წამება მეცნიერების სახელით!

კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში – ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტულად:Cannulation Procedure on a Cow

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაურ ცხოველთა კვების დეპარტამენტი ატარებს ექსპერიმენტს ძროხებზე. პირუტყვები არაფრით განსხვავებულები არ არიან სხვა თავისნაირებისაგან, გარდა ერთისა: ყველა მათგანს ფერდში ჩადგმული აქვს კათეტერი. ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარების კვლევის საგანს წარმოადგენს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს კუჭში; რა ცვლილებას განიცდის საკვები; როგორ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა…

2-3 წლის საქონელს უკეთებენ ანეზთეზიას და ამის შემდეგ სხეულში უთავსებენ კათეტერს. პროცესი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. კათეტერს გააჩნია თავისი ხუფიც. რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ბაქტერიები და მავნე ნივთიერებები გარედან პირდაპირი გზით არ მოხვდეს კუჭში. მართალია, ანეზთეზირებული ცხოველები ოპერაციის დროს ტკივილს არ განიცდიან, თუმცა თავისი არსით ქმედება, ჩემთვის, წამებაა და მეტი არაფერი!

როგორც თვითონ მკვლევარები აცხადებენ, ასეთი ძროხების ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად სტაბილურდება და მათ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი აწუხებთ. ორგანიზმში ჩვეულებრივად მიმდინარეობს ქიმიური პროცესები.

ერთია რასაც მკვლევარები ამტკიცებენ, მეორე – ის, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტები, ჩემთვის, ცალსახად მიუღებელია! თავად განსაჯეთ.

სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს ვურჩევ ვიდეო არ ნახონ.

ვიდეო N2
ვიდეოN3
ვიდეოN4

სოციალური ქსელებით გავრცელებულია პეტიცია, სადაც ყველა ის ადამიანი აწერს ხელს, ვინც მსგავსი აქტების წინაღმდეგია და მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ცხოველებზე ამგვარი ექსპერიმენტების ტარება. იხ. პეტიცია 

პ.ს. ოჰაიოს გარდა მსგავსი ექსპერიმენტები უკვე მიმდინარეობს აშშ-ს სხვადასხვა შტატის კოლეჯებისა თუ უნივერსიტეტების აგრონომიული ფაკულტეტებზე.