ირიბად შესხმული ხოტბა საკუთარ თავს!

eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeყველა სიკეთესთან ერთად, სოციალური ქსელები ადამიანების ქცევაზე დაკვირვების ძალიან კარგი საშუალებაა . ეს იმდენად, რამდენადაც ამ ქცევების წარმოჩენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. ცოტას შენც გაანძრევ ტვინს და ხელის გულზე უამრავი საინტერესო ნედლი მასალაა გადაშლილი.  როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ადამიანის შესახებ გარკვეული წარმოდგენა იმის მიხედვითაც კი შეიძლება შეიქმნა თუ როგორ ერთობა, რითი ღადაობს ან რაზე ღადაობს. ყველაფერს ნაღდად ვერ გაწვდება კაცი, მარა ერთ ძალიან კონკრეტულ ჩვევაზე თუ ქცევაზე უნდა დავკონკრეტდე. მაგრად არ მომწონს და ამიტო. ვგულისხმობ რას: ნებისმიერი ერთი ჩვეულებრივი უჩინო ტიპი დაწერს თავის არაფრით გამორჩეულ, უწყინარ, არავის შეურაცმყოფელ, შეიძლება არარაციონალურ შეხედულებას 1000 სისულელეზე. იქვე მომენტალურად ჩნდებიან მეორეები, რომლებიც მთელი თავდაუზოგავი მონდომებითა და ენერგიით ავრცელებენ ამ აზრს და სათაურად თავიანთ წინასიტყვაობას ურთავენ: “რა ბნელია ამის დებილი დედაც მოვტყან”, “საით მიექანები საქართველო”, “ვაი ამის პატრონს”, “როგორ ფოტოებს დებს”, “რას გავს, ეგ უტვინო მახინჯი…”, “ცოდოა” და ა.შ. მთელი მუღამი ამ დროს იმაშია, რომ ეს მეორე ტიპი საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს. აჩვენებს იმ ბანძის (ასე მიაჩნია) ფონზე რა მაგარი ტიპია. იასნა ტო, ესეთ ქაჯობას თვითონ არ ფიქრობს. საერთო ჯამში როგორი სურათი იხატება ნახე. ეს მეორეები ბლომად არიან. სოციალური ქსელიც მომენტალურად გადაჭრელდება. აი ტალღასავით, ცუნამივით გადაივლის ხოლმე ამათი შფოთვა იმაზე, თუ როგორი სირია ზოგი. გულის მოოხებას გავს, ბოლის გამოშვებას. თან ამ ყველაფერს ერთგვარი გადამდები ეფექტიც აქვს. აი რაღაცები რო აპრიორი არ უნდა მოგწონდეს. რაღაც უკმაყოფილება რო უნდა გამოხატო, შენ ხო პროტესტი გაქვს. გესმის? პროტესტი. რა მაგარია! ❤
შემდეგ მცირეხნიანი პაუზა, მომდევნო “მსხვერპლამდე”. არადა უყურებ და საერთოდ არაფერი ახალი. არაფრის მომცემი გმინვა. უსარგებლოდ დახარჯული ენერგიაც, სიტყვებიც, დროც… ჯანდაბას, პროტესტიც…

უკეთეს შემთხვევაში საერთოდ ნუ გაავრცელებ მსგავს რაღაცებს, საინტერესო ამბები მოძებნე. ან თუ მაინც და მაინც, მაგრად შეწუხდი და გვერდს ვერ უვლი, ერთი-ორი ტკბილი სიტყვით აუხსენი, რო შესაძლოა არ ფიქრობდეს მთლად რაციონალურად. სულ ეგაა.

