მთავარი » მეცნიერება » ენერგო კოშკურა: სიმძლავრე 15 დედამიწისთვის?

ენერგო კოშკურა: სიმძლავრე 15 დედამიწისთვის?

energy tower 2მკვლევარებმა შექმნეს დიზაინი იმ დანადგარისა, რომელიც კვლევის თანახმად, გამოიმუშავებს იმაზე 15-20-ჯერ მეტ ელექტრო ენერგიას, ვიდრე მსოფლიო მოიხმარს დღეს. ამასთანავე, აღნიშნული დანადგარის გამოყენება შესაძლებელი იქნება გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდაც.

დედამიწის ელექტროენერგიით მომარაგებაც და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაც – ორივე საკმაოდ ფართო მასშტაბის პრობლემებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები იმედოვნებენ, რომ ენერგო კოშკურა იქნება აღნიშნული პრობლემების მოგვარების მთავარი საშუალება. კვლევაზე 1983 წლიდან მუშაობდნენ და უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს ცდების ჩატარებაში, კოშკურის დიზაინის შექმნაში, მონაცემების ანალიზში…

პროექტის დამფუძნებელი, პროფესორი დენ ზასლავსკი განმარტავს,energy tower 1 რომ დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლის და 300 მეტრის დიამეტრის მქონე კოშკურა მუშაობს გარდაქმნის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად: ცხელ აირს გარდაქმნის ცივად. კოშკურის სათავეში დამატებული იქნება ცივი წყალი, რომლის მეშვეობითაც ცხელი ჰაერი ჩაიძირება კოშკურის ფსკერზე, შეიკუმშება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც ის დაეშვება ფსკერისკენ, შემდეგ სიმძლავრე გადაეცემა ტურბინას, ტურბინა მიმაგრებული იქნება გენერატორს, სწორედ ეს გენერატორი აწარმოებს საბოლოოდ ელექტრო ენერგიას.

გამომდინარე იქიდან, რომ ფუნქციონირებისათვის ცხელი ჰაერია საჭირო, შეიძლება ითქვას, რომ კოშკურა მზის ენერგიაზე მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული თვალსაზრისით ის ამ ტიპის დანადგარია. უმთავრესი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ მდებარეობასაც. კონცეფციაზე მომუშავე გუნდმა უკვე განსაზღვრა კონკრეტულ რეგიონებში მდებარე, დაახლოებით 40 სახელმწიფო, სადაც შესაფერისი მშრალი და ცხელი კლიმატი ფიქსირდება. ესენია: ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია, ჩრდილოეთ აფრიკა, კალიფორნია, მექსიკა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წარმოებული ელექტრო ენერგია იქნება იაფი: 1 კილოვატ საათი 2.5 ცენტი. რაც 3-ჯერ უფრო იაფია ისრაელში დღეს არსებულ ტარიფთან შედარებით. ამავე დროს ის იქნება მზის, წყლის, და ქარის ენერგიაზე იაფიც.

ბოლო საფეხური: ამ ბრწყინვალე აღმოჩენის ხორცშესასხმელად, მეცნიერები ცდილობენ ინვესტორების მოძიებას რათა ააგონ ენერგო კოშკურის პროტოტიპი და პრაქტიკაში დაიწყონ რევოლუციური პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, მათ მიაჩნიათ რომ მიაგნეს ფართო მოსახლეობისთვის იაფი ენერგიის მიწოდების უნიკალურ საშუალებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s