მთავარი » საზოგადოება » საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო,

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა, ცალკეული მცდელობების მიუხედავად, ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება ქვეყანაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პრობლემებს აწყდებიან სოციალური ფუნქციონირების ყველა სფეროში, იქნება ეს პირადი გადაადგილება, განათლება, სოციალური მომსახურება, რეზიდენტული დაწესებულებები თუ სხვ. ამას ადასტურებს როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, ისე გაეროს უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული ანგარიში.

ამ მდგომარეობის გასაუბჯობესებლად უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო 2009 წლის 10 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელმოწერა. ამ ფაქტმა გააჩინა მოლოდინი, რომ საქართველო შესაბამისი შიდა პროცედურების გავლის შემდეგ მოახდენდა კონვენციის რატიფიცირებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გადადგამდა ნაბიჯებს შეზღუდული შესაძლებლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, ამ დრომდე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნული არ განხორციელებულა.როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებას სარატიფიკაციოდ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში, მიმართოთ კონვენციის რატიფიცირების მოთხოვნით.

დავით  ლაღიძე
განცხადება

One thought on “საქართველოს პრეზიდენტს

  1. ვაი რომ “ჯერ კიდევ” ბევრი რამ რჩება ” სერიოზულ გამოწვევად” ამ საქართველოში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s