მთავარი » ფეხბურთი » ლონდონის არსენალი – მე

ლონდონის არსენალი – მე

ჩრდილოეთ ლონდონის მეფე; ესთეტიური ფეხბურთის დესპანი; მსოფლიო დონის საფეხბურთო ვარსკვლავების ინკუბატორი;support-arsenal ლამაზი, სხარტი, კომბინაციური შეტევის ერთგული;  უდავოდ დიდი და წარმატებული ისტორიის მქონე გუნდი – ლონდონის არსენალი 1886 წელს დაფუძნდა.

ზემოაღნიშნული, ღრმად საპატივცემული ჩემი ფავორიტი გუნდი 2012 წელს მსოფლიოში მე-4 ადგილზე იმყოფებოდა ფინანსური შესაძლებლობის მხიედვით – შეფასდა რა მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად.

რატომ გავუსვი ფინანსურ შესაძლებლობებს ხაზი?
ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ შემდეგი: ძალიან იშვიათად, რომ ლონდონის არსენალმა 30-35 მილიონი გადაიხადოს ფეხბურთელში. პრაქტიკულად გამორიცხულია მსგავსი თამასააწეული, ხმაურიანი ტრანსფერი არსენალში გადმომსვლელ ფეხბურთელს შეეხებოდეს. “ჩვენ არ ვყიდულობთ ვარსკვლავებს, ჩვენ ვქმნით მათ” – კლუბის თავკაცის, მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის სიტყვებია. ერთ წინადადებაში ჩატეული საფეხბურთო კლუბის მთლიანი პოლიტიკა. მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბების შემდეგ გაყიდული მოთამაშეების გვარები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება: ცესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ეშლი კოული (ჩელსი), სამირ ნასრი, გაელ კლიში და კოლო ტურე (მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), პატრიკ ვიეირა (არსენალიდან იუვენტუსში გაიყიდა თავის დროზე) ემანუელ ადებაიორი (გაიყიდა სიტიში, თუმცა, ტოტენჰემის ღირსებას იცავს დღესდღეობით)…

ლონდონის არსენალმა ბოლო წარმატებას 2005 წელს მიაღწია – მოიგო რა FA Cup (The Football Association Challenge Cup). ცნობისთვის, აღნიშნული გათამაშება უძველესია მსოფლიოში. მანამდე იყო დაუვიწყარი 2003/04 წლების სეზონში დაუმარცხებლად მოგებული პრემიერ ლიგის ჩემპიონატი. სხვათაშორის ლონდონის არსენალს ეკუთვნის პრემიერ ლიგაში დამყარებული რეკორდი – 49 მატჩიანი წაუგებელი სერია.

2005 წლის შემდეგ მერვე წელია გუნდს თასი არ მოუპოვებია. არადა ამ რვა წლის განმავლობაში:

1. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყანას პირველად სათავეში ჩაუდგა აფრო ამერიკელი;

2. ავღანეთში პირველად გაიმართა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი (2012 წელი),

3. ლონდონის ჩელსიმ პირველად მოიპოვა ევროპაში უძლიერესი გუნდის ტიტული – დაამარცხა რა ფინალში მიუნხენის ბაიერნი 1-1 (პენ.4-3) გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;

4. მოკლეს მსოფლიოში №1 ტერორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი (2011 წლის 2 მაისი)

5. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება ფეხბურთში – დაამარცხა რა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2010 წელს, ანგარიშით 1-0.

6. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე წააგო სამივე შეხვედრა:
ჰოლანდია 0-1 დანია;
ჰოლანდია 1-2 გერმანია;
პორტუგალია 2-1 ჰოლანდია.

7. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მთავრობა/ხელისუფალი შეიცვალა არჩევნების გზით.

