მთავარი » საზოგადოება » შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

კარგად მახსოვს 4-5 წლის წინ, პირველად რობერტ სტურუასგან მოვისმინე ხალხში შიშმა დაისადგურა და მოსახლეობას ეშინია საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაო. იმ დროს კიდეც გამიკვირდა. რა შიშზე ლაპარაკობს თქო გავიფიქრე, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგად ვხვდები თუ რას გულისხმობდა დღევანდელი ხელისუფალისგან აკრძალული და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტ სტურუა.

2012 წლის აპრილის თვეში სამეგრელოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ზუგდიდში რამდენიმე ოჯახს გავესაუბრე ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. ერთ ქალბატონს ვკითხე სამხედროებზე, რომელზეც თავდაპირველად ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება. მეგრულად მიპასუხა. არ მესმის რას მეუბნებით არ ვარ მეგრელი თქო. ”მე რომ მეკითხები თითქოს შენ უკეთ არ იცოდე რაც ზუგდიდში ხდება”-ო მითხრა.  ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით დილაობით იარაღს წმენდდნენ ხოლმე ახალგაზრდებიო. რატომ არიან მეთქი სახლებში რას აკეთებენ? – არ ვიციო, საჭმელ-სასმელი აქვთ და გარეთაც იშიათად თუ ნახავ, ფორმაში ჩაცმულები არ მოძრაობენო. ერთ კაცს ვკითხე კმაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი ცხოვრებით და ხელისუფალით თქო და ღიმილით მიპასუხა რომ საპრეტენზიო არაფერი ქონდა, მერე მანქანა ეზოში შეაყენა, გარეთაც აღარ გამოსულა. მისმა მეზობელმა პედაგოგმა ქალმა მითხრა ტყუილი გითხრა, ეშინია და ღიად ვერაფერი თქვა თავისი მდგომარეობის შესახებ. მაღაზიები აქვს ზუგდიდში და სულ ამ მთავრობის გინებაშია, ძალიან ავიწროებენო.

რამდენიმე დღით შიდა ქართლში ვიყავი და შიში მძვინვარებს ისეთი არ გენახოთ უარესი. გამარჯობაზეც კი ეჭვის თვალით გიყურებენ ლამის. როგორ ხარ ბაბუ, რას იტყვი დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყანაში? – რა გითხრა აბა?! მე მოხუცი ვარ რისი თქმა შემიძლია?! არაფერი ვიცი და მე ვინ რას მეკითხება?!  კმაყოფილი თუ ხარ დღევანდელი ცხოვრებით? – რა გითხრა აბა? პოლიტიკა ჩემი საქმე არაა…. ერთი ქალი ამბობდა რომ ოჯახში 6-ნი არიან, მათ შორის 4 უმუშევარია, ორი კი – ბავშვი. მაგრამ ცხოვრებით მაინც კმაყოფილები არიან. ერთი ქალბატონი ნატრობდა ნეტა პენსიონერის ასაკის მაინც ვიყო რაღაც შემოსავალი ხომ მაინც მექნებოდა ოჯახშიო. თუმცა, ხელისუფლებაზე კრიტიკულს ვერაფერს ამბობდა – შვილი მუშაობს ჩემი და მეშინია სამსახურიდან არ გამოუშვანო. სხვა ქალბატონს პატიმარი შვილი ჰყავდა და ამიტო ფრთხილობდა საუბარში. ქმარს ცოლი უშლიდა მთავრობაზე ხმამაღლა ”ცუდის” თქმას, დედას – შვილი, მოხუცს – მეზობელი და ასე შემდეგ. ეშინიათ პენსიის გაუქმების, ოჯახის წევრის სამსახურიდან გამოშვების, 22 ლარიანი სოციალურად დაუცველის დახმარების მოხსნის, მაღაზიის დახურვის, დაპატიმრების. ერთი პენსიონერი ქალი მეუბნებოდა: რა ვიცი ეხლა მე, რომ შენ ჩამწერი არ გაქვს ჩართული და ჩემ ლაპარაკს არ იწერო? აქ მე მგონი კომენტარი ნაღდად არაა საჭირო!

