მთავარი » ირონია » ნამასხარავები

ნამასხარავები

ქართველი ადამიანის  ხასიათში გემრიელადაა ჩალურსმლული  პირფერობა, მლიქვნელობა, სხვის გაქილიკება, სხვის სულში ხელების ფათური, სხვისი ქმედების არ მოწონება და გაკრიტიკება, სხვისი ‘სიმახინჯეების’ სააშკარაოზე გამოვლინება, მატრაკვეცობა, სიყალბე, ფარისევლობა და მისთანანი. ყველგა საზოგადოებას ახასიათებს მსგავსი? ნუ არც მაინც და მაინც ასე არ უნდა იყოს საქმე. სხვაგან ვინ რას შვრება სულ ცალ ფეხსაცმელზე მაქვს ჩამოკონწიალებული. ჩვენ ვიკითხოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემების და დაულაგებელი სახელმწიფოს პირობებში რო გვიწევს ცხოვრება. მრავალჭირვარამგადანახადი (ეს სიტყვა სკოლაში გაიჩითა პირველად ქართული ენის განსაზღვრებად) სახელმწიფოს არარაციონალური საზოგადოეა ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ. შემდეგ გვიკვირს თუ  როგორი დაკომპლექსებულია ის ვიღაც სხვა, ნებისმიერი.

ჩვენ ყალბები ვართ და გვიყვარს ჩვენივე სიყალბე.

ჩვენ მატყუარები ვართ და ყოველთვის სხვის მატყუარობაზე მივუთითებთ.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სხვის სულში ვაფათუროთ ხელები, თუმცა ამის უფლება არავის აქვს და ამასვე ვაღიარებთ თვითონვე.

ჩვენ ვაქებთ, კომპლიმენტს ვეუბნებით, მაგრამ ზურგს უკან დავცინით.

ჩვენ გვიყვარს სიტყვით, მაგრამ არ ვიცით საქმით სიყვარული.

ჩვენ ვაკეთებთ სხვის ჯიბრზე და არა საკუთარი სურვილის შესაბამისად.

ჩვენ ვფიქრობთ თითო-თითოდ მე-ზე და არ ვფიქრობთ ჩვენ-ზე.

ჩვენ ვგმობთ კონკრეტულ ქმედებას, მაგრამ ჩუმად უყოყმანოდ გავაკეთებდით იგივეს.

ჩვენ ვმოქმედებთ სხვის დასანახად და არა საკუთარი შეხედულებებიდან და სურვილიდან გამომდინარე.

ჩვენ ფარისეველი მორწმუნენი ვართ და არასოდეს ვაღიარებთ ამას. მარხვაში ხორცს არ შევჭამთ, მაგრამ სიგარეტს გავაბოლებთ, ბევრს არა მხოლოდ 3 ღერს დღეში.

ჩვენ ვართ “სამართლიანები” და არა სიმართლიანები. (ვართ კი სამართლიანები?)

ჩვენ კარგი მრჩევლები და ცუდი შემსრულებლები ვართ.

ჩვენ არასოდეს მოგვწონს სხვისი გაკეთებული, თუმცა თვითონაც მაინც და მაინც არ ვიკლავთ თავს კეთებით.

ჩვენ გვიყვარს ოცნება და არ ვიცით ფიქრი.

ჩვენ გვაქვს ენა, თვალი, ყური, მაგრამ არ გვაქვს სალაპარაკო, არ ვხედავთ და ვუყრუებთ კიდეც.

ჩვენ თქვენობით ვლაპარაკობთ, მაგრამ უზრდელები ვართ.

ჩვენ ამპარტავნები ვართ, თუმცა სხვის უკანალებსაც სიამოვნებით ვლოკავთ საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენ გვიყვარს მხატვრობა, იმიტომ რომ უნდა გვიყვარდეს – “საოცარი სიღრმე დევს “ემზარას” მთელ შემოქმედებაში, ისეთი ნატიფი შესრულებაა, ფერთა პალიტრა საოცრადაა წარმოჩენილი”.

ჩვენ ვიცვამთ “სახელს” და არა სამოსს. ნუ ტრენდია, ბრენდია, მოდაშია და კაი პონტია .

ჩვენ პატარა კაცმაცუნები ვართ და თავი დევგმირები გვგონია.

ჩვენ უბრალოდ მონები ვართ (საკუთარი ნებით სხვათაშორის) და არავის ამაზე პრეტენზია არ გვიჩნდება….

კიდევ კარგი ყველა ადამიანის ჩრდილის ზომას თვითონ ამ ადამიანის ნება-სურვილი არ განსაზღვრავს, თორემ ქართველების ჩრდილები დააბნელებდნენ გალაქტიკებს.

