მთავარი » ფეხბურთი » ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას. 2012 წლის 8 ივნისს უეფას რიგით მე-14 ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირი 1960 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.  საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის მხოლოდ 16 საუკეთესო ახერხებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გერმანია გახლავთ. მან სხვადასხვა დროს სამჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული (1972, 1980, 1996). ამავე დროს, გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთად ერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე მიღებული – 1972 წელს ოქროს, 1976 წელს ვერცხლის, 1980 წელს კი ისევ ოქროს მედალი.

ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად მიშელ პლატინი ითვლება. მან 1984 წელს 9 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის 2 ჰეთთიკი შეასრულა (სამი გოლი ერთ შეხვედრაში).

ყველაზე მეტი 16-16 მატჩი, 4-4 ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ ედვინ ვან დერ სარსა (ჰოლანდია) და ლილიან ტურამს (საფრანგეთი).

ევრო 2012-ს პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობენ.

მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად უკვე დიდი ხანია განთავსდნენ 4 ქვეჯგუფში.
A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი.
B ჯგუფი: ჰოლანდია, დანია, გერმანია, პორტუგალია (ე.წ. სიკვდილის ჯგუფი).
C ჯგუფი:
ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ხორვატია.
D ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ინგლისი, უკრაინა.

მე

მე

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პოტენციალსა და შესაძლებლობაზე საუბარი არც ისე ადვილია. მოულოდნელი შედეგები მეტ-ნაკლებად ყველა ჩემპიონატზე ფიქსირდება. თუმცა, გამოკვეთილი ლიდერები ამ ჩემპიონატსაც ყავს. ესპანეთის ნაკრები – ბრმა უნდა იყო ბოლო წლებში ესპანური ფეხბურთის აღმასვლა რომ შეუმჩნეველი დაგრჩეს, გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე. სწორედ ესპანელებმა მოიგეს ბოლო მსოფლიოს (2010 წ. სამხრეთ აფრიკა) და ევროპის (2008 წ. ავსტრია-შვეიცარია) ჩემპიონატები. მე მგონი მხოლოდ ეს ორი ფაქტი ბევრს ამბობს მათ შესაძლებლობებზე. პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ. იგივე თავდასხმის ხაზში – დევიდ ვილა (ბოლო ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი, ოქროს ბუცის მფლობელი) ტრავმირებულია. ტორესი რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს არც ესაა შეუმჩნეველი. სოლდადო? ხუან მატა? ლორენტე? გუიზა? არ ვიცი, ვერ ერთ მათგანზე ვიტყვი რომ ევროპისთვის მზად არიან. მაგრამ ვნახოთ რომელს მიეცემა შანსი და რას ითამაშებს.  ჰოლანდიის ნაკრები – საკმაოდ მობილური და დაბალანსებული შემადგენლობით. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დასანანი (ჩემთვის) მარცხი ესპანელებთან. ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნებიან წლევანდელ ევროპაზე წარდგენილები. კარგ ფორმაშია რობინ ვან პერსი რომელიც ინგლისის ჩემპიონატს ბომბარდირობს 28 გატანილი გოლით.  კლას იან ჰუნტელაარი – შალკეს ფორვარდიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ისიც საუკეთესოა გატანილი გოლების რაოდენობით და ბუნდესლიგის ბომბარდირების სათავეშია 27 გატანილი გოლით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სნეიდერი, აფელაი. სუსტ წერტილად შესაძლოა დაცვის ზონა ჩაითვალოს, მაგრამ იმედია აქაც საგანგაშოდ არ იქნება საქმე. გერმანიის ნაკრები – როგორც უკვე ვახსენე, გერმანელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ ევროპის ჩემპიონატი მოგებული. სანაკრებო დონეზე, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ მათ. შემადგენლობას არც ამ ჩემპიონატზე უჩივიან – მარიო გომესი, ფილიპ ლამი, შვაინშტაიგერი, ნოიერის მადრიდის რეალთან მოგერიებული პენლები ერთ რამედ ღირს. საფრანგეთის ნაკრები – ერთი შეხედვით საკმაოდ ძლიერი ინდივიდუალური შემსრულებლებითაა გუნდი დაკომპლექტებული, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია მათ თამაშებს. რაც არ უნდა იყოს მაინც ფავორიტებად ითვლებიან. გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა: ბენზემა, რიბერი, მალუდა, ნასრი, ევრა, კლიში – ძნელია ჩამოწერო. ინგლისის ნაკრები – არ ვიცი ამ გუნდზე რა ვთქვა?! ყოველთვის საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ყავთ, ინდივიდუალურად ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ სანაკრებო დონეზე მიღწევების კი რა მოგახსენოთ?! ერთად ერთხელ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ისიც ინგლისში (1966წ.), არც ერთხელ ევროპის ჩემპიონატი. უფრო მეტიც – 1966 წლის შემდეგ არც ერთხელ მსოფლიოს ფინალში არ უთამაშიათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც არ გასულან არასოდეს. მიზეზებზე რთულია საუბარი. პორტუგალიის ნაკრები – ვერ ვიტყვი იმ კალიბრის გუნდია გვერდით დაუდგება გერმანიას, ჰოლანდიას და ესპანეთს თქო, მაგრამ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ გუნდს ყავს კრიშტიანუ რონალდუ. არ ვიცი როგორ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე გნებავთ თვითონ, გნებავთ მთლიანად ნაკრები, მაგრამ აუდსაიდერებში ნამდვილად ვერ ჩავწერ. იტალიის ნაკრები – ერთ-ერთი ლიდერი გუნდი მსოფლიო და ევროპის  საფეხბურთო ისტორიაში. ბოლოს 2006 წელს გერმანიაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, 2000 წელს კი საფრანგეთთან დრამატულად წააგეს ევროპის ჩემპიონატის ფინალი. 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი. 3  შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულეს, ერთი კი დათმეს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 3-2. სხვათაშორის, იტალიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაზე ხშირად ექმნება პრობლემა. მაგრამ თუ კი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, შემდეგ ფინალამდეც კი მიდის. ასე რომ ჯგუფური ეტაპია მათთვის მთავარი ბარიერი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი იტალია ყველასათვის არასასურველ მეტოქეა.

