თვალი

ადამიანის თვალი რთულ ოპტიკურ სისტემას წარმოადგენს. სწორედ მის მოდელზეა შექმნილი ფოტო და ვიდეო კამერების სისტემები. გთავაზობთ რამდენი საინტერესო ფაქტს თვალის შესახებ:

  1. ადამიანის თვალს შეუძლია 10 მილიონამდე სხვადასხვა ფერის გარჩევა;
  2. ზოგიერთ ქალს შესაძლოა გენეტიკური მუტაცია ჰქონდეს განცდილი, რაც მის თვალს გაცილებით მეტი ფერის დანახვის/აღქმის საშუალებას აძლევს;
  3. ცისფერთვალება ადამიანებს ალკოჰოლის მეტი ამტანობა აქვთ🙂
  4. თუ კი ადამიანის თვალი იქნებოდა ციფრული კამერა, მაშინ მისი მხედველობის შესაძლებლობა განისაზღვრებოდა 576 მეგაპიქსელით;
  5. შესაძლოა ყველა ცისფერთვალება ადამიანის წინაპარი იყოს ერთი პიროვნება, რომელიც შავ ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა დაახლოებით 10 000 წლის წინ🙂tvali
  6. სირქალემას თვალი უფრო დიდი ზომის აქვს ვიდრე ტვინი🙂
  7. ზარმაცი თვალის მკურნალობისთვის მკვლევარები წარმატებით იყენებენ თამაშს – ტეტრისი;
  8. ალბერტ აინშტაინის თვალები ნიუ-იორკში ინახება;
  9. თვალმა შესაძლოა მიიღოს მზის დამწვრობა;
  10. ადამიანის გარდა, შავი ლემური – ერთად ერთი პრიმატია, რომელსაც სფერი თვალები აქვს;
  11. ქამელეონს შეუძლია თვალები ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით ამოძრაოს;BlueEyedLemur-large
  12. ფუტკარს ხუთი თვალი აქვს;
  13. ცისფერი თვალი სინათლისადმი უფრო მგრძნობიარეა;
  14. დღემდე მხოლოდ ადამიანს და ძაღლს შეუძლია თვალით კომუნიკაცია. ერთგვარი ინფორმაციის, მინიშნების მიღება;
  15. დელფინს ძილის დროს ცალი თვალი გახელილი აქვს🙂
  16. ზოგიერთი ჯიშის ხვლიკის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია მტაცებლისათვის თვალიდან სისხლის შესხმა;
  17. კატებს 3 ქუთუთო აქვთ;
  18. შეუძლებელია თვალებგახელილი დაცემინება.
  19. ომატოფობია – თვალების შიში;ბონოოო
  20. ღამის ხედვის სათვალე მწვანე ფერისაა, რადგან ადამიანს ყველაზე უკეთ სწორედ მწვანეს ფერის ტონების გარჩევა შეუძლია;
  21. ცნობილი მუსიკალური ბენდის U2-ს ვოკალი – ბონო მუდმივად ატარებს სათვალეს. ბონოს თალის დაავადება გლაუკომა აქვს.
  22. დედამოწოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს მწვანე თალები. ეს ყველაზე იშვიათი თვალის ფერია.

საინტერესო ფაქტები ჩინეთზე

პირველი ასოციაციები, რაც ჩინეთის სახელმწიფოს ხსენებაზე კაცს შეიძლება თავში მოუვიდეს არის: მილიარდიანი მოსახლეობა, იეროგლიფები, ჩინეთის დიდი კედელი, ბუდა,  MADE IN CHINA, ხუანხე და იანძი, ცეცხლოვანი დრაკონის ცეკვები, ჩაის კულტურა, ბრინჯი,  უამრავი გამოგონება…

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ არაერთგვაროვანი კულტურის მქონე სახელმწიფოს შესახებ.