39 thoughts on “ნამასხარავები

  1. ეს ზოგადად ადამიანის მანერები და ხასიათია.
    თავს ვიმშვიდებ : )

    • 🙂

      ნელ-ნელა იცვლება რაღაცები და ერთ 20 წელიწადში მგონი შედარებაც კი არ მოგვინდება დღევანდელობასთან.
      იმედია იმედი არ გამიქარწყლდება

  2. რა იყო,ნიკა, რამ გაგამწარა ასე?
    ”მაგრამ ქართველი ვარ და ქართველებზე იმიტო ვამბობ, სხვაგან ვინ რას შვრება სულ ცალ ფეხსაცმელზე მაქვს ჩამოკონწიალებული”—ძალიანაც მიგიქარავს მერე?არეალი გაიფართოვე და მიხვდები, რომ ადამიანები ზოგადად, ასეთები ვართ ყ ვ ე ლ გ ა ნ

    ”ჩვენ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ და შემდეგ გვიკვირს თუ როგორი დაკომპლექსებულია “იგი”. ”—-ეს შენნაირები აკომპლექსებენ თავიანთ თავსაც და სხვებსაც,თავისდა უნებურად, და შთააგონებენ მათ კომპლეწსებს—რომ იცოდე ეს რუსეთის აგენტურის ტაქტიკა იყო–რომ ზოგადად ასე ჩაენერგად ქართველებისთვის საკუთარი ერის ზიზღი–ისევ მოსყიდული ქართველის მიერ გამოთქმული ამგვარი აზრით.
    ისა, და, შენც რუსეთის აგენტი ხომ არ ხარ? (шутка)

  3. მე ვამაყობ შენით!!!! ძალიან მაგარია !!! იმოქმედა ჩემზე… ჩავფიქრდი🙂

  4. :))) საინტერესოა .. : ))) მაგრამ , ეს ლაპარაკად დარჩება და წაკითხვად : ))) მომენტალური , არიარება და სემდეგ ამ ყველაფრის გადავიწყება : )))

  5. არც მთლად ასე ცუდადაა საქმე, კონკრეტული პუნქტები კი, თითქმის ყველას ახასიათებს. მაგრამ არის რაღაცეები, რაც კი ხდება, მაგრამ არა ასე ზოგადად. არ ვამბობ არ ხდება -თქო!.. ხდება და მეც მაღიზიანებს, მაგრამ შენ ძალიან რადიკალურად უდგები მგონია.

    • არა, ზემოთ ჩამოთვლილს რომ ზოგადი სახე ქონდეს გასაქცევად გვექნებოდა საქმე🙂
      უბრალოდ ძალიან არასასიამოვნოა რომ მსგავს რამეებს რეალურად აწყდები ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში…

      • ე, აქ სრულიად გეთანხმები. არასასიამოვნო კიარა, გამაღიზიანებელ-შემაძრწუნებელ-შემაშფოთებელია😀 არადა, მართლა ხშირად ვაწყდებით, სამწუხაროდ😦

  6. ragaca momecona me es ambaviiii….sul mindoda damecera msgavsi tipis da shinaarsis raime da sul vdebdi….ufro scored ra mchirda iciii?erti azrs gavivlebdi gonebashi,mere gadamavicydeboda da ese srulyofilad tu vinme chamoayalibebda chems nafiqrs ar megona:****yochag chemo kargooo…mmmmagaria…p.s tan gamixardaa memgoni marto ar vyofilvaar:DDDD

    • შენ გარშემო ხალხს დააკვირდი ხოლმე და თუ ეს ნაწერი არ გაგახსენდება, მაშინ ჩათვალე რომ ჯიგრულადაა ყველაფერი😉

  7. ძააან გულზე მომხვდა ეს პოსტი :შ
    მაგრამ, რაღა მომენტში გამისწორდა რომ მე მასე არ ვარ❤

  8. არ გამინაწყენდეთ მაგრამ რაღაცნაირად ისე მომხვდა ეს პოსტი გულზე, თითქოს ჩვენ მხოლოდ ცუდები ვიყოთ? … )) რატომ ქართველების დადებითს ვერ ვამჩნევთ? რატომ არავის გინდებათ დაწეროთ დადებითზე? ესეც ხომ ერთგვარი ირონია და ამას ისე წერ თითქოს შენ არ გექართველებოდეს ეს… კი მეც მტკივა ყველა ის საკითხი რაც წამოჭერი, მაგრამ ცოტა დანდობა ხალხო.. ცოტა მეტი სიკეთე და ერთმანეთის თვალებში მზეების დანახვა.. მეტი ღიმილი რა.. მეტი

    • კარგზე ისტორიის მეტი რა გვაქვს😉

      ისე ნუ გამომიყვან ეხლა რომ გულჩათხრობილი ღვარძლიანი ტიპი ვიყო. მხოლოდ ამ პოსტით ნუ დაასკვნი. თუ დაინტერესდები ”ნახავ” (წაიკითხავ) რომ მზიანიც ვარ და ღიმილიანიც😉

  9. რაღაც-რაღაცებში გეთანხმები. რა თქმა უნდა კარგია ჯანსაღი აზროვნება და კრიტიკაც , მაგრამ მე ვფიქრობ ცოტა ზედმეტია , ასეთი დახასიათება , მართლაც არ ვართ უფრთო ანგელოზები ქართველი ერი , მაგრამ ბევრი კარგი თვისებაც გაგვაჩნია , რაც ჩემთვის პირადად ფასდაუდებელია, მხოლოდ ცუდზეც ნუ ვიფიქრებთ , დიდი ილია ქართველ ერს კრიტიკას არ აკლებდა , თუმცა დადებით თვისებებსაც ხედავდა , რაც შენ პოსტში ვერ შევნიშნე. მე მომიტევე თუ სხვაგვარად აღვიქვი შენი პოსტი.

