ევრო 2012 – ჰოლანდია

2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზე ჰოლანდიის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, წააგო რა  ფინალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთამ. აღნიშნულ მმსოფლიო ჩემპიონატზე კრიტიკოსების მხრიდან ჰოლანდიის გამოსვლა დადებითად შეფასდა. მწვრთნელი ბერტ ვარ მაარვიკი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას.

ბერტ ვან მაარვიკი

ბერტ ვან მაარვიკი

ერთის მხრივ მან წაგებული ფინალისგან გამოწვეული იმედგაცრუება უნდა გაუქარწყლოს გულშემატკივრებს, მეორეს მხრივ კი, თავი უნდა მოუყაროს იმ 23 ფეხბურთელს, რომლებიც შეძლებენ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას.

რამდენიმე დღის წინ დასახელდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდების საბოლოო შემადგენლობები. ბერტ ვან მაარვიკმა ამ 23 ფეხბურთელით დააკომპლექტა ნიდერლანდების სამეფოს გუნდი. მეკარეები: ტიმ კრული (ნიუკასლ იუნაიტედი/ინგლისი), მარტენ სტეკელენბურგი (რომა/ირალია), მაიკლ ვორმი (სუონსი/ინგლისი). მცველები: ხალიდ ბულაჰრუზი (შტუდგარტი/გერმანია), ვილფრედ ბოუმა (პსვ/ჰოლანდია), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი/ინგლისი), ჯორის მატიისენი (მალაგა/ესპანეთი), რონ ვლაარი (ფეინოორდი/ჰოლანდია), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი/ჰოლანდია), ჯეტრო ვილემსი (პსვ/ჰოლანდია). ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა/ესპანეთი), მარკ ვან ბომელი (მილანი/იტალია), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი/ინგლისი), სტენ შაარსი(ლისაბონის სპორტინგი/პორტუგალია), ვესლი სნეიდერი (ინტერი/იტალია), კევინ სტროოტმანი (პსვ/ჰოლანდია), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი/ინგლისი). თავდამსხმელები: კლას-იან ჰუნტელაარი (შალკე/გერმანია), ლუკ დე იონგი (ტვენტე/ჰოლანდია), დირკ კიუიტი (ლივერპული/ინგლისი), ლუსიანო ნარსინგი (ჰერენვენი/ჰოლანდია), რობინ ვარ პერსი (არსენალი/ინგლისი), არიენ რობენი (მიუნხენის ბაიერნი/გერმანია).

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრედენტენტად მოიაზრება. მაარვიკის გუნდმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა. ჯგუფში შევედეთთან, უნგრეთთან, ფინეთთან, მოლდოვასა და სან მარინოსთან ერთდ იყო განთავსებული და 10 გამართული შეხვედრიდან 9 მოიგო. ერთდ ერთი შეხვედრა შვედეთის ნაკრებთან დათმო სტუმრად, ანგარიშით 3-2. ბურთების შეფარდებაც შთამბეჭდავად გამოიყურება: 37 გატანილი და 8 გაშვებული. გატანილი გოლების რაოდენობა ცხადს ყოფს, რომ ნარინჯისფრებს თავდასხმის ხაზში პრობლემა არ გააჩნიათ. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ბუნდესლიგის გათამაშების ბომბარდირი (28 გოლი) ჰუნტელაარი ითამაშებს. მარჯვენა ფლანგზე ინგლისის პრემიერ ლიგის ბომბარდირი (30 გოლი) რობინ ვან პერსი ითამაშებს. ფლანგიდან საკმაოდ სწრაფად შეუძლია შეიჭრას ცენტრისკენ და ეფექტური დარტმებით საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი მოწინააღმდე გუნდის მეკარეს. მარცხენა ფლანგზე არიენ რობენი განთავსდება. მისი ძალა საკმაოდ კარგად გამოჩნდა ინგლისთან შეხვედრისას ამხანაგურ მატჩში, სადაც ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე დუბლი შეასრულა. მართალია ვესლი სნეიდერს იტალიურ ინტერში წლევანდელი სეზონი წარმატებულად არ შეიძლება ჩავუთვალოთ, მაგრამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული და საუკეთესო 10 ნომრად ითამაშოს. როგორც თვითონ აღნიშნავს პროგრამა მინიმუმ ფინალში გასვლა იქნება. რაფაელ ვან დერ ვაარტი სავარაუდოდ ცენტრში ვან ბომელს დაუწყვილდება. საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია და თავდასხმის ხაზს შედეგიანი გადაცემებითაც მოამარაგებს. სავარაუდოდ, თვითონაც აქტიურად ჩაერთვება შეტევებში და გააძლიერებს კიდეც წინა ხაზს. ძალიან სასიხარულოა, რომ იბრაჰიმ აფელაი გამოჯანმრთელდა. მაარვიკი ენდობა მას და მისცემს კიდეც თავის გამოჩენის საშუალებას. აფელაი ფლანგის შემტევი ფეხბურთელია, აქვს სისწრაფეც და ტექნიკაც. მოედნის ცენტრში, აღსანიშნავია კევინ სტროოტმანის საკმაოდ თავდაჯერებული თამაში და გამორიცხული არაა ვან ბომელის ნაცვლადაც კი ვიხილოდ ზგიერთ შეხვედრაში.

