მთავარი » საზოგადოება » უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი

უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი

მახსოვს ადრე ჩემი გულისტკივილის შესახებ რო დავწერე, რატოა ასეთი იშვიათობა საინტერესო, შემეცნებითი, ინფორმაციული ბლოგები თქო, მეგობარმა ბლოგერმა მითხრა:love and hate ვისაც რა მიაჩნია საინტერესოდ იმაზე წერს, ვისაც რა ეხალისება იმას ლაპარაკეობსო თავის პოსტში. “საინტერესოს” უნიკალური განმსაზღვრელი არაფერია გარდა თვითონ ადამიანის სუბიექტური შეფასებისა. აქედან გამომდინარე ჩემი მეგობარი აბსოლუტურად მართალი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,  2012 წლის 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ისტორიაში პირველად მთავრობა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით შეიცვალა. ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობით შევიდა. ავად თუ კარეგად დაკომპლექტდა მინისტრთა კაბინეტი. კანონმდებლები საპარლამენტო კომიტეტებშიც გადანაწილდნენ და შეუდგნენ საქმეს.

საზოგადოება უკეთესის მოლოდინშია. ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი. ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს პლურალიზმისა და განვითარებისთვის. წინა წლებთან შედარებით სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლებაც ნამდვილად შეიმჩნევა. ამის ცოცხალი მაგალითია თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც “ენჯეოების” თავდაუზოგავი შრომაა.

საზოგადოება – საკმაოდ საინტერესო, რთული, უცნაური, რაციონალური, ხშირ შემთხვევებში საკმაოდ არარაციონალური სტრუქტურული წარმონაქმნი, რომლის გარეშეც სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს. საზოგადოების თითოეულ საღად მოაზროვნე წევრს რომ ჰკითხო აუცილებლად სურს კეთილდღეობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობა, განვითარება, განათლება, ადამიანის უფლებების დაცვა, მოკლედ წინსვლა.

მინდა ერთ უცნაურ საზოგადოებრივ ფენომენზე დავწერო, რაც დაახლოებით ასე შეიძლება ჟღერდეს: “ჩემი სიძულვილი სიძულვილი არაა, შენი სიძულვილი სიძულვილია”.

ბოლო პერიოდში სოციალურi-hate-you ქსელებში ძალიან ხშირად შემხვდა მსგავსი “მეზიზღები იმიტომ რომ შენ სხვა გეზიზღება” გამონათქვამები. იდეაში, ზიზღის დამგმობი მოძულე აკრიტიკებს სხვას იმის გამო, რომ ამ სხვამ მესამე პირის მიმართ გამოხატა ზიზღი. არადა აბსოლუტურად იმავე დოზით, თუ უფრო მეტით არა, თვითონ აფრქვევს ზიზღს მისი მისამართით. შეხვდები უამრავ მარგალიტ გამონათქვამს, სახელდობრ:

ა)”ღმერთო გაწყვიტე ასეთი ქართველები”
ბ)”ამათ გემზე შევყრიდი და შუა ზღვაში ჩავძირავდი”
გ)”ზიზღი გამიჩნდა მათ მიმართ, აბსოლუტურად არაამქვეყნიურები”
დ)”ამათ შემყურე ვხვდები რატომ შეიძლება გაგიჩნდეს გენოციდის სურვილი”

და სხვა მისთანანი…

ნიშანდობლივია, რომ ზიზღის დამგმობი მოძულე პირი არც ერთ შემთხვევაში არ ფიქრობს იმას, რომ როგორმე გათანაბრებული შეიძლება იყოს იმასთან, ვისაც ლანძღვისთვის ლანძღავს.  თითქოს მისი შეგინება შეგინება არაა.

ისე, რო დავუფიქრდი: ერთია რომ აგრესიას და ზიზღს აგრსიითა და ზიზღით ვერ შეცვლი, ვერ გამოასწორებ. მაგრამ მეორეა კიდევ: ალბათ ძალიან დიდი გონიერება და მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში ემოციამ არ გძლიოს და ლანძღვას ლანძღვით არ უპასუხო.

როგორ უნდა მოიქცე? კანონის ფარგლებში ესაუბრე. ეთიკის ფარგლებში ეცადე გააგებინო. აუხსენი რაში ცდება და რატომ არაა მართალი. ჩვენ ხომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით?! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუღარ გაგიკვირდება თუ კი ვიღაც მესამის დაცვისას შენც  დაგადანაშაულებენ სხვანაირის სიძულვილში.

