მთავარი » ბუნება » ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და განფენილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია – მევენახეობის, მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მებოსტეობისა და მებაღეობის, რძისა და ზეთის წარმოებისთვის აქ ყველა პირობა არსებობს. ლაგოდეხს აქვს  კიდე ერთი სიმდიდრე – მისი ბუნება-ერთმანეთის მონაცვლე გასაოცარი რელიეფებით, იშვიათი მცენარეებითა და ნადირ-ფრინველით. სხვათაშორის ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით.

მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნებით გამორჩეულმა ლაგოდეხის ნაკრძალმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მიიზიდა ბუნების მოყვარულები. ნაკრძალის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ნატურალისტს მლოკოსიევიჩს.  მისი ინიციატივით კავკასიური როჭო დამოუკიდებელ სახეობად აღიარეს და აღმომჩენის პატივსაცებად უწოდეს – Tetrao mlokosiewiczi.

როჭო

1903 წელს ლაგოდეხის ხეობა იჯარით გადაეცა თავად დემიდოვს. წესები, რომელიც რუსმა თავადმა მისთვის გადაცემულ მიწაზე დაამყარა მკაცრი იყო.  ტერიტორიაზე ნადირობის უფლება მხოლოდ დემიდოვის ოჯახის წევრებსა და მათ სტუმრებს ჰქონდათ. ნადირობა, ხის ჭრა, საქონლის ძოვება, თიბვა – ყველა დანარჩენისთვის აკრძალული იყო.

1912 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა  აკადემიის შუამდგომლობით ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა – აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება. ეს იყო პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია საქართველოში.

1935 წელს ლაგოდეხის ნაკრძალლი გაფართოვდა და მას სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზებიმიუერთდა. 1945 წელს ნაკრძალს ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთეს. ამით ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ საკმაოდ დიდი სივრცე მოიცვა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში მისი ტერიტორია 17 818 ჰექტარს მოიცავდა. აქედან 12 146 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, 4 889 ჰექტარი მინდვრებსა და ალპურ იალაღებს ეკავათ, ხოლო კლდეებს – 539 ჰექტარი.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში, სამოქალაქო ომის და გამუკითხაობის დროს ნაკრძალის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. დაცულ ტერიტორიაზე ავტომატური და სანადირო იარაღით აღჭურვილი ხალხის მასიურმა შეღწევამ სხვადასხვა ცხოველთა სახეობები კატასტროფის წინაშე დააყენა. მნიშვნელოვნად შემცირდა ჯიხვის, არჩვის, ირმის, დათვის, შვლის და გარეული ღორის რაოდენობა.

2003 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (22 266 ჰექტარი) და ლაგოდეხის აღკვეთილი (1 992 ჰექტარი). შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალმა ბუნების დაცვის პარალელურად საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციები ც შეიძინა.

ფლორა და ფაუნა

ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ეს იმას ნიშნავს,რომ აღნიშნული სახეობები მხოლოდ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. ნაკრძალი ცნობილია ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი ხელუხლებლადაა შემონახული. შეხვდებით წიფელს, რცხილას, ქართულ მუხას, შერეულ ფოთლოვან ტყეებს, ნეკერჩხალს, მაღალი მთის მუხას, არყის ხის ტყეს.

ნეკერჩხალი

ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მეტრზე ტყის ზოლი არყნარით მთავრდება და ადგილს უთმობს მარადმწვანე დეკის ბუჩქნარს, რომელიც ლაგოდეხში დაახლოებით 2700 მეტრამდეა გავრცელებული.

ალპურ კლდეები ჯიხვისა და კავკასიური შურთხის სამფლობელოა. შედარებით დაბალ სიმაღლეზე ცხოვრობენ არჩვები. ბინადრობენ ასევე: მთის ანტილოპა, ირემი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი (!), ტყისა და კლდის კვერნები და ტყის კატა.

ალპური იალაღების თავზე დალივლივებენ მთის არწივები, ბატკანძერები, ორბები. ნაკრძალში შეხვდებით: კირკიტებს, კაკაჩებს, რამდენიმე სახის ბუს, როჭოს, კაკბებს, პატარა წითელთავას, თეთრგულა შაშვებს, გრძელნისკარტა და წითელფრთიან კლდეცოციას, რამდენიმე სახეობის

კაკაბი

კოდალას, გუგულს, ყვითელგულა მოლაღურებს, წყლის შაშვებს, ხეცოციებს, ჭინჭრაქებს, წიფლიებს.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტურების ორგანიზება: ფრინველებზე დაკვირვება; სათავგადასავლო ლაშქრობები; ისტორულ-კულტურული ტურები; ტურები ფოტო მოყვარულთათვის; სამოყვარულო თევზაობა; კემპინგი  ღია ცის ქვეშ და კარვებში ღამის თევა.

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მოწყობა: 1.ლაგოდეხის ჩანჩქერი; 2.გურგენიანის ჩანჩქერი; 3.მაჭის ციხე; 4.შავი კლდეების ტბა.

p.s ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი: ქ. ლაგოდეხი, დ.აღმაშენებლის ქ.№ 89.
ვებ-გვერდი: www.lagodekhipa.ge

15 thoughts on “ლაგოდეხის ნაკრძალი

  1. ერთხელ ვარ ნამყოფი მხოლოდ და მომაჯადოვა 🙂 ულამაზესი ადგილია 🙂 ძალიან საინტერესო პოსტია :))) არ გიფიქრია გიდობაზე?? გამოგივიდოდა, კარგად გადმოსცემ 😀 :p

      • აშკარად გაართმევდი თავს.. შენ საერთოდ რას არ გაართმევდი თავს, მაგრამ მაინც 🙂 😀

  2. გემო ვნებიანოოო <3<3<3 აიიი გავგიჟდი ისე გამი(ე)ხარდა ეს პოსტიიი 🙂 როგორ მიყვარს ჩემი ლაგოდეხი ^.^ ჩემიიი ჩემიიი<3

    • თამთა :*
      ძალიან კარგი, მე ვიყავი ამ ნაკრძალში ერთ-ერთ ზაფხულს მეგობრებთან ერთად და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. 3-4 დღე დავრჩით თვითონ ნაკრძალში

      • დიდი მადლობა 🙂 ადრე ვიცი რომ გადასახადი იყო, საკარვე ადგილი 5 ლარი და ა.შ, ახლაც თუ არის, რაზე და რამდენი მაგის გარკვევა მინდოდა…

      • კი, ეხლაც იქნება…
        შემცირების რა გითხრა თუ უფრო არ გაიზარდა …
        მე რომ ვიყავი მაშინ 4 ლარი იყო ადგილი და 7 ლარი თვითონ კარავის დაქირავება..

  3. გამოხმაურება: ბუნება (MaaR) | friends blogg

დატოვე კომენტარი