მთავარი » ირონია » ”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

ყურადღება! ყურადღება!

მეგობრებო!  აი, დადგა ის ნანატრი პერიოდი, როდესაც ყველას ლაღად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევდექით როგორც ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, განვითარებული და მზარდად წინ მსვლელი სახელმწიფო. ჩვენი საზოგადება უკვე განვითარების პიკს აღწევს და ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოგვარებული გვაქვს. ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ვართ დამთმობები და თანამგრძნობნი ერთმანეთის მიმართ, თითოეულს სრულად გვაქვს გააზრებული  საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. აბა როგორ?! ჩვენ წლების მანძილზე სმა-ჭამა-ძილის მოყვარული, ემოციურობით გამორჩეული ხალხი ჩამოვყალიბდით შრომისმოყვარე, რაციონალურად მოაზროვე, გენიალურ ერად. ჩვენ შევდექით პლურალიზმის მაღალი ხარისხის მქონე სამოქალაქო საზოგადოებად. სწორედ ისეთად როგორსაც ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო იმსახურებს. ჩვენ უკვე არა მარტო ”დემოკრატიის შუქურად” წოდებული სამაგალითო ქვეყანა ვართ, არამედ მსოფლიო შურის საბაბიც კი გავხდით საკუთარი წარმატებებიდან გამომდინარე.

კარგად მოგვეხსენება 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი რევოლლუციის შემდეგ საქართველო მოინათლა როგორც “დემოკრატიის შუქურა” აღმოსავლეთ ევროპაში. დღეისათვის კი ჩვენ უკვე გახლავართ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოს ეტალონი! დიახ, დიახ! სწორედაც რომ ეტალონი! ჩვენ ბადალი არ მოგვეპოვება დედამიწის ზურგზე. ამაყად დავიარებით არა მარტო საქართველოს არამედ მთელი ევროპის და სრულიად მსოფლიოს სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ჩვენთვის ყველა გზა ხსნილია. აღარ გვაწუხებს აღარც ეკონომიკური პრობლემები, აღარც სოციალური პრობლემები და მით უმეტეს რომ სრულად ვართ თავისუფლები პოლიტიზირებისგან. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ახლა კულტურა და ხელოვნებაა – მუსიკა, კინო, მხატვრობა, თეატრი, სიმღერა.

თუმცა!  :მინიგანგაში:

ბოლო დროს ბლოგებზე დაწერილი პოსტებიდან გამომდინარე (ყველა ბლოგს და პოსტს რასაკვირველია არ ვგულისხმობ როგორც წესი) ჩვენ ორად ორი პრობლემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი.  ჩვენ, ”ჯიგრები”, ქართველები,  იმდენად ვიყავით გართულები ქვეყნის აღმშენებლობის საქმიანობით, რომ ეს ორი ”კინკილა” პრობლემატური თემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი. სხვა, პრაქტიკულად,  აღარაფერი გვაქვს სადარდებელი. ნუ აღელდებით მეგობრებო, ამასაც მალე მოვამთავრებთ. ეს ორი პრობლემა საყოველთაო და მეტად მნიშვნელოვანია. ესენი გახლავთ: №1 – ქალიშვილობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული მიცემა-არ მიცემის საკითხი. ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლებოდა გამოგვპარვოდა თავისუფალი სექსის დამკვიდრება საზოგადოებაში! თუმცა, რა გასაკვირია? ჩვენ ხომ ზე-სპეტაკები ვართ! დღეიდან ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ საყვარელ ქართველ ერს სექსისკენ, ”ჯიგრული” სექსისკენ, აბა როგორ კაცო?! უსექსოდ რომელი საზოგადოება განვითარებულა? (ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფიას ბაზარია რა 🙂 ) სხვაგვარად, თურმე, ჩვენ ვერ ჩავითვლებით პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებად. ხოდა იმისათვის რომ ერთმანეთს დავუმტკიცოთ ყოველდღიურში ეს ჩვენი საღად მოაზროვნეობა, არამარტო ვისაუბროთ სექსზე არამედ პრაქტიკულად განვანათლოდ ხოლმე ერთმანეთი (ისე შემწვარ კატოფილს რომ ვჭამთ რატომ ამას არ ვყვებით ხოლმე იგივე ენთუზიაზმით? ჭამასაც გააჩნია თავისებური ”ორგაზმი”). ასე არ აჯობებს? კი, რასაკვირველია კი!

