მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კონკურსი თევზაობაში

ათასობით მსურველმა მოიყარა თავი, რათა მონაწილეობა მიიღოს ყინულის თევზჭერის მსოფლიოში ყველაზე დიდ კონკურსში. 1991 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის იანვრის თვეში იმართება აღნიშნული ღონისძიება. მიუხედავად რთული ბუნებრივი პირობებისა (-40 გრადუსი) ქალაქ ბრეინერდში (მინესოტა) 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სათევზაოდ. საპრიზო ფონდია 150 000$. თანხა პირველ ადგილზე გასულ მეთევზეს გადაეცემა. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანია ბიზნესის, მენეჯმენტის, კომუნიკაციების და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

tevzaoba2

 

tevzaoba 4

 

tevzaoba3

 

tevzaoba 5

 

tevzaoba6

სტადიონები ყველაზე სანახაობრივ ადგილებში

მსოფლიოში ძალიან ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოედანია აგებული, სადაც ასევე ცნობილი საფეხბურთო კლუბები თუ ქვეყნების ნაკრებები თამაშობენ. თუმცა, არსებობენ ისეთი სტადიონებიც, რომლებიც მომხიბლავია არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით ან დამსწრეთა რაოდენობით, არამედ – მდებარეობით.

10. Hernando Siles-ის სახელობის სტადიონი. მდებარეობს ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია და იტევს 38 000 ადამიანს. ემსახურება 3 საფეხბურთო გუნდს. ერთ-ერთია იმ სტადიონთა შორის, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს – 3 637 მეტრი.
10

9. Victoria სტადიონი გიბრალტარში. იტევს 5 000 ადამიანს. გიბრალტარის ეროვნული ნაკრები სწორედ ამ მოედანზე ატარებს საშინაო შეხვედრებს. მოედნის თავზე დიდი კლდეა აღმართული, რაც მოედნის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
9

8. Hasteinsvollur – მოედანი ისლანდიაში. იტევს 2 834 ადამიანს. ქვეყნის ეროვნული ნაკრები და უმაღლესი დივიზიონის კლუბი IVB სწორედ ამ ადგილზე თამაშობენ. მოედნის გვერდით დიდი ვულკანია. სტადიონიდან არნახული ხედი იშლება.
8

7. Kantrida Stadium – ხორვატია. მოედნის ტევადობა 12 000 ადამიანია. ვარჯიშობს ადგილობრივი კლუბი HNK Rijeka. სტადიონი ადრიატიკის ზღვასა და კლდეს შორის მდებარეობს, რაც უსვამს კიდეც ხაზს მის უნიკალურობას.
7

6.  Estadi Comunal d’Andorra la Vella – ანდორა. მდებარეობს დედაქალაქ ანდორაში. საშინაო არენაა ეროვნული ნაკრების და იტევს დაახლოებით 1 000 ადამიანს. მოედანი პირენეის მთებითაა გარშემორტყმული.
6

5. Stadion Gospin Dolac – სტადიონი ხორვატიაში. 1989 წელს აიგო და მესამე დივიზიონის კლუბის NK Imotski საშინაო არენაა. მაქსიმუმ 4 000 ადამიანს იტევს
5

4. Rheinpark Stadion – ლიხტენშტეინი. სტადიონი დედაქალაქ ვადუცში მდებარეობს. ტევადობა – 6 000 ადამიანი. ვარჯიშობს ადგილობრივი გუნდი FC Vaduz. სტადიონიდან რამდენიმე მეტრში შვეიცარიის საზღვარია და კარგად ჩანს შვეიცარული ალპებიც.
4

3. Marina Bay (The Float Stadium) – სინგაპური. სტადიონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტივტივებს წყალზე! დაახლოებით 9 000 ადამიანს იტევს. იმართება არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩები, არამედ სხვადასხვა სპორტული და არასპორტული ღონისძიებები.
1

2. Eidi Stadium – ფარერები. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ კი ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სტადიონია მსოფლიოში, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ნაპირზე მდებარეობს. პროფესიონალური დონის დაპირისპირებები პრაქტიკულად არ იმართება, ვინაიდან გულშემატკივრების დასწრება შეუძლებელია ტრიბუნების არარსებობის გამო.
2

1. Ottmar Hitzfeld Stadium – შვეიცარია. სტადიონი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა მდებარეობს – ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოედანი მთებშია ჩასმული, ადგილამდე მისასვლელი ერთად-ერთი საშუალებაა საბაგირო.
3