მთავარი » შემეცნებით-გასართობი » უჩვეულო სასტუმროები

უჩვეულო სასტუმროები

თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის სასტუმროა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ინტერნეტ საიტმა http://www.cnngo.com/ გამოაქვეყნა ღამის გასათევი არატიპური, ორიგინალური ადგილები, რომელთაგანაც თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.

1. Jules’ Undersea Lodge.
ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.  სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს და აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით – მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით. სასტუმროს აქვს საშხაპეები. მომსახურებაში შედის წყალქვეშა დაივინგი. არ მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კიდეც დაივინგს. ერთი ღამის გატარება ჟულის წყალქვეშა სასტუმროში 400 $ ღირს.

2. სასტუმრო Kakslauttanen მდებარეობს ფინეთში კეკონენის ეროვნული პარკის სიახლოვეს,  აივალოს აეროპორტიდან 35 წუთის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს მინის კაბინებს. კაბინები გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები და თითოეულს საკუთარი კერძო ბაღი გააჩნია. ზამთარში სასტუმროს მოსახურებაში შედის თევზსაჭერი ვიზიტები, თხილამურებით სრიალი. სათხილამურო ბილიკი 10 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა, სასტუმროს საკუთარი ავტობუსი ემსახურება. დამსვენებლის სამოქმედო არეალი 180 კვ. კილომეტრს ითვლის. ზაფხულში შესაძლებელია ნავით სეირნობა, ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს 2 ეგზოტიკური კერძების რესტორანი, საუნა და ტრადიციული ფინური რესტორანი. ერთი დღის საფასური აღნიშნულ მინის კაბინებში 300 ევრო.

 3. არც ლუქსი, არც ჯაკუზი, არც ვარსკვლავებიანი სასტუმროები, ეს გახლავთ მომთაბარე დასვენება იორდანიაში ბედუინების ბანაკში. საღამოობით, ცეცხლის გარშემო, ცოცხალი მუსიკით, პროზით და რა თქმა უნდა ძლიერი არაბული ყავით. ღამით კარავში მოსვენება მარგალიტებივით მოკაშკაშე უზარმაზარი ვარსკვლავების ქვეშ უდაბნოში გამეფებული დუმილის ფონზე. ერთი დღის გატარება მსგავს გარემოში 80 $ დაგიჯდებათ.

4.  ეს სასტუმრო – La Balade Des Gnomes, Belgium – ქმნის შთაბეჭდილებას რომ თქვენ ხართ მთვარეზე. ცხენის ფორმის შენობაში განთავსებულია ერთ და ორ ადგილიანი ნომრები, რომელთა კედლები და ჭერი მოციმციმე ვარსკვლავებითა და პლანეტებითაა დაფარული. ოთახები სხვადასხვა თემატიკისაა: ღვინის ოთახი, წყალქვეშა გემი, ტროას ცხენი… ერთი ნომრის საფასური 115 ევროდან იწყება.

 5. წყალქვეშა სასტუმრო Utter Inn შექმნილია შვედი მხატვრის მიკაელ გემბერგის მიერ.  2000 წლის ზაფხულის ყველაზე წვიმიან დღეს გაიხსნა და მალევე უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.  სასტუმრო ყველანაირ რომანტიკულ წინაპირობას აკმაყოფილებს. წყლის ზედაპირზე  პატარა წითელი შენობას აქვს აბაზანა, ხოლო საძინებელი წყალქვეშ, სადაც ლუქის მეშვეობით ჩადიხართ. წყალქვეშა ოთახი გარკვეულწილად ქმნის აკვარიუმის ეფექტს, ოთხივე კედელი მინისაა. ერთი ღამით ეს წყალქვეშა სასტუმრო 333 $ ღირს.

17 thoughts on “უჩვეულო სასტუმროები

  1. პირველი ორი ჩემთვის ბედნიერების საწინდარია.
    მანდ გატარებული ერთი დღე აქ გატარებულ 10 დღეს მირჩევნია

      • აუ ესე კონკრეტულად არ ვიცი :უსერ: მაგრამ ბევრ რამეს ზუსტად ვიცი :დ
        სულ რომ მარტო ვიყო მაინც მინდა :შ მაგრამ ვინმესთან ერტად იასნად გაასწორებდა ^^

  2. პირველში და მეხუთეში ვერ გავჩერდებოდი, ვერ დავიძინებდი იმის შიშით რო კედლები ვერ გაუძლებდა და წყალი თავის ზვიგენებიანად თავზე ჩამომექცეოდა😀

    • ვახ! ქრისტი :*
      დალევდი სანამ დაიძინებდი 2 კოქტეილს და ეგ იქნებოდა😉

  3. პირველმა სასტუმრომ მომხიბლა, ჩემი ოცნება გახდა! რა მაგარია,აკვარიუმები და წყალქვესა სამყაროს ფანი ვარ, დაივინგი ძალიან სასიამოვნო გატაცბად მიმაჩნია, მოკლედ უკვე ვიცი სად წავიდე როცა გავმდიდრდები🙂
    შესანიშნავი და პოზიტივის შემომტანი პოსტია❤

  4. მართლა უჩვეულოა ყველა.საინტერესოა კლიენტები თუ ყავს მესამე სასტუმროს) რას არ მოიფიქრებს ადამიანი რა

    • ეყოლება ლიზი. მეც სიამოვნებით გავატარებდი რამდენიმე დღეს უდაბნოში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s