მთავარი » შემეცნებით-გასართობი » ეს საინტერესოა …

ეს საინტერესოა …

ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით რომ ეს გახლავთ შემეცნებით-გასართობი პოსტი სადაც თქვენთვის საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ამოიკითხავთ.

1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.

 4. ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი  სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.

5. ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ (ესეც საშუალოდ რასაკვირველია).

6. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.

7. ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.

8.  მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.

9. ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს

10. ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.

11. მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.

12. პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი.  ვრიგლი დაბელმენტ ჯუსი ფრუთი – ხომ გახსოვთ?!

13. 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება.

14. ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს.  კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში.

15. მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია.

16. წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით  შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება?

17. ერთ ღამეში თხუნელას შეუძლია 300 ფუტის სიგრძის გვირაბი გათხაროს                 (1 ფუტი=30.5 სანტიმეტრს).

18. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა შტატი ფრანკლინი. დღესდღეობით ამ შტატის სახელწოდებაა ტენესი.

19. საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს.

20. თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია  13092.

21. სპილო ერთ-ერთი იმ ძუძუმწოვართაგანია, რომელსაც არ შეუძლია ხტომა.

22. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გამოიყენება 85 მილიონი ტონა ქაღალდი და იგზავნება 166 ტრილიონ 875 მილიონი E-mail.

23.  ბუ – ფრინველთა შორის ერთად ერთია, რომელსაც შეუძლია ლურჯი ფერის გარჩევა. 

12 thoughts on “ეს საინტერესოა …

  1. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი. < ამან გამაოცა ძალიან🙂 საინტერესო პოსტია უდავოდ🙂

  2. ჰმმ, რა საინტერესო ფაქტებია :დ მაგრამ, საწოლის შიშზე ძალიან გავოცდი ო.ო ნამდვილად არ მინდა ვინმე ეგეთის ადგილზე ყოფნა :დ

  3. ხო ძალზე უცნაურია უსაწოლოდ სძინავთ ალბათ :დ

  4. მე–4 –ეს გაგრძელება – რამოდენიმე თვის წინ დააკავეს ლას–ვეგასის საავადმყოფოს ექთანი, არა იმიტომ, რომ ფსონებს იღებდა მძიმე ავამდყოფთა გარდაცვალების ვადებზე, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ „ეხმარებოდა“ კიდეც „მოთამაშეებს“ მოგებაში.🙂

  5. ზოგი ვიცოდი, ზოგი არა! საინტერესოა🙂 “პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!”–საშინელებაა…ამაზე როგორ უნდა იფიქრო? ალბათ იმდენი ფული აქვთ აღარ იციან რა მოიფიქრონ🙂

    • არა, Natsy, აქ სიკვდილის და სიმდიდრის უნებლიედ დაკარგვის შიში კი არაა? ერთ-ერთი პრინცი მაინც უნდა გადარჩეს ცოცხალი. სამეფო იერარქია და ტრადიციები რომ გაგრძელდეს ამიტო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s