    • თეო არაფერი გაქვს საპატიებელი.

      რაც შეეხება ამ პოსტს: არსად მიწერია რომ დადებითი თვისებები არ აქვთ ქართველებს.

      ილია იმას ამბობდა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო…
      ხოდა მეც ვიმასხარავე.

      მე დადებითზე არ მიწერია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქართველებს არ გვაქვს დადებითი თვისებები, ან მე ვერ ვხედავ ამ თვისებებს.

  10. ჰომ…
    რა ვთქვა აბა?.. მძიმე სურათია… თან ვერც იმას შეგედავები, არ არის მასე-მეთქი… ბევრი რაღაც აქედან მართლა გვახასიათებს ადამიანებს… უმრავლესობა, ვინც წაიკითხავს, ალბათ რაღაცას ამოიცნობს თავისას…
    მაგრამ რამდენად გამოასწორებს, ეგ არ ვიცი…
    P.S. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მხატვრობაზე არ მიყვარს აღფრთოვანებით ლაპარაკი : ))

  11. რუსეთის აგენტობა რა შუაშია,ესეც ერთგვარი ჩვენი დაამხასიათებელი ფარისევლობა ვითომ დავიჯერო მოგწონთ და ვერ ხედავთ ამ უარყოფით თვისებებს? ჩხუბი კი არაა ყველა ერთად უნდა ვეცადოთ ამ ყველაფრის გამოსწორება ქეთუსიი :)))) რისი იმედიც აღარ მაქვს მაგრაამ…. :)))

  12. აუ არც ასეთი დამიწებულ-გადსაშენებლები ვართ ნიკოლოზ.. მემგონი , ძალიან საშინელ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა .. მე პირადად არ ვარ ასეთი ხალხით შემოფარგლული , მემგონი გძულს იმის შეგრძნება რომ ქართველი ხარ.. მე მომწონს შენი პოსტები მაგრამ, ამ თემაზე იმდენი ილაპარაკეს, დაწერეს იქილიკეს , არ შეჰფერის შენს ბლოგს ათასჯერ გადაზუთხული თემა… 6 ი თვე ვცხოვრობდი იტალიაში , კერძოდ რომში : იცი როგორ გვგგავნან ?? იცი რამდენად აღგვემატებიან ფარისევლობაში და თუნდაც სხვა რამეებში .. თავს იმართლებ იმით რომ სხვები გკიდია , მაგრამ მემგონი სხვებზე უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს .. (ბოდიში თუ კი ვცდები) ნუ გამილანძღავ მე პირადად ქართველს და საქართველოს..იმიტომ რომ მე მიყვარს ქართველი რომ ვარ და არასდროს ვყოფილვარ და გავხდები ევროპელი.. ეს თემა “მხოლოდ ქართველი” თუ რაღაც მსგავსი თემა იყო იმას მახსენებს … ჩვენ მადლიანი ერი ვართ ნიკოლოზ , შეიძლება არ აღიარო მაგრამ გახსოვდეს 🙂

    • ”აუ არც ასეთი დამიწებულ-გადსაშენებლები ვართ ნიკოლოზ.. ”
      – არ მითქვამს დასამიწებელ-გადასაშენებელი ხალხი ვართ თქო, თინათინ.

      ”მემგონი , ძალიან საშინელ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა ”
      – არა, ეს არასწორი დასკვნაა. შენ შენი გარემოცვის გარეთ ვერაფერს ამჩნევ?

      ”მემგონი გძულს იმის შეგრძნება რომ ქართველი ხარ.”
      – ისევ ცდები. რომ მძულდეს მაგრად ”პოხუიზე” გავუიშვებდი და ამ პოსტსაც არ დავწერდი. ამაში დარწმუნებული იყავი.

      ”6 ი თვე ვცხოვრობდი იტალიაში , კერძოდ რომში : იცი როგორ გვგგავნან ?? იცი რამდენად აღგვემატებიან ფარისევლობაში და თუნდაც სხვა რამეებში .. ”
      – მერე რა? ეს დამშვიდების საშუალებას გვაძლევს თუ როგორ თინათინ? ამით რისი თქმა გინდა რომ მარტო ჩვენ არ ვართ ჯანდაბაში?

