თოვლის სკულპტურები

“ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს.

არ გვაქვს თოვლი თბილისში, მაგრამ სადაც ითოვა, იქ არ დაიზარეს და კრეატიული და სახალისო სკულპტრურებიც შექმნეს. ასე მაგალითად:

1. გიგანტური კუ

კუ

2. თოვლის ცეცხლი

ცეცხლი

3. მინიონები

მინიონები

4. ბრილიანტიბრილიანტი

5. დამდნარი ქალი

დამდნარი ქალი

6. ტოტემები

ტოტემები

7. სნუპი თავისი სახლით

სნუპი და თავისი სახლი

8. ორი არა, ერთი ძაღლი

ძაღლი

9. ჩონჩხის თავი

ჩოჩხი

10. ზვიგენი

ზვიგენი

11. გული

გული

12. ფისო

კატა

13. ძაღლი

ძაღლიიი

14. საფოსტო ყუთი

საფოსტო ყუთი

15. აქანა დავდგამ სტენკას

აგურჩიკები

16. დრაკონი

დრაკონი

17. გოძილა

გოძილა

18. დარტ ვეიდერი

დარტ ვეიდერი

19. პიტერ გრიფინი

პიტერ გრიფინი

20. მიქელანჯელო

მიქელანჯელო

Advertisements

ახალი ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში

საუდის არაბეთში მორიგი ცათამბრჯენი აშენდება. “სამეფო კოშკი” – ასე ერქმევა ახალ შენობას. მისი სიმაღლე 1000 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსსაც დაისაკუთრებს. მილიარდ 200 მილიონიანი ($) პროექტის მშენებლობა 2014 წლის 27 აპრილს დაიწყება.  “სამეფო კოშკი” 200 სართულიანია. აქედან 160 იქნება საცხოვრებლად ვარგისი. ევროპაში ყველაზე მაღალ შენობაზე 3-ჯერ უფრო დიდი კომპლექსი საერთო ჯამში 59 ლიფტს მოიცავს.

საუდის არაბეთის მეფის – აბდულას დის შვილი, პრინცი – ელვილიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი(!) – გახლავთ აღნიშნული პროექტის დამფინანსებელი (განსაკუთღებით საჭირო ინფორმაციაა).  “ჩვენი შეხედულებით, ‘სამეფო კოშკი’ იქნება რეპრეზენტატორი საუდის არაბეთის ახალი სულის. ერთგვარი სიმბოლო, როგორც კულტურული ასევე ბიზნეს ლიდერის, მთელს მსოფლიოში” – აცხადებენ პროექტის შემქმნელები. კომპლექსი მოიცავს ფეშენებელურ სასტუმროებს, საცხოვრებელ ამხანაგობებს, საოფისე ფართებს და ობსერვატორიას. მშენებლობა 63 თვეში დასრულდება.

7

11

2

3

4

5

თუშეთის ნაკრძალი

საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის ქართული ბუნების მრავალფეროვნების ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ასეთ გნებავთ დასათვალიერებელ, გნებავთ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს თუშეთი. თბილისის სიცხის ფონზე, წარმომიდგენია, რა ნეტარება იქნება თუშეთში  რამდენიმე დღის გატარება.
მოკლედ, თუშეთის შესახებ:  ეს მხარე თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მდელოებით, კამკამა ნაკადულებით, მდინარეებით, ძველი სოფლებით მრავალმხრივ საინტერესო  გახლავთ. ნამდვილად მიმზიდველია ეთნოგრაფებისთვის, ტურისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბიოლოგებისთვის თუ უბრალოდ თავგადასავლების მოყვარულთათვის.

თუშეთის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, იქაური ფლორისა და ფაუნის დასაცავად 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც ახმეტის ნაკლრძალის შემადგენლობაში შევიდა. 2003 წელს კი განახლდა თუშეთის დაცული ტერიტორიები და დღეისათვის ისინი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (10 694 ჰა), თუშეთის ეროვნულ პარკსა (83 453 ჰა) და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს (27 903 ჰა) აერთიანებს. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქით ალაზნის, გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვნის ხეობებს.

