მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » საქართველო – ქვეყანა, სადაც …

საქართველო – ქვეყანა, სადაც …

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში რ ა ღ ა ც ე ბ ი ხდება, როგორ არა?! გავიდა თითქმის 9 წელი და იგივე მდგომარეობაში თითქოს არ ვართ, როგორც ამას ზოგიერთი მედია მაუწყებელი გვეუბნება. საავადმყოფოებით რო ამაყობს ხოლმე პირველი კაცი და თან აპარატურას დაატარებს აქეთ იქითო რო გაუბაზრდა, ამაზე უნდა ვთქვა მოკლედ, ორი სიტყვით. გარემონტდა და აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მაგრამ მიდი და იმკურნალე თუ ბიჭი ხარ.

რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოში ძაღლმა მიკბინა. ხობის ახალაშენებულ საავადმყოფოში გვაინ ღამით მივედი. რაბიოლოგი(ვისაც დაკბენილები აკითხავენ ხოლმე) არ დამხვდა. მორიგე ექიმი და მისი ასისტენტი შემრჩნენ ხელში. ასისტენტმა: ისე ვერ გაგიშვებ ჭრილობა უნდა დაგიმუშავოო. დიდიც არაფერი მჭირდა, გაკაწრული მქონდა მარცხენა ხელის ნეკა თითზე. არ ვიცოდი რამდენად სახიფათო იყო არდამუშავება, ხოდა დავთანხმდი. პროცედურა იყო ძალიან სასაცილო. სასაცილო იმდენად რამდენადაც არაფერი გაუკეთებია ქალბატონ ასისტენტს. საპნიანი წყლით მომბანა და ”სანტავიკი” შემოახვია ნეკა თითს. სულ ესააო თქვა და 25 ლარიც გამომიწერა. პირველი ვიზიტიაო, თან ისტორიასაც გიხსნიო აბა?! მთავარი ექიმი ახალგაზრდა მამრი იყო. კი მერიდება ამაში ფული როგორ გამოგართვა, მაგრამ უფროსობას ასე აქვს დაწესებულიო. საავადმყოფოებზე და მათი მომსახურების ძვირ სიამოვნებაზე მითხრა ერთმა: ”უნდა ილოცო, რომ რამე არ დაგემართოს და საოპერაციო არ გახდე, თორე ან ბინა უნდა გაყიდო, ან ბანკის ვალი უნდა აიღო საშვილიშვილოო”. რთულია არ დაეთანხმო.

ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადი გააკეთა აირია მონასტერი, თანაც ძალიან მაგრად. ”ქართული ოცნების” და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე არ ვაპირებ წერას. ყველაზე მეტად ის, კიდევ უფრო დაბინძურებული გარემო არ მომწონს, რასაც დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე ქვია. ხელისუფალი გაბოროტდა, პანიკაშია ჩავრდნილი და სულელურ ნაბიჯებს ერთი მეორის მიყოლებით დგამს. კონსტიტუციური ცვლილებები, კონტროლის პალატის ტერორი, მოსახლეობის დაშინება, ოპონენტების ფიზიკური ანგარიშსწორება, ქონების დაყადაღება… ჩამონათვალი გრძელია. სიტუაციის გამოსწორებისკენ სწრაფვას ჯერ პირი არ უჩანს, უფრო პირიქით.

მმართველ ძალას რომ დაუჯეროს კაცმა, საქართველო ქვეყანაა, სადაც ეკონომიკა ვითარდება და აღმასვლას განიცდის. მაგრამ! დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის შემჩნევას, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ხალხისთვის. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯებესებულა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. 3.5 მილიონიან ქვეყანაში ეს საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

საქართველო მეტად ”უცნაური” სახელმწიფოა. ესაა ქვეყანა სადაც:

ადამიანის უფლებების შელახვისთვის აწინაურებენ;

ქვეყანა, სადაც განსხვავებული აზრისთვის სჯიან, აპატიმრებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ;

ქვეყანა, სადაც საბურავების მოპარვისთვის 16 წელს უსჯიან, მკვლელობისთვის კი 8 წელს და იმათაც ვადაზე ადრე უშვებენ;

ქვეყანა, სადაც პროფესიონალიზმზე უფრო მეტად  უფროსის მონური მორჩილება და მისი ძაღლური ერთგულება ფასდება;

ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები ”ობიექტურად” იტყუებიან;

ქვეყანა, სადაც მხიარულთა და საზრიანთა გუნდები მლიქვნელობენ ხელისუფლებას (ნუ გამონაკლისები არსებობენ);

