2 + 2 = 5

RADIOHEAD – არის ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ.  ჯგუფი, რომელიც ნამდვილად ახერხებს გარკვეული დროით მაინც მოგწყვიტოს გაუფერულებულ, გაურკვეველ, ჩახლართულ რეალობას. ამ ბრიტანულ მუსიკას აქვს ეს თვისება. აღნიშნულ პოსტში მუსიკის უფრო პოლიტიკურ მხარეზე უნდა ვთქვა. ინსტრუმენტზე, როგორც შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაზე. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ცნობილ, ძალიან ბევრისმთქმელ ტრეკს, სახელწოდებით 2+2=5. სწორედ ამ მელოდიის ანიმაციურ ვიდეოს შესაბამისადაა ნათქვამი –  მარტივი და გენიალური. ინსპირაცია, რასაკვირველია ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებია – “1984” და “ცხოველების ფერმა”.

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” პირველად დაიბეჭდა 1945 წელს როგორც პოლიტიკური სატირა. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში. ნაწარმოებში ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

რა ხდება ვიდეო კლიპში?

ვიდეო კლიპში ნათლად ჩანს ცხოველთა ჰარმონიული თანაარსებობა, მანამ, სანამ ღორმა არ ჩაიგდო ხელში მმართვის სადავეები. სწორედ იმ მომენტიდან ”აირია მონასტერი”, თანაც მაგრად.  გამოჩნდა  მომხვეჭელობას დაწაფებული, გაზულუქებული, კაპიტალისტი, არაჰუმანური “ღორი”! რომელსაც ფერმაში მოაქვს ტელევიზორი – გაბითურების და გონებრივი გათიშულობის – ერთ საუკეთესო საშუალება.  საინტერესო  და ყურადსაღები ფაქტია ის, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზორი ცხოველებზე. რას ანახვებენ  ეკრანზე?! ესაა ეროტიკა! ტელევიზიის მეშვეობით ღორმა დაანგრია ცხოველთა შეხმატკბილებული თანაარსებობა. მოაკლდათ მათ სამუშაო საათები (TV-სთან სხედან უმეტესწილად და ამიტო).

ნაპოლეონი (ღორი) ცხოველთა ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ.

დრო გადის…

ფერმაში დარჩენილმა ცხოველებმა გადაწყვიტეს მმართველობის ისეთი სისტემა შეექმნათ, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ადამიანის მიერ შექმნილისა. აკრძალული იყო: ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება, ალკოჰოლის მიღება…  დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, “ეცემოდა ადამიანის დონემდე”. საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად “ნაპოლეონი”, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან. თავისუფლება შეზღუდეს (ჩიტი დაიჭირეს, რომელიც ნამდვილად  იყო თავისუფლების და სილაღის სიმბოლო). ვინ ვინ და ისევ ღორმუცელას ხელი ერია ამ საქმეში. ცხოველები აჯანყდნენ ღორის წინააღმდეგ, რადგან ფერმაში ისევ ადამიანური წესრიგის დამყარებისკენ მიდიოდა ყველაფერი. თუმცა, ამაოდ. ღორს ძაღლები იცავენ.  ოდესღაც ჯანზე და ფერზე მოსული რქოსნები გახდნენ სკილეტები, აი ის დამპალი ძალაუფლება ხელში ჩაგდებული ჩლიქოსნები კი გასიებულები,იღრინებიან სახელმწიფოს სადავეებით ხელში. RADIOHEAD – ის ვიდეო იმით მთავრდება, რომ თავის დროზე ცხოველების მიერ შექმნილი პირობები მთლიანად ირღვება. მაგალითად: კლიპის ბოლოს სვავი აზის პირუტყვის ლეშს და ჭამს. არადა თავის დროზე ”ანიმალიზმის” შვიდი ცნება ქონდათ მიღებული:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.
საფინალო კადრებით კი აბსოლუტურად ყველაფერი უგულებელყოფილია.

ვისაც ”ცხოველების ფერმა” წაკითხული გაქვთ, ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები – ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები – მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ”ცხოველების ფერმა” ძალიან კარგი გაკვეთილია, ცხოვრებისეული. წიგნში ყველაფერი საყურადღებოა და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის წინ მიუძღვება ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.

