მთავარი » საზოგადოება » წაღმართის მენტალიტეტი, ფარისევლები და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

წაღმართის მენტალიტეტი, ფარისევლები და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

უმრავლესობას კარგად მოეხსენება, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანები უკუღმა იბადებიან ე.ი. თავით დაბლა. ამიტომაცაა რომ ადამიანები არიან უკუღმართები. ამის მთქმელს ახლა ნუ მომთხოვთ სხვადასხვა თეორიების გადმოლაგებას გინეკოლოგიის დარგში, მით უმეტეს, თქვენთვის რის განდობასაც ვაპირებ იმას არანაირი კავშირი გინეკოლოგიასთან არ აქვს. ტყუილების გარეშე გეტყვით (ტყუილების ლაპარაკი ჩვენ სამყაროში ხომ ჩვეულ და განუყრელ ნორმად იქცა!) არც თუ ისე მცირე და არც თუ ისე დიდი ხანია ცხადად დავინახე, რომ ადამიანთა უმრავლესობა მცირე გამონაკლისის გარდა უკუღმართები არიან. რა დასამალია და მეც უკუღმა დავიბადე. შესაბამისად, მეც უკუღმართი გახლდით. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე: რა თავში ვიხლი მეთქი ამ უკუღმართობას და ყველაფერს უკუღმართულს უკუღმა ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა წაღმართის მენტალიტეტი. ახლა ცოტა კი ჭირს უკუღმართებთან ცხოვრება, მაგრამ ამ ჩემ წაღმართ მენტალიტეტს რა ვუყო?!

ზოგადად, სხვებისთვის ჭკუის სწავლება არ მიყვარს, მაგრამ უკუღმართები არ გაძლევენ მშვიდად ყოფნის საშუალებას. შემეძლო არც არაფერი მეთქვა, თვალებიც დამეხუჭა და ისეთი გამომეტყველება მიმეღო თითქოს ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და ამქვეყნიური არაფერი გამეგება. ნეიტრალურის და პასიურის პოზიციაში აღმოვჩნდებოდი და ვიტყოდი: ”იმას, რაც ხდება და რასაც კარგად ვხედავ მე სრულებითაც არ მეხება, ხოლო ვისაც ეხებათ კისერიც უტეხიათ!” მაგრამ! უკუღმართები ისეთი ფარისევლები არიან და იმდენ უსამართლობას ჩადიან, რომ პასიურობა და ნეიტრალური პოზიცია დანაშაული გახლავთ.

როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება, შემთხვევით ან განგების ძალით თუ მათ შორის აღმოჩნდებით და არ დაიცავთ კრავს, თქვენდა უნებურად აღმოჩნდებით მგლის მხარეზე. ცხოვრების სამწუხარო გამოცდილება კი გვიჩვენებს რომ მგელი უთუოდ შეჭამს კრავს. ამიტომ ვამბობ, რომ ნულოვანი პოზიცია უკვე ნიშნავს გარკვეულ პოზიციაზე დგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში კრავი შეეწირება.

დავუბრუნდები ისევ უკუღმართების თემას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამუდმებით ჩაგვესმის რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. მართალია, დემოკრატიული გარემოს სუნი და გემო არ ვიცით, მაგრამ თეორიულად გვაქვს მასზე წარმოდგენები და გვსმენია რომ სადღაც დასავლეთშია მსგავსი წეს-წყობილება. ”იქ” კარგია და მოდი და ჩვენც ავაშენოთ ასეთივე. რატომაც არა?! დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება ბევრ არასამთავრობო ინსტიტუტს მოიცავს, რომლებსაც ქმნიან აქტიური მოქალაქეები, ინდივიდები. ეს ინსტიტუტები და ცალკეული ინდივიდები იცავენ უფლებესა და თავისუფლებებს და არავის პატიობენ უკუღმართობას. უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმას იმარლებენ. მოკლედ ქვეყნის ყოველდღიურობას თვალ-ყურს ადევნებენ.

