მთავარი » მეცნიერება » წამება მეცნიერების სახელით!

წამება მეცნიერების სახელით!

კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში – ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტულად:Cannulation Procedure on a Cow

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაურ ცხოველთა კვების დეპარტამენტი ატარებს ექსპერიმენტს ძროხებზე. პირუტყვები არაფრით განსხვავებულები არ არიან სხვა თავისნაირებისაგან, გარდა ერთისა: ყველა მათგანს ფერდში ჩადგმული აქვს კათეტერი. ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარების კვლევის საგანს წარმოადგენს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს კუჭში; რა ცვლილებას განიცდის საკვები; როგორ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა…

2-3 წლის საქონელს უკეთებენ ანეზთეზიას და ამის შემდეგ სხეულში უთავსებენ კათეტერს. პროცესი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. კათეტერს გააჩნია თავისი ხუფიც. რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ბაქტერიები და მავნე ნივთიერებები გარედან პირდაპირი გზით არ მოხვდეს კუჭში. მართალია, ანეზთეზირებული ცხოველები ოპერაციის დროს ტკივილს არ განიცდიან, თუმცა თავისი არსით ქმედება, ჩემთვის, წამებაა და მეტი არაფერი!

როგორც თვითონ მკვლევარები აცხადებენ, ასეთი ძროხების ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად სტაბილურდება და მათ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი აწუხებთ. ორგანიზმში ჩვეულებრივად მიმდინარეობს ქიმიური პროცესები.

ერთია რასაც მკვლევარები ამტკიცებენ, მეორე – ის, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტები, ჩემთვის, ცალსახად მიუღებელია! თავად განსაჯეთ.

სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს ვურჩევ ვიდეო არ ნახონ.

ვიდეო N2
ვიდეოN3
ვიდეოN4

სოციალური ქსელებით გავრცელებულია პეტიცია, სადაც ყველა ის ადამიანი აწერს ხელს, ვინც მსგავსი აქტების წინაღმდეგია და მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ცხოველებზე ამგვარი ექსპერიმენტების ტარება. იხ. პეტიცია 

პ.ს. ოჰაიოს გარდა მსგავსი ექსპერიმენტები უკვე მიმდინარეობს აშშ-ს სხვადასხვა შტატის კოლეჯებისა თუ უნივერსიტეტების აგრონომიული ფაკულტეტებზე.

16 thoughts on “წამება მეცნიერების სახელით!

  1. არამგონია ეს წამება იყოს, იქ ასეთ ექსპერიმენტებზე უფლების მიღება იქნება საჭირო..ალბათ მნიშვნელოვან რამეს იკვლევენ და ამიტომაც მიიღეს უფლება..

  2. ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარება ნამდილად დიდი დანაშაულია. მეცნიერებამ სხვა გზები და ხერხები უნდა მონახოს ცდების ჩასატარებლად.

  3. ვიდეოს არ ვუყურებ, ისედაც გასაგებია,რაც იქნება
    საშინელებაა რაც ამ ცხოველებს უკეთებენ და თან ამდენს! ცდისთვის ან კვლევისთვის,დავიჯერო ,ერთი ძროხა არ კმარა?
    რადგან პირუტყვია და ვერ გამოხატრავს რა აწუხებს,არ ნიშნავს,რომ უნდა აწვალო.ძალიან შემეცოდნენ

  4. მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა სრულიად უვნებელი იყოს, არანაირი სურვილი არ მაქვს ვიღაცამ ჩემს კუჭს უყუროს პირდაპირი სარკმელით!!! 😦
    ალბათ არც ძროხარ არ ენდომება…

  5. არანაირი წამება არ არის, ასეთი სარკმლიდან ნახევრად მონელებულ საკვებსაც იღებენ, რომლებსაც დასუსტებულ ხბოებს აჭმევენ და დისპეპსიისგან კურნავენ. ოპერაციასაც დავსწრებივარ, ხელიც ჩამიყვია :))) ძროხას არ გაუპროტესტებია.

  6. თუ გვინდა,რომ კაცობრიობამ წინ წაიწიოს და ახალი აღმოჩენები გააკეთოს,ასეთ ფაქტებზე თვალი უნდა დავხუჭოთ.ასეთი მიდგომა რომ ქონოდა ყველას,დღეს არც ქირურგია იარსებებდა,არც ფარმაკოლოგია,არც გინეკოლოგია და არც სხვა მრავალი მეცნიერება,რომელიც დღეს ჩვენთვის ჯანმრთელობის დაკეთილდღეობის არსებით ფაქტორს წარმოადგენს.
    გაიხსენეთ,რომ ადამიანის ანატომიის შესასწავლად მხატვრები გვამებს იპარავდნენ და ფატრავდნენ მათი შიგნეულობის დასახატად.შეიძლება ფაქტი საშინელია,მაგრამ ის ბევრად დიდ მიზანს ემსახურება.

  7. ვკიტხულობ და ამეტირა… გულმოწყალების ზეიმია პირდაპირ!.. ყველა წამალი რასაც სვამთ ცხოველებზე იცდება ტავიდან, ყველა მეცნიერული აღმოჩენა და სიახლე ცხოველებზე ექსპერიმეტების წყალობითაა.. რომელიმე თქვენგანი რომელიც აღშფოთებას გამთქვამს ვეგეტარიანელი მაინც არის?! თუმცა თქვენი ნებაა, შგიძლიათ პროტესტის ნიშნად წამლების მიღებაზე, ხორცის ჭამაზე და მედიციის ყველა სიკეთეზე უარი თქვათ!!!

  8. და კიდევ.. ძროხა ისე არ ფიქრობს როგორც ადამიანი და თუ ოპერაცია ანესთეზიით გაკეთდება მისთვის სულ ერთია ეგ კათეტერი ედგმება თუ არა..

დატოვე კომენტარი