მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

წინასაარჩევნო პერიოდში რომ პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს ხოლმე – ეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მთავარია ყველაფერმა კანონის შეაბამისად ჩაიაროს. კანონის წინაშე კი ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბრადაა პასუხისმგებელი. სხვა საკითხია რამდენად დემოკრატიულია კანონი. პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა პოიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებს პარლამენტი სხვადასხვა კანონპროექტებს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები, ძირითადად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული. ამის ცოცხალი მაგალითია მოვლენა – ნათია მოგელაძე. ამ ქალბატონის კანტორა თვალყურს ადევნებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში თანხების ბრუნვას და არა მარტო. თუმცა, აქაც მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ სპექტრზე კეთდება აქცენტი: აპატიმრებენ ადამიანებს, იბარებენ დაკითხვებზე, აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ემუქრებიან… ამის პარალელურად ძალიან უმისამართოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მოკლედ რა ხდება:

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით, ირჩევენ კონკრეტული რაოდენობის (და ალბათ პოლიტიკური შეხედულებებისაც) სტუდენტებს და მიყავთ 3-4 დღის ანაკლიაში. იდეაში ტრენინგებსა და პრესკომფერენციებზე. სრულიად უფასოდ. შემდეგ მათთან ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი და წინასაარჩევნოთ მათი ხმების სათავისდ გადაქაჩვას ცდილობს.

ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი

კონკრეტული მაგალითი: 2012 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრალურისა და ილიაუნის სტუდენტები ანალოგიური მიზნით წაიყვანეს ანაკლიაში. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევდა. გადანაწილებულები იყვნენ სამ სასტუმროში – “სასტუმრო ანაკლია”, სასტუმრო ”ოქროს საწმისი” და სასტუმრო ”Palm Beach”. კვება, აუზი, ღამით გართობა, მუსიკა – უფასო. რაც შეეხება ტრენინგს: მიწვეული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტი, რომელმაც 10-15 წუთიანი სემინარი ჩაატარა. ძირითადი დრო თამაშებს დაეთმო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამაში ძალიან ცოტა სტუდენტი მონაწილეობდა. მიწვეული იყო ასევე ჩინელი სტიდენტი, ისიც სემინარის ჩასატარებლად.

სტუდენტებმა ადგილზე შეიტყვეს რომ მათთა მისვლა მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. ერთ-ერთმა იკითხა თუ როგორი სახის შეხვედრა იყო დაგეგმილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შეკითვების დასმა და ა.შ.  გაირკვა რომ შეკითხვები იქნებოდა, რასაკვირველია, წინასწარი შეთანხმებით და კითხვების ფორმულირებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.  კრიტიკული აზრის გამოთქმას პერსპექტივა არ აღმოაჩნდა. ნუ ყველას კარგად წარმოუდგენია როგორი შეხვედრა შედგებოდა, პრეზიდნტმა სიამაყით გააჟღერა მორიგი მიღწევა, რომ ბათუმი ჯობს კალიფორნიას, რომ ჰილარი კლინტონი საოცრად კმაყოფილი იყო ნანახით, მოსმენილით და მოკლედ შეგვნატროდა. სტუდენტებმა ხოტბა-დიდება შეასხეს პრეზიდენტს. გაიჟღერა შეკითხვამ თუ როდის ჩამოიყვანენ საქართველოში Red Hot Chili Peppers? როგორც ჩანს სხვა არაფერი აღელვებს კითხვის ავტორს.

საღამოს გაიმართა წვეულება. სუფრაზე ტრადიციულად ითქვა სადღეგრძელოები, თუმცა არც მაინც და მაინც ტრადიციული. მაგალითად: მადლობა მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ლადო ვარძელაშვილლს! გაუმარჯოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასე შემდეგ.

სტუდენტები თბილისში 7 ივნისს დაბრუნდნენ. ეს ყველაფერი არ მთავრდება. ეხლა სხვა სტუდენტების გულის მოგების ჯერია. საინტერესოა რა თანხა ხმარდება აღნიშნულ რამდენიმედღიან ”დასვენებას” ანაკლიაში და ითვლება თუ არა მსგავსი შეხვედრები ამომრჩევლის მოსყიდვად?

 p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჟურნალისტებისთვის დაფარულად.

16 thoughts on “სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

  1. ნუ ესეიგი რა არ ხდება.. პოლიტიკა შეიცვალა კი არადა საით მივდივართ არ ვიცი. ამ ბავშვებს კი უხარიათ წასვლა წამოსვლა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ბლეფია თუ ხვდებიან ნეტა? ან ხვდებიან ან არ უნდათ ხვდებოდნენ. ჩვენთან მოსყიდვები, დაშინებები, ტერორი და ასე შემდეგ ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. იმდენად არასერიოზულად უდგებიან კანონის მიღებას და შეცვლას რომ თითქოს ეს მარტივი პროცედურა იყოს. რატომ უნდა იყოს მორგებული კანონი და ცვლილება ერთ კონკრეტულ ადამინაზე?)) საოცარი ქვეყანა ვართ ალბათ ერტადერთი მსოფლიოში სადაც არავინ არაფერს პატივს არ სცემს…….

  2. მძღ**ში ვიძირებით და სანამ ჩავიხრჩობით შიგ, დროა ცოტა თვალი გავახილოთ.