მარკიზ დე სადი: ერთგვარი ამპარტავნული სიამოვნებაც არის იმაში, როცა სხვებს იმ ნაკლის გამო დავცინით, რაც თვითონ არა გვაქვს და ეს სიამოვნება ისეთი ტკბილია კაცისათვის, განსაკუთრებით სულელებისთვის, რომ იშვიათად თუ ვინმე იტყვის უარს… სხვათაშორის, აქედან ჩნდება ავსიტყვაობა, ღვარძლიანი ნაკვესები, ბანალური კალამბურები და საზოგადოებისთვის, ანუ ერთად თავმოყრილ იმ არსებათათვის, მოწყენილობა რომ ჰკლავთ და სისულელე ჰკვებავთ, ისეთი სასიამოვნოა, ორი-სამი საათი რომ ლაპარაკობენ და არც არაფერს ამბობენ, ისეთი ძვირფასია, როცა სხვების ხარჯზე ბრწყინავენ, ულმობლად ჰკიცხავენ და ნათელს ჰფენენ ამა თუ იმ ნაკლს, რისგანაც თავად ასე შორს არიან… ეს ხომ თავისებური ხოტბაა, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მალულად აღუვლენენ, რადგან მხოლოდ ამის საფასურად თუ გამონახავენ საერთო ენას და შეთქმულების მონაწილეებივით დაახლოვდებიან, რათა ბოლომდე გასრისონ ადამიანი, რომლის ყველაზე დიდი შეცდომაც ის არის, რომ მოკვდავთა უმრავლესობასავით არ ფიქრობს – როგორც შეუძლიათ, ტვინს იჭყლეტენ, ამ ქმედებით კი ისინი საბოლოოდ ამტკიცებენ, რომ მეწვრილმანეები და სულელები არიან.

Advertisements

”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

მოკლედ, ბევრსიტყვიანი წინათქმისა და შესავლების გარეშე გადავალ სათქმელზე.
მივხვდი, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ურა პატრიოტი და მინდა ამის შესახებ ქვეყნიერებას გავაგებინო.
ბევრი ”ნაღდი”  კანონშემოქმედის, სხვადასხვა ”ღირსეული” ადამიანის ნიღაბი მოვირგო, შევიდე როლში და წარვსდგე საჯაროდ, ასე ”ამაყად” და ”თავმომწონედ”.
დიახ, მე ვარ ის ”ქვეყნისთვის დავდადებული” ჭანჭიკი  სახელმწიფოს მშნენებლობაში ჩაბმული, რომელიც სრულიად ამაღლებულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს.

რა უნდა გააკეთო რომ იყო ასეთი? მოგახსენებთ.

საბჭოთა კავშირი მარაზმატიკულ წარსულად გამოცხადდა, თუმცა ისევ იმ რელსებზე ვდგავართ, ოღონდ ლოკომოტოვია სახეცვლილი ცოტაოდენ.
მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველო მეორედ იშვა 2003 წლის ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. აქედან უნდა დაიწყოს თანამედროვე დემოკრატიის შუქურად წოდებული საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ეპოქას ვქმნით და ნაღდ ქართულ ისტორიას ახლა ვწერთ. მეც მინდა ამ პროცესში ჩავება. გავისისხლხორცე, მთლიანად შევიმეცნე და გავითავისე ის გამოწვევები, აღვიჭურვე შესაბამისი მლიქვნელ-ჩვევებით, რაც საშუალებას მომცემდა მმართველი ”სასტავის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი.