  1. პირველი ქაღალდის ფული გამოიგონეს ჩინეთში 1400 წლის წინ;
  2. ჩინეთში აკრძალულია რეინკარნაცია სახელმწიფოს ნებართვის გარეშე;
  3. მოგეხსენებათ, ჩინელები კოვზის და ჩანგალის ნაცვლად ხის ჩხირებს იყენებენ საკვებთან. ყოველწლიურად კი 45 მილიარდი ასეთი ჩხირია საჭირო მხოლოდ ჩინეთში;architecture-great-wall-of-china-desktop-wallpap-2560x1600
  4. ყოველწლიურად, ჩინეთში 4-ჯერ უფრო მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებულს;
  5. 100 მილიონ ადამიანზე მეტს ჩინეთში ყოველდღიურად 1 ამერიკულ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს;
  6. მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი ჩინეთში მდებარეობს, თუმცა მისი 99% ცარიელია;
  7. 2009 წლიდან მოყოლებული ჩინეთში აკრძალულია facebook, twitter და New York Times.
  8. დღეისათვის, 35 მილიონზე მეტი ჩინელი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობს;
  9. დაახლოებით 700 მილიონამდე ჩინელი სვამს დაბინძურებულ წყალს;
  10. სან-ფრანცისკოს ჰაერის დაბინძურების მესამედი მოდის ჩინეთის ტერიტორიიდან;
  11. 2010 წელს ჩინეთის ტერიტორიაზე დაინსტალირებული პროგრამების 78% იყო პირატული;
  12. ყოველ 30 წამში ჩინეთში დეფექტიანი ახალშობილები იბადებიან;
  13. იმის გამო, რომ ჩინეთში მკაცრად კონტროლდება დემოგრაფიული პოლიტიკა, ყოველწლიურად დაახლოებით, მილიონი გოგო იკეთებს აბორტს მდედრობითი სქესის ნაყოფზე და 10 ათასობით გოგონა ახალშობილს ტოვებენ მშობლები;
  14. მაგიდის ჩოგბურთი ჩინეთის ეროვნული სპორტის სახეობაა;Made
  15. PlayStation – ჩინეთში არალეგალურია;
  16. ჩინეთში სავალდებულოა კოსმეტიკური საშუალებები ჯერ გამოიცადოს ცხოველებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდოს. ევროპაში ეს აკრძალულია;
  17. ღიმილისმომგვრელია: სიტყვა “ცენზურა”-ს ჩინეთში ცენზურა ადევს🙂 მისი გამოყენება აკრძალულია;
  18. ჩინეთში ოფიციალურად არსებობს სამკურნალო ბანაკები ინტერნეტდამოკიდებული პირებისათვის;
  19. ყოველ კვირას, უფრო მეტი ჩინელი დადის ეკლესიაში ვიდრე მთელი ევროპის მოსახლეობა;
  20. ყოველწლიურად ჩინეთში დაახლოებით 4 მილიონი კატა იჭმევა, როგორც დელიკატური კერზი;
  21. კომპანიის წარმომადგენლები შესაძლებელია დაისაჯონ სიკვდილით, თუ კი ისინი თაღლითობაში იქნებიან მხილებულნი;
  22. 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ჩინეთში უფრო მეტი ცემენტი გამოიყენეს, ვიდრე მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის მანძილზე;
  23. მსოფლიოში არსებული ღორების ნახევარი ყავთ ჩინეთში🙂
  24. ჩინეთის ქალაქებში, მიწისქვეშა წყლების 90% დაბინძურებულია;
  25. მარიხუანას გამოყენების პირველი ფაქტი ჩინეთში 4700 წლის წინაა დაფიქსირებული;
  26. ყოველწლიურად, 20 მილიონი 20 წლის ხე იჭრება ჩინეთში ზემოთ ნახსენები ჩხირების დასამზადებლად;
  27. ჰაერის დაბინძურების ზრდა ჩინეთში იწვევს დიდთოვლობის ზრდას კალიფორნიაში;
  28. ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია რელიგიური, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მორწმუნე საზოგადოება ტაილანდშია – 94%;
  29. იმის მიუხედავად, რომ facebook ჩინეთში ოფიციალურადაა დაბლოკილი, 95 მილიონ ჩინელს მაინც აქვს შექმნილი ექაუნთი;
  30. ვატიკანი ოფიციალურად არ აღიარებს ჩინეთს როგორც ლეგიტიმურ სახელმწიფოს;
  31. ყოველწლიურად, დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება ჩინეთში ზედმეტი სამუშაოს შესრულების დროს.

კლასიკად ქცეული ფოტოები

ალბერტ აინშტაინი 1950 წელი
einshtaini 1950 weli

 