დაცვის ხაზი შედარებით სუსტი წერტილია. ჰოლანდიელთა თავკაცი აქ გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. 23 წლის მარცხენა მცველმა ერიკ პიტერსმა ფეხის ტრავმა მიიღო და, სამწუხაროდ, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ ტურნირზე. მაარვიკი, ალბათ, მისსავე თანაგუნდელ, ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის ჯეტრო ვილემსს დააყენებს პიტერსის ადგილას. არასახარბიელო ფორმაშია ესპანურ მალაგაში მოასპარეზე მატიისენი, რასაც ვერ ვიტყვი ევერტონის უკანახაზელ ჯონი ჰეიტინგაზე და, სავარაუდოდ, მასვე მოუწევს დაცვის ხაზზე პასუხიმგებლობის აღებაც.

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა რჩება. ამხანგურ ტესტმატჩებს ჰოლანდიის ნაკრები 2 ივნისს ირლანდიასთან შეხვედრით დაასრულებს. მანამდე ნარინჯისფრებმა ბულგარეთთან დათმეს შეხვდა 1-2 და მოუგეს სლოვაკეთს 2-0.

1988 წელს, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებმა პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. ვან ბასტენი საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო გოლეადორად დასახელდა 5 გატანილი გოლით. 59 წლის მწვრთნელი – ბერტ ვან მაარვიკი შეეცდება გუნდს ძველი დიდება მოუტანოს და თასი ჰოლანდიელებმა ჩაიბარონ. 2002 წელს ჰოლანდიურ ფეინოორდთან ერთად უეფას თასის მფლობელი გახდა, 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიასთან ერთდ კი მეორე ადგილოსანი. მაარვიკი შეტევითი ფეხბურთის მოყვარულია. იმედი აქვს ოცნებას აიხდენს და ევროპის უძლიერესი ნაკრების ტიტულს მისი გუნდი დაიმსახურებს.

Advertisements

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას. 2012 წლის 8 ივნისს უეფას რიგით მე-14 ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირი 1960 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.  საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის მხოლოდ 16 საუკეთესო ახერხებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გერმანია გახლავთ. მან სხვადასხვა დროს სამჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული (1972, 1980, 1996). ამავე დროს, გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთად ერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე მიღებული – 1972 წელს ოქროს, 1976 წელს ვერცხლის, 1980 წელს კი ისევ ოქროს მედალი.

ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად მიშელ პლატინი ითვლება. მან 1984 წელს 9 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის 2 ჰეთთიკი შეასრულა (სამი გოლი ერთ შეხვედრაში).

ყველაზე მეტი 16-16 მატჩი, 4-4 ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ ედვინ ვან დერ სარსა (ჰოლანდია) და ლილიან ტურამს (საფრანგეთი).

ევრო 2012-ს პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობენ.

მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად უკვე დიდი ხანია განთავსდნენ 4 ქვეჯგუფში.
A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი.
B ჯგუფი: ჰოლანდია, დანია, გერმანია, პორტუგალია (ე.წ. სიკვდილის ჯგუფი).
C ჯგუფი:
ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ხორვატია.
D ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ინგლისი, უკრაინა.