უფრო კონკრეტულად:
ჩემი ნეოკომკავშირული კარიერა სასკოლო ასაკიდან დაიწყო.  პატრიოტთა ბანაკებში დიდი ხალისით დავდიოდი. იქ მე ”ღირსეული” დამყოლი ტიპი გახლდით. თავს ინკუპატორიდან გამოჩეკილად ვგრძნობდი, რადგან ყველანი ერთმანეთს ვგავდით და ეს ძალიან მახარებდა. ჩემი  ლიდერის რიდიც მქონდა. ის ხომ ყოველთვის მართალია. შემდეგი ეტაპი იყო
უნივერსიტეტი. დიახ, მე ვიყავი თვითმმართველობის და ამავე დროს პარტიის ნორჩი,  ”სრულფასოვანი” და ”ღირსეული” წევრი. უნივერსიტეტში ჩვენთვის ყოველწლიურად ბევრი ფული იყო გამოყოფილი, რითაც უამრავ გასართობ ღონისძიებას ვუწევდით ორგანიზებას. ადვილი საქმე არ გეგონოთ თვითმმართველობის და რამდენიმე სტუდენტის გართობაზე ზრუნვა. პირდაპირ თუ ირიბად ნელ-ნელა დიდი პოლიტიკისკენ ვიკვალავდი გზას. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. საცემს ერთი-ორს მოვცხებდი, რაც ჩასაყლაპი იყო გადავყლაპავდი. უკნიდან შეხებასაც ვგრძნობდი, თავსაც ხშირად ვუხრიდი ”უფროსობას”, მორიდებული ვიყავი ჩინის წინაშე, მაინც მომავლისკენ ვიყურებოდი. გამჭრიახი ვარ და შორს მჭვრეტელი, დიახ. სხვაგვარად კომკავშირელი ვერ იქნები ჩემო ბატონო. დრო და დრო გავიზარდე. ჯერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში  დავიწყე მსახური. 2 წლის შემდეგ მერიაში გადავედი არც თუ ისე დაბალ თანამდებობაზე.  ”მეგობრობა” რომ არსად იკარგება კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მერია უფრო ნავაროჩენია.  ძალიან გამიხარდა.  მაგრამ რა ვიცოდი,  წინ თურმე უფრო მეტი პატივი მელოდა. რამდენიმე წლიანი ”მუშაობის” შემდეგ, პარტიამ ნამოღვაწარი დამიფასა და პარლამენტშიც ამოვყავი თავი. მიყვარს ჩემი პარტია. ჩემი გავლენაც სულ უფრო იზრდება. ვხარობ. ამაყი ვხდები. მიყვარს ყველაფერი ქართული. ვეამაყები ნათესავებსაც. სულ ჩემ წარმატებაზე საუბრობენ. ქორწილებში და ნათლობებში მეპატიჟებიან. ხშირად ბავშვს მანათლინებენ. ვგრძნობ ხალხის ”სიყვარულს”. ღიმილიანი სახით და კუდის ქიცინით მესაუბრებიან. ვგრძნობ რომ მაფასებენ.

უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი ყველაფერი პარტიული. ”ჩვენიანების” კანონპროექტებს უაპელაციოდ პლიუს ხმა აქვს ჩემგან. განსხვავებულ აზრს ვერ ვიტან. ან რა ასატანია პარტიისთვის მიუღებელი?! მომწონს საპატრულო პოლიციის გამჭირვალე ახალი შენობები. გულს მიჩუყებს ფილმი ”აგვისტოს 5 დღე”. საოცარი ნამუშევარია. ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს ის სახელმწიფოს მტერი და მოღალატეა. ვეთანხმები კობა ნაყოფიას, დიახ. მართალია ”ცოტათი” სხვადასხვა პროდუქტზე თუ სერვისზე ფასები კი იზრდება, მაგრამ ქვეყანაში რაღაც კეთდება და განვითარების და პროგრესის გზას რომ ვადგავართ ეს ცხადზე ცხადია. ოდესმე ხალხიც დასაქმდება და ხელფასებიც იქნება მაღალი. ჩამოუშლელ ეკონომიკას ვავითარებთ ჯერ კიდევ. ბათუმში სტინგი ჩამოვიყვანეთ, საოცარი კონცერტი იყო. გვიყვარს ქაჯობა. სასტუმროებს ვაშენებთ. აგენტებს ვიჭერთ. ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. სამართლიანობას ვიცავთ. ”ცოტა” შეიძლება ვრეკეტიორობთ, მაგრამ ბიუჯეტი ხომ უნდა შევავსოთ. ამიტო ეს არაა საგანგაშო.
დიდი ამბავი რამდენიმე ადამიანი თუ უდანაშაულოდ ჩავსვით ციხეში. ათასების კეთილდღეობას ერთეულების სიცოცხლე უნდა შეეწიროს, აბა როგორ გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! შიში დანერგეთო გვაბრალებენ. ხალხს სიტყვის და ზრის გამოთქმის ეშინიაო. რა აქვთ კი მაგრამ სათქმელი? თქვან და ”დაისვენებენ სამუდამოდ”.

მოკლედ, მე თქვენი გამკვირვებია რომ კარგის დანახვა არ გინდათ. საქმის მეტი რა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოდა ”გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ”.
ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ რომ ”ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ასე რო მიფრთხილდით! მიფრთხილდით! ისე ხუმრობა გვერდით გადავდოთ და არსებითად ესაა ცხოვრება: ზოგი საპნის ბუშტებს უშვებს, ზოგიც ხალხის მტრებს დასდევს”.