რა ხდება ჩვენთან?

რამოდენიმე დღის წინ (15/16 აპრილი) თსუ-ს სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სამართლიანად გამოთქვეს უკმაყოფილება უნივერსიტეტში შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარების შესახებ. დაზარალებული სტუდენტების თქმით, 15 აპრილს მათ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ურტყამდნენ. სახელსა და გვარს არ ვიტყვი და კოლმეურნეობის თავმჯდომარემ უარყო თითქოს და ძალადობას სტუდენტური თვითმმართველობის რომელიმე წევრმა მიმართა. აღნიშნა რომ ფაქტის გამოძიებით თვითონაც დაინტერესებულია და დაგმო მომხდარი.

ინციდენტის შემდეგ გაიმართა აქცია უკუღმართული საქციელის  გასაპროტესტებლად. აქციაზე სტუდენტების სიმრავლე მაინც და მაინც არ შეიმჩნეოდა. ესეც თქვენ ნულოვანი პოზიციის ნათელი მაგალითი და “სოლიდარობის პიკი!”

არ ვიცი რატომ არ არიან ახალგაზრდები ვერცხლისწყალივით მოუსვენრები? რატომ არ არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ? რას ელოდებიან? მაგრამ ერთი კი ცხადია, პასიურობით, მონური თავჩაქინდვრით, ცხვრის ფარას დამსგავსებული ახალგაზრდებით დემოკრატიული სახელმწიფოები არ შენდება.

სხვათა შორის სამუელ ბეკეტმა დაწერა პიესა ”გოდოს მოლოდინში”. გოდოს მოლოდინში ხალხს სული ამოხდეს ლამისაა. არ ვიცი ვინაა ეს გოდო, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ მოდის. ხოდა ლოდინს ჯობს ცოტა გამოვფხიზლდეთ. ჩვენი ასაშენებელია ეს ქვეყანა და თუ კი ვინმეს ჰგონია პინაზე დემოკრატიული ბაფთით დამშვენებულ სახელმწიფოს მოგვართმევენ ძალიან ცდება. ასე რომ ვიყოთ მეტად აქტიურები,  ერთმანეთის მიმართ  უფრო მეტად სოლიდარულები, უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ და დემოკრატიულ სახელმწიფოსაც ავაშენებთ, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები.

11 thoughts on “წაღმართის მენტალიტეტი, ფარისევლები და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

  1. სამწუხაროდ არაერთხელ დამტკიცდა რომ ყველა სიტყვიერ პროტესტს სჯერდება და საქმე საქმეზე რომ მიდის სწორედ მაგ “ნეიტრალურ” პოზიციას აწვება.. ჩვენ კიდევ ბეეეეევრი გვიკლია ევროპულ დემოკრატიამდე.

  2. კი,მართალი ხარ,აქტიურობა აკლია ჩვენს საზოგადოებას.ალბათ ,ალბათ კი არა და ნამდვილად,ეს ტოტალიტარული რეჟიმის ბრალია,მაგრამ მაინც,კრავის ტყავი ’კარგად’ აქვს ბევრს მორგებული.

  3. როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება, შემთხვევით ან განგების ძალით თუ მათ შორის აღმოჩნდებით და არ დაიცავთ კრავს, თქვენდა უნებურად აღმოჩნდებით მგლის მხარეზე. ცხოვრების სამწუხარო გამოცდილება კი გვიჩვენებს რომ მგელი უთუოდ შეჭამს კრავს. ამიტომ ვამბობ, რომ ნულოვანი პოზიცია უკვე ნიშნავს გარკვეულ პოზიციაზე დგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში კრავი შეეწირება.-გენიოსი ხარ!!!!მარტო ამ სიტყვების გამო ღირდა დრეს ბლოგოსფეროში ბოდიალი! :****

