მთავარი » საზოგადოება » კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში ერთი განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში მძიმე ავადმყოფია – ორი მცირეწლოვანი შვილის დედა 25 წლის მამისა შონია. ორი წლის წინ, მამისამ მუცლის არეში მძიმე ტკივილების ჩივილით საავადმყოფოს მიაკითხა. ზუგდიდში ექიმებმა რაიმე სახის დაავადება მაშინვე გამორიცხეს. დიაგნოზიც ვერ დაადგინეს და პირველ ეტაპზე პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები დაუნიშნეს. 2 თვის შემდეგ მამისას ისევ გაუმეორდა ტკივილები. ზუგდიდში ექიმები ვერ შეჯერდნენ გაეკეთებინათ თუ არა ოპერაცია. თბილისში მამისას ნაწლავების გადახლართვა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა. 15 მეტრის სიგრძის ნაწლავიდან მას მხოლოდ 30 სანტიმეტრის სიგრძის ნაწლავიღა აქვს დატოვებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სასმელი და საკვები ორგანიზმში 10 წუთითაც არ უჩერდება. თვეში დაახლოებით 2000 ლარის წამალი ესაჭიროება. 600 ლარიან წამალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყობს. დანარჩენს კი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები ეხმარებიან, თუმცა რასაკვირველია ეს არაა საკმარისი. 2 წელია ეს ვითარება გრძელდება. თვითონ მამისა ძალიანაა დაუძლურებული – 25 წლის გოგო 27 კილოგრამს იწონის. პრაქტიკულად ვერ მეტყველებს, ძალა არ აქვს, ვერ მოძრაობს, წოლითი რეჟიმი აქვს. დრო და დრო ძლიერდება ტკივილები. ყოველდღიურ რეჟიმში ღებულობს წამლებს. ექიმებს უკვირთ აქამდე როგორ შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, საავადმყოფოშიც აღარ აწვენენ…

შონიების ოჯახის ტრაგედია ამით არ იწურება. მათ ჰყავთ მეორე შვილი – 22 წლის ბიჭი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება რუსთავის ერთ-ერთ ციხეში.
ოჯახის დიასახლისი საკუთარი ვაჟის დრამატულ ისტორიასაც ცრემლით ყვება. ”15 წლის იყო, როდესაც ჩვენ სოფელში ჩამოსულ ერთ-ერთ სტუმარ გოგოს ჩემი ბიჭი ძალიან მოეწონა. ცოტა ხანში ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. დავიდა ცოტა ხანი. ერთ ღამესაც, დაახლოებით 02:00 საათზე სახლში პოლიციელები მოვიდნენ. ჩემი შვილი იკითხეს. ვუთხარი გვერდით ოთახში ძინავს თქო. დამაძახებინეს. რომ დავბრუნდი ჩემ ოთახში დავინახე რომ საწილში იარაღები მელაგა.  ჩემ შვილს იარაღის შენახვა-ტარება მუხლი წაუყენეს და დააპატიმრეს. ხონის ციხეში ჩასვეს. ის გოგო ჩემთან მყავდა, შვილივით მიყვარდა, ჩახუტებულს ჩემთან ეძინა. 2008 წლის ომის შემდეგ ხონის ციხეში ბუნტი იყო. ჩემი შვილი სხვებთან ერთად გაიქცა ციხიდან. 2 საათში დაიჭირეს. საქმე ისე წარიმართა, რომ საერთო ჯამში ჩემ შვილს 14 წელს უსჯიდნენ. პირველმა პროკურორმა, ვინც საქმეს აწარმოებდა ბლომად ფული შეჭამა და კინაღამ საბოლოოდ დაგვღუპა. მისი გათავისუფლების შემდეგ სხვა დანიშნეს რომელთანაც შედგა საპროცესო შეთანხმება და ჩემ შვილს საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა. ეხლა დარჩენილი აქვს 1 წელი და 7 თვე. დარეკვისას ითხოვს თავის დასთან ლაპარაკს, მაგრამ როგორ ვალაპარაკოთ?! ხან ვეუბნები რომ ძინავს, ხან ვატყუებ რომ არ ვარ სახლში. რუსთავში ჩაყვანასაც მთხოვს, მაგრამ როგორ ვანახო? როგორ ჩავიყვანო? მკლავებზე მყავდეს დაწვენილი?!”
ოჯახთან დამშვიდობებისას დიასახლისი მეუბნებოდა: ამბობენ, ოჯახში ავადმყოფი და პატიმარი გაშოროს ღმერთმა და დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და გადალახავო. ჩვენ ოჯახს კი ორივე დაატყდა თავს. ნეტა ჩემი გოგო ჯანმრთელი იყოს და არაფერს დავიშურებდი…
მამისა შონიას მუდმივად ესაჭიროება წამლები: ალბუნინი, კრეუმი, იმფუზოლი.
ადრე მახსოვს დისკუსია იყო ასეთი – უნდა გამოიყოს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხები ისეთი ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც მაინც და მაინც დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია. ჩემი აზრით, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს რომ ტკივილი შეუმსუბუქდეს და გაუყუჩდეს. მაგრამ, როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრო სხვაგვარად მიიჩნევს.