ბობ დილანი, 1963 წელი, მისისიპი, აშშ.bob dilaniკლინტ ისტვუდი 1970 წელი
klint istvudi 1970 weliელვის პრესლი მამასთან ერთად 1958 წელი
elvis presli da mamamisiდალაი ლამა 2 წლის ასაკშიdalai lama 2 wlis asakshiალ კაპონე საკუთარ იახტაზე თევზაობისას. 1931 წელი
al kapone tavis iaxtaze tevzaobisas 1931 weliჯერალდ ფორდი და პელე. 1975 წელი
jerald fordi da pele 1975ბონისა და კლაიდის დაცხრილული ავტომობილი 1934 წელი. ცოცხალი ვერც ერთი გადარჩა.
boni da klaidis manqana mati daocvis shemdeg 1934 weliკოკო შანელი და სალვადორ დალი
koko shaneli da salvador daliძიუდოისტი ოსამა ბინ ლადენი (მარჯვნივ)
osama bin ladeni marjvniv dziudoistiსელტიკი – პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც ევროპის თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის თასი) მოიპოცა. 1967 წლის 25 მაისი
seltiki pirveli britanuli klubi romelmac moigo evropis tasi dgevandeli chempionta liga 1967 wlis 25 maisi
მართა და პოლ მაკარტნი, 1960 წელი
marta da makartni 1960 weliჩარლი ჩაპლინი, 1925 წელი.
charli chaplini 1925მაიკლ ჯექსონი და სტივი უანდერი, 1974 წელი.
maikl jeqsoni da stivi uanderi 1974 weliჯიმი ჰენდრიქსი, კალიფორნია, აშშ, 1958 წელი
jimi hendriqsi 1958 weli kaliforniaპოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი, 1967 წელი
pol makartni da mik jageri 1967 weliვუდსტოკის გახსნის ცერემონიალი 1969 წელი
vudstokis gaxsnis ceremoniali 1969 weliMetro-Goldwyn-Mayer-ის ლომის ხმის ჩაწერა, 1929 წელი
MGM lomis chawera 1929 weliდრეზდენი (გერმანია) 1945 წელი
drezdeni 1945 welsლედ ზეპელინის საკონცერტო პოსტერი, ჰავაი, 1969 წელი
led zepelinis koncertis posteri 1969 weli havai

 

სარკე, რომელიც თვითონ გადაგიღებს ფოტოს და გაავრცელებს სოციალურ ქსელში

oriყოველდღიურად, სოციალური ქსელების მეშვეობით, მილიონობით თუ არა ათასობით ფოტო მაინც ვრცელდება. განსაკუთრებულად პოპულარული, ალბათ, მაინც ე.წ. “სელფშოტებია” – (სარკის წინ დადგომა-გაპრანჭვა-მაიმუნობა-გადაღება). სულ ესაა.

ამიერიდან, ყოველგვარი ფოტოკამერის თუ ტელეფონის გარეშეც უკვე შესაძლებელია იგივეს გაკეთება. ამას არც მეტი არც ნაკლები თვითონ სარკე (The Self Enhancing Live Feed Image Engine) იზამს.  თქვენ, უბრალოდ, უნდა დადგეთ სარკის წინ, გაიღიმოთ და დანარჩენს  “ჯადოსნური” სარკე და მისი ტექნიკური აღჭურვილობა (კამერა, ბლუთუზი, MAC mini)  მიხედავს. ნახე ვიდეო erti

sami

ლეგო – არქიტექტურა

ლეგო – მთელ მსოფლიოში ცნობილი სათამაშო, რომელსაც დანიური კომპანია The Lego Group აწარმოებს (ბილუნდი, დანია). ლეგოს კუბიკებით შესაძლებელია შენობების, ავტომობილების, ლანდშაფტების, რობოტების აწყობა. წარმოება 1949 წელს დაიწყო და მხოლოდ 2013 წლის მანძილზე ლეგოს 560 მილიონი პატარა ნაწილი გაიყიდა.

Colisée (Rome)

Colisée (Rome)

Angkor Vat (Cambodge)

Angkor Vat (Cambodge)

Le Mont-Saint-Michel (France)

Le Mont-Saint-Michel (France)

Temple d'Artémis (Turquie)

Temple d’Artémis (Turquie)

tajmahal001

Tajmahal

Grande Muraille (Chine)

Grande Muraille (Chine)

Chutes du Niagara (États-Unis-Canada)

Chutes du Niagara (États-Unis-Canada)

150 kiloiani gemi germaneli mamis mier awyobili amerikuli sabrdzolo xomaldi

arabeti

The Burj Khalifa in Dubai, United Arab Emirates.

dzravi

Old London Bridge

Old London Bridge

tetri saxli

Trafalgar Square (Londres)

Trafalgar Square (Londres)

Pétra (Jordanie)

Pétra (Jordanie)

Fontaine de Trevi (Rome)

Fontaine de Trevi (Rome)

Arc de triomphe (Paris)

Arc de triomphe (Paris)

Westminster Abbey (Londres)

Westminster Abbey (Londres)

Canal de Panama

Canal de Panama

Gare de Saint-Pancras (Londres)

Gare de Saint-Pancras (Londres)

Pyramides d'Égypte

Pyramides d’Égypte

Grand Canyon (États-Unis)

Grand Canyon (États-Unis)

Grande barrière de corail (Australie)

Grande barrière de corail (Australie)