10 thoughts on “უცნაური საზოგადოებრივი ფენომენი

  1. ტრადიციას არ ვარღვევ და გეტყვი, რომ ზუსტად ასე ვფიქრობ მეც. ზოგან გამართლებული და ზოგან გაუმართლებელი სიძულვილი არ გამიგია მე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სხვების ყბადაღებულ ჰომოფობობაში ადვილად დამდანაშაულებლები თვითონ ავლენენ ჭარბად მათგან განსხვავებულების სიძულვილს. პარადოქსების ქვეყანაა, აბსურდებისაც🙂

    • და არამორწმუნეები რო ღმერთს, რომელიც მათი აზრით არც არსებობს.
      თუ არ არსებობს რაღატო აგინებ?
      ზიზღის გამოწვევის ამბავია.
      უგუნურობა და არარაციონალურობა.
      აკრიტიკე, ნუ აგინებ – ზალიან მარტივი ამბავია ჩემი აზრით

      • ჰო და ვითომ ათესტები რომ არიან :დ
        ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც არ არის დიდად მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი, მითხრა, მე რომ მორწმენე ვიყო, ეკლესიაში დავდიოდე და ა.შ ეს არამორწმუნეები, რომლებიც პატრიარქს აგინებენ და ღმერთს გმობენო სულ ნაცემი მეყოლებოდაო :დ და აი ამ “იესოს მუშტებით დაცვის” ფენომენმა შოკში ჩამაგდო, ერთ უგნურებას მეორეთი ცვლის :დ მაგარი ხახლი ვართ, ჭკვიანები და ბედნიერები!

  2. იმდენად უცხოაა ჩემთვის ზიზღი ვინმეს მიმართ რომ, რავი გაოცებული ვუყურებდი დღეს ნაცებსაც, ქოცებსაც და ხალხსაც. მე სიძულვილი ვიცი მაქსიმუმ მათემატიკის ან ჰისტოლოგიის ან რავი რამე საგნის რისი სწავლაც არ მომწონს და შეიძება ამაზე ვთქვა მძულსმეთქი, აი ეს არაფერ შუაშია ამ ამბებთან მაგრამ მაგალითან მოვიყვანე. შეიძლება სუბიექტური ვარ არ ვიცი, ალბათ. ტელევიზორს უყურებდნენ სახლში რომ შევედი და ვიკითხე რამ გადარია ეს ხალხითქო, ჩემებმა მითხრეს ერთადერთ შვილს რომ მოგიკლავენ მერე ჩიორაც გკიდია და გიგიცო:/ სამწუხაროდ სიძულვილით სიძულვის ვერ დაამარცხებ, მე მაინც ამის მწამს, მაგრამ სიმართლე გითხა ის რომ ვიყო ვისაც მთელი ქონება ჩამოართვეს უმიზეზოდ და ციხეში გამოკეტეს წლები უმიზეზოდ, ან შვილი მოუკლეს და მერე სხვებს შეტენეს და ათასი სიბინძურე კიდევ არც კი ვიცი რას მოვიმოქმედებდი, თუმცა ალბათ ყველა ვარიანტში კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედო ადამიანმა

    რიამდეენიი ვილაქლაქე, არ ვიცი შეიძლება უაზროდაც მაგრამ ჩემი აზრის გამოხატვა მომინდა უცებ
    პ.ს. შესანიშნავი პოსტია

    • ყოველთვის შეგიძლია შენი აზრის გამოთქმა. სრული თავისუფლება გაქვს ამ მხრივ ჩემო თათია…

      აქ საუბარი იმ ადამიანებზე კი არაა, ვისაც შვილი მოუკლეს და მერე ამ შვილმკვდარმა სხვას ცემა და დედა შეაგინა? არა.
      არამედ იმათზე, ვინც გამოდის და ამ შვილმკვდარს აგინებს იმას როგორ შეაგინაო გესმის?
      ანუ ამის გინება გინება არაა და შვილმკვდარის გინება გინებაა : )

      პ.ს. ის შვილმკვდარი რატო სცემს და რატო აგინებს იმ პირველს კაცი შვილი ამაზე არ დაფიქრდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s