მთავარი » შემეცნებით-გასართობი » უცნაური კანონები

უცნაური კანონები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა უცნაური კანონი მოქმედებს. ზოგი მათგანის შექმნა კონკრეტულმა ფაქტმა, მოვლენამ თუ შემთხვევამ განაპირობა. არ გავაგრძელებ ბევრ საუბარს და გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. ილინოისის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ავტომობილს, რომელსაც ადამიანი მართავს აუცილებლად უნდა  ქონდეს საჭე.

2.  მაიამიში იკრძალება ცხოველის იმიტაცია.

3. ალასკის კანონის თანახმად,  თვითმფრინავიდან  ამერიკული ცხენ-ირენის ყურება  იკრძალება.

4. ტექსასის (გნებავთ ტეხასის -Texas) შტატში არალეგალურია სახლში ალიგატორის გაზრდა.

5. კალიფორნიის კანონი ქალს უკრძალავს საშინაო სამოსით ავტომობილის მართვას.

6. ძალიან მაგარი: არკანზასის შტატის კანონმდებლობიბით დასჯადია ამ შტატის სახელწოდების არასწორად გამოთქმა არკანზასის ტერიტორიაზე.

7. დასავლეთ ვირჟინიაში მხოლოდ ბავშვებს აქვთ  უფლება ატარონ საბავშვო ეტლი. (ჩვენ რომ ჭოჭინას ვუწოდებთ)

8. ოკლაჰომას შტატში ბეიზბოლის არც ერთ გუნდს აქვს უფლება ბურთი  გადააგდონ (გადააცილონ ) ბეიზბოლის მოედანს იქით.

9. ჯორჯიის შტატში დალაქს ფასების რეკლამირების უფლება არ აქვს. მაგალითად: ვერ გაუწევს პროპაგანდას რომ მასთან თმის შეჭრა ღირს 10 $.

10. კენტუკის შტატში მოქმედი კანონის თანახმად ადამიანი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც მიიღოს შხაპი. საინტერესოა როგორ ადგენენ ბოლოს როდის იყო ადამიანი აბაზანაში.

11. როდ აილენდში აკრძალულია ხიდიდან გადახტომა.

12. ძალიან მნიშვნელოვანი: ნიუ ჯერსიში კანონით ისჯება კვირას კომბოსტოს გაყიდვა.

13. ჩრდილოეთ კაროლინაში არალეგალურია კატებისა და ძაღლების ჩხუბი. ჩხუბის შემთხვევაში ალბათ ორივე გამტყუნდება. აქ არ ჭრის არგუმენტი – იმან დაიწყო🙂

14. სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის ღეჭვა.

15. მასაჩუსეტში კანონსაწინააღმდეგოა პომიდვრის მოთავსება მოლუსკებთან ერთად.

16. ძალიან უცნაური: კალიფორმიაში  1925 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ცეკვის დროს რწევა დანაშაულია.

17. მისურის შტატში მამაკაცს აუცილებლად უნდა ქონდეს წვერის გაპარსვის ნებართვა.

18. ჯორჯიაში კანონით ისჯება ცრუ ჭორების გავრცელება.

19. ამერიკის შეერთებული შტატების კანონი კრძალავს ერთდროულად 3000-ზე მეტი ცხვრის გავლას ჰოლივუდის ბულვარში.

20. მიჩიგანში, დაქორწინებულ წყვილს კანონი ავალდებულებს ერთად ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებენ ორივეს.

 

9 thoughts on “უცნაური კანონები

  1. ლოოოლ :დდდ
    ძააან საკაიფო რაღაცები აქვთ ხოლმე :>
    კი კარგია რომ კანონებს ასე ხშირად არ ცვლიან და რაღაც მაგრამ, ზოგ შემთხვევაში სასურველია კანონების გადახედვა❤

  2. რა საინტერესოა . განსაკუთრებით მე-16-ე კანონი. წარმომიდგენია მათი ცეკვა ვინც ამ კანონს იცავს))))

  3. 6. დასჯადია თუ არა არ უთქვამთ, მაგრამ არკანზასს რომ ვამბობდი თავიდან ისეთი შეშფოთებული სახით მისწორებდნენ იქ ))))

  4. და 21-ე: საქართველოში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s