სექსი ვახსენეთ და ბარემ გადავიდეთ №2 არანაკლებ მნიშვნელოვან და ჩვენი საზოგადოების უკანასკნელ მოსაგვარებელ პრობლემაზე. მეგობრებო, ეს გახლავთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ სრულ ინტეგრაციას ჩვენ ზე-განვითარებულ საზოგადებაში. ხოდა! უკვე ისტორიულად დაუვიწყარი ფაქტის წინაშე ვდგებით. ჩვენ  ვაგვარებთ ყველა პრობლემას, რომელიც ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო. აღარ გვაწუხებს ისეთი სასაცილო(!) პრობლემები როგორიცაა: უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, მაღალი გადასახადები, ძვირი პროდუქტი, უსამართლობა, სოლიდარობის პრობლემა ადამიანებში, გარემოს დაცვა – ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, ერთმანეთისადმი პატივისცემა, განსხვავებული აზრის თავისუფლად მოსმენა, რელიგიური თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ამპარტავნება, მლიქვნელობა, სნობიზმი, კამათისას შეურაცხყოფა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ცხოვრების წესის კონტროლი მის სულში ხელის  ფათურით, პიროვნული ზრდა – განვითარების პრობლემა, განათლების პრობლემა და სხვა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პრობლემა. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ  ზემოთ ხსენებული სექსის არარსებობის და სექსუალური უმცირესობების პრობლემებიღა დაგვრჩა მოსაგვარებელი და ეგაა! ჩვენი საზოგადოების განვითარების ნიშნულიც 100%-იან ზღვარს მიუკაკუნებს და ევრიკა! ჩვენ ყველანი ერთად გავფრინდებით ან გავსკდებით, ან რამეს ვიზამთ! დიდი იმედი მაქვს ამ პრობლემებსაც მალე მოვაგვარებთ ვინაიდან სრულიად ბლოგო სფერო მოიცვა აღნიშნულმა პრობლემატიკამ. ბლოგერები ერთმანეთს უმტკიცებენ სექსუალური ცხოვრების სიამტკბილობას მაშინ როდესაც შესაძლოა საერთოდაც არ აქვთ მათ სექსის გამოცდილება (ნუ აქაც მცირე გამონაკლისის გარდა) და ასევე დიდი ზარ-ზეიმით გაიძახიან, რომ ჰომოსექსუალთა (ჰო, კონკრეტულად, სწორედ მათზე კეთდება ხოლმე აქცენტი) უფლებები იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ ზოგიერთი მათგანი ჰეტეროსექსუალებთან შედარებით ბევრად უფრო საყვარელია და ჭკვიანი. ასე ფიქრობენ და როგორ?!  რას ამბობ?!რა სისულელეა კაცო?! რომელ ადგილის დაკვიდრებაზეა საუბარი გარკვეულ ”ელიტ” წრეებში, გამორიცხე სხვის დასანახად დაფიქსირებული პოზიციები! საიდან მოიტან ხოლმე?! ვენაცვალე ყველა ჰომო, ლესბო, ბის და ჰეტეროს და საერთოდაც აწ და მარადის დიდი სიყვარულით თქვენი ერთგული მოყვასი მე!

ხოდა რახან ჰომოსექსუალები უფრო საყვარლები და ჭკვიანები არიან ვიდრე ჰეტეროსექსუალები ძალიანაც კარგი, რახან საბაბი გვაქვს ასეც იყოს, უნდა დავიცვათ კიდეც მათი უფლებები და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. მოდით და ყველამ ერთმანეთში ვისექსაოთ განურჩევლად ჩვენი საქსუალური მიმდინარეობის და რელიგიური მრწამსისა და საზოგადოებაც ბოლომდე ვაზიაროთ რაციონალიზმის ბრწყინვალებას.

გიხაროდენ, მეგობრებო, გიხაროდენ!

ვაშა, ამხანაგებო, ვაშა!

51 thoughts on “”ჯიგრული” სექსი და ჰომოსექსუალები

  1. ვისაც რა აწუხებს, იმაზე წერს. ვისაც რა “ხვდება”, იმას ამჩნევს. ასეთია ადამიანის ბუნება. ))
    ის, რომ, თურმე სიღარიბე უნდა გვაწუხებდეს და არა უსექსობა, ცუდადაა ნათქვამი. ყველაფერი უნდა გვაწუხებდეს, რაც შესაწუხებელია, პრიორიტეტები რა საჭიროა. და ვინ თქვა, რომ სექსზე დიდი პრობლემა შეიძლება არსებობდეს? ეგ არავინ თქვას. ყველაფერის თავი და თავი სექსია. ადამიანის ყველა უჯრედი სქესობრივადაა დიფერენცირებული, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამის შედეგია. უსექსობა პრობლემაა, თან ძალან საშიში.
    და საერთოდ, აი, აქ რაც თქვი:
    “ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, ერთმანეთისადმი პატივისცემა, განსხვავებული აზრის თავისუფლად მოსმენა, რელიგიური თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ამპარტავნება, მლიქვნელობა, სნობიზმი, კამათისას შეურაცხყოფა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ცხოვრების წესის კონტროლი მის სულში ხელის ფათურით, პიროვნული ზრდა – განვითარების პრობლემა, განათლების პრობლემა და სხვა კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პრობლემა.”
    ბევრი მათგანი ამ პოსტშივეა.
    : )