ისტორია ნამდვილად მძიმე და დრამატულია…
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

18 thoughts on “კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

      • მართალი ხარ,სიამოვნებითაც დავეხმარებოდი,მაგრამ მე რითი შემიძლია,რომ დავეხმარო?

      • ქეთუსი ჩემი ხელფასი საარსებო მინიმუმთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ მოვახერხე იმდენი რომ ერთ 5შვილიან ოჯახს 2 თვე არ მოშივდება. სხვების დახმარებით მოვახერხე🙂 დახმარება მრავალნაირად სეიძლება გაუწიო ადამიანს.

      • ყოჩაღ,კიდევ უფრო მეტ პატივს გცემ ამგვარი აქტივობისთვის :*
        ნუ, მაგ მხრივ აქტივობით მე ვერ დავიკვეხნი,მაგრამ პატარა ქველმოქმედებას მეც ვეწევი ^ ,უბრალოდ მაგ ოჯახამდე აბა ხელი როგორ მიმიწვდეს?

  1. ძალიან სამწუხარო ამბავია. ერთს შეუძელბა გაუჭირდეს დახმარება, მაგრამ თუ ბევრი ვიქნებით ადვილია. როგორ შეგვიძლია დახმარება. ასეთ რამეს რომ ვკითხულობ მერე უფიქრდები შენ რამდენად ადვილად და კარგად ცხოვრობ და შეიძლება უკმაყოფილოც კი იყო შენი ცხოვრებით, როცა შენს გარშემო ამდენი გაჭირვებული ადამიანი დადის.

    • დახმარება როგორაა შესაძლებელი ლიზი გეტყვი: პატიმარი შვილი პრაქტიკულად უყურადღებოდაა დარჩენილი. ვერც ერთ თეთრს ვერ ურიცხვენ ანგარიშზე, იმიტომ რომ მეორეს ძალიან დიდი თანხა ჭირდება წამლებისთვის… ამ ეტაპზე პპატიმარი შვილისთვის მცირე რაოდენობის ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით ასეა

  2. დღევანდელი რეალობის კიდევ ერთი ანარეკლი–სამწუხაროდ, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო ვერ ახერხებს ყველა იმ ადამიანის დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება

    • სახელმწიფო არ ახერხებს, გაჭირვებულებს რომ დაეხმარონ, მერე მაგათ ჯიბეში რაღა წავა? ვისი ცოლი იმშობიარებს მერე ევროპის ფეშენებელურ სამშობიაროში?!

  3. ვაიმე გავგიჟდი ნიკ.😦 როგორ შეიძლება დავეხმარო მცირეოდენი თანხით მაინც. ან მისამართი მომწერე ნიკ, ორი აბასთუმანია სამეგრელოში…

  4. და ამ გოგოს ოპერაცი რომ გაუკეთონ გადარჩენა თუ შეიძლება.. (ოპერაციიათ, მკურნალობით ან რაიმე საშვალებით.? )

    • ninchous, ექიმები აღარ ეკარებიან, გადაწყვეტილია მისი საქმეო. უკვირდათ ამდენი ხანი როგორ გაძლოო.
      თავის დროზე ხომ გაუკეთეს ოპერაცია და ამოაჭრეს რაც კი ნაწლავი ქონდა ….
      შესაძლოა უკვე დაღუპულიცაა. მეზობელი მეუბნებოდა, მაქსიმუმ ერთი კვირაღა იცოცხლოსო.

      • კარგი მადლობ.. ცუდია ძალიან რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაშია, ნამდვილად არ იმსახურებს ქართველი ერი

  5. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს თეორიაში — ეს პლანეტა ჯოჯოხეთია და აქ ცუდი გაცილებით მეტია, ვიდრე კარგი და ეს კარგი იმდენად მცირეა, რომ სათვალავში ვერ ჩავაგდებთ!!! ტელევიზიით კი, ყოველდღე მარწმუნებენ ამაში. ესაა ქვეყანა, სადაც ათასჯერ ახსნილად თქვეს, რომ ლეღვის ნახარშით გარუჯვა არ შეიძლებაო და მაგალითებიც აჩვენეს, მაგრამ დღეს კიდევ რამდენიმე გამოპენტერებული გოგო წევს საავადმყოფოში იგივე მიზეზით, აი, ეს ის გოგოები არიან, რომელთაც მხოლოდ ბავშვის გაჩენა შეუძლიათ და არ მათქმევინოთ, ტვინში რა უდევთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s