მთავარი » მუსიკა » ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

2012 წლის 25 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წელი გავა. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო იყო.  მოღვაწეობა 1976 წლიდან დაიწყო და არაერთი პროექტში განახორციელა. იყო ჯგუფი ”არიში”, ინდი ჯგუფი – ”ტაქსი”, ელექტრო-ალტერნატიული ჯგუფი – ”Children’s Medicine” (საბავშვო მედიცინა), რომელიც ლივერპულში არსებობდა და პროექტი – “Georgian Dance Empire” – ორივე პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

ჩარკვიანის იგივე მეფეს პირველი სოლო სიმღერა იყო ”War is Over”, პირველი ალბომი (Svan Songs) კი 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა. შემდეგ იყო ალბომი ”აფრენ” (1997 წელი), სიმღერა ”საქართველო” (1999 წელი), სიმღერა ”უსაფრთხოება” (2000 წელი), ალბომი ”ამო” (2001 წელი), ალბომი ”სავსე” (2004 წელი). აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ამ პერიოდში აირჩია ირაკლი ჩარკვიანმა ფსევდონიმად მეფე.

 გარდაცვალების შემდეგ 2007 წელს ქართველმა შემსრულებლებმა (The Young Georgian Lolitaz, 33ა, ვაკის პარკი, Outsider…) მის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნეს სახელწოდებით – “ქაღალდის გემი – Tribute ალბომი”. ბოლოს კი შეგროვდა მისი სტუდიური ჩანაწერები და 2011 წელს გამოიცა ალბომი ”ძირს მეფე”.

ბოლო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის – ია ცაკუალე – ტექსტს გთავაზობთ:

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი. არ ველოდები არაფერს.
მსახურთ სათავე, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
სიფხიზლე, უსაფრთხოების წესების დაცვა – გარდაცვლილთა მოდაა;
საკუთარი მეს გამოსვენება პოდიუმზე და ჩუმი ტაში ნახევრად დაცლილ დარბაზში;
სიფრთხილე – სიფხიზლის მონაზონია, მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი;
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია მყრალი და ჩუმი;
მატარებლები არ შემოდიან შენ სადგურში, შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში ისმის მათი ჩუმი კაკანი.
მე ერთად ერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერას დიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს – ეს სიფხიზლეა!
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ქვასთან.
სიფრთხილე შენი მუზაა ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება ჩაკუჭული ბუსჰალტერში.
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ!
შენნაირების გამო დაემხო რომი.
   

ძალიან კარგი ლექსია. ბევრს ამბობს მე მგონი რეალობაზე, ქართულ რეალობაზე.

p.s. პოსტი ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას

 

13 thoughts on “ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

  1. ვერ ვიტყვი რომ მისი შემოქმედების მოტრფილე ვიყავი, მაგრამ რამოდენიმე სიმღერა მისი ძალიან მომწონს და ეხლაც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე.ყველა მისი სიმრერის ტექსტი დასაფიქრებელი ჰქონდა)) საერთო ჯამში პატივს ვცემ მის შემოქმედებას)

  2. ლიზიკუნას < კომენტარს ვიზიარებ🙂 ლექსი მართლაც საინტერესოა.

  3. ძალიან მიყვარდა სიკვდილამდეც და მის შემდეგაც…არ მესმის ადამიანების,რომლებიც სიკვდილის შემდეგ გამოხტებიან და გაჰკივიან მიყვარს და პატივს ვცემ შემოქმედებასო არა და სულ ცოტა ხნის წინ ლანძღავდა,ნუ ეს აქ არაფერ შუაშიო იყო მაგრამ სიტყვამ მოიტანაა რა🙂
    ძალიან მიყვარს…. ძალიიიან ძალიან

  4. მე მიყვარს!!!
    ძალიან დიდი ხნის წინ, ”მანა” რომ არსებობდა ქართულ რეალობაში, წელი არ მახსოვს ზუსტად 90იანების დასაქყისში, მთელი ქალაქი რომ შავი და ნაცრისფერი იყო ჩარკვიანი ყვითელი კურტკით ფილარმონიის სცენაზე მღეროდა ”მე გადმოვცურავ ზღვას”. მაშინ დაახლოებით 10-12ის ვიყავი და მას მერე მბურძგლავდა მის ხმაზე. პირდაპირ თუ ირიბად, ჩარკვიანის ხმა დაყვებოდა ჩემს ცხოვრებას ფონად. ყველა სიმღერა, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპს მაგონებს.

  5. არასოდეს არ ვყოფილვარ ჯექსონის, ქვინის ფანი არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ, მაგრამ პატივ ვცემ შემოქმედებას რადგან მათმა შემოქმედებამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა და აღაფრთოვანა და მე ვინ ვარ ერთი უბრალო მსმენელი რომლელიც იძახის ფანი არ ვართქო. ეს არანაირად არ მიშლის ხელს პატივი ვცე მათ შემოქმედებას. არასოდეს არ მომწონდა მადონა, მაგრამ ეხლა ძალიან მომწონს. და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მეფეს რაც შეეხება ავღნიშნე არც სიკვდილამდე არც მისი შემგეგ მისი ფანი არ ვყოფილვარ. მომწონს რამოდენიმე სიმღერა, მაგრამ სამაგიეროდ ყველა აღიარებს და მე არ ვეწინააღმდეგები)))

    • ძალიან კარგია.
      მე ძალიან მომეწონა ეს ტექსტი და სხვათაშორის ამ ალბომში სხვა სიმღერებსაც აქვთ ყურადსაღები ტესქსტები.

  6. me upro meti yvavili mogiwyvite…
    me agar maxsovs sheni qucha…
    me moval shentan albat dges…❤
    vici axla sxvas ugimi emalebi siyvaruls chemss…
    davinaxe sheni saxe momeria sevda…
    sityvebi xandaxan verapers amboben, me waval chems shemdeg sinatles davtoveb. 🙂

  7. ,,საუკუნეებმა უდიდეს პოეტად ის აღიარეს,ვინც ხელოვნება უარყო და ჰალუცინაციური,თუ გნებავთ შიზოფრენიული კონტაქტების ნიადაგზე პროლეტარიატის ბელადთან და სხვა უჩინარ არსებებთან ერთად ახალი მოდა დაამკვიდრა,ჭეშმარიტი პოეზია,რაც ამ ქვეყნიდან აფეთქებით წასვლას და რამდენიმე ასეული ადამიანის თან გაყოლებას დაერქვა”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s