    • ე.ი. თუ სექსი არ გაქვს მოწესრიგებული, ან უხარისხო გაქვს, ან საერთოდაც არ გქონია არასოდეს და პირდაფჩენილი დაიარები, შეიძლება ამის გამო გაბოროტებულმა გარემო დააბინძუროოოო?!
      რაც შეეხება ცისფერებს — მე ვიცი, მაგათ სადაც უნდა შეუწყოს კაცმა ხელი ( მამაკაცმაც და დედაკაცმაც, რასაკვირველია !)…

    • მე არსად ვამბობ Agasfer, რომ სექსი უკან და სიღარიბე წინ. უბრალოდ რა მომენტია იცი? ძალიან ძალიან ძალიან ბევრი იწერება სექსზე 🙂 მაგარია სექსი და რაც შენ დაწერე სრულიადაც არ ვარ მისი მოწინააღმდეგე… უბრალოდ დავიჯერო მეტი არაფერი აწუხებს ამ ხალხს? 🙂
      ”ჯიგრული” სექსის გარდა? 🙂
      ასე რომ ცოტათი არასწორად აღიქვი 😉

  2. ტაკ, რისი თქმა გინდა პოსტის ავტორო? რომ უმუშევრობა და უხელფასობა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ფაშიზმი? ან რატომ მხოლოდ ჰომოსექსუალთა უფლებები? თუ ასე ფიქრობ, ამიხსნი, რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის, ვიმეორებ: ადამიანის უფლებები? (“ეკონომიკაა ყველაფერი” ან “ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებები არ ირღვევა” – ეს არგუმენტები არ მიიღება, რადგან ადამიანის უფლებები ყველგან ირღვევა, როგორც მდიდარ, ისე ღარიბ სახელმწიფოებში).

    ხოდა, რისი თქმა გინდოდა, მითხარი აბა 🙂

    • მოიცა, მოიცა!!! 🙂
      ნამეტანი ”იქით” წახვედი კაცო 🙂
      ცოტა მსუბუქად შეხედე და იმის თქმა მინდა რომ:
      1. ჯერ ერთი არსად ვამბობ რომ ერთი საკითხი მეტად პრობლემატურია ვიდრე მეორე.
      2. და კიდევ ის რომ მინდა მეტი მრავალფეროვნება ბოლოსფეროში 🙂

      მე მგონი მოგეხსენება და კარგად უნდა იცოდე რომ სულ სექსზე და განსაკუთრებით ჰომოსექსუალტა უფლებების დაცვაზე მიდის საუბრები. შესაძლოა შენ არ საუბრობ მხოლოდ მათი უფლებების დაცვაზე, ბლოგებზე ხშირად სექსუალური უმცირესობები მხოლოდ ჰომოსექსუალთა ჭრილში განიხილება ხოლმე 😉

      აბა, რამე კითხვის ნიშანი თუ გაქვს გამოუშვი

      • კითხვის ნიშნების მეტი რა მაქვს… 🙂

        მოკლედ, რატომ გგონია, რომ მაინცდამაინც ბალანსის დაცვაა საჭირო ბლოგოსფეროს (ან მთლიანად, ინტერნეტის) თემატიკაში? ანუ რატომ ცდილობ, რომ დაარეგულირო ეს ბალანსი? იწერება იმაზე, რაც უფრო აქტუალურია ადამიანებისთვის.
        სექსი, და მითუმეტეს ჰომოსექსუალობა კარგად იცი, როგორი ტაბუდადებული თემა იყო წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში ეს ტაბუ მოიხსნა და დაიწყო ამ საკითხების ამოქაჩვა “ანდერგრაუნდიდან – მეინსტრიმში”.
        რატომ გიკვირს, რომ ადამიანები ეხლა უფრო მეტს ლაპარაკობენ იმაზე, რაზე ლაპარაკიც ადრე წარმოუდგენელი იყო, ვიდრე იმაზე, რაზეც იქამდეც ლაპარაკობდა ყველა?

        და კიდევ, შეიძლება მე მეჩვენება ასე, მაგრამ პოსტის პათოსი ცალსახად ასეთია: “ფუ რა ბანძი ერი ვართ, ამდენი პრობლემა გვაქვს, და ჩვენ კი სექსუალობა-ჰომოსექსუალობის თემაზე წერით წავიღეთ ტვინები და ჰომოების უფლებებზე საუბრით”.

        ვიმეორებ: ვერავინ დამაჯერებს, რომ უმუშევარი ადამიანი უფრო სახიფათოა საზოგადოებისთვის, ვიდრე ფაშისტი. შესაბამისად, ვერ დავიჯერებ, რომ უმუშევრობა უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ფაშიზმი.
        პ.ს. ფაშისტებში მხოლოდ ჰომოფობებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.

    • მე ეკონომიკურად ძლიერი რომ ვიქნები, მერე გარეშეფაქტორულ გამღიზიანებლებს და მჩაგვრელებს რამენაირად მოვიგერიებ. უფულო რომ ვარ , მაგიტომაც მიჭირს თავის დაცვა და ვარ ასე ჰაერში გამოკიდებული — უფესვო პარაბოლასავით. ასე რომ, პირველ რიგში ფული-ფულიიიი !

  3. სოლიტერი, არაფრის რეგულირებას არ ვცდილობ და მით უმეტეს არც ბლოგოსფეროს დამბალანსებლობაზე მაქვს პრეტენზია. ეს თავიდან რომ გაგცე პასუხი. ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებიტაც ახალს არაფერს ამბობ, გასაგებია ეგ. მაგრამ მე როგორც მკითხველი მეტი მრავალფეროვნება მინდა თუნდაც მხოლოდ სექსუალური უმცირესობების შესახებ დაწერილ პოსტებში. რაც კი იწერება სულ ჰომოსექსუალობის შესახებ და მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონტექსტში რომ უნდა დავიცვათ მათი უფლებები. ეს ჩემთვის არის ”აი ია”. ხოდა პირადად ისევ და ისევ ჩემთვის უკვე ძალიან უინტერესოა ერთისა და იგივეს კითხვა და ამიტომ, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ მინდა მეტი მრავალფეროვნება. ესაა და ეს. (სხვაგან წავიკითხო და მსგავსები სულ სხვაგან წაგვიყვანს)

    ”და კიდევ, შეიძლება მე მეჩვენება ასე, მაგრამ პოსტის პათოსი ცალსახად ასეთია: “ფუ რა ბანძი ერი ვართ, ამდენი პრობლემა გვაქვს, და ჩვენ კი სექსუალობა-ჰომოსექსუალობის თემაზე წერით წავიღეთ ტვინები და ჰომოების უფლებებზე საუბრით”.”

    – არასწორად გაგიგია! ”ფუ რა ბანძი ერი ვართ”, რომ იყოს მაშინ ბოღმით ან აგრესიით დაწერილი პოსტი იქნებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში აშკარად არაა ასე.

    ”ვიმეორებ: ვერავინ დამაჯერებს, რომ უმუშევარი ადამიანი უფრო სახიფათოა საზოგადოებისთვის, ვიდრე ფაშისტი. შესაბამისად, ვერ დავიჯერებ, რომ უმუშევრობა უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ფაშიზმი.
    პ.ს. ფაშისტებში მხოლოდ ჰომოფობებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.”

    აქ საკამათოა ისე 🙂 🙂 🙂
    ხიფათსაც ხომ გააჩნია 🙂 🙂

    • ფაშისტს დაამწყვდევ მაინც ადამიანი და შიმშილით კუჭი რომ გიხმება და სიკვდილის ზღვარზე ხარ მისული, ზაფხულში წყლის პრობლემა რომ გაქვს და დაუბანლობისგან ცოცხლად ლპები… მე ფაშიზმი მირჩევნია, გეუბნებიიიით!!!

  4. ბლოგ-თემატიკის მრავალფეროვნება თუ გინდა, ეს პირველ რიგში საკუთარი ბლოგით უნდა დაიწყო. შენ კი რას აკეთებ? 100 ბლოგერი წერს სექსზე და შენ, 101-ე იმით აპროტესტებ, რომ თავადაც სექსზე წერ. 😀

    მოკლედ გეტყვი. აღარ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ერთი ქართველი “სელებრითის” სიტყვებია: “ნუ ვისაუბრებთ ქვეყნის ნებისმიერი სახით განვითარებაზე, მანამ, სანამ ერს არ ექნება სექსი. იჟიმავეთ და მერე ვილაპარაკოთ განვითარებაზე”… ტაკ, ცოტა პერვერტულად და პრიმიტიულ ნათქვამად ჟღერს თითქოს, მაგრამ ამ დროს 100% მართალია. მედიკოსები უკეთ ახსნიან ალბათ, მაგრამ ცხადია, სექსით “ინსპირირებული” უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. სექსი-უსექსობა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები კი, ეხლა კი არ იქცა პრობლემად, არამედ, ეხლა დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა. და ვიმეორებ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

    P.S. აუცილებლად წაიკითხე ეს სტატია თავიდან ბოლომდე და ბევრ შენს კითხვას გაეცემა პასუხი. მათ შორის, იმასაც მიხვდები, თუ რატომ უნდა დაიწეროს და ითქვას ამ თემაზე ბევრი, ძალიან ბევრი: http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=307

    • თავიდან რაც დაწერე იმას ასევე 🙂 – ით ვუპასუხებ, იმიტომ რომ კარგად ხვდები რაც დავწერე და რას ვგულისხმობ 😉

      ხოდა დანარჩენზე კიდევ იმას გეტყვი რომ იგივეს ამბობ ისევ, სექსის მნიშვნელობას არავინ აკნინებს და ამავე პოსტის დასასრულსაც უჭვრიტე კიდევ ერთხელ 😉

      სტატას წავიკითხავ 😉

  5. რაც შეეხება იმას, მშიერი კაცი ჯობია თუ ფაშისტი და რომელი უფრო დიდი საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვან. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ერთი ტიპი, რომელიც ფაშისტური რიტორიკით გამოირჩეოდა. ხოდა, ყავდა ამ ტიპს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მის მოწინააღმდეგეებს კი ხალხი უტრაკებდა, რა დროს ადამიანის უფლებებია, აგერ ხალხი შიმშილით იხოცებაო. ეს ტიპიც, რომელსაც არათუ საფრთხედ, პატარა ძალადაც კი არ აღიქვამდა ბევრი, გაბლატავდა, გაბლატავდა და თანდათან იმხელა ძალად იქცა, რომ რამის ნახევარ მსოფლიოს მოუღო ბოლო. სწორედ მიმიხვდი, ამ ტიპს ადოლფ ჰიტლერი ერქვა.

    ხოდა, რაკიღა მეუბნები საკამათო თემააო, მაშინ ვიკამათოთ, მშიერი ჰიტლერი ჯობდა თუ ფაშისი ჰიტლერი 😀

  6. მომეწონა, თან ძალიან შენი მართლა ჯანსაღი კრიტიკა. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ შენს აზრს და პათოსს და ერთს დავამატებდი: დაანებონ თავი სხვის ლოგინებში ყურებას და საკუთარში ჩაიხედონ: იქნებ ამ თვალთვალში, საკუთარი თანამეცხედრის ახალი მიდრეკილებები გამოეპარათ შემთხვევით. 😉

    • მადლობა axsiom.

      ”დაანებონ თავი სხვის ლოგინებში ყურებას და საკუთარში ჩაიხედონ: იქნებ ამ თვალთვალში, საკუთარი თანამეცხედრის ახალი მიდრეკილებები გამოეპარათ შემთხვევით.” 🙂 🙂 🙂

  7. იცი რა, არ ვიკამათებ რა უფრო მეტადაა პრობლემა, ამაზე ყველას თავისი აზრი აქვს. მაგრამ, მთავარია ის, რომ ყველა პრობლემას უნდა მივხედოთ და ვისაც რა აწუხებს იმაზე წერს. სექსზე წერა რომ “მაგარ როჟობად” ითვლება. ამაში გეთანხმები, მაგრამ მეეჭვება ამას წერით ეშველოს, აქ საქმეს პრაქტიკულად თუ მივხედავთ უკეთესია 😀
    აი, სექსუალურ უმცირესობებს რაც შეეხება, აქ ნამდვილად უნდა დაიწეროს. ჩვენ ხალხს არ ესმის, რომ ვიღაცას კაცები ევასება თუ ქალები, მისი საქმეა. ვაღიაროთ, რომ სექსუალურ უმცირესობებზე დღეს საქართველოში არის ძალადობა, როგორც პირდაპირ, ასე ირიბად – მანიპულაციით, თუნდაც რელიგიით მაიპულირებენ. ეს არის ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა და ამაზე უკაცრავად, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ. ძალიან ცუდია, თუ შენ ამას პრობლემად არ თვლი. მე დიდ პრობლემად მიმაჩნია. ის, რომ გეი პარადის საწინააღმდეგო აქციაზე ჩაქოლვით იმუქრებიან, იგივე რელიგიის უგულებელყოფაა, რომ არაფერი ვთქვთ ადამინის უფლებებზე. და პარადი და ყველანაირი მასობრივი გამოსვლა, რაღაცნაირი პროტესტია, პირდაპირი თუ ირიბი. ჩვენთან ყველას რომ ეკიდოს მეზობელი ჯემალა ქალთან დაწვება თუ კაცთან, არც მოუნდებოდათ იმათ პარადის გამათვა, გასაპროტესტებელი და დასაფიქსირებელი არც არაფერი იქნებოდა.

    ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად მაშინ მოგვარდება, როცა ადამიანის უფლებები დაცული იქნება. ამის გარეშე ვერც ეკონომიკას ავაშენებთ და სახელმწიფოს მით უმეტეს.

    • გვირილა სად მიწერია რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვას პრობლემად არ ვთვლი? სადმე მსგავსი წაიკითხე?

      ”ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად მაშინ მოგვარდება, როცა ადამიანის უფლებები დაცული იქნება. ამის გარეშე ვერც ეკონომიკას ავაშენებთ და სახელმწიფოს მით უმეტეს.”

      ამაში არ გეთანხმები. ჯერ ადამიანის ყველა უფლების დაცვა უზრუნველვყოთ და მერე სახელმწიფო ავაშენოთ? 🙂 ეგ ნიშნავს იმას რომ სახელმწიფოს ვერასოდეს ვერ ავაშენებთ 🙂

      • ადამიანის უფლებები არის ბაზისი, რაზეც შენდება სახელმწიფო. შენ თუ ჩემი არჩევანის, სიტყვის და გამოხატვის, რელიგიური მრწამსის თავისუფლების და სხვა უფლებები შემიზღუდე, ვერ ააშენებ სახელმწიფოს. სახელმწიფო ხალხია და არა ხელისუფლება, სადაც ხალხის უფლებები იზღუდება, იქ სახელმწიფო ვერ იქნება. დიქტატურა და ტოტალიტარიზმი თუ გვინდა, კი ბატონო.

    • კაცი ქალთან უნდა წვებოდეს და პირიქით… სხვა ყველა კომბინაცია დასაგმობია და აღმოსაფხვრელია. სიამოვნებით მოვკრებდი ყველა ცისფერს და სადმე იზოლირებულ ადგილზე დავამწყვდევდი, რომ თავიანთი დაავადების პროპაგანდა არ მოახდინონ და იქ დატკბნენ თავიანთი უკანალების გამოყენებით პირადი მიზნებისთვის (უკვე მხოლოდდამხოლოდ შეწყალებას კი აღარ ითხოვენ, არამედ იმასაც, რომ ჰომოსექსუალიზმი კარგ რამედ მივიჩნიოთ — ურჩევნიათ ცოტაოდენი მოწიწება გამოიჩინონ).

    • axiom, შენ რომ გელაპარაკე ზუსტად იმის შემდეგ დავწერე ეს.
      მეორე თუ მესამე დღეს. კიდე იქნება :*

  8. გვირილა, ადამიანის უფლებები არასოდეს არ იქნება პირველ რიგში მოგვარებული. შენ თუ გჯერა ამის ეგ სხვა ამბავია.

    აბა მარქსმა ეკონომიკაა ბაზისიო? 🙂

    მოკლედ ხუმრობა იქით იყოს და ნორმალურ სახელმწიფოდ მაშინ ჩამოყალიბდება ქვეყანა თუ პარალელრ რეჟიმში ახდენს როგორც ეკონომიკის განვითარებას ისე ადამიანის უფლებების დაცვასაც.

    • ეს ეკონომიკაც ადამიანის უფლებებს ეფუძნება, მე არ ვამბობ უცებ “ჩხაკ” და ყველა უფლება დაცული იქნება-მეთქი. მაგრამ იქ, სადაც ადამიანის უფლებები იზღუდება, ეკონომიკას ვერ ააშენებ, არ გექნება კონკურენცია ბაზარზე და ა.შ.
      ასეა ყველა სფეროში.

  9. niksologi, ვერ ვეთანხმები შენს პათოსს :))) ჩემი აზრით, თუნდაც ჰომოსექსუალების პრობლემებზე მეტი რომ იწერებოდეს, არ აწყენდა საზოგადოებას… ეს ჩემი სუბიექტური აზრია 🙂

    • მე იმაზე კი არ მაქვს პრეტენზია რომ რატო იწერება მათზე? არამედ იმაზე რომ იწერება მხოლოდ ჰომოსექსუალების კონტექსტში და მხოლოდ და მხოლოდ ის რომ მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. არანაირი თემის გაშლა ან კონკრეტიზაცია. იწერება ძალიან მშრალად და სულ ერთი და იგივე ტექსტი, აი ეს არ მომწონს. მადლობა აზრის გამოთქმისთვის 🙂

    • obieqturi azri sadme arsebobs, tu iciit? obieqturi azric subieqturi azris ert-erti saxesxvaobaa. rac meti fuli gaqvs da rac metad gavleniani da msxvili polit. erteuli xar, sheni azric mit metad obieqturia. rogor archevt subieqtursa da obieqturs an rogoraa titoeulis ganmartebaa ?! piradad me, roca vambob, es chemi subieqturi azria-metqi, vgulisxmob, rom dzalianac obieqturi gasatvaliswinebeli da weshmaritebis zgvarze myofi mosazrebaa.

