ორგაზმი სიმღერის დროს

simgeris drosწარმოიდგინე: შედიხარ კარაოკე ბარში. გხვდება სურათი – გოგო ცდილობს ორგაზმის პარალელურად იმღეროს. ხო აი ასე რა, ჩვეულებრივად. სექს სათამაშოთი (ე.წ. ვიბრატორი) თან აღეგზნება და თან ცდილობს იმღეროს.

ჰოლანდიურმა პოპ ჯგუფმა – ADAM მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა. გოგონები სხედან კამერის წინ და მღერიან. თითქმის სამწუთიანი სიმღერის მანძილზე სექს სათამაშოს სიმძლავრე ნელ-ნელა იმატებს. ასეთ დროს სიმღერა როგორ ხერხდება (თუ კი ეს საერთოდ შესაძლებელია) ნახავ ამ ვიდეოთი.

Advertisements

თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად დიდია რომ რას არ მოგაფიქრებინებს, გაგაკეთებინებს, გნებავთ დაგაწერინებს, გნებავთ გალაპარაკებს ადამიანს.

ერთი სულელურ ვიდეოს იღებს, მეორე კილიმანჯაროდან დაჰყურებს ხალხს და თავი ღმერთკაცი, გენიოსი ჰგონია. მესამე ხელოვნების სიღრმეზე და სულიერ საზრდოზე საუბრობს ოღონდ რემბრანტის, ხო რემბრანტის მსუქანი ქალები მაინც და მაინც არ მოსწონს.   

ადრე ერთ-ერთ პოსტში მეწერა თვითირონიას უნდა მოუმატონ ადამიანებმა და ამპატრანობის დონე დაბლა დაწიონთქო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არც პირში თქმა შველის ადამიანს და არც პირს უკან. (ასეა ჩემო, ილია, და ვერაფერს ვიზამ მე)
თვითირონია კი არა იმ სიმაღლიდან გადმოსცქერიან სამყაროს გაგიკვირდება როგორ მოასწრეს იქ ასვლა?!

მესმის რომ შესაძლებელია განსხვავებულობისადმი რაიმე ველური მიდრეკილება გვქონდეს. გაცხოველებული ჟინი იმის, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, იცვამ, საუბრობ, სხვანაირს უსმენ, სხვანაირად გიყვარს და კიდევ უამრავ განსხვავებული. რახან ასე თვლი ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ასეა? ნუ ეს ცალკე ამბავია. ვერავინ მოგედავება….

ხშირად აღნიშნავ რომ ძალიან თავისუფალი ხარ, ღირეულებებსაც ისეთს აჟღერებ ძალიან რომ ჰგავს დღევანდელ პოპულარულს. ყველას აზრს მოისმენ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის.  მაგრამ ეგოისტური, მაინც თავს წამოყოფს ხოლმე – მე შენზე მეტი ვარ!
დასაწყისშივე დაურთავ ხოლმე, რომ რასაც ეხლა იტყვი არავითარი მნიშვნელობა აქვს და არავის გაღიზიანება არ გინდა, მაგრამ შენ თანატოლებს შორის პირველმა დაიწყე კლასიკური როკის მოსმენა, იმიტომ რომ მამაშენი უსმენდა თურმე და მისი გავლენით მოხდა. აბა რა! რასაკვირველია! მამების თაობა განებივრებული იყო მსგავსი მუსიკის ხელმისაწვდომობით, რამდენიმე წკაპი ტორენტზე და ნებისმიერი ჰიტი უკვე გრამაფონში იყო.

კარგი, მუსიკა გასაგებია. ეხლა სხვა მეტად მნიშვნელოვანი რამეები გაქვს საჯაროდ გამოსატანი. ტესტირებას რელიგიაზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასა და გნებავთ ათეიზმზე გადიხარ. აქაც უკვე გაქვს წინასწარ მომზადებული ტექსტი. მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი ხარ, ან სულ ახლახანს გაცდი ამ პერიოდს, შენ ბავშვობიდან იმდენი გამოცდილება მიიღე, რომ შენ გარშემო ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანები ირევიან და შენ ისეთი დიდი ხარ რომ ყველასთან შეგიძლია საერთო გამონახო. შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! ჰომოსექსუალებზე დაცინვით საუბრობ თუმცა მათი უფლებების დამცავი ორგანიზაციის წევრი ხარ. 

მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან. იყავი ნაღდი და სადაც გინდა რაც გინდა ის გიკეთებია. სიყალბეს არასოდეს გაპატიებ.  საკმაო რაოდენობის სიყვარულით მე.