      ”მაგრამ მემგონი სხვებზე უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს”
      -ამ წინადადების აზრს ვერ მივხვდი…

      ”ნუ გამილანძღავ მე პირადად ქართველს და საქართველოს..იმიტომ რომ მე მიყვარს ქართველი რომ ვარ და არასდროს ვყოფილვარ და გავხდები ევროპელი..”
      – გასაგებია რომ გიყვარს, არც მე მძულს, მაგრამ ნუ დამიშლი ჩემი შეხედულება ვთქვა ქართველებზე.
      ევროპელობაზე არაფერი მითქვამს ამ პოსტში. რას ნიშნავს ისე ევროპელობა?

      ”ჩვენ მადლიანი ერი ვართ ნიკოლოზ , შეიძლება არ აღიარო მაგრამ გახსოვდეს”
      – რას ნიშნავს და რით გამოიხატება ჩვენი მადლიანობა შეგიძლია მითხრა თინათინ?

  13. ე.ი ასე პირდაპირი მნიშვნელობით იგებ ყველაფერს ? : )არ გითქვამს მაგრამ ასე გამოვიდა რომ დასამარხ-დასამიწებლები ვართ. მე ბევრ რამეს ვხედავ მაგრამ იცი რა მიკვირს ? არ სჯობდა ამის დაწერაზე ფიქრს , გეფიქრა იმაზე თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს ყველაფერი? : ) მადლიანი ერი ვართ იცი რატომ ? ჩემმა მეგობარმა “პერაშკი”იყიდა ბოლო 30 კაპიკით და მათხოვარი შეხვდა და “მოუკბეჩავი” პერაშკი გაუწოდა🙂 ეს რომ მომიყვა სურვილი გამიჩნდა რომ მეც გამეკეთებინა მსგავსი რამ და ბევრჯერ მიყიდია ხაჭაპურები და ლობიანები სხვებისთვის .. (პირველად ვამბობ ამას ასე საჯაროდ)არ დამავიწყდება მადლიერი თვალები .. მეც მოვუყევი სხვებს ჩემებს და ჩემი მეგობრების 50 მა პროცენტმა იგივე გააკეთა🙂 აი ესაა მადლი .. მაგრამ განა მე არ მყავს “უჯიშო” გაბღენძილი ადამიანები გარშემო ? მყავს მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას რომ მთელი ქართველობა გამოვლანძღო და გამოვთათხო .. შენ ამბობ რომ “ჩვენ” მაგრამ არაა ასე არ ვართ ყველა “ჩვენ” ასეთი უძლურნი და დაბოღმილნი, არის კარგიც და ცუდიც .. იმ ცუდებს ვისზეც შენ ლაპარაკობ , პოსტის ღირსად თვლი და იმ კარგებს ვინც უბრალოდ ადამიანია იმათ არაფერი ? ამხელა პოსტი დაწერე და ბარემ მიგეთითებინა პ.ს თი მაინც რომამის მიუხედავად არსებობენ “ადამიანები” და რომ ჯერ კიდევ ვართ და არ გადავშენებულვართ დინოზავრებივით.. შენ რომ წაგიკითხოს ვინმე არაქართველმა არ გაგიჟდება ჩვენზე ? პირდაპირ გადაირევა .. ზუსტად ეს გვანადგურებს რომ თავადვე ვლანძღავთ საკუთარ თავებს … და იმაზე კიარ ვფიქრობთ თუ როგორ ვუპასუხოთ თუნდაც სიბოროტეს სიკეთით , მე არ ვარ ის ადამიანი ვინც შენ მორალს გიკითხავს, აზრადაც არ გამივლია შენი აზრის გაპროტესტება მაგრამ უფლება მაქვს გეკამათო მემგონი ხომ ? იბადება კამათში ჭეშნარიტება ნამდვილად იბადება , არაა ეს ლიტონი სიტყვები .. თუ შენ ასე ფიქრობ იფიქრე ნიკოლოზ არავინ გიშლის მაგრამ , რავიცი🙂 შენ ზოგადად ადამიანის თვისებებზე საუბრობ ნიკოლოზ და ფიქრობ რომ მხოლოდ ქართველები ვართ ასეთები, არადა ყველაშია სიბოროტე და სიკეთე თანაბრად , უბრალოდ ზოგ ადამიანში ერთი სჯობნის მეორეს ან პირიქით .. სიბოროტეში ვგულისხმობ იმ ყველა თვისებას რაც შენ ცალკეულად ჩამოთვალე .. განმარტებისათვის ..

    • დასაწყისში იმას გეტყვი თინათინ, რომ თუ კი ვსაუბრობ შენ გამოთქმულ აზრს პირდაპირ გავიგებ. მე ვერ ვიმარჩიელებ შენ ნათქვამის უკან რას დებ, ხომ ასეა?
      როგორც მეუბნები ისე ვგებულობ და თუ კი რამე არასწორად გავიგე მაშინ ზუსტად იმ ფორმულირებით დაწერე რომ ნაგულისხმევი შესაბამისად გავიგო.