დანარჩენების გულშემატკივრებმა მომიტევონ. ნამდვილად არ ჩამომიწერია არც ერთი მადგანი და არც მათ შესაძლებლობებს ვაკნინებ. პირიქით, ველოდები სასიამოვნო (ვისთვის როგორ) მოულოდნელობებს. სხვათაშორის, გამორჩეულად მაინც შვედეთის გუნდი მესიმპატიურებოდა ყოველთვის, ალბათ, ჰენრიკ ლარსონის დამსახურებაა.

კიევის ოლიმპიური სტადიონი

კიევის ოლიმპიური სტადიონი

პოლონეთის და უკრაინის საფეხბურთო მოედნები სრულ მზადყოფნაშია. 31 შეხვედრა 8 საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. პირველ შეხვედრას ვარშავის ნაციონალურ სტადიონი უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადინზე გაიმართება.

p.s. დაწერეთ ვინ რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ.

15 thoughts on “ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

  1. ისეთი საინტერესო მიმოხილვა იყო, თავი უკვე ჩემპიონატზე წარმოვიდგინე :))

    მშობლიური ნაკრების არ იყოს, გამაჭაღარავა ინგლისმა…❤ თან ახლა კიდე ეს ახალი მწვრთნელი და როდის შეეგუებიან და აეწყობიან… მაგრამ მაინც დარწმუნებულად იმედიანი თვალით ვუყურებ😛
    ისე ინგლისის მერე შენი ჰოლანდიის ნაკრები (ესპანეთთან ერთად) მესიმპატიურება და ვფიქრობ ისევე დადგა მაგათი წარმატების დრო, როგორც ესპანეთის 4 და 2 წლის წინ. რაღაც მომწიფებულები და ღირსები არიან😉
    მაგრამ მაინც ჩემი ინგლისი გახდება ჩემპიონი❤ : )))))
    :იმედი რო არასოდეს კვდება ის სმაილიკი

    • :იმედი რო არასოდეს კვდება ის სმაილიკი:
      – ვნახოთ რა იქნება.
      ძალიან მინდა ამ ფორმაციის ჰოლანდიამ ქნას რამე. წინა თაობაზე გული დამწყდა: დენის ბერგკამპი, კლიუვერტი, ძმები დებურები, ფილიპ კოკუ, მარკ ოვერმარსი, ედვინ ვან დერ სარი, ედგარ დავიდსი, სეედორფი – ესენი ღირსები იყვნენ თასის. იტალიასთან ევრო 2000-ის ნახევარფინალში პენლებში წაგებულმა თამაშმა მაგრად დამწყვიტა გული. ბოლო მსოფლიოს წაგებული ფინალი ესპანეთთან.
      იმედია ეხლა მიაღწევენ საწადელს🙂

      • აუუ, იტალიასთან თამაში რა საოცრება იყო მახსოვსსს…
        მეც იმ ფორმაციის ნაკრების ხათრით გადმომყვა პატივისცემა ახლანდელ ჰოლანდიაზე
        ხოდა ჩემს მერე შენ გისურვებ წარმატებას😉
        :მეგობრისთვის რო არაფერი ენანება ის სმაილიკი
        : ))))) :**

  2. აუუ ინგლისი რააა ინგლისიიი ^.^ სულმოუთქმელად ველოდები🙂

    • ხოდა ვნახოთ თამთა🙂

      ფინალში წააგეთ თუ გინდა ჰოლანდიასთან არ მენანება ეგ😛

      • დაველოდოთ მაშინ ცხელ და ხმაურიან ზაფხულს და ერთად შევხედავთ ორივეს🙂

  3. მე მსგავსი თამაშების მხოლოდ ფინალი მიყვარს :დ
    მაშინ ვწყვეტ ვის ვგულშემატკივრობ :დ

    • მონაკო – პორტუ იყო ერთი ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე და პორტუმ მოიგო😀

      სულ გამარჯვებულის მხარეს ხარ ხოლმე?

      • უიმე :დ ეგეთ უცნაურებს არ ვუყურებ და არც ვბალეშიკობ :დ
        საერთოდაც, პროსტა ყურების მომენტი ასწორებს რა, დაძაბული რომ ხარ, ლუდით რომ ცდილობ გაანეიტრალო დაძაბულობა და აშ :დ
        მე არ ვარ დიდი გულსემატკივარ, დიდი კი არა, საერთოდ არ ვარ გუშემატკივარი ფეხბურთის :დ

    • დაცვმის ხაზმა თუ ჯიგრულად ითამაშა, ნაღდად დიდია შანსი რო შედეგიანი გამოდგეს ეს ევროპა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s