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სტიპენდიანტები პრეზიდენტისავე განცხადებით არიან ოროსნები;

 ქვეყანა, სადაც წვიმის შემდეგ ქუჩაში მდინარეები მოდის და ხალხი სახლამდე ნავითღა თუ აღწევს;

ქვეყანა, სადაც მაია მიმინოშვილის  გათავისუფლება არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, მაგრამ მინისტრი მაინც მართალია;

ქვეყანა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი განათლების მინისტრად ინიშნება;

ქვეყანა, სადაც განათლების სისტემიდან პროფესიონალებს ათავისუფლებენ და მათ ადგილზე პოლიციელებს ნიშნავენ;

ქვეყანა, სადაც მაია ასათიანი და ნოდარ მელაძე რეიტინგული ჟიურნალისტები არიან;

ქვეყანა, სადაც ”კოკა სეფერთელაძე” მინისტრის მოადგილეა;

ქვეყანა, სადაც real tv, Itv.ge, presa.ge მედიასაშუალებებად ითვლება. იქ ”მომუშავე” ადამიანები კი – ჟურნალისტებად;

ოქტომბერში არჩევნები გვექნება. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნებს დიდი მნიშვნელბა ენიჭება. ინფორმირებული ადამიანის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტი ფასი აქვს. დღევანდელ პირობებში ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობაზე საუბარი სასაცილოა, განსაკუთრებით, რეგიონებს ეხებათ ეს. ტელეკომპანიები, რომელთა მაუწყებლობაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ცალსახად, პროსახელისუფლებო სიუჟეტებს ამზადებენ და პირიქით, ოპოზიის მარგინალიზებას ეწევიან.

პოსტი მინდა დავასრულო ნაწყვეტით 1995 წელს გადაღებული ფილმიდან ”12 მაიმუნი”.
”ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები…
აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!”

15 thoughts on “საქართველო – ქვეყანა, სადაც …

  1. სამწუხაროდ მართალი ხარ) სულ არ მინდა ასე იყოს, მაგრამ მასეა.ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და თითქოს გამოსავალიც არ ჩანს. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ მალე აღარ ვიარსებებთ.

  2. ამომწურავი დახასიათებაა ქვეყნის…აქამდე 1984 მქონდა აკვიატებული, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ” ცხოველთა ფერმის” პერსონაჟი მგონია თავი…

    • katerina ”ცხოველების ფერმა”-მ კითხვის პარალელურად, კიდევ ერთხელ თვალწინ დამიყენა ის რეალობა, რაც ქვეყანაში გვაქვს

      • ხო… ნეტა როდემდე უნდა ვხედავდეთ ანალოგიებს… ქრონიკული ტოქსიკოზი მჭირს უკვე… ცოტაც და ვირწმუნებ, რომ უტოპიაა ფიქრიც კი ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრების…

      • “ცოტაც და ვირწმუნებ, რომ უტოპიაა ფიქრიც კი ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრების…”

        -რთულია, მაგრამ არასოდეს არ დანებდე და დაიღალოო ასე მითხრეს ერთხელ

  3. საღოლ.ძაან მაგარია ^_^ სამწუხარო რეალობაა : (( განათლების მინისტრმა და მოადგილემ ქართული არ იციან სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ…

    • უბედურება ისაა ამ ქვეყანაში, რომ განათლების და პროფესიონალიზმის მიხედვით არ ინიშნებიან თანამდებობებზე.
      გაიხარე, მადლობა აივი garber.

  4. მართლაც უნდა ილოცო რომ არაფერი დაგემართოს და ექიმების ხელში არ აღმოჩნდე, გარდა იმისა რომ მკურნალობის ფასები გახრჩობს, ექიმების არაპროფესიონალიზმიც ემატება (ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი), თუ ერთხელ შეცდომა დაუშვი და მისი გამოწერილი წამალი ანოტაციის წაკითხვის გარეშე დალიე, შეიძლება მთელი ცხოვრება თუ არა მისი რაღაც ნაწილი მაინც საკუთარი თავის გვემაში გაატარო, მხოლოდ იმის გამო რომ მისი დანიშნული წამალი შეუმოწმებლად მიიღე და იმის მაგივრად უკეთესობა იგრძნო, პირიქით რაღაც ახალი გემატება პრობლემად. ექიმის გვემას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გეშველებათ არც იმას და არც შენ…
    დანარჩენზე საუბარს აღარ მოვყვები, გეთანხმები და მემგონი ზედმეტ ლაპარაკსაც აზრი არ აქვს.
    მართლაც რომ ორუელის “ცხოველების ფერმაში” ვცხოვრობთ.😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s