      კამათის პრობლემას ვერ ვხედავ, რამდენიც გინდა იმდენი ვიკამათოთ. პირიქით ეს უფრო მისასალმებელია ჩემთვის. შენ შენსას მეტყვი მე ჩემსას. ამაზე ვთანხმდებით.

      მეუბნები ამის დაწერაზე ის დაგეწერა როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს ყველაფერიო.
      ჯერ ის ხო უნდა იცოდე რა გაქვს აღმოსაფხვრელი? (მკრეხელობად ნუ ჩამითვლი). ხოდა შემდეგ დაწერ თუ როგორ უნდა აღმოფხვრა. მაქვს დაწერილი და განახებ ლინკსაც.
      https://niksologi.wordpress.com/2011/05/28/არ-უნდა-არ-უნდა-არ-უნდა/

      პერაშკის ამბავს რომ მიყვები ძალიან მისასალმებელია და ვაფასებ.
      აქვე შეკითხვას დაგისვამ: შე როგორ გგონია, მხოლოდ შენ და შენი მეგობრები და ისიც მხოლოდ საქართველოში აკეთებთ ამას? დარწმუნებული ხარ რომ მსგავსი სხვაგან არსად ხდება? ეს მადლიანობაა? დავდივართ მგონი კეთილ და ბოროტ საქმემდე, თუ არა? მგონი ასეა.

      ”იმ ცუდებს ვისზეც შენ ლაპარაკობ , პოსტის ღირსად თვლი და იმ კარგებს ვინც უბრალოდ ადამიანია იმათ არაფერი ?”
      – შენ რა დაასკვენი რომ ეს პოსტი მათ ფეტიშს და ხოტბის შესხმას ეძღვნება? არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ. მიძღვა – არაა ის სიტყვა რასაც მე გამოვიყენებდი. უარყოფით მოვლენაზე არაფერი არ უნდა დაიწეროს იმიტომ რომ ცუდზე იწერება? ჩემი აზრით, არც ესაა სწორი თინათინ.

      ”ამხელა პოსტი დაწერე და ბარემ მიგეთითებინა პ.ს თი მაინც რომამის მიუხედავად არსებობენ “ადამიანები” და რომ ჯერ კიდევ ვართ და არ გადავშენებულვართ დინოზავრებივით..”
      – გეთანხმები, შეიძლებოდა სხვაგვარად დასრულებულიყო პოსტი. უფრო პოზიტიური ემოციით, მაგრამ მე ასეთი გადაწყვეტა მოვუძებნე და არჩევანს მიწუნებ.

      ” შენ რომ წაგიკითხოს ვინმე არაქართველმა არ გაგიჟდება ჩვენზე ? პირდაპირ გადაირევა .. ”
      – მე მსგავს შემთხვევაში უფრო ჩავეძიებოდი ავტორს და გავიგებდი უფრო დაწვრილებით თუ რატომ დაწერა მსგავსი პოსტი. რის საფუძველზე. და მხოლოდ ერთი ნაწერით ერზე შთაბეჭდილებას არ შევიქმნიდი.
      – მერე მეორეც: კი მაგრამ არაფერი გსმენია თურქეთში პროსტიტუციის გამო წასული წასული ქართველების შესახებ? ავსტრიის, ლიტვის, საბერძნეთის ციხეებში ქართველების შესახებ? გერმანიაში მაღაზიებში ქართული წარწერის შესახებ ”გთხოვთ ნუ მოიპარავთ”…
      და შენ, თინათინ მე მეუბნები რომ ქართველებს ვლანძღავ? როდესაც არ მომეწონება ქართველის ქცევა, ამის შესახებ მე გავიგებ აუცილებლად დავწერ. აბა რა ვქნათ – ქართველი აკეთებს ცუდს და არ გავახმაუროთ უცხოელი რას იფიქრებს? ასე ხელს რომ ვაფარებთ ძალიან ბევრ ცუდ საქმეში ერთმანეთს იმიტომ გვაქვს არც თუ ისე კარგად საქმე.

      ”შენ ზოგადად ადამიანის თვისებებზე საუბრობ ნიკოლოზ და ფიქრობ რომ მხოლოდ ქართველები ვართ ასეთები”
      – ეს არასწორია თინათინ, მე არ მითქვამს და არსად მიწერია რომ უნიკალურად ქართული ხასიათი, მახასიათებელი და თვისებაა ზემოთ ჩამოთვლილი. არ მაინტერესებს სხვაგან როგორაა. მე საქართველოში, ქართველების არ მომწონს და არ მინდა რომ ასე იყოს მომავალშიც. რატომაა ეს რთული გასაგები არ მესმის.