ფლორა და ფაუნა

თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის მაღალი დონით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეების გარკვეული სახეობები მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე გვხვდება და არსად სხვაგან. აღსანიშნავია თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, თუშური ასკილი და სხვა. შედარებით იშვიათია ფართოფოთლოვანი ტყეები, სამაგიეროდ ბევრია ფიჭვნარი ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრამდე, ამ სიმაღლეზე შეხვდებით არყის ტყეებსაც, 2300 მეტრს მაღლა დეკის ხშირი ბუჩქნარებია.

ნიამორი

რაც შეეხება თუშეთის ფაუნას: ჩლიქოსნებიდან აქ ბინადრობენ კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, შველი, იშვიათად ირემი. მტაცებლებიდან:  ფოცხვერი, დათვი, მგელი, მელა, ტყისა და კლდის კვერნები. ფრინველები: კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო, ორბი, მთის არწივი, ბატკანძერა, ბუ, ჩვეულებრივი კირკიტა, კაკაჩა, შავარდენი.

ტურისტული მარშრუტები 

1. მარშრუტი – ”ჭეშო”. საფეხმავლო, საცხენოსნო; მოგზაურობის ხანგრძლივობა 1 დღე. მარშრუტის სიგრძე – 8 კმ. მარშრუტის ფუნქციონირების პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
2.მარშრუტი – ”ქუე”. საფეხმავლო. მოგზაურობის ხანგრძლივოდა 1 დღე. სიგრძე – 8 კმ.  პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
3. მარშრუტი – ”კესელო”. საფეხმავლო. სიგრძე – 4 კმ. ხანგრძლივობა – 1 დღე. პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
4. მარშრუტი – ”დართლო”. საცხენოსნო, საფეხმავლო. ხანგრძლივობა 1 დღე. სიგრძე – 10 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
5. მარშრუტი – ”ვეძა”. საფეხმავლო. ხანგრძლივოდ 1 დღე. სიგრძე 5 კმ. პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
6. მარშრუტი – ”დაქუეხი”. საცხენოსნო. სიგრძე (ერთი მიმართულებით) – 49 კმ. ხანგრძლივობა – 3 დღე. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
7. მარშრუტი – ”დიკლო”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 3 დღე. სიგრძე – 36 კმ.  პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
8. მარშრუტი – ”წოვათა”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 5 დღე. სიგრძე – 65 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
9. მარშრუტი – ”ორეთი”. საცხენოსნო, საფეხმავლო. ხანგრძლივობა – 2 დღე. სიგრძე – 23 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
10. მარშრუტი – ”დოჭუ”. საცხენოსნო.  ხანგრძლივობა – 3 დღე. სიგრძე – 36 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
11. მარშრუტი – ”გონთაი”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 2 დღე. სიგრძე – 50 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია: ახმეტის რაიონი, თუშეთი, სოფელი ომალო.

ბედნიერ და საინტერესო დასვენებას გისურვებთ!

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და განფენილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია – მევენახეობის, მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მებოსტეობისა და მებაღეობის, რძისა და ზეთის წარმოებისთვის აქ ყველა პირობა არსებობს. ლაგოდეხს აქვს  კიდე ერთი სიმდიდრე – მისი ბუნება-ერთმანეთის მონაცვლე გასაოცარი რელიეფებით, იშვიათი მცენარეებითა და ნადირ-ფრინველით. სხვათაშორის ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით.

მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნებით გამორჩეულმა ლაგოდეხის ნაკრძალმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მიიზიდა ბუნების მოყვარულები. ნაკრძალის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ნატურალისტს მლოკოსიევიჩს.  მისი ინიციატივით კავკასიური როჭო დამოუკიდებელ სახეობად აღიარეს და აღმომჩენის პატივსაცებად უწოდეს – Tetrao mlokosiewiczi.