Advertisements

საინტერესო ფაქტები სამყაროდან

არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვან  გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მომხდარა, არსებობს და მომავაშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

1. არაბეთის ნახევარკუნძულზე ხარობს მცენარე, რომელსაც ”სიცოცხლის ყვავილს” ეძახიან. მის თესლს შეუძლია ადამიანს უმიზეზოდ სიცილი დააწყებინოს. შეტევა 30-35 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ადამიანს ეძინება. აღნიშნულ თესლს ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს.

2. ახალდაბადებული ჟირაფის სიმაღლე 183 სმ-ია. ზრდასრული მამრი ჟირაფი კი – 5 მეტრი და 80 სმ-ია, მდედრი – ოდნავ დაბალი – 5 მეტრი და 19 სანტიმეტრი. ჟირაფის კისერი 7 მალისაგან შედგება. ამდენივე კისრის მალა აქვს ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს.

3. რომში არის ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, რომელიც დაიდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 81 წელს. მის სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს. მაგრამ ზოგი მათგანი ახლოსაც არ ეკარება და არც მის ქვეშ გაივლის. ეს სტუმრები არიან ებრაელები. ტრიუფალური თაღი ააგეს რომაელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და იუდეველთა აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად. 4. ყველაზე სასარგებლო ანდერძი ცხოველებისათვის. კინოპროდუსერმა, მილიონერმა როჯერ დორკასმა თავისი 65 მილიონიანი ქონება საყვარელ ძაღლს – მაქსიმილიანს – დაუტოვა. სასამართლომ ძაღლი იურიდიულ პირად ცნო და ქონებაც გადაულოცა. დორკასმა ცოლს მხოლოდ 1 ცენტი დაუტოვა. ქალმა ეშმაკობა იხმარა და ცოლად გაჰყვა მდიდარ ძაღლს, რომლის სიკვდილის შემდეგ მილიონერი გახდა. (ნეტა პირველი ღამე როგორი ქონდათ?)

5. XIX საუკუნეშიშოტლანდიის ქ. კილმარნოკში მცხოვრებმა მაღაზიის მფლობელმა ჯონი უოლკერმა 4 სხვადასხვა სახის ვისკი და ჩაის ნაყენი ერთმანეთში გადაურია და თავისი საფირმო ვისკი გამოუშვა. ეს ვისკი დღესაც პოპულარულია მსოფლიოში.

6. ფუტკარი წითელ ფერს ვერ არჩევს. ის მას მუქ ნაცრისფრად ან შავად აღიქვამს. ქათმები ცისარტყელას ყველა ფერს არჩევენ. კატა ფერებს ვერ არჩევს, ყველა ფერს ნაცრისფრად ხედავს. მაიმუნი კი არაჩვეულებრივად აღიქვამს ფერებს.

7. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, როდესაც ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა ვაზი დარგო, სატანამ მის ფესვებში ცხვრის, ლომის, მაიმუნის და ღორის სისხლი დაუსხა.

8. ნილოსის სანაპიროები მდიდარი იყო ხუთმეტრიანი სიმაღლის პაპირუსის ტყეებით. ეგვიპტელები პაპირუსის წებოვან გულს გრძელ ზოლებად ჭრიდნენ და ერთმანეთთან მჭიდროდ აწყობდნენ. ზევიდან ასეთივე ზოლებს გარდიგარდმო დაადებდნენ და სიმძიმით დაწნეხდნენ. წნეხისა და წებოვანი სითხის მოქმედების შედეგად პაპირუსი თხელ, ერთიან და თანასწორზედაპირიან ”ფურცლად” გადაიქცეოდა. წნეხის სისტემის გამოყენებით ამ ”ფურცლებს” ერთმანეთზე გადააბამდნენ და გრაგნილად აქცევდნენ. დაწერილი ტექსტების შესატყვისად, პაპირუსის გრაგნილები სხვადასხვა სიგრძის იყო. ჩვენამდე მოღწეულ გრაგნილებს შორის ყველაზე გრძელი 45 მეტრისაა. ეგვიპტელთა იეროგლიფური დამწერლობა 750 ნიშანს ითვლიდა. 9. 1952 წლის 14 ოქტომბერს უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით იოსებ სტალინი.

10. ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ტბა, რომელშიც წყალი 11-ჯერ მლაშეა, ვიდრე ზღვაში, ამიტომ იგი მხოლოდ მინუს 50 გრადუსსზე იყინება.