  4. ძალიან კარგი პოსტია,ზედმიწევნით კარგად აფასებ არსებულ რეალობას და დასკვნაც…
    ეხ,მართლა რამდენი გვაკლია დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად…:(

  5. სხვა რომ არაფერი დაგეწერა, მარტო ბოლო აბზაცისთვის ღირდა🙂
    რა უნდა ვთქვა, გეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი იმ აქციის დეტალები. სამაგიეროდ, ვიცი ის, რომ გვექნება დემოკრატია თუ არა, მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლებაზე. მე რომ ვიქნები აქტიური და ხმას ამოვიღებ, ვერ შემიზღუდავენ უფლებებს, ვერ გამიყალბებენ არჩევნებს და ვერ მომატყუებს “რუსთავი 2”, “იმედი” ხომ მით უმეტეს. ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლივ შეიძლება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვინდა ყველაფერი, მაგრამ არ გავცემთ არაფერს. რაღაცეები ჩვენც უნდა გავაკეთოთ ამ “ყველაფრისთვის”.

    P.S. სადაა ყავა და მწარე შოკოლადი?😀😀

  6. “როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება, შემთხვევით ან განგების ძალით თუ მათ შორის აღმოჩნდებით და არ დაიცავთ კრავს, თქვენდა უნებურად აღმოჩნდებით მგლის მხარეზე.”
    შინაურ კრავს დავიცავ, მაგრამ გარეულ ცხვარს თუ სხვა რომელიმე ცხოველს, არა. ამით მგლის უფლებებს დავარღვევდი, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება შინაურ კრავს, მას დავიცავ, რადგან ის ველური ბუნების ნაწილი არაა და მგელს მისი შეჭმის უფლება არ აქვს.
    საქმე ისაა, რომ ჩვენ არც თხები ვართ და არც მგლები, ჩვენ ადამიანები ვართ.

    გეთანხმები და ვიზიარებ შენს შეხედულებებს.
    დავამატებ, რომ ქვეყანაში შექმნილი უსამართლობის მიზანი, სწორედ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაა, მე ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში ასეთი ახსნა მოვუნახე მე.
    მანამდე ურტყავენ ხალხს კეფაში, სანამ ხელს არ შეუბრუნებს ეს უკანასკნელი. მაგრამ შეიძლება ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდეს, ჩვენ ხომ იმპოტენტი საზოგადოების შვილები ვართ. გავიხსენოთ თეიმურაზი.

  7. “ყველაფერს უკუღმართულს უკუღმა ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა წაღმართის მენტალიტეტი. ახლა ცოტა კი ჭირს უკუღმართებთან ცხოვრება, მაგრამ ამ ჩემ წაღმართ მენტალიტეტს რა ვუყო?!”—–ნაცნობი გრძნობაა, გამიხარდა შენს წაღმართ მენტალიტეტს კვლავ გაუკუღმართებას რომ არ უპირებ : ) იქნებ უკუღმართები შემობრუნდნენ. სამწუხაროდ აქციის დეტალები ზუსტად არ ვიცი, გადმოცემითი ინფორმაცია მაქვს რაც აქაც წავიკითხე. (ისევ ძალადობა! ). ნეიტრალურობაზე გეთანხმები : ) . ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია , ბოლომდე ნეიტრალურებიც რომ არ არიან და ნეიტრალურობა სასურველი ვითარების შემდეგ “მკაცრი” პოზიციით რომ იცვლება.
    “არ ვიცი რატომ არ არიან ახალგაზრდები ვერცხლისწყალივით მოუსვენრები? ” : ) შემოვივლი ხოლმე : )

    • როდესაც მოგესურვება მაშინ მობრზანდი გენაცვალე.
      ‘პროსტა’ ის მითხარი როგორი სასმელი გიყვარს: ჩაი, ყავა, ლუდი, ვისკი, ღვინო, კონიაკი …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s