შიდა ქართლში გულწრფელი რამდენიმე ადამიანი იყო. ფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად აქაც ფსიქიკურად არამდგრადმა ადამიანმა მითხრა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სიმართლე! ის, რომ ძალიან მაგრადაც უჭირდა მას და მის გარშემო მყოფებს, უმუშევრობის და მაღალი გადასახადების გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც არიან ჩავარდნილები და რეალურადაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ისე, ბოლოს ამანაც მითხრა ეს ლაპარაკი ჩვენ შორის დარჩესო.

ამ ყველაფრის მერე კი გამოდიან ხელიფლების წარმომადგენლები და აკეთებენ დემოკრატიის განვითარებაზე განცხადებებს. ქვეყანას დაშინების მეთოდით მართავენ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ეს შიში როცა იქნება  ყელში ამოუვა ხალხს და ერთბაშად იფეთქებს. მე მგონი ეს აფეთქებაც მალე იქნება! სულ მალე!

9 thoughts on “შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

  1. ეგ შიში ისე დასცემს ყველას დამბლას, რომ ყელში არავის ამოუვა. ისევ ის გვჭირდება, რომელსაც არფრად მიაჩნია საკუთარი ხორცი და არცარასოდეს შინებია რამის (თეთრქულაჯიანი რაინდი), თორემ ზოგს შიმშილის ეშინია და ზოგსაც ცემა-ტყეპის — მე შიმშილის უფრო…

  2. სწორედ მაგას ვიძახი ხოლმე და მეწინააღმდეგებიან ჩვენს არაფრის არ გვეშინიაო) ყველას რაღაცის დაკარგვის შიში აქვს, ან ვიღაცის. საშინელი მდგომარეობაა. მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში სადაც იმის შიშით, რომ რამე პრობლემა არ შეგექმნას,რასაც ფიქრობ იმას ვერ იტყვი. ხარ დაძაბული რამე ისეთი არ წამოგცდეს, გყვანან ჩასაფრებულები რომ რამეზე წაგიჭირონ, ჩაშვება, დასმენა. მოკლედ სულ არ მინდა არც მე და არც ჩემმა შვილებმა ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში. მე მინდა რომ ეს შეიცვალოს და იმედი მაქვს რომ ეს შეიცვლება.

  3. ჰოოო! უნდა აირჩიო საკუთარი პიროვნება და მოემზადო კუჭის ამოხმობისთვის….

  4. შიშმა განსაკთრებით ბოლო პერიოდში იმძლავრა და ეს გასაგებიცაა…

  5. teennewson ეს გასაგებია ქართველებისნაირი “სუფრის ლომებისთვის” და ამიტომ ვერ დადგება საქართველო ფეხზე სანამ ხალხი აზრზე არ მოვა.

    “ხავერდოვანი რევოლუცია” კიდევ არ არსებობს. ამ დროს ხდება ერთი ნაგვის მეორე იგივენაირი ან უარესი ნაგვით ჩანაცვლება. რევოლუციას სისხლი სჭირდება, ბევრი სისხლი. ქართველები კიდევ (მასაზე ვწერ და არა ყველაზე) ჩმორი ხალხია, 10 ერთზე არიან მაგრები. და საქართველოში ცხოვრობს მეფულე ხალხი, ანუ ნაცები, ანუ ვინც ამ ფულისთვის სამშობლოსაც გაყიდიან და თავიანთ სხეულსაც და ასეთები სულ ცოტა 30% მანც არის!!! ხოდა საქართველოს დარხეული აქვს.

    თუ რამე გამოსწორდება ეს იქნება ქართველი ემიგრანტების უდიდესი წვლილის ფასად, თერემ საქართველოში ბიზნესსაც ნაცხროვა აკონტროლებს ხოდა ემიგრანტები და ოპოზიციის მასები(ოპო ლიდერებს არ ვენდობი) თუ ერთად არ დავცხობთ ამ მიშკურდღელას და ნაც ხროვას საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონისს(და არა სამხრეთი ოსეთი) გარდა კიდევ სამუდამოდ დაკარგავს ყაზბგში თღუსოს ხეობას რომელიც ოსებზე გაფორმდება, სამცხე-ჯავახეთს სომხები აგვახევენ, აჭარა ან თურქებს ან სომხებს შერჩებათ, მარნეულ-ბოლნისი აზერებს, გარეჯი აზერებს,

    მგონი აღმოსავლეთ კახეთსაც უმიზნებენ აზერები

    აზერებს თურქეთი კრიშავს, სომხებს რუსეთი.