Château de Himeji (Japon)

Château de Himeji (Japon)

Stonehenge (Royaume-Uni)

Stonehenge (Royaume-Uni)

qbuildings

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კონკურსი თევზაობაში

ათასობით მსურველმა მოიყარა თავი, რათა მონაწილეობა მიიღოს ყინულის თევზჭერის მსოფლიოში ყველაზე დიდ კონკურსში. 1991 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის იანვრის თვეში იმართება აღნიშნული ღონისძიება. მიუხედავად რთული ბუნებრივი პირობებისა (-40 გრადუსი) ქალაქ ბრეინერდში (მინესოტა) 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სათევზაოდ. საპრიზო ფონდია 150 000$. თანხა პირველ ადგილზე გასულ მეთევზეს გადაეცემა. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანია ბიზნესის, მენეჯმენტის, კომუნიკაციების და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

tevzaoba2

 

tevzaoba 4

 

tevzaoba3

 

tevzaoba 5

 

tevzaoba6

სტადიონები ყველაზე სანახაობრივ ადგილებში

მსოფლიოში ძალიან ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოედანია აგებული, სადაც ასევე ცნობილი საფეხბურთო კლუბები თუ ქვეყნების ნაკრებები თამაშობენ. თუმცა, არსებობენ ისეთი სტადიონებიც, რომლებიც მომხიბლავია არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით ან დამსწრეთა რაოდენობით, არამედ – მდებარეობით.

10. Hernando Siles-ის სახელობის სტადიონი. მდებარეობს ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია და იტევს 38 000 ადამიანს. ემსახურება 3 საფეხბურთო გუნდს. ერთ-ერთია იმ სტადიონთა შორის, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს – 3 637 მეტრი.
10

9. Victoria სტადიონი გიბრალტარში. იტევს 5 000 ადამიანს. გიბრალტარის ეროვნული ნაკრები სწორედ ამ მოედანზე ატარებს საშინაო შეხვედრებს. მოედნის თავზე დიდი კლდეა აღმართული, რაც მოედნის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
9

8. Hasteinsvollur – მოედანი ისლანდიაში. იტევს 2 834 ადამიანს. ქვეყნის ეროვნული ნაკრები და უმაღლესი დივიზიონის კლუბი IVB სწორედ ამ ადგილზე თამაშობენ. მოედნის გვერდით დიდი ვულკანია. სტადიონიდან არნახული ხედი იშლება.
8

7. Kantrida Stadium – ხორვატია. მოედნის ტევადობა 12 000 ადამიანია. ვარჯიშობს ადგილობრივი კლუბი HNK Rijeka. სტადიონი ადრიატიკის ზღვასა და კლდეს შორის მდებარეობს, რაც უსვამს კიდეც ხაზს მის უნიკალურობას.
7

6.  Estadi Comunal d’Andorra la Vella – ანდორა. მდებარეობს დედაქალაქ ანდორაში. საშინაო არენაა ეროვნული ნაკრების და იტევს დაახლოებით 1 000 ადამიანს. მოედანი პირენეის მთებითაა გარშემორტყმული.
6

5. Stadion Gospin Dolac – სტადიონი ხორვატიაში. 1989 წელს აიგო და მესამე დივიზიონის კლუბის NK Imotski საშინაო არენაა. მაქსიმუმ 4 000 ადამიანს იტევს
5

4. Rheinpark Stadion – ლიხტენშტეინი. სტადიონი დედაქალაქ ვადუცში მდებარეობს. ტევადობა – 6 000 ადამიანი. ვარჯიშობს ადგილობრივი გუნდი FC Vaduz. სტადიონიდან რამდენიმე მეტრში შვეიცარიის საზღვარია და კარგად ჩანს შვეიცარული ალპებიც.
4

3. Marina Bay (The Float Stadium) – სინგაპური. სტადიონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტივტივებს წყალზე! დაახლოებით 9 000 ადამიანს იტევს. იმართება არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩები, არამედ სხვადასხვა სპორტული და არასპორტული ღონისძიებები.
1

2. Eidi Stadium – ფარერები. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ კი ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სტადიონია მსოფლიოში, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ნაპირზე მდებარეობს. პროფესიონალური დონის დაპირისპირებები პრაქტიკულად არ იმართება, ვინაიდან გულშემატკივრების დასწრება შეუძლებელია ტრიბუნების არარსებობის გამო.
2

1. Ottmar Hitzfeld Stadium – შვეიცარია. სტადიონი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა მდებარეობს – ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოედანი მთებშია ჩასმული, ადგილამდე მისასვლელი ერთად-ერთი საშუალებაა საბაგირო.
3