8. საფრანგეთში 329 ხმით 229-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონი ჰომოსექსუალთათვის ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლების შესახებ (2013 წელი);

9. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 7 მილიარდს;

10. დაიღუპნენ: კურტ ვონეგუტი (2007 წელი); მაიკლ ჯექსონი(2009); ბენაზირ ბჰუტო(2007); დენის ჰუპერი(2010); მარსელ მარსო(2007); ლუჩიანო პავაროტი(2007); ელიზაბეთ ტეილორი(2011); კარლო პონტი(2007); სტივ ჯობსი (2011); ბორის ელცინი(2007); ლესლი ნილსენი(2010); ემი ვაინჰაუსი (2011); გარი სპიდი (2011); ვაცლავ ჰაველი (2011)…

11. 2005 წლის მერე, ლონდონის არსენალმა წააგო 4 ფინალი.
ა) ბარსელონა 2-1 არსენალი (ჩემპიონთა ლიგა 2005-06)
ბ) ჩელსი 2-1 არსენალი (English Community Shield 2005-06)
გ) ჩელსი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2006-07)
დ) ბირმინგემი 2-1 არსენალი (ინგლისის ლიგის თასი 2010-11)

დრო გადის…
სამყაროში რაღაცები იცვლება…
არსენალის მონაგარს კი ბოლო 8 წელიწადია არაფერი შემატებია… Arsenal-Arsene+Wenger+cropped
წელს სავარაუდოდ ტოპ ოთხეულში კვლავ იქნებიან მეთობეები. პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე ფიქრი არარეალურია, ზემოაღნიშნული FA Cup-ის წლევანდელი გათამაშებაც, სამწუხაროდ, უკვე დასრულდა არსენალისთვის. დარჩენილია “ჩემიონთა ლიგა”-ის საკმაოდ რთული და საინტერესო ეტაპები…

ფეხბურთის მოყვარულები ერთად ვიხილავთ შედეგებს. რასაკვირველია “Gunners” ვუსურვებ წარმატებას. მომავალი სეზონიდან კი გაძლიერებული არსენალის მოგებულ ტიტულებზე არ ვიტყოდი უარს.

9 thoughts on “ლონდონის არსენალი – მე

  1. კაი იყო – როგორც ბლოგერი და როგორც არსენალის ფანი გეუბნები😀

      • მეე ლექსო მქვია.. აი 2003 წლიდან მფრინავ არსენალს ვვგულშემატკივრობდი, ახლა ფრთამოტეხილი მეთოფეების ფანი ვარ😀

      • კეთილი იყოს ჩმო ლექსო.
        შარშანდელი სეზონიც გაიხსენე, პირველი 10 ტურის მერე ოთხეულში მოხვედრაც კი საოცნებო მეგონა…
        მერე ზედიზედ მოგებული 10 შეხვედრა 11-დან და ვან პერსის რეკორდი გასვლით სეხვედრებში მიყოლებით გატანილი გოლებით.

  2. ჰაჰაჰააააააააააა :))))
    რა საყვარელი ხარ და რა მაგარი იყოოოო ;)) :**
    წარმატებებს გისურვებ გულწრფელად!!! :* მინდა მწარედ გახარებული იყოოო!!! ,3

    • ჯიგარსონ!
      ვნახოთ რა იქნება მაკო :***
      ჩვენ შეიარაღებულები ვართ და თუ გვაჯობებენ ჯანდაბას : ))

  3. “არსენალს” პატივს ვცემ.
    უბრალოდ სატრანსფერო პოლიტიკა მაკვირვებს და არ მომწონს.
    თუნდაც პერსის გაყიდვა ისეთ კლუბში,როგორიც “იუნაიტედია”.
    მარა არც “ჩემი” “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკა მომწონს – ყველას ყიდვა ნებისმიერ ფასად.
    მაგრამ ვენგერი ძალიან ჭკვიანია და მაინც მაქსიმუმს აკეთებს ალბათ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

    წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე,მინდა გერმანელებს აქეთ მიართვათ თავიანთივე სარდელი🙂

    • ძალიან რთული იქნება დღევანდელ ბაიერნთან მოგება, ძალიან, მაგრამ არა შეუძლებელი.
      ხოდა ვინც უკეთესად დაალაგებს თამაშს, ვისაც ნერვები გაუძლებს და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ის გაიმარჯვებს საბოლოო ჯამშიც.

      ისე რეალი 60 მილიონს ამზადებს გარეტ ბეილის შესაძენადო და ვნახოთ აბა რა იქნება : ))

  4. ძალიან კარგი პოსტია- როგორც ბლოგერი
    ჰმ – როგორც მანიუს ფანი :დდდ დავესესხე ლექსოს კომენტარის ტიპი :დდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s