    საქართველო კი არის “პოლიტიკურად უძმაკაცო” ქვეყანა. და გინდ სომხეთი, გინდ აზერეთი, გინდ თურქეთი და გინდ რუსეთი რომ გვეომონ საქართველოს დაერხევა

    და ელოდეთ მერე იმას 080808 ომის მერე რუსეთს რომ ეჭირა აფხაზეთ-ცხინვალი, სამეგრელო და შიდა ქართლი. მერე რომ აღშფოტება გამოთქვეს ჩვენმა ნატოელმა “მეგობრებმა” მაშინ გაიყვანა სამეგრელოდან და შიდა ქართლიდან ჯარი რუსეთმა, მაგრამ ბოლომდე არა. ცხინვალის რეგინს მიამატა 20-ზე მეტი სოფელი(ზუსტად არ მახსოვს რამდენი, მგონი 30-მდე სოფელი) კოდორის ხეობა დაითრია.

    და ბოლოს აფხაზეთი და ცხინვალიც აღიარა

    და ვინმეს თუ გაქვთ იმედი რომ რუსეთი ამ მიწებს ნატოს ძალისხმევის შედეგად დააბრუნებს მწარედ ცდებით. აბა შეხედეთ კორეას. 1953 წლიდან დღემდე გაყოფილია ორ ნაწილად და იმის მერე 2013 წელს ხდება 60 წელი რაც გახლეჩილია კორეა.

    ეს კარგი მაგალითია….

    • სოფლების რაოდენობა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტია გიორგია, სადღაც 144 სოფელზე იყო ლაპარაკი თავის დროზე, საკმაოდ დიდი ციფრია კი.

      რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს: ნატო ვერანაირად ვერ ჩაერევა ამ მიწების დაბრუნებაში, ჩემი აზრით.
      პირველი – ის რომ არ ვართ ნატოს წევრი ქვეყანა და ამიტო ვერ მოახდენს რეაგირებას და უკიდურეს შემთხვევაში სამხედრო ჩარევას.
      და მეორე – გამორიცხულია საქართველო მიიღონ ნატოში ამ ორი ცხელი წერტილით. პატარა საქართველოს გულისთვის რუსეთს არავინ არ შეერკინება. ამის ნაღდად მჯერა მე პირადად და ასეცაა დიდი ალბათობით.

      ორი სიტყვა ”პოლიტიკურად უძმაკაცო” საქართველოზეც:
      ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა, მცირე წონიანია სიტყვის პატრონია, ან საერთოდ თუ აქვს ჩვენი ქვეყნის სიტყვას ფასი ეგეც საკითხავია. ამიტო ასეთ შემთხვევაში მიტმასნების პოლიტიკას ვატრაკებთ, თუმცა ესეც სრულიად უანგაროდ არ ხდება. ამიტო მხოლოდ განათლებული საზოგადოება დაიძვრენს ამ დიდ გაუგებრობაში თავს მოხერხებულად. ვნახოთ რა მოხდება და როგორ წავა ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება.

      გაიხარე, ვრცელი კომენტარისთვის და საინტერესო იქნებოდა მსგავს და არამარტო მსგავს საკითხებზე საუბარი

  6. იმედია მართლაც იქნება ეგ აფეთქება ახლო მომავალში, აუცილებელიცაა უკვე)))) ….რაც ბლოგს შეეხება ძალიან მომეწონა, კარგ თემებზე წერთ! როგორც მეც „ბლოგერი“ წარმატებეს გისურვებთ!

    • დიდი მადლობა “kakhelashvili”…

      აუცილებლად მოხდება ოღონდ იცი როგორ? შენ შენ გარშემო დაიწყე, მე ჩემ საახლობლოში და ყველაფერს უნდა მოედოს ეს აფეთქება. ვგულისხმობ ტვინებს

      • გეთანხმები გარკვეულ წილად, ანუ მე ვფიქრობ, შეძლება მხოლოდ “დაწყება” ვიგულისხმო ის, რომ ჩემს გარშემო მყოფებს დავუფიქსირო ჩემი მოსაზრება და იდეა(ასე სხვამაც), მაგრამ თავს ვერშემაოხვევ. ვფიქრობ თითოეულმა ადამიანმა ეს თავად თუ არ გაიაზრა ისე არაფერი გამოვა! :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s