      • ხელები “მიკაწკაწბდა” კბილების მაგიერ, როცა ვნახე ეს კომენტარი და არ შემეძლო პასუხის გაცემა. აი ახლა კატეგორიებით , მივყვები მეც🙂 ის პოსტიც წავიკითხე და მივხვდი რომ მოუწოდებ ხალხს : არ ქნან ის და არ ქნან ეს. შენი აზრით მაქედან ერთი სიტყვა დაამახსოვრდა ვინმეს ? ან წაკითხვის შემდეგ ვინმემ , ნახევარი საათი თუ მაინც იფიქრა მაგ პოსტზე ? შეიძლება მეც წამეკითხა და დამვიწყებოდა🙂 მაგრამ ეს პოსტი გუშინს მერე თავში მიტრიალებს და ათასნაირი პასუხი გაგეცი , ათასი კითხვა დავსვი , რამდენნაირად შევატრიალ შემოვატრიალე , არც ვიცი … ყველაფრის დაწერა უბრალოდ მეზარება ამიტომ გიპასუხებ და კითხვებს დავსვამ.. 1. გამიგია ნიკოლოზ საზღვარგარეთ სულწამაწყდარ ადამიანებზე ძალიან , ბევრი რამ გამიგია .. საერთოდ , საზღვარგერეთელები ყოველთვის გვისწრებენ , ბევრი ნაბიჯით . დაიჭირეს ერთი , ათი შეიძლება მეტი ქართველიც , ქურდობაზე და გამოაკრეს წარწერები🙂 შენ არ გაგიგია ალბათ ნიკოლოზ , სუპერმარკეტში შესული იტალიელები , ზანგები , გერმანელები , პაკისტანელები რომლებიც ერთცალ იოგურტს აიღებენ , ერთცალ ყურძნის მტევანს , ვაშლატამას და უკაცრავად და “მაძღარნი” გამოდიან , ეჭვი რომ არ დატოვონ ერთცალ ერთ ევროიან წყალს იყიდიან :)ანტალიაში და ალანიაში ვარ ნამყოფი და მე არსაც დამინახავს ქართველი სხეულით მოვაჭრე ქალები. ჭირივით მძულს თურქეთი მარტო იმიტომ მძულს რომ ვიცი იქ სადღაც ქართველი , სხეულით ვაჭრობს და ვინ იცის რის გამო ? ეგ ცუდი საქცილეია ძალიან მაგრამ გაჭირვებაც უბიძგებს შედარებით სუსტ ადამიანებს მაგისკენ .. ყველა თავის ჯვარს ატარებს ნიკოლოზ🙂 2. სიკეთეს და მადლს მარტო მე არ ვაკეთებ და ჩემი მეგობრები , უამრავი ადამიანი აკეთებს ყოველდღე სიკეთეს .. რომ ამბობ მე რომ ეს პოსტი წამეკითხა და უცხოელი ვყოფილიყავი , უფრო ინტერესი გამიჩნდებოდაო და ავტორს ჩავეძიებოდიო🙂 აი მე ვარ უცხოელი მაგალითად , გეძიები და დამანახე აბა შენს ერზე რა გაქვს დაწერილი ისეთი რომ მე პატივი ვცე ? ის ლინკი რაც შენ დამიდე ქართული მადლისგანაც და სიკეთისგანაც ძალიან შორსაა.. დამილინკე რაიმე რაც შემიქმნის მე უცხოელს შენს ერზე ერთ დადებით ემოციას მაინც🙂 პ.ს შენ გგონია ვინც დაგიკომენტარა ან დაგიკომენატრებს , რაიმე შეიგნო ?🙂 ვერა ნიკოლოზ არავის არაფერი გაუგია , დამიჯერე არც კი უფიქრიათ და არც იფიქრებენ. წერე, იყავი კატეგორიული , გეჭიროს “ხმალი” მაგრამ ვერაფერს მიაღწევ, უბრალოდ გულს დაწყვეტ იმათ ვისაც ჯერ კიდევ შერჩა რაიმე კარგი🙂 მე პირადად მართლა მეტკინა გული ამ პოსტით რადგან სადაც არ უნდა ვიყო მაინც ვიტყვი , ჩემი უკულტურო, ბოროტი დამპალი ქართველი მირჩევნია სხვისკულტურით სავსე და გადასარევ ადამიანს🙂

  14. და ერთ რამეს დავამატებ კიდევ. საშინელება ხდება ე.წ სოც.ქსელებზე .. არავის არ გააჩნია თავისი მე. “კაპიროვკა” უჭირავთ და აკოპირებენ ერთმანეითსგან “უწი პუწი ” საქციელებს.. ბოზობაა ასევთქვათ მოდაში და რაც უფრო მეტად წაბილწული ხარ მით უკეთესი და მაგარი ხარ. რაც უფრო მეტ შეურაცხოფას მიაყენებ ეკლესიას, საზოგადოებას , დედას მამას. .. ე.წ ბუნტარკებმა შეგვჭამეს და სინამდვილეში აზრზე რომ არ არიან ეს რა არის .. დედ მამის ნაყიდი ტანსაცმელი , საჭმელი და სწავლა უნდათ მაგრამ დამუკიდებლებლები არიან🙂 ამაზე რატომ არავინ წერს ? თუ დაწერილი გაქვს რაიმე დამილინკე და მეც ვიქნები ძალიან , ძალიან კატეგორიული … თავიანთი მე აღარ შერჩათ , ზუსტად ჩემი ასაკის ადამიანებს🙂 პრობლემა განა წარსულშია არამედ მომავალში!