მე

მე

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პოტენციალსა და შესაძლებლობაზე საუბარი არც ისე ადვილია. მოულოდნელი შედეგები მეტ-ნაკლებად ყველა ჩემპიონატზე ფიქსირდება. თუმცა, გამოკვეთილი ლიდერები ამ ჩემპიონატსაც ყავს. ესპანეთის ნაკრები – ბრმა უნდა იყო ბოლო წლებში ესპანური ფეხბურთის აღმასვლა რომ შეუმჩნეველი დაგრჩეს, გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე. სწორედ ესპანელებმა მოიგეს ბოლო მსოფლიოს (2010 წ. სამხრეთ აფრიკა) და ევროპის (2008 წ. ავსტრია-შვეიცარია) ჩემპიონატები. მე მგონი მხოლოდ ეს ორი ფაქტი ბევრს ამბობს მათ შესაძლებლობებზე. პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ. იგივე თავდასხმის ხაზში – დევიდ ვილა (ბოლო ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი, ოქროს ბუცის მფლობელი) ტრავმირებულია. ტორესი რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს არც ესაა შეუმჩნეველი. სოლდადო? ხუან მატა? ლორენტე? გუიზა? არ ვიცი, ვერ ერთ მათგანზე ვიტყვი რომ ევროპისთვის მზად არიან. მაგრამ ვნახოთ რომელს მიეცემა შანსი და რას ითამაშებს.  ჰოლანდიის ნაკრები – საკმაოდ მობილური და დაბალანსებული შემადგენლობით. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დასანანი (ჩემთვის) მარცხი ესპანელებთან. ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნებიან წლევანდელ ევროპაზე წარდგენილები. კარგ ფორმაშია რობინ ვან პერსი რომელიც ინგლისის ჩემპიონატს ბომბარდირობს 28 გატანილი გოლით.  კლას იან ჰუნტელაარი – შალკეს ფორვარდიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ისიც საუკეთესოა გატანილი გოლების რაოდენობით და ბუნდესლიგის ბომბარდირების სათავეშია 27 გატანილი გოლით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სნეიდერი, აფელაი. სუსტ წერტილად შესაძლოა დაცვის ზონა ჩაითვალოს, მაგრამ იმედია აქაც საგანგაშოდ არ იქნება საქმე. გერმანიის ნაკრები – როგორც უკვე ვახსენე, გერმანელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ ევროპის ჩემპიონატი მოგებული. სანაკრებო დონეზე, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ მათ. შემადგენლობას არც ამ ჩემპიონატზე უჩივიან – მარიო გომესი, ფილიპ ლამი, შვაინშტაიგერი, ნოიერის მადრიდის რეალთან მოგერიებული პენლები ერთ რამედ ღირს. საფრანგეთის ნაკრები – ერთი შეხედვით საკმაოდ ძლიერი ინდივიდუალური შემსრულებლებითაა გუნდი დაკომპლექტებული, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია მათ თამაშებს. რაც არ უნდა იყოს მაინც ფავორიტებად ითვლებიან. გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა: ბენზემა, რიბერი, მალუდა, ნასრი, ევრა, კლიში – ძნელია ჩამოწერო. ინგლისის ნაკრები – არ ვიცი ამ გუნდზე რა ვთქვა?! ყოველთვის საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ყავთ, ინდივიდუალურად ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ სანაკრებო დონეზე მიღწევების კი რა მოგახსენოთ?! ერთად ერთხელ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ისიც ინგლისში (1966წ.), არც ერთხელ ევროპის ჩემპიონატი. უფრო მეტიც – 1966 წლის შემდეგ არც ერთხელ მსოფლიოს ფინალში არ უთამაშიათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც არ გასულან არასოდეს. მიზეზებზე რთულია საუბარი. პორტუგალიის ნაკრები – ვერ ვიტყვი იმ კალიბრის გუნდია გვერდით დაუდგება გერმანიას, ჰოლანდიას და ესპანეთს თქო, მაგრამ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ გუნდს ყავს კრიშტიანუ რონალდუ. არ ვიცი როგორ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე გნებავთ თვითონ, გნებავთ მთლიანად ნაკრები, მაგრამ აუდსაიდერებში ნამდვილად ვერ ჩავწერ. იტალიის ნაკრები – ერთ-ერთი ლიდერი გუნდი მსოფლიო და ევროპის  საფეხბურთო ისტორიაში. ბოლოს 2006 წელს გერმანიაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, 2000 წელს კი საფრანგეთთან დრამატულად წააგეს ევროპის ჩემპიონატის ფინალი. 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი. 3  შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულეს, ერთი კი დათმეს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 3-2. სხვათაშორის, იტალიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაზე ხშირად ექმნება პრობლემა. მაგრამ თუ კი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, შემდეგ ფინალამდეც კი მიდის. ასე რომ ჯგუფური ეტაპია მათთვის მთავარი ბარიერი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი იტალია ყველასათვის არასასურველ მეტოქეა.

დანარჩენების გულშემატკივრებმა მომიტევონ. ნამდვილად არ ჩამომიწერია არც ერთი მადგანი და არც მათ შესაძლებლობებს ვაკნინებ. პირიქით, ველოდები სასიამოვნო (ვისთვის როგორ) მოულოდნელობებს. სხვათაშორის, გამორჩეულად მაინც შვედეთის გუნდი მესიმპატიურებოდა ყოველთვის, ალბათ, ჰენრიკ ლარსონის დამსახურებაა.

კიევის ოლიმპიური სტადიონი

კიევის ოლიმპიური სტადიონი

პოლონეთის და უკრაინის საფეხბურთო მოედნები სრულ მზადყოფნაშია. 31 შეხვედრა 8 საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. პირველ შეხვედრას ვარშავის ნაციონალურ სტადიონი უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადინზე გაიმართება.

p.s. დაწერეთ ვინ რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ.