მსოფლიო რეკორდები ფეხბურთში

საფეხბურთო ინტერნეტ პორტალმა www.givemefootball.com – მა გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოს საფეხბურთო რეკორდების შესახებ.

1. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ოთხივე პროფესიონალურ ლიგაში ითამაშა – ეს გახლავთ მელვინ ჯონ რიისი. დაიბადა 1967 წლის 25 იანვარს. კარიერა ”კარდიფ სიტიში” დაიწყო და 7 წელი ამ გუნდში გაატარა. 20 წლის ასაკში გადავიდა ”უოტფორდში”. ამის შემდეგ, 2 სეზონი ”ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” ითამაშა. 1992-1993 წლებში კი იცავდა ”შეფილდ იუნაიტედის” ღირსებას.

2. ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგაში – რა საკვირველია აქვს რაიან გიგზს.

რაიან გიგზი

უელსში დაბადებული რაიან გიგზი 1991 წლიდან ”მანჩესტერ იუნაიტედის” შემაგდენლობაშია და დღემდე მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. არასოდეს კლუბი არ გამოუცვლია და წითელი ეშმაკების მაისურით 639 შეხვედრა ჩაატარა (112 გოლი). დღეს გიგზი 38 წლისაა.

3. საფეხბურთო კლუბ ”მიდლსბროს” ფეხბურთელი მეთიუ ბრიგზი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც პრემიერ ლიგაში ითამაშა, იქამდე ვიდრე რუბენ ნობლ-რაზარუსმა არ ითამაშა 2008 წელს ბარნსლის შემადგენლობაში. მეთიუ ბრიგზი – 16 წლის და 65 დღის; რუბენ ნობლ-რაზარუსი – 15 წლის და 45 დღის.

4. საფეხბურთო ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს ლაიონელ მესის – 73 (ბარსელონის და არგენტინის შემადგენლობაში). მასვე ეკუთვნის რეკორდი:  უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი – 14 გოლი. 

5. ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვინც მოიგო ევროპული თასი – ეს გახლავთ ლონდონის ტოტენჰემის ეხლანდელი მწვრთნელი – ანდრე ვილაშ ბოაში. სულ რაღაც 33 წლის და 213 დღის იყო, როდესაც პორტუგალიურ ”პორტოსთან” ერთდ მოიგო ევროპის თასი.

6. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში – ტოგოს ნაკრების წევრი სულეიმან მამამი (13 წლის და 310 დღის).

Arsenal FC

7. ლონდონის არსენალი რეკორდსმენია ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიით ინგლისის პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში – 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 16 ოქტომბრამდე ზედიზედ 49 წაუგებელი მატჩით.

8. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულებული შეხვედრა. ამერიკული სამოა ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ სამარცხვინო ანგარიშით 31-0 დამარცხდა.

9. ყველაზე მასშტაბური დასწრება საფეხბურთო სტადიონზე. 1950 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პირველივე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბრაზილიისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის 199.854 ადამიანი დაესწრო. ეს რაოდენობა, ასევე რეკორდულია სპორტულ მოვლენაზე ერთჯერადად დამსწრეთა მიხედვით ერთ სტადიონზე.