    • ”ის პოსტიც წავიკითხე და მივხვდი რომ მოუწოდებ ხალხს : არ ქნან ის და არ ქნან ეს. შენი აზრით მაქედან ერთი სიტყვა დაამახსოვრდა ვინმეს ? ან წაკითხვის შემდეგ ვინმემ , ნახევარი საათი თუ მაინც იფიქრა მაგ პოსტზე ? შეიძლება მეც წამეკითხა და დამვიწყებოდა”
      – თინათინ, ჯერ იმას მეუბნებოდი რა გიწერია მანხეო. მერე იმას ”მესარჩლები” რაც დაწერე გგონია ვინმეს მაინც დარჩა თავში იმ პოსტიდანო? და თვითონვე პასუხობ რომ შესაძლოა შენც არ დაგამახსოვრდებოდა.
      – ჯერ ერთი რომ სხვადასხვა რამეს ამბობ, სულ სხვა საკითხზე გადახვედი. ვის რა დაამახსოვრდა და რაზე დაფიქრდა არც მე ვიცი და არც შენ… იქნებ დაამახსოვრდა და ჩაფიქრდა კიდეც რაღაცებზე? რატომაა ეს გამორიცხული? თუ არ აქვს მნიშვნელობა რას წაიკითხავ და რა წერია პოსტში, მაშინ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს წაკითხვას? მე არ ვიცი…

      ”შენ არ გაგიგია ალბათ ნიკოლოზ , სუპერმარკეტში შესული იტალიელები , ზანგები , გერმანელები , პაკისტანელები რომლებიც ერთცალ იოგურტს აიღებენ , ერთცალ ყურძნის მტევანს , ვაშლატამას და უკაცრავად და “მაძღარნი” გამოდიან , ეჭვი რომ არ დატოვონ ერთცალ ერთ ევროიან წყალს იყიდიან:
      – რატომ მესაუბრები ისე, თითქოს არ ვიცი სხვაგან რა ხდება? გამიგია და ძალიან ბევრიც მსგავსებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ: მერე რა რომ მარკეტში ვიღაცები (არაქართველები) რაღაცებს იპარავენ? ეს ქართველის მოპარვას ამართლებს? რატო მოგყავს ასეთი მაგალითები უბრალოდ გაუგებარია.

      მაგალითები მოგიყვანო რომ მსმენია მსგავს რამეებზე? თუ როგორ დაგარწმუნო?

      მ ე ა რ მ ო მ წ ო ნ ს და მ ა წ უ ხ ე ბ ს რ ო დ ე ს ა ც ქ ა რ თ ვ ე ლ ი ი პ ა რ ა ვ ს, ა ფ უ ჭ ე ბ ს . . . .

      კარგი გეტყვი. მაგალითად აფრო – ამერიკელები პარიზში. ჩავა მეტროში და სადმე კუთხეში მოაფსამს.
      არაბები პარიზში – საღამოს მათ უბანში გავლა შაშიშია ჯანმრთელობისათვის, შეიძლება დანაც გაგიყარონ ან გესროლონ კიდეც პირდაპირ.
      აშშ – ში გეტოები სადაც პოლიციას ძალიან უჭირს კონტროლის დამყარება. კიდე?

      ”ეგ ცუდი საქცილეია ძალიან მაგრამ გაჭირვებაც უბიძგებს შედარებით სუსტ ადამიანებს მაგისკენ”
      (ვერ ვიტან მორალისტობას და მორალისტებს, მაგრამ….)
      – გაჭირვება ამართლებს? და შენ როგორ გგონია მხოლოდ გაჭირვებაა საბაბი?
      მე ასე არ მგონია, სამწუხაროდ. როგორც უნდა ისე მოიქცნენ და რაც უნდათ ის აკეთონ, მაგრამ ასე რომ ხდება ეს ცხადზე ცხადია. ბოლოს და ბოლოს გატელევიზორდნენ არაერთხელ…

      ”ის ლინკი რაც შენ დამიდე ქართული მადლისგანაც და სიკეთისგანაც ძალიან შორსაა..”
      – რა ქართული მადლი და სიკეთე თინათინ? კარგი რა🙂
      შენ თუ გინდა აკეთე სიკეთე, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ კეთილი საქმეებისკენ. არ ვარ მორალისტი და იმას ნაღდად ვერ გავაკეთებ რაც თვითონმე არ მომწონს (რბილად რომ ვთქვა). არავის ქადაგება არ მჭირდება სიკეთის საკეთებლად… ნაღდად ასეა.