როჭო

1903 წელს ლაგოდეხის ხეობა იჯარით გადაეცა თავად დემიდოვს. წესები, რომელიც რუსმა თავადმა მისთვის გადაცემულ მიწაზე დაამყარა მკაცრი იყო.  ტერიტორიაზე ნადირობის უფლება მხოლოდ დემიდოვის ოჯახის წევრებსა და მათ სტუმრებს ჰქონდათ. ნადირობა, ხის ჭრა, საქონლის ძოვება, თიბვა – ყველა დანარჩენისთვის აკრძალული იყო.

1912 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა  აკადემიის შუამდგომლობით ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა – აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება. ეს იყო პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია საქართველოში.

1935 წელს ლაგოდეხის ნაკრძალლი გაფართოვდა და მას სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზებიმიუერთდა. 1945 წელს ნაკრძალს ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთეს. ამით ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ საკმაოდ დიდი სივრცე მოიცვა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში მისი ტერიტორია 17 818 ჰექტარს მოიცავდა. აქედან 12 146 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, 4 889 ჰექტარი მინდვრებსა და ალპურ იალაღებს ეკავათ, ხოლო კლდეებს – 539 ჰექტარი.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში, სამოქალაქო ომის და გამუკითხაობის დროს ნაკრძალის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. დაცულ ტერიტორიაზე ავტომატური და სანადირო იარაღით აღჭურვილი ხალხის მასიურმა შეღწევამ სხვადასხვა ცხოველთა სახეობები კატასტროფის წინაშე დააყენა. მნიშვნელოვნად შემცირდა ჯიხვის, არჩვის, ირმის, დათვის, შვლის და გარეული ღორის რაოდენობა.

2003 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (22 266 ჰექტარი) და ლაგოდეხის აღკვეთილი (1 992 ჰექტარი). შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალმა ბუნების დაცვის პარალელურად საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციები ც შეიძინა.

ფლორა და ფაუნა

ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ეს იმას ნიშნავს,რომ აღნიშნული სახეობები მხოლოდ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. ნაკრძალი ცნობილია ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი ხელუხლებლადაა შემონახული. შეხვდებით წიფელს, რცხილას, ქართულ მუხას, შერეულ ფოთლოვან ტყეებს, ნეკერჩხალს, მაღალი მთის მუხას, არყის ხის ტყეს.

ნეკერჩხალი

ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მეტრზე ტყის ზოლი არყნარით მთავრდება და ადგილს უთმობს მარადმწვანე დეკის ბუჩქნარს, რომელიც ლაგოდეხში დაახლოებით 2700 მეტრამდეა გავრცელებული.

ალპურ კლდეები ჯიხვისა და კავკასიური შურთხის სამფლობელოა. შედარებით დაბალ სიმაღლეზე ცხოვრობენ არჩვები. ბინადრობენ ასევე: მთის ანტილოპა, ირემი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი (!), ტყისა და კლდის კვერნები და ტყის კატა.

ალპური იალაღების თავზე დალივლივებენ მთის არწივები, ბატკანძერები, ორბები. ნაკრძალში შეხვდებით: კირკიტებს, კაკაჩებს, რამდენიმე სახის ბუს, როჭოს, კაკბებს, პატარა წითელთავას, თეთრგულა შაშვებს, გრძელნისკარტა და წითელფრთიან კლდეცოციას, რამდენიმე სახეობის

კაკაბი

კოდალას, გუგულს, ყვითელგულა მოლაღურებს, წყლის შაშვებს, ხეცოციებს, ჭინჭრაქებს, წიფლიებს.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტურების ორგანიზება: ფრინველებზე დაკვირვება; სათავგადასავლო ლაშქრობები; ისტორულ-კულტურული ტურები; ტურები ფოტო მოყვარულთათვის; სამოყვარულო თევზაობა; კემპინგი  ღია ცის ქვეშ და კარვებში ღამის თევა.

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მოწყობა: 1.ლაგოდეხის ჩანჩქერი; 2.გურგენიანის ჩანჩქერი; 3.მაჭის ციხე; 4.შავი კლდეების ტბა.

p.s ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი: ქ. ლაგოდეხი, დ.აღმაშენებლის ქ.№ 89.
ვებ-გვერდი: www.lagodekhipa.ge