  3. ხო, ამას მოსყიდვას და ფულის ხარჯვას არ ეძახიან –––არადა მოსყიდვაა და არამიზნობრივად ფულის ფლანგვაა.ნეტა ამ სტუდენებსაც ჭკუა მისცა,რომ არ დათანხმდნენ ამგვარ მოსყიდვას,რატომ უნდათ ასეთი მარტივად სამართავები იყვნენ და არღვევდნენ კანონს? ამას ვერ ხვდებიან? რომ კითხო დემოკრატიისთვის იბრძვიან და პროგრესულად აზროვნებენ.არადა პირველ რიგში თვითონ არიან ბრბო!!!

    • უმრავლესობა ნაღდად მასეა ქეთი.
      მცირე გამონაკლისები არსებობს და ერთ-ერთი მათგანის დამსახურებაა ეს პოსტი

      • ხო, ეგ მცირე გამონაკლისები რომ არ იყოს,სულმთლად ხელს ჩავიქნევდით.თავიდან შეიძლება არც იცოდნენ როისთვის მიყავთ,მაგრამ ამის შესახებ რომ იციან და მაინც ხარბდებიან––ეს არის ცუდი და ამის დამკვიდრებას ცდილობს ეს მთავრობა

    • ეს სხვა არაფერია, თუ არა — ახალგაზრდობის წლების სასიამოვნოდ გატარების და კარიერის მოწყობის ისტერიული სურვილი , რაღაცნაირი არაჯანსაღი და გამხრწნელი — საზიზღრად თავაშვებული მოსაზრებები უჩნდებათ-ხოლმე. პრეზიდენტიც მათს ამ ფსიქიკურ თავისებურებას მოხერხებულად იყენებს. ტუტუცი პატარა ბავშვები! კამფეტი გადაუგდე და მიდიიი — შენია!!!

  4. სტუდენტებს მაგრად კიდიათ.. ლიჟბი წავიდნენ 4 დღე დაისვენონ და გაერთონ.. მითუმეტეს, რომ ეს ყველაფერი უფასოდ.. სოხუმის უნივერსიტეტის თვითმართველობის ხალხიც იყო მანდ წარგზავნილი, მაგრამ მათ 2-3 თვით ადრე იცოდნენ, რომ მაისის ბოლოს პრეზიდენტთან შესახვედრად მიდიოდნენ ანაკლიაში რამდენიმე დღით. რა თქმა უნდა ყველას მოსთხოვეს, რომ შეხვედრის დეტალები საიდუმლოდ დაეტოვებინათ.. მე მანდ წავიდოდი, მხოლოდ ინტერესის გამო.. მართლა მაინტერესებს რაზე ესაუბრა, მითუმეტეს რომ სრულიად უფასოდ დაისვენებდი სასტუმროში სადაც ღამე 140 ლარი ღირს მინიმუმ🙂

    • მეც წავიდოდი, ოღონდ მხოლოდდამხოლოდ სათვალთვალოდ და სიამოვნებისათვის — ჩემს თავს არ ვუღალატებდი.

  5. მეც ძაან მაინტერესებს რა ხდებოდა იქ და საერთოდ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სტუდენტები. ეხლახან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, ვინც ანაკლიაში იყო მაგარ ადგილებზე იწყებენ მუშაობას. ეს ანაკლიას უკავშირდება თუ არა არ ვიცი ზუსტად მაგრამ დიდი შანსია უკავშირდებოდეს.

    • ანუ ვინ თიკო, სტუდენტები იწყებენ მუშაობას თუ ვინც ორგანიზებას უწევდა სტუდენტების ჩაყვანას ისინი?

  6. ანაკლია ჰო, და ბათუმშიც წაიყვანეს “წარჩინებული სტუდენტები” რომლებიც რატომღაც თვიმმართველობის წევრები აღმოჩნდნენ, ოღონდ ამჯერად 1 კვირით🙂

  7. გამაღიზიანებელია :@ თან ძალიან :@@@ არ მინდა მაგათი მათხოვრული სამდღიანი ანაკლია :@ თან უსმინე “იმის” ლაქლაქს,რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ ბათუმი ნამდვილი სინგაპურიააა დააა ბლაა ბლაა ბლაა… მართლა ამაზრზენი და მარაზმია ამ სტუდენტური ფასდაკლებების არ იყო.რატომ მანამდე არ გააკეთეს ეს პროექტი…საარჩევნოდ,რომ აეწვათ მარტო:/
    ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში
    და ბანალური კითხვით დავასრულებ ამ ვრცელ კომენტარს….
    გვეშველება რამე?????????

    • კიიი, ოღონდ შორეულ მომავალში — შენ უკვე მოხუცებული იქნები, და სწორედ ამიტომ, ახალი ”ინფრასტრუქტურული” ცხოვრებისგან სრულ სიამოვნებას ვეღარ მიიღებ. ეს ისე ვთქვი, მაინც , პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის ოქროს შუალედი რომ დამეჭირა…

  8. საერთოდ არ უნდა იყოს დაკავშირებული სტუდენტური აქტივობა პოლიტიკასთან. თუ ეს ყველაფერი გულწრფლად კეთდება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს სხვა რამეა სამწუხაროდ.

  9. გავბრაზდი… გავბრაზდიი… გავბრაზდიიი…რაღაცნაირად პრიმიტიულად და უძლურად გავბრაზდი… რომ წარმოვიდგენ, მეც ასეთი ქარცეცხლის გამოვლა მომიწევს, ძარღვებში სისხლი მეყინება. იმედია, ჩემი სტუდენტობის დროს კიდევ მიშა არ იქნება პრეზიდენტი… ჰააა? რას ფიქროობთ? მე ახლა 17 წლის ვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s