      ”აი მე ვარ უცხოელი მაგალითად , გეძიები და დამანახე აბა შენს ერზე რა გაქვს დაწერილი ისეთი რომ მე პატივი ვცე ?”
      – თინათინ🙂
      მე რატომ უნდა მქონდეს დაწერილი მსგავსი რამ არ მესმის?

      აი შენ, როგორც უცხოელს, რომელსაც გსურს რომ წარმოდგენა შეგექმნას ქართულ კულტურაზე, გირჩევ გაეცნო ქართული თეატრის ისტორიას, გირჩევ გაიგო ვინ იყო სანდრო ახმეტელი (მაგალითად), ნახო ქართული ფილმები, თუ უფრო მეტის გაგება გინდა გაეცანი ზოგადად ისტორიას ქართულს. კიდე რა გითხრა: ის რომ მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა გვაქვს 14 დამწერლობას შორის? ან ის რომ მრავალხმიანი ფოლკლორი გვაქვს? იქნებ ისიც გითხრა რომ ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაგვაჩნია? გვყავს მსოფლიო დონის კომპოზიტორი; ზეზვა და მზიაც უნდა გიხსენო, ვენახზე და მეღვინეობაზეც გეტყვი. საკმარისია თინათინ? ცოტათი მაინც შეგექმნა ოდნავ პოზიტიური შთაბეჭდილებები ქართველებზე? უცხოელის ემოცია როგორია ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ?
      არ მესმის რატომ მეძიები და რაზე მესარჩლები. გაუგებრად რას გეუბნები ვერ გავარკვიე ჯერ-ჯერობით…. მე რომ ვწერ პოსტს, ამას ვწერ ქართველისთვის და არა კოლუმბიელი ან კანადელი ტურისტისთვის.

      ”პ.ს შენ გგონია ვინც დაგიკომენტარა ან დაგიკომენატრებს , რაიმე შეიგნო ?
      დამიჯერე არც კი უფიქრიათ და არც იფიქრებენ”.
      – აღარ ვწერო?🙂 შენ გგონია რომ არ/ვერ შეიგნო? რა გაძლევს მაშინ ამის თქმის საშუალებას რომ ვერ შეიგნო მაგასაც თუ მეტყვი გამახარებ, მაინტერესებს.

      ”უბრალოდ გულს დაწყვეტ იმათ ვისაც ჯერ კიდევ შერჩა რაიმე კარგი”
      – არა, კარგს მე არავის არ ვართმევ. უბრალოდ ცუდის შეცვლა მინდა თინათინ, მხოლოდ გამიხარდება ეს, მხოლოდ გამიხარდება….

      ” მე პირადად მართლა მეტკინა გული ამ პოსტით”
      – მაპატიე, არ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო. გულწრფელი ვარ ….

      აი სოც. ქსელების თემა საერთოდ ცალკე სალაპარაკოა და ეს პოსტი მათი ნაკარნახევიცაა მცირე დოზით …
      ამასთან დაკავშირებით თინათინ ბევრს გესაუბრებოდი, ძალიან ბევრს…

      პ.ს. ნამდვილად არ მინდა რამეზე გულნატკენი დარჩე თინათინ. მესმის შენიც, მაგრამ რაღაცებზე ჩვენ სხვადასხვა აზრები გაგვაჩნია და ეს მგონი ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.
      მადლობა დისკუსიისთვის

  15. აჰა გასაგებია, ჩაგეძიებოდი კიდევ რაღაც რაღაცეებზე , მაგრამ თავს შევიკავებ და მემგონი ამ ბლოგზეც აღარ შემოვალ განა იმიტომ რომ არ მინდა უბალოდ მემგონი არასასურვეი კომენტატორიც და მკითხველიც გავხდი🙂 არც მორალი წამიკიკითხავს შენთვის და არავისთვის და არც ვაპირებ. რაც შენ გაწუხებს ის მაწუხებს მეც , მე შენთან საჩხუბრად კიარ მოვსულვარ ? უბრალოდ მეც შენსავით რადიკალური ვარ … ბოდიში დიიიიიიიდი დისკუსიებისთვის.

    • ამ კომენტარს ნაღდად არ ველოდებოდი თინათინ. ყველაფერს ამის გარდა …

      • რატომ გაგიკვირდა მართლა არვიცი. მადლობა გდამიხადე დისკუსიითვის და ჩავთვალე რომ დასრულებული იყო საუბარი😐 მაინც შემოვიხედე , ყველაფრის მიუხედავად მომწონს როგორც წერ… იმედია ოდესმე წავიკითხავ ამ ბლოგზე პოსტს: გვეშველა, ქართველებს ქართველნო!

  16. “კიდევ კარგი ყველა ადამიანის ჩრდილის ზომას თვითონ ამ ადამიანის ნება-სურვილი არ განსაზღვრავს, თორემ ქართველების ჩრდილები დააბნელებდნენ გალაქტიკებს.” –მომეწონა : )
    კარგო პოსტია, აწი მასზე მორგებული აუდიტორია სჭირდება და მიზანი მიღწეულია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s