Cesc Fàbregas

ლონდონში 2003 წელს 16 წლის ასაკში ჩავიდა. ”ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზდილი ლონდონის ”არსენალის” ფეხბურთელებთან ფილიპ სენდეროსის დახმარებით მალევე დამეგობრდა.  მართალია საკმაოდ ახალგაზრდა იყო, მაგრამ დიდი დრო არ დასჭირვებია ალღო აეღო ინგლისური ცხოვრებისათვის. რასაკვირველია, თავიდანვე 90 წუთიანი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მაგრამ დროის მსვლელობის პარალელურად მეთოფეების თავკაცი სულ უფრო რწმუნდებოდა თავისი არჩევანის სისწორეში. ცხადი იყო ცესკ ფაბრეგასი მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებდა. ის გახდა არსენალის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი –  16 წლის და 177 დღის იყო, როდესაც 2003 წელს ინგლისის ლიგის თასზე თავისი პირველი გოლი შეაგდო ”არსენალის” მაისურით. (პირველი გოლი ქვემოთ მოცემულ პირველ ბმულში)

შემდეგ სეზონში ცესკმა ”ისარგებლა” თანაგუნდელების ( ედუ, სილვა) ტრავმით და ძირითად შემადგენლობაშიც სულ უფრო ხშირად ხვდებოდა. მონაწილეობდა სხვადასხვა სათასო შეხვედრებში. პატრიკ ვიეირას ტურინის ”იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ მისი 4 ნომრიანი მაისური ახალგაზრდა ცესკს ხვდა წილად. არსენ ვენგერის ნდობაც მალე მოიპოვა და ასე დაიწყო მისი, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პერიოდი. 2004 წელს ლონდონურ კლუბთან ოფიციალურად გააფორმა პირველი პროფესიული კონტრაქტი.

2005/06 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პატრიკ ვიეირასთან შედარებით ცესკი ნაკლებად ძალისმიერი და აგრესიული ფეხბურთელი იყო რამაც თავიდან ეჭვიც კი გააჩინა – რამდენად შეძლებდა ის ცენტრის კონტროლს, მაგრამ ფეხბურთის სპეციალისტებიც და გულშემატკივრებიც მალევე დარწმუნდნენ ახალგაზრდა ესპანელის სათამაშო სტილის სანდოობაში. ამავე წელს ”არსენალი” არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა ბარსელონასთან შეხვედრაში ანგარიშით 1-2.

2006/07 წლები ინდივიდუალურ დონეზე ცესკისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაში მან 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. იტალიური სპორტული გაზეთის Tutto Sport-ის გამოკითხვით, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება, სწორედ ფაბრეგასს ერგო Golden Boy-ის (ოქროს ბიჭი) ტიტული. დასახელებული იყო ჩემპიონთა ლიგის  2006 წლის სეზონის სიმბოლურ შემადგენლობაში; ინგლისის პრემიერ ლიგის 2007 წლის სეზონის სექტემბრის და იანვრის თვეების საუკეთესო ფეხბურთელად. გარდა ამისა, ნომინირებული იყო ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის (PFA Players ‘Player of the Year) და ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა (PFA Young Player of the) ფეხბურთელის ნომინაციებზე, თუმცა, ორივე შემთხვევაში ტიტული მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდოს გადაეცა. 2007 წლის ივნისში იგი დასახელდა ”არსენალის” წლის ფეხბურთელად. ტიერი ანრის ”ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ცესკი გუნდის აშკარა ლიდერი ხდება.

2007/08  წლებში გულშემატკივრების გამოკითხვით დასახელდა აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების საუკეთესო მოთამაშედ. მარტის თვემდე არსენალი პრემიერ ლიგას ლიდერობა კიდეც, მაგრამ გუნდმა პირველობა ვერ შეინარჩუნა სეზონის ბოლომდე. 2008 წლის აპრილში ცესკი ზედიზედ მეორედ იყო წარდგენილი პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისა და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე და გახდა კიდეც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. დასახელდა სეზონის პრემიერ ლიგის ნაკრების ფეხბურთელად და www.arsenal.com – ის გამოკითხვით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

2008/09 წლიების სეზონში ფაბრეგასს კაპიტნის სამკლაური გადაეცა. ეს სეზონი ცოტა უიღბლო გამოდგა ახალი კაპიტნისთვის, ვინაიდან 4 თვე ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო. თუმცა, მიუხედავად ამისა 10 საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა. შემდეგ წელს (2009/10) შეუდარებელი სეზონი ჩაატარა – 19 საგოლე გადაცემა და 19 გოლი.

2010/11 წლებში ბევრი დაზიანების მიუხედავად ფაბრეგასი 14 შედეგიან გადაცემას აკეთებს.
ამავე პერიოდში აქტიურად წერდა პრესა ცესკის ბარსელნაში შესაძლო გადასვლის შესახებ და 2011 წლის 15 აგვისტოს ხელი მოეწერა კიდეც კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ესპანელი 34 მილიონ ევროდ ”ბარსელონას” საკუთრება გახდა.

საერთო ჯამში ცესკ ფაბრეგასმა 303 შეხვედრა გამართა არსენალის შემადგენლობაში, გაიტანა 57 გოლი და გააკეთა 91 შედეგიანი გადაცემა.
ცესკ ფაბრეგასი, ალბათ, ყოველთვის ემახსოვრება არსენალის გულშემატკივრებს  თავისი გონივრული, შედეგიანი თამაშიდან გამომდინარე და ლონდონურ კლუბში გატარებული საუცხოო წლების გამო.

ცესკის მიერ დატანილი გოლები:

ეს გოლი ცალკე უნდა დაიდოს რასაკვირველია:

5 thoughts on “Cesc Fàbregas

  1. Pingback: ყველა პოსტი « Niksologia

    • კი, მაგრამ უკვე თვითონაც აღარ ქონდა გუნდში დარჩენის სურვილი.
      კატალონიაშია გაზრდილი და საუკეთესო გუნდში თამაშზე უარის თქმა მაშინ როდესაც ამ საუკეთესო გუნდში დაიწყე თამაში არ იქნებოდა გონივრული ნაბიჯი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s