საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო,

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა, ცალკეული მცდელობების მიუხედავად, ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება ქვეყანაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პრობლემებს აწყდებიან სოციალური ფუნქციონირების ყველა სფეროში, იქნება ეს პირადი გადაადგილება, განათლება, სოციალური მომსახურება, რეზიდენტული დაწესებულებები თუ სხვ. ამას ადასტურებს როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, ისე გაეროს უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული ანგარიში.

ამ მდგომარეობის გასაუბჯობესებლად უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო 2009 წლის 10 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელმოწერა. ამ ფაქტმა გააჩინა მოლოდინი, რომ საქართველო შესაბამისი შიდა პროცედურების გავლის შემდეგ მოახდენდა კონვენციის რატიფიცირებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გადადგამდა ნაბიჯებს შეზღუდული შესაძლებლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, ამ დრომდე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნული არ განხორციელებულა.როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებას სარატიფიკაციოდ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში, მიმართოთ კონვენციის რატიფიცირების მოთხოვნით.

დავით  ლაღიძე
განცხადება

დიალოგი საკუთარ თავთან

თავისი ღმერთი ყავს ყველას…

ეხლა ვკითხულობდი Jean-Marie Gustave Le Clézio-ს Désert-ს (უდაბნო). 1802 წელს კაცი ლოცულობს უდაბნოში და მასზე მართალი არც ერთი სხვა სარწმუნოების მრევლი არაა… მთავარია შეცნობა, ანუ რწმენა. იგივეა შენ ირწმუნო, რომ შეგიძლია ესაუბრო ჩიტებს. შენ შესაძლოა მართლა ესაუბრო ჩიტებს… არ აქვს მნიშვნელობა რისი გწამს, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებ მაშინ გააკეთებ… პირველ რიგში უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის არსებობის  და მერე სხვა დანარჩენი…

მე მაინც მგონია რომ რელიგია არაა გამოგონებული სპეციალურად. ის არის იმ ადამიანთა რწმენა, რომლებსაც სჭირდებათ რაღაცის იმედი.როცა აღარაფრის იმედი არ გაქვს ბოლოს ხავსია საჭირო, რომ მოეჭიდო… დღეს საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. რაც შემდეგ იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას ეკლესიაზე,  მთავრობაზე. პრეზიდენტი, რომელიც ხდება ბელადი. ხალხი გადააქცევს მას ბელადად, იმიტომ რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. უფრო ადვილი არაა პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისრო?!  “ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს” – აი ესაა პრობლემა. ქართველ ხალხს დავით აღმაშენებელი წინ ჰგონიათ და ესწრაფვიან ისეთ მმართველს, რომელიც XII საუკუნეში იყო. ესაა რეალური უბედურება. ყველა პოლიტიკური პარტია აპელირებს რელიგიით იმიტომ რომ მომგებიანია…

ხომ გახსოვს რა ამბავი ატყდა ლომაიას (მაშინდელი განათლების მინისტრი) სიტყვებზე, როდესაც მან თქვა, რომ ის არ დაასახელებდა საჯაროდ თავის რელიგიას…

არადა რა შუაშია პოლიტიკა და რელიგია? პროფესიონალურად კი ბატონო გააკრიტიკე, მაგრამ ნუ გადაცემ ანათემას თუ ის მართლმადიდებელი აღმსარებლობის არაა. (არ ვამბობ რომ ლომაია მართლმადიდებელი არაა). ასევე,   ნუ მიაწერ ყველაფერს – სუბიექტური შეხედულებით უარყოფითს (საკუთარი გადმოსახედიდან შეფასებულს) – მაინც და მაინც  სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს. მაგალითად:  “კარგი ბიჭია, მართლმადიდებელია  და ამას არ იზამდა”. ან ასეთი: “უჯიშო მუსულმანები, ურწმუნო იაღოვლები […] მაგათი ბრალია ქართველ ერის გადაგვარება”. რბილად რომ ვთქვა მსგავსი პოზიცია ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური და შოვინისტური შეხედულეებითაა ნაკვები და ძალიან შორს დგას საღი აზრისგან.

ის ხო გახსოვს: ერთ-ერთ ტელეარხზე, ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს მარხვის დროს როგორ შეიძლება პრეზიდენტმა თევზი შეჭამოსო! წარმოგიდგენია? აი ასეთ დონეზე ვართ. რა შუაშია მარხვა პრეზიდენტთან?

მე ვნახე 1990-იანი წლების პატრიარქის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: “ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა”. ამ სიტყვებით საქართველო და ქრისტე გაიგივებულია. ხალხს სწამს რომ ქრისტე და საქართველო განუყრელი ცნებებია… ზოგს დღესაც სჯერა იმის, რომ განკითხვის დღე ქართულად მოხდება და ა.შ. არადა რელიგია ინტერნაციონალურია…

საქართველოს ჭირდება კულტურული რევოლუცია, რომელიც დასავლეთში დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ვერ მოხდება მემარცხენედ განწყობილი კულტურის მოღვაწეების გარეშე. ჩვენ კი ასეთები არ გვყავს. არ გვაქვს საკუთარი ძალების რწმენა და შინაგანად გვეშინია უცხოელების, გლობალიზაციის…  გვყავს მართლა ფსევდო ინტელიგენცია, რომელიც ნებისმიერ მმართველს უკანალს ულოკავს. როდესაც ხელისუფალი ამთავრებს მმართველობას მხოლოდ მაშინღა ხდება ინტელიგენცია კრიტიკული. არადა თუ ხელოვანი ხარ ან რამე ამდაგვარი ყოველ წუთს განავლით სავსე უნიტაზი უნდა ესროლო შენს ხელისუფალს შენი საქმიანობით…

ხალხში გარდატეხა უნდა მოხდეს. უნდა დაიწყოს ღირებულებების შეცვლა. მთავარი ღირებულება უნდა გახდეს ადამიანი და არა რამე საერთო ცნება, მაგალითად ნაციონალიზმი (სიტყვაზე).

რას ვამბობ კიდევ იცი?  ეკლესია საერო პირების წმინდანად შერაცხვით ხალხს “ართმევს” ამ ადამიანების კრიტიკულად განსჯის შესაძლებლობას. რჩება ერთად ერთი ვარიანტი: შენ ვერ ისაუბრებ აღმაშენებლის ნეგატიურ მხარეებზე. ამის უფლებას ეკლესია გართმევს. შენ შეგიძლია მხოლოდ ილოცო მის ხატზე. იგივე შეიძლება ითქვას ილია ჭავჭავაძის შემთხვევაშიც. ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო საერო პიროვნება და უდავოდ დღემდე ყველაზე დადებითი მოვლენა ქართული კაცობრიობის ისტორიაში, გადაიქცა ილია მართლად. არადა, რატომღაც მგონია, რომ თვითონ საერთოდ სხვა აზრის იქნებოდა.

რამდენს ვლაპარაკობ. ნეტავ, შენ ინტერნეტი მოგცა და მე ნორმალური ყავა.