მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » ხელისუფალის ბინძური თამაშები

ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.

8 thoughts on “ხელისუფალის ბინძური თამაშები

  1. “აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის” — არადა,მე მხოლოდ საუკეთესოს ვიმსახურებ !!!

      • jer 17 wlis var, rom viqnebi srulwlovani mere viqnebi mamacic; jer chemi tavi meve ar mekutvnis — chems ukan chemi mshoblebi arian, ase rom, jer mxoloddamxolod tavisufali azris werilobit gamovlinebas vjerdebi…

      • შენს უკან შენი მშობლები ყოველთვის იქნებიან. მესმის, არ ხარ სრულწლოვანი, მაგრამ ლონდონში, უნივერსიტეტში რომ სწავლის საფასურს რომ უმატებდნენ მაშინ სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს, 15 წლის ბიჭი იყო, რომელიც ამბობდა რომ მეც ხომ უნდა ვისწავლო რამდენიმე წლის შემდეგ უნივერსიტეტში და არ მომწონს საფასურის გაზრდაო, ასე რომ გაატრაკე ბოლომდე და უკვე! ; )

  2. “რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ” — თუ კიდევ შემოგვესევიან ეგ ბინძურები, გეფიცებით ჩემს ქართველურ გენეტიკურ ფესვებს, რომ ვიღაცას ან ვიღაცებს მოვკლავ, თუ ოდნავ მაინც მოეკარებიან ჩემს ოჯახს და მე, ყველაფერს გამოვიყენებ, რაცკი რამ მჭრელი და მტკივნეული მექნება სხეულზე, განსაკუთრებით კბილებდსა და ფრჩხილებს ( ისე, მე ფრჩხილებს ვიკვნეტ, მაგრამ სპეციალურად მაგ შემთხვევისთვის მოვიზრდი !!! )

    • ვაიმე დარინა! :დ ისე დამეთანხმები და ნამდვილად არ იქნება ურიგო უფრო პატარა ასაკიდან თუ დაიწყებენ ასეთ საკითხებზე ფიქრს. დარინა სად არის შენი ოპტიმიზმი, მთავარია მოინდომო და შეძლებ (უი რა ადვილია დაწერა😉 )!

  3. ჰოოოო, წერის დროს ხელი მისრიალებს თვითონ, მაგრამ, აი, ჯარისკაცი რომ მოვა (რუსი სოლდათი — მასიურად ღორები რომ არიან) და ქალებს და პატარა გოგონებსაც გაუპატიურებას დაუწყებს, მერე ვნახავ რანაირი ”ჯიგარი” ვარ სინამდვილეში…

  4. კასტრირება არ ასცდებათ ჩემგან — თან ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე, ბინძური ხელებით — ამას რომ ვწერ გული სიხარულით მევსება ნახევარკაცა რუსი ისედაც არაკაცების წარმოდგენისას…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s