მთავარი » კრიტიკა » ”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შაბათს 12 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც ჟურნალისტებმა გვანახვეს თუ როგორი გაუნათლებელი და არაფრის მცოდნეა დღევანდელი ახალგაზრდობა. არ ვამბობ, რომ გადაცემა ტყუილზე იყო აგებული და სიმართლის მარცვალიც არ ეგდო თქო მასში, მაგრამ ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ 100% იმბეცილობის ჩვენება ნამეტანი არაობიექტური იყო.  საკითხი მხოლოდ ერთი კუთხით იქნა გაშუქებული და გამოკითხულთა შორის ერთი რესპოდენტიც კი არ მოახვედრეს ისეთი, ვინც სწორად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ეს კი პირდაპირ მიუთითებს დაბალ პროფესიონალიზმზე და პირდაპირ ”ურტყამს” ჟურნალისტურ პრინციპს დაბალანსებულად გაუშვას ინფორმაცია  –  ჟურნალისთა ეთიკის კოდექსი.  ამას თავი დავანებოთ…

მე სულ სხვა რამ მინდა ვთქვა. მაშინ როდესაც ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულად მოსამზადებელ სიუჟეტს ამზადებ კეთილი ინებე და ოდნავ მაინც მოუხმე კრეატივს (თუ კი ასეთი გაგაჩნია) და შეკითხვები თვითონ  მოიფიქრე.

საქმე ის გახლავთ, რომ სიუჟეტი რაც ”იმედის” არხზე გავიდა არ იყო ”ქართული ჟურნალისტების პირმშო”. საერთოდ როგორც ქართული ტელე სივრცისათვისაა დამახასიათებელი აღნიშნული გამოკითხვაც ”დასავლეთიდან” არის გადმოტანილი. ზუსტად ანალოგიური გამოკითხვაა ჩატარებული ამერიკის შეერთებ შტატებში და შეკითხვებიც სწორედ იმ გადაცემიდან უცვლელადაა დატოვებული. (რასაკვირველია შოთა რუსთაველზე ამერიკაში არ დასვამდნენ შეკითხვას)

გთავაზობთ ზემოხსენებული გამოკითხვის ამსახველ ვიდეოებს:

5 thoughts on “”იმედის” სიუჟეტი და უცვლელად გადმოტანილი შეკითხვები

  1. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, ამაზეა ნათქვამი.
    კითხვების გადმოტანა მაინც რა იყო?
    ნამდვილად გეთანხმები, რომ ეს სიუჟეტი ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, დაბალენასებული ინფორმაცია რაა ამათ საერთოდ არ იციან.
    საერთოდ, იმედში რაც კეთდება, ეს არაა ჟურნალისტიკა. იმედი არღვევს არამარტო ეთიკის კოდექსების ყველა პუნქტს, ადამიანის უფლებებსაც.
    ეს არხი რომ დაიხუროს, მე თანახმა ვარ. მეძახეთ თუ გინდათ არაკოლეგიალური, ეს არხი არაა!..

  2. ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსს მივაგენი შენი პოსტის წყალობით და ძალიან მაგარია რაც შეეხება იმედს: ვფიქრობ არაფერი არ არის საგანგაშო, მე მომბაძეთ– არ უყუროთ ქართულ ტელევიზიას. :DDDDD

    • ბევრი ჩვენი თაობის არც უყურებს სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ… მაგრამ ეს ბევრიც კი ძალიან ცოტაა საერთოსთან შედარებით, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. არ ნახვა რომ შველოდეს კიდე ჰო…

  3. დიახ,მეც ვუყურე ამერიკულ გადაცემას,სასაცილო კითხვები იყო,და უამრავმა ადამიანმა მართლაც იმბეცილობა გამოამჟღავნა,ისევე როგორც ჩვენთან.
    სამწუხარო ის არის,რომ ამი რეპორტაჟის მეშვეობით პრაქტიკულად ვერანაირ სათქმელს ვერ იტყვი–და მას აზრი ეკარგება,ეს არის უბრალოდ უვიცი ადამიანის დაცინვა–ამას კი ტელევიზია არ უნდა კადრულობდეს! მართლაც,ირღვევა ადამიანის უფლებები.

    • “ეს არის უბრალოდ უვიცი ადამიანის დაცინვა–ამას კი ტელევიზია არ უნდა კადრულობდეს!”

      მე გეთანხმები ქეთუს. და თუ გახსოვს ”სპეციალური სიუჟეტში” ნაჩვენები აღნიშნული გამოკითხვის გასვლის შემდეგ წამყვანმა ლაშა ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ გამოკითხვა შეიძლება ვინმესთვის შეურაცმყოფელი იყოს რისთვისაც ბოდიში მოიხადა. უკვე თავი დაიზღვია იმავე გადაცემაში🙂 წინასწარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s