივანიშვილის ლანძღვა, მესამე-ქება დიდება , მეთხე-ლანძღვა. სადღა არის გასართობი გადაცემები? რას ვუყურო? სერიალს, როცა შენი ცხოვრება გაქვს ყელში ამოსული ეხლა სხვისი პრობლემები და გაუთავებელი წრუკუნი კიდე რაში გჭირდება. აღარ მინდა დაძაბული პოლიტიკა თუ ყოფა, გინდა პოზიტივი და აი საოცფრებავ “ქალური ლოგიკა” და მაშინ ხვდები რომ თურმე შენი საქმე სულ არ არის წასული ამათ ფონზე)))))) ვაიმე ვაიმე ვაიმე……ერთადერთხელ ვუყურე ისიც დასაწყისი და მეორედ სურვილი აღარ მაქვს. სიდებილე, სიჩლუნგე, უაზრობა თუ მარაზმი-რაც გინდა დაარქვი. რა რამდენი მასგავსი გადაცემა გვაქვს. გვეშველება კი რამე? რავიცი რავიცი. უფ .სულ ყველაფერს ვაკოპირებთ და რატომ ვერ გადმოვაკოპირეთ რამე საინტერესო გადაცემები ნეტავი))

    • იმიტომ რომ დალენჩებული ადამიანი მარიონეტივითაა, ადვილად იმართება…

  5. პარდონ ისევ ჩემი შვილის ფერადის ბლოგიდან მომიწერია))) ვერც კი შევამჩნიე))

  6. რათქმა უნდა ინტელექტუალს და განათლებულ ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია, აუცელებლად პროტესტის გრძნობაც ექნება და კითხვები ექნება , საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი დაცვაც შეუძლია და არ არის მართვადი.

  7. ” გაუნათლებელი საზოგადობა, გნებავთ ინდივიდი ბევრად უფრო ადვილი სამართავია.” – რომ ვკითხულობდი ეს ფრაზა ამომიტივტივდა და ჩავიკითხე და შენთვითონვე დაგიწერია : )))

    ჰო, ადვილია მართო ადამიანი რომელსაც ანალიტიკური აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს და ადვილია იბატონო ასეთ სახელმწიფოში. ადვილია დააჯერო რომ ყველაფერი კარგადაა, რომ წინა წელთან იდეალურად ვართ და ისინიც თავს დააქნევენ, იმიტომ რომ განსკის უნარი არ ექნებათ, იმიტომ რომ შეჩვეულები იქნებიან რომ “ქალი დებილი არსებაა”, იმიტომ რომ ეს ასეა და ა.შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s