    • მოკლედ ეკონომიკა არანაირად არ ეფუძნება ადამიანის უფლებებს, აქ სხვა წესებია აბსოლუტურად და ჩვენ 2 სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ. ჩემი აზრით ამათი ერთმანეთთან შედარება არაა მართებული. მით უმეტეს უპირატესობის მინიჭება. ქვეყნის განვითარება ერთის ხარჯზე მეორის უკან გადაწევით ძალიან არასწორია, ამიტომ მე ვერ დამაჯერებ რომ ადამიანის უფლებები ჯერ და შემდეგ ყველაფერი. ჰუმანისტობა ძალიან კარგია, ვაფასებ, მაგრამ სახელმწიფო სხვა მანქანაა საერთოდ…

      • თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რას უკავშირდება? არ აქვს საერთოდ შეხება ადამიანის უფლებებთან?
        უკან გადაწევას ვინ ამბობს, უბრალოდ, არც ადამიანის უფლებები უნდა გადავწიოთ უკან, ესაა და ეს.

        მორჩა, აღარ ვაგრძელებ კამათს.
        იმაში კი შევთანხმდით მგონი, რომ არანაირი უფლების შეზღუდვა არ ვარგა.
        მე მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა მგონია, ის, რომ მე მექნება თავისუფალი არჩევანის უფლება, ავირჩევ იმ ადამიანს, ვინც მინდა. ის, რომ მექნება ის რელიგია, რომელიც მინდა, არ დავმალავ არატრადიციულ ორიენტაციას და “სომეხი” შეურაცხმყოფლი სიტყვა არ იქნება – ეს ყველაფერი რომ მოხდება, მერე იქნება სახელმწიფო შემდგარი. ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს.
        შენ ცოტა სხვაგვარი მოსაზრება გაქვს, რაშიც ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ არა ბოლომდე.
        ხოდა, დავტოვოთ ასე ეს საკითხი 😀 😀

  10. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა და ბევრ რამეში თანხმობისა, მაინც არ გეთანხმები რაღაცებში. უმუშევრობა, სასამართლო და ა.შ. ისევ პრობლემაა ოღონდ ეგ სულაც არ ნიშნავს რომ მაგათზე რამით ნაკლები პრობლემაა სექსუალობა, იდენტობები, ორიენტაციები, უმცირესობები და მათი უუფლებობა და ა.შ. მოკლედ, პრობლემების სიმრავლე სულაც არ ნიშნავს იმას რომ ავდგეთ და მხოლოდ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რომელიც საზოგადოების 80% აწუხებს, ის 20 პროცენტი კიდევ ფეხებზე დავიკიდოთ. პრობლემა ის კი არაა რომ ქალიშვილობასა და ჰომოსექსუალობაზე პევრს ლაპარაკობენ, პროლემა ისაა რომ სხვა საკითხებზე არ მიდის მსჯელობა. დარწმუნებული ვარ რომ სურვილის შემთხვევაში ბლოგო-სოვრცე და დრო ყველაფრისთვის საკმარისი იქნება. უბრალოდ აჩემება მგონია, რომ აკრიტიკო ისინი, ვინც აკრიტიკებს “ქალიშვილობას” და ჰომოფობებს. ჯობია იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ სხვა თემების აქტუალიზაციაც მოხდეს და არა იმაზე ვივიშვიშოთ რომ ესა თუ ის თემა აქტუალურია

    • ლაშა, მე არ ვყოფ პრობლემებს მეტად აქტუალურ და ნაკლებად აქტუალურ ნაწილებად. მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ გარდა ქალიშვილობის და ჰომოსექსუალებთან(!) დაკავშირებული საკითხებისა, პრაქტიკულად არ მიდის სხვა ძაალიან ბევრ პრობლემაზე საუბარი და წერა. ბლოგერების ძალიან დიდი ნაწილი რომ მხოლოდ უმუშევრობაზე წერდეს ასევე დავწერდი იმაზე, თუ რატომ არ კეთდება აქცენტი სხვა პრობლემებზე.

      ”ჯობია იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ სხვა თემების აქტუალიზაციაც მოხდეს”.
      — სწორედ ამიტომ დავწერე ეს პოსტი. მაგრამ ზოგიერთმა ამის ან გაგება არ ისურვა ან როგორც აწყობდა(სურდა) ისე გაიგო.

      მე იმას ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს დაწერილი პოსტების თემატიკა. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ავტორზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მრავალფეროვნება მათთვის მნიშვნელოვანია 😉
      მადლობა, მე პატივს ვცემ შენ მოსაზრებას.

  11. თუ იმაზე ვთანმხდებით რომ სექსუალობაზე და ჰომოსექსუალობაზე საუბარი მოჭმული თემაა, მაგრამ ვერ დაგეთანმხები რადაგანაც ავტორო: შენს ნაწერში ცალსახად ჩანს რომ ჯერ არ მოსულა შენამდე თუნდაც ის ტერმინოლოგია რომელსაც ასე გულანთებულები ვხსნით და განვმართავთ (მაგ: ჰომოსექსუალისტი) კითხვა მაქვს ეღტი და ალიან საინტერესო; შენ ჰეტეროსექსუალიზმის მიმდევარი ჰეტეროსექსუალისტი ხარ?
    და კიდევ რამდენადაცა ამ LGBT თემაზე ვამბობთ რომ მოჭმული თემაა, იმდენადვე ამის კრიტიკაც მოჭმული თემაა, გადახედე ბლოგსფეროს და მხოლოდ მხარდასაჭერ პოსტებს არ ნახავ, მე რომ მკითხო უფრო მეტი უნდილი პოსტია ამაზე ვიდრე საგანანათლებლო ….

    • ცოტა არ იყოს და გაუგებრად იწყება შენი კომენტარი დათო. მაპატიე შეიძლება ვერ გავიგე, მაგრამ…
      ვგულისხმობ ამას – მეთანხმები მაგრამ არ მეთანხმები – ეს ცოტა ვერ გავიგე.

      მერე მეორე. თუ ”ჰომოსექსუალისტი” გულისხმობს ჰომოსექსუალთა მოძულეობას, შენ გეშლება. მე არავინ არ მძულს. მათ შორის ამავე ლოგიკიდან გამომდინარე არც ჰეტეროსექსუალისტი არ ვიქნები.

      და ბოლოს, მესამე: LGBT თემაზე მე კრიტიკული პოსტები ძალიან ნაკლებად მინახავს. აქვე გეტყვი იმასაც, რომ მე ამ პოსტით არ ვაკრიტიკებ LGBT-ებს, არამედ მათ ვინც ზემოხსენებულთა ვითომ დამცველად გვევლინება და წერენ მათზე. ვითომ და აჩვენონ სხვებს რომ საღი აზრის მატარებლები არიან. ეს მოჩვენებითობა არ მომწონს მე. რეალურად, ამ თემაზე რომ საგანმანათლებლო პოსტი ნაკლებად იწერება ამაში გეთანხმები.

    • მიმდევარი და ამ იდეოლოგიის მატარებელი რას ნიშნავს ამ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ მე სულით-ხორცამდე, ორგანულად ჰეტეროსექსუალი ვარ! ბიჭები რომ მომწონდეს ამისთვის სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა და ფილოსოფიური მიმდინარეობების ათვისება არ მესაჭიროება !!!

  12. ვნებიანო, ეს იყო პირველი პოსტი, რომელიც შენს ბლოგზე წავიკითხე და გულიანად ვიცინე: )))
    გეთანხმები, პათოსშიც 🙂

  13. ჩვენ ვერ ჩავითვლებით პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებად. ხოდა იმისათვის რომ ერთმანეთს დავუმტკიცოთ ყოველდღიურში ეს ჩვენი საღად მოაზროვნეობა, არამარტო ვისაუბროთ სექსზე არამედ პრაქტიკულად განვანათლოდ ხოლმე ერთმანეთი (ისე შემწვარ კატოფილს რომ ვჭამთ რატომ ამას არ ვყვებით ხოლმე იგივე ენთუზიაზმით? ჭამასაც გააჩნია თავისებური ”ორგაზმი”). <<<<< ძააააალიან გეთახმები ამ მონაკვეთში.
    ბლოგერები ერთმანეთს უმტკიცებენ სექსუალური ცხოვრების სიამტკბილობას მაშინ როდესაც შესაძლოა საერთოდაც არ აქვთ მათ სექსის გამოცდილება <<<<<<<უსაშველოდ გეთანხმები აქაც… და საერთოდ "ოქროს პოსტია" . პ.ს ყველაზე ცუდი ისაა , რომ ბევრმა ბლოგერმა დაიწყო "გადმოხატული პოსტების" წერა … ცუდია , ცუდია , არ შეიძლება ! ცუდია ეგ ცუდი